Home რუბრიკები პოლიტიკა მეტი ნატო საქართველოში! მეტი სულელი საქართველოს მთავრობაში!

მეტი ნატო საქართველოში! მეტი სულელი საქართველოს მთავრობაში!

5729
კარიკატურა

ნეტავ, რა უნდა თქვას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისეთი, რომ ქართველმა პოლიტოლოგებმა, პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და მთავრობის წევრებმა გაკვირვება და გაოცება არ გამოთქვან?! ბოლო 20 წელიწადია, ქართული მხარე, ოფიციოზიც და ოპოზიციაც, გაკვირვებას გამოთქვამს ხოლმე კრემლის მესვეურთა განცხადებების გამო. არადა, კრემლი სხვადასხვა რამეს რომ ამბობდეს, კიდევ გასაგებია _ კაცს ხან ეს გაუკვირდეს, ხან ის. სინამდვილეში კი კრემლი, 20 წელია, ზუსტად ერთსა და იმავეს აცხადებს და ქართველ პოლიტიკოსპოლიტოლოგებს, 20 წელიწადია, უკვირთ და უკვირთ. სწორედ ასეთი გაკვირვების კვირა გვქონდა კიდევ ერთხელ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ჰელსინკიში შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, არ დავუშვათ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის მოახლოება რუსეთის საზღვრებთან, მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდება, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება ამაზე. რუსეთი ნატოს აღიქვამს, როგორც საფრთხეს და, აქედან გამომდინარე, უკრაინასა და საქართველოს ჩვენ განსაკუთრებულად ვაკვირდებით”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აი ამის გამო, უკვე ლამის 10 დღეა, საქართველოში მიდის ერთი გამიშვი-გამატარე გაოცებულ-აღშფოთებული გამომეტყველებითა და “აი, პუტინის ნამდვილი სახე!” და სხვა შეძახილებით.

გულზე ხელი დაიდეთ კი არა, ტვინს წიხლი დააჭირეთ ვინმემ და მიპასუხეთ: პუტინს, რუსეთს, მოსკოვს, კრემლს როდისმე ჰქონია სხვანაირი სახე?

როდისმე უთქვამს ან გორბაჩოვს, ან ელცინს, ან პუტინს, ან კრემლის სხვა წარმომადგენელს: უჰ, თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო და უკრაინელებო, თქვენ თუ ეგრე გაგისწორდებათ, განალაგეთ ნატოს სტრატეგიული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, რა პრობლემააო?

ამიტომაც მაინტერსებს, რა უკვირთ ასე ჩვენს პოლიტოლოგ-ექსპერტ-პოლიტიკოსებს ან რა არ გაუკვირდებოდათ მათ პუტინისგან? დავუშვათ, პუტინს ეთქვა: ჩვენ მივესალმებით ნატოს გაფართოებას, ველით სულმოუთქმელად, როდის მიიღებენ საქართველოსა და უკრაინას ამ ორგანიზაციაში და როდის განლაგდება კავკასიონის ქედზე და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე ნატოს რაკეტებიო, მე, პირადად, ეს უფრო გამიკვირდებოდა, ვიდრე ის, რაც ქართველ ექსპერტებს გაუკვირდათ.

შეუძლებელია, არ ვახსენოთ ჩვენი ოპოზიციაც, რომელიც, რამდენიმე წელიწადია, მკაცრი სახით საყვედურობს “ოცნების” მთავრობას: რუსეთს ენის მოჩლექით ნუ ელაპარაკებითო!

ვერაფრით დავადგინე, რას გულისხმობენ ისინი “ენის მოჩლექაში”. ნუთუ რამე განსხვავება იქნება იმაში, რუსეთს მის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ალიანსის სტრატეგიულ რაკეტებს ენის მოჩლექით განვულაგებთ თუ მკაცრი ტონით?!

დავიჯერო, რუსეთს ჩვენი ინტონაცია, მიმიკა და გრიმასები უფრო ადარდებს, ვიდრე რეალური ფაქტი?!

თუ რუსეთს მკაცრად ვეტყვით: რუსეთო, ჩვენ უნდა განვალაგოთ ნატოს რაკეტები შენი საზღვრის სიახლოვეს! _ ამას რუსეთი არ დაუშვებს?

ხოლო თუ ვეტყვით: ლუცეთო, ცვენ უნდა განვალაგოთ ნატოც ლაკეტები ცენი საზგვლის სიაქლოვეს და ალ გაბლაზდე ლააა”, მაშინ რუსეთი დაუშვებს ჩვენს შესვლას ნატოში?

როგორც ჩანს, ქართველი “ექსპერტები” დიდ განსხვავებას ხედავენ იმაში, ქვეყანას რაკეტას მკაცრი შეძახილით ესვრი თუ მოფერებით, დაყვავებით.

