Home რუბრიკები საზოგადოება მარიხუანაