მეცნიერთა აზრით, ეს არომატიც კულტურული ფასეულობაა.
გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა წარმოადგინეს ძველი წიგნების აღწერა, რომელიც მოხალისეთა გამოკითხვის შედეგად შეადგინეს.
მათი პასუხების თანახმად, ასი წლისწინანდელ გამოცემებს ქოქოსის, შოკოლადის, კვამლისა და თევზის სუნი აქვს.
ამას გარდა, მეცნიერებმა მოხალისეებს ჰკითხეს, რისი სუნი აქვს ბიბლიოთეკას. შენობაში, რომელიც სავსეა წიგნებით, გამოკითხულთა აზრით, ხის, კვამლის, მიწისა და ოდნავ ვანილის სუნი იგრძნობა.
მსგავსი გამოკითხვის ჩატარებას მკვლევარები მუზეუმებშიც გეგმავენ. მათი აზრით, ეს ადამიანებს სიძველეების არა მხოლოდ დათვალიერების, არამედ წარსულის სუნის შეგრძნობის საშუალებას მისცემს.