ისე კი, აღარც არაფერია სალაპარაკო მას შემდეგ, რაც თავის დროზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზაქარეიშვილმა განაცხადა: რამდენიმე თვეა, ვცდილობ, გავერკვე საქმის ვითარებაში და მე მგონია, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ რუსეთის ინტერესებით მოქმედებსო.

ამ ფრაზის მთქმელი და ასე მოაზროვნე კაცი მინისტრად რომ ეყოლება ქვეყანას, იმ ქვეყნის საქმე უკუღმა რომ დატრიალდება, ამას დიდი მკითხაობა არ სჭირდება. ისე, მაინც საინტერესოა: ზაქარეიშვილის აზრით, ნეტავ, რომელი ქვეყნის ინტერესებით უნდა მოქმედებდეს რუსეთის პრეზიდენტი?

ასეთი პარადოქსული სისულელეების რახარუხს დღემდე განაგრძობენ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები და სწორედ ეს არის ამ სტატიის მთავარი კითხვაც: რა არის ასეთი საგანგებო, ასეთი გასაოცარი, ასეთი მოულოდნელი პუტინის ზემოთ ხსენებულ განცხადებაში? რა იყო, ბატონებო, თქვენთვის აქ სიახლე და რატომ დაუთმეთ ამ ფრაზის განხილვას მთელი ათი დღე? რა ხდება _ რუსეთს კიდევ ერთინიღაბიუნდა ჩამოჰგლიჯოთ?

რა თქმა უნდა! 30-წლიანი “ბუქსაობის” გაგრძელებაა ჩვენი “დიადი სტრატეგიული მეგობრის” ნება და სურვილი. როგორც ჩანს, კიდევ ბევრი წელი მოგვიწევს პუტინის ან შემდეგი პრეზიდენტის ანალოგიურ განცხადებებზე გაკვირვების, გაოცების, აღშფოთების გამოთქმა და ნატოსთან მუდმივი დაახლოება, რომელიც აშკარად მინუს უსასრულობისკენ მიისწრაფვის.

“დღეს ჩვენ ისე ახლოს ვგრძნობთ თავს ნატოსთან, როგორც არასდროს” _ ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს ბოლო სამიტზე გააკეთა. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა იგრძნო თავდაცვის მინისტრმა ან საიდან “შეაქანა” _ ზევიდან, ქვევიდან თუ გვერდიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებს ნატოსთან ასეთი “ჯერარნახული სიახლოვის” შესახებ ფრაზები, სულ ცოტა, 20 წელიწადია, გვესმის.

ამ 20 წლის განმავლობაში კი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, წესით, უკვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ რეალურად საქართველოს რუსეთის შესაჩხიკინებელი ჯოხის ფუნქცია აკისრია თავისი ახალი “სტრატეგიული პარტნიორებისგან” და მეტი არაფერი.

მერამდენედ ვაკეთებ ასეთ შედარებას: კი, ბატონო, არანაირად არ ეკითხება მეზობელს, შენს ბოსტანში რას გააკეთებ, მაგრამ, თუ შენი და მეზობლის საერთო ღობესთან დააყენებ ვინმე გადამთიელს, რომელიც უახლოეს წარსულში მტრობდა შენს მეზობელს და ახლაც მოსალოდნელია, რომ ან შენი მეზობლის ბოსტანში დაიწყოს ქვების სროლა, რა თქმა უნდა, ეს შენსა და მეზობელს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდება. თუ ეს მეზობელი შენზე გაცილებით ძლიერია, არც ის გაუჭირდება, თავისი ღობე იქამდე გადმოწიოს, სადაც შენ ქვასროლიასტუმარიდაუყენე.

როგორ ფიქრობთ, თუკი ამ “ქვასროლიას” იქ დაყენებაზე ვინმემ წაგაქეზათ, შემდეგ დაინახა, რაც დაგმართათ იმ ძლიერმა მეზობელმა _ როგორ გადმოგიწიათ ღობე თქვენს ბოსტანში და ერთდერთი, რასაც ამის გამო აკეთებს, არის ის, რომ შეშფოთებული სახით გეუბნებათ: ნწუ! ნწუ! ნწუ! ნწუ! რა ავი და აგრესიული მეზობელი გყოლია, კაცოო, _ასეთი ვინმე ნამდვილად შენი კეთილმოსურნეა?

და განა სხვა რამეს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ?

ერთადერთი, რაც სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით გააგრესიულებული რუსეთის საპასუხოდ “მსოფლიო საზოგადოებამ” გააკეთა, იყო განცხადება: ხედავთ, კაცო, რა აგრესიული სახელმწიფო ყოფილა რუსეთი?!

