Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ ზურაბაშვილი: ამერიკას საქართველოში ჰყავს თავისი აგენტურა, რომელმაც მოსპო და გაანადგურა ჩვენი...

მერაბ ზურაბაშვილი: ამერიკას საქართველოში ჰყავს თავისი აგენტურა, რომელმაც მოსპო და გაანადგურა ჩვენი სამშობლო

1262
მერაბ ზურაბაშვილი

ღვინო ჩვენთვის ღვთაებაა, ქართველი უღვინოდ და უვენახოდ წარმოუდგენელია. ეს არის ჩვენი სიამაყე და ქვეყნის სიმდიდრე

მას შემდეგ, რაცრუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაპოსტკრიპტუმშირუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა, რუსეთის დუმამ საქართველოსთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა. ამის გამო გახარებულ, სანქციებარიდებულ ქართველ გლეხებს ამავე არხის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გვარამიამ სატელევიზიო ეთერით მიმართა: “ღვინოში და ყველა პროდუქტში ჩაგით ყველას, ვინც რუსეთის ბაზარზე თქვენი ხეირისთვის ქვეყნის ინტერესების გამყიდველ რეჟიმს დაუჭერთ მხარს და პუტინის სიკეთეებზე ამოგდით მზე და მთვარე! აი ასე, და კიდევ ათასგზის! პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს!” რას ნიშნავს ქართველისთვის ღვინო? _ საგანგებო ღვთისმსახურების, წირვის დროს პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომელთა მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს. ეს ქრისტიანული რელიგიის ერთერთი საიდუმლოა

გლეხები, რომლებიც გვარამიამ ძალიან გააბრაზა, იხსენებენ ასეთ ფაქტს: “1993-1995 წლებში საქართველოში მრჩევლად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა შადმან ვალავიმ ედუარდ შევარდნაძესა და ოთარ ფაცაციას უთხრა: “დაივიწყეთ, რომ მწარმოებლები იყავით, აწი მომხმარებლები უნდა გახდეთო”, რაც შევარდნაძემ ქართველ ერს ასე “გადაუთრგმნა”: “ჩვენ მზა პროდუქციას შემოვიტანთ და უფრო იაფი დაგვიჯდება”. ამას კი ქვეყნის ეკონომიკის ყველა დარგის ნგრევა, განიავება და ჯართად გაყიდვა მოჰყვა, მილიონი უმუშევარი კი ქუჩაში დარჩა.

რას ფიქრობენ კახელი გლეხები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რას ნიშნავს მათთვის ვაზი და ღვინო? _ გვესაუბრება ჩვენი გაზეთის აქტიური მკითხველი, გურჯაანელი მერაბ ზურაბაშვილი:

_ ნაცების საუბარი (ნაცებში გვარამია-გაბუნიას ვგულისხმობ) არ მომისმენია, მთელი დღეები მინდორში ვმუშაობ…

ამ ადამიანებისთვის, რომლებიც სულ და გვარგაყიდულები არიან, ზნეობა და ღირსება არ არსებობს, მთავარია, დოლარი გამოუგზავნონ დასავლეთიდან პატრონებმა და ყველაფრის მკადრებლები არიან. ღირსებააყრილ კაცს შეუძლია, ყველაფერს მოაწეროს ხელი.

ამერიკას მსოფლიოზე ბატონობა სურს, ამ გზაზე ხელს რუსეთი უშლის, ჩვენ კი, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, მათ მეტოქეობას ვეწირებით. ამერიკას მხოლოდ პლაცდარმად ვჭირდებით და სხვა ჩვენგან არაფერი აინტერესებს. ის პირდაპირ ვერ ებრძვის რუსეთს, რადგან დიდ ზარალს ნახავს, ამიტომ სხვადასხვა ხერხით ცდილობს მოქმედებას, ამ მოქმედებებისთვის ჩვენს ქვეყანაში (და არა მხოლოდ) ჰყავს თავისი გოშიები, ნირწამხდარი ნაძირალები, გახრწნილი ადამიანები, რომლებიც სულსა და სამშობლოს ფულზე ყიდიან.

აქცია

ამერიკა და საქართველოში მცხოვრები მათი მონაგოშიები ყველაფერს აკეთებენ, რათა რუსეთთან ურთიერთობა დაგვეძაბოს, ამისთვის გლეხკაცსაც გაწირავენ და საკუთარ შვილებსაც. მათთვის წმინდა არაფერია.

ახლა ღვინოს გადმოსწვდნენ. თუკი გლეხმა ყურძენი ვერ ჩააბარა, შრომასა და წვალებას რა აზრი აქვს?!

საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენ არც შრომა გვეზარებოდა და არც ფული გვაკლდა, ღირსებააყრილები არ ვიყავით. ახლა ყოველ დღე უკან-უკან მივდივართ, წინ ერთი ნაბიჯიც ვერ გადაგვიდგამს. ყველაფერი იკარგება და ინგრევა. გვესმის, რომ ეს პატარა ქვეყანა დიდი პოლიტიკის მსხვერპლია, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც გაიყიდნენ. ამერიკას საქართველოში ჰყავს თავისი აგენტურა, რომელმაც მოსპო და გაანადგურა ჩვენი სამშობლო.

სახალხო მეურნეობა მიზანმიმართულად დაგვინგრიეს, მრეწველობა გაანადგურეს, ქარხნები და ფაბრიკები ჯართად გაყიდეს, სოფელი მოსპეს, მეურნეობებისგან აღარაფერი დარჩა.

_ რას ნიშნავდა ქართველი გლეხისთვის რუსეთის ბაზარი? გვარამიამ გლეხებს, განსაკუთრებით _ კახელებს, გითხრათ, რომ ბაზარი სხვაგან მოძებნეთ და რუსეთს არ ჩამოეკიდოთ თქვენი ყურძნითა და ღვინით

_ გვარამია ნაძირალაა, უღირსებო და გამყიდველი. მისი ენა ყველაფერს იტყვის და იკადრებს. ღვინო ჩვენთვის ღვთაებაა, ქართველი უღვინოდ და უვენახოდ წარმოუდგენელია, ეს არის ჩვენი სიამაყე და ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, დიახ, სიმდიდრე და დოვლათი. იოსებ ნონეშვილს აქვს ასეთი ლექსი: სადაც ქართველი კაცია, ღვინოც თანა ჰყავს ძმობილად, ვინ იცის, ვაზიც, ქართველიც ამქვეყნად ერთად შობილან. თითქოს მართლაც ერთად იშვა ვაზი და ქართველი, რადგან ქართველი ვაზის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

გვარამიამ ის სიტყვები იმიტომ გვითხრა, რომ, თვითონ სულში ჩაფურთხებულს, უნდა, ჩვენც სულში ჩაგვაფურთოს, გაურკვეველი სქესისა და წარმოშობის ადამიანისთვის ხომ სულერთია, რას შეურაცხყოფს?!

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როდესაც რუსეთი ჩვენგან აღარაფერს იღებდა, განსაკუთრებით კი ღვინოს, ფასები ისე დაეცა, რომ კახელმა გლეხმა ვაზის გაჩეხვა დაიწყო, რაც იმის ტოლფასია, მამამ შვილი სასიკვდილოდ რომ გაიმეტოს. თან ტიროდნენ და თან ჩეხავდნენ, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, ვაზი და ღვინო უსარგებლო გაგვიხადეს, შრომასა და წვალებას აზრი აღარ ჰქონდა…

