Home რუბრიკები საზოგადოება მილიონი დოლარის ოდენობის დაზღვევის მისაღებად დედამ თავისი ინვალიდი ბავშვები მოწამლა

მილიონი დოლარის ოდენობის დაზღვევის მისაღებად დედამ თავისი ინვალიდი ბავშვები მოწამლა

1078
მილიონი დოლარის ოდენობის დაზღვევის მისაღებად დედამ თავისი ინვალიდი ბავშვები მოწამლა

Daily Mail იუწყება, რომ ავსტრალიის მოქალაქემ, 51 წლის მერი კრებტრიმ, მოწამლა თავისი ვაჟი ჯონათანი და ქალიშვილი ერინი. დედა მათ წლების განმავლობაში ასმევდა წამალს, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, დახოცა ისინი _ ჯერ ქალიშვილი მოკვდა, რომელიც 18 წლისა იყო; ხუთი წლის შემდეგ კი _ 26 წლის ვაჟი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კრებტრი გატაცებული იყო რეალითიშოუთი და ასევე გახლდათ კვინსლენდის მღრღნელების მოყვარულთა საზოგადოების წევრი. მის სახლში თორმეტი მღრღნელი ცხოვრობდა. ქალი თაგვებსა და ვირთხებს ეალერსებოდა, შვილებს კი წამლავდა. ამ გადაგვარებულმა დედაკაცმა შვილები მილიონამდე ოდენობის დახმარების მისაღებად გაწირა.

მას ბრალად წაუყენეს 2 ადამიანის მკვლელობა და თაღლითობა. სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here