და ჩვენც ბავშვებივით გაგვიხარდა: აგე, მსოფლიოსაც ხომ დავანახვეთ უკვე, რომ რუსეთი აგრესიული სახელმწიფო ყოფილაო.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას დამკვიდრებულ ტრენდზე: “პუტინი საქართველოს მტერია!” _ ამ ფრაზას შემოგჩრიან პირში იმწამსვე, როგორც კი ამ თემაზე კამათისას რუსეთის პრეზიდენტის სახელს ახსენებ. თუკი ოდნავ მაინც დაფიქრდი პასუხის გაცემისას, “ეროვნულ ნამუსზე” ამგდები შეძახილების “ტყვიამფრქვევიც” მზად არის: “რა, არ არის პუტინი საქართველოს მტერი?” “როგორ, შენ არ აღიქვამ პუტინს, როგორც მტერს?” “პუტინი, შენი აზრით, არ არის მტერი?” “არ არის მტერი პუტინი?”

და სხვა შანსი არ გაქვს _ ან უპირობოდ უნდა აღიარო პუტინი საქართველოს მტრად, ან გადაიხვეწო საქართველოდან გიორგი სააკაძესავით.

არადა, პუტინი საქართველოს მტერი კი არა, იმ ქვეყნის მტერია, რომელიც მისი ქვეყნის საზღვართან ჯიუტად ცდილობს, ნატოს, ანუ რუსეთის მტრის მიჩოჩებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მტრის ხელისშემწყობის მტერია და მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ “მტრის მეგობარს” საქართველო ერქმევა თუ ბანგლადეში! ბანგლადეში რომ იყოს რუსეთის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყანა და ის ცდილობდეს ნატოს მიახლოებას რუსეთთან, მაშინ პუტინი ბანგლადეშის მტერი იქნებოდა! მაგრამ, საქართველო რომ მდებარეობდეს სამხრეთ ამერიკაში, არა მგონია, პუტინი მაინც საქართველოს მტერი ყოფილიყო.

ყოველივე ამაში არაფერია გასაკვირი და სრულიად ლოგიკურია რუსეთის პრეზიდენტის ასეთი დამოკიდებულება “მტრის მეგობართან”. ეს ასე იქნება მერეც, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, 10, 20 თუ 50 წლის შემდგომ, აღარ იქნება ვლადიმერ პუტინი და იქნება ვინმე ივან ივანოვი, ანუ რუსეთის პრეზიდენტის კონკრეტულ სახელსა და გვარსაც ზუსტად ისევე არ აქვს მნიშვნელობა, როგორც რუსეთის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნის დასახელებას.

ხოლო იმის მცდელობა, რომ რუსეთს “ავუხსნათ”: ნატო შენი მტერი არ არის და ნუ გეშინია მისიო, უბრალოდ, სასაცილო იდიოტობაა. რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს აღიქვამს მტრად და მორჩა.

აი, ვიდრე ასეთი აბსტრაქციით არ დაინახავს ქართველი საზოგადოება რუსეთსაქართველოს ურთიერთობებს და, საზოგადოდ, გლობალურ მსოფლიო პოლიტიკასაც, მანამდე ნამდვილად არაფერი გვეშველება. სანამ ამ ყოველივეს კონკრეტულადვლადიმერ პუტინადდადონალდ ტრამპადაღვიქვამთ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს გაოცების გამოხატვა: ხედავ, კაცო, რა თქვა ამ საზიზღარმა პუტინმა? ასევე, ალბათ, ზაქარეიშვილის არაერთმემკვიდრესმოუწევს პრესკონფერენციის ჩატარება იმისდასადგენად”, რომელი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს (თურმე) რუსეთის პრეზიდენტი.

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. საქართველო რომ ყოფილიყო ტერიტორიულად რუსეთის ადგილზე ისეც ასე იმოქმედებდა , რუსეთი მოქმედებს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის,სწორად იქცევა ეს ჩემი აზრია, საქართველომ კიდო თავისი ამბიციურობით დაკარგა ის რისი დაკარგვაც შეიძლებოდა, მის შემდეგ აჭარაა, და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დიდი ხანი გაყიდულია ჩვენ ცოტანი არ გვყავს გამყიდველები, სიფყვის ხალხი არ ხართ ხელმძღვანელობა, საქართველოს ისევ რუსეთი იხსნის კატასტროფისგან, დაიმახსოვრეთ კარგად ჩემი ნათქვამი

  2. absoluturad getanxmebit–sakartvelos rom zurgs ukan ruseti ar hyavdes , siria da libia monagoni ikneboda , magram rusuli datvis shishit ver shemodian ise rogorc undat “chevni megobrebi”. gamyidveli ki ramdenic gindat-30 welia sakartvelo gamyodvlebis xelshia da yvelaze sadzageli , da tanac gaidzvera /sashishi/chumi exla gvyavs. is giji gadareuli ki vicodit vinc iyo da es rom “ketili mepis” saxit inigbeba, da mden adamians kidev sjera misi , ai es aris didi ubedureba . imitom rom eri ver dairazma, ver gamopxizlda am grma dzilisgan, da chaobshi vigrchobiit. kveykana da xalxi nadgurdeba.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: nini Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here