ბოლო სამიოთხი წელიწადია, რაც რუსეთმა საქართველოდან ღვინის მიღება დაიწყო, ყურძნის ფასმა აიწია. ამან დიდი და პატარა ვენახისკენ მიაბრუნა. შემოდგომაზე ვაზი ძილს რომ ეძლევა და ფოთოლცვენა იწყება, ხალხი ლერწის შეგროვებას იწყებს, ლერწი ვაზის საძირეა, ამით ნამყენი კეთდება, შემდეგ ვენახი შენდება. წინათ ლერწისთვის ვენახს აშენებდნენ, ახლა ის ვენახები აღარ არის, ახლა მინდორში ეძებენ ლერწს, ესეც შემოსავლის ერთგვარ წყაროდ იქცა. ზოგი რამდენიმე დღის განმავლობაში ასიორასი ლარის ლერწს ზრდის, ამან საქმე გაუჩინა მყნობელსაც, ლერწზე საჯიშე ვაზი ემყნობა. უნდა ითქვას ისიც, რომ ვაზი სარს ეყრდნობა, სარი ბამბუკის უკეთესია, რაც კახეთში დასავლეთიდან ჩამოგვქონდა, ანუ ეს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, შემოსავლის წყარო იყო ერთი სიტყვით, ხალხი დასაქმდა, ამოძრავდა სოფელი და ნაბიჯების წინ გადადგმას ვცდილობთ. სწორედ ეს არ მოეწონათ ამერიკის მონებს, დასავლელმეგობრებსძლიერი ქართული სოფელი არ სჭირდებათ და დაგეშეს კიდეც გაბუნიები და გვარამიები, ძაღლებივით ააყეფეს და ყველაფერი გააჩერეს. გააჩერეს რუსეთთან სულ ოდნავ, შეუმჩნევლად მოწესრიგებული ურთიერთობები.

_ რა არის საჭირო, ქართული სოფელი ფეხზე რომ წამოდგეს?

_ საქართველოს ხელისუფლებას ვეტყვი, რომ რუსეთის ბაზარი ქართული სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რუსეთის არა მხოლოდ ბაზარი. საერთოდ, ამ ქვეყანასთან ურთიერთობაა მნიშვნელოვანი, რუს ერთან ურთიერთობა. ჩვენ, ქართველებს, თუ გვინდა, რომ ბედნიერი, წარმატებული მომავალი გვქონდეს, რუს ხალხთან ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ. ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს კეთილდღეობა სურთ, რუს ხალხთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვერსად გაექცევიან, მეზობელ ქვეყანასა და ხალხთან ურთიერთობის გაფუჭების მომხრე მხოლოდ დასავლეთისა და ამერიკის აგენტები არიან, 30 ვერცხლზე გაყიდული სულმდაბალი ადამიანები.

რუსეთის მთავრობას ვთხოვ, ნუ აჰყვებიან საქართველოში ჩანერგილ აგენტებს, სამშობლოს გამყიდველებს, იფიქრონ ჩვენნაირ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებზე, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან კეთილმეზობლობა მხოლოდ წაადგება საქართველოს.

არ არსებობს ცხვრის ფარა, რომელშიც კოჭლი ცხვარი არ გამოერიოს, ასევე, ერსაც ჰყავს მოღალატეები. და იმ მოღალატეების გამო ქართველ ერს ისე ნუ მოგვექცევიან, როგორც მტრებს. საქართველო-რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა ორივე მხარისთვის მომგებიანია. ამაზე უნდა იფიქროს ორივე ქვეყნის ხელისუფლებებმა.

_ რუსეთის პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ენით გამოუთქმელი სიბინძურით მოიხსენიეს, ქართველები დაგვინდო _ სანქციები აგვარიდა

_ რუსეთის პრეზიდენტს დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ, წესიერი ხალხი, დაგვინდო, ქართველი გლეხი და არა პოლიტიკოსები. ამით დაგვანახვა, რომ ჭკვიანი კაცია და სურს ქართველი ხალხის ჯანსაღ ნაწილთან კეთილი ურთიერთობა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. Мадлоба батон Мераб зурабашвилс да им адамианебс винц гаиазребс рас нишнавс гвино картвели кациствис да рас нишнавс ” мезобели” мхедвелобаши маквс русеттан уртиертоба венацвале квела им картвелс винц цаукитхавс да гаитависебс ам дид да азриан моцодебас даваркмевди….

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Темури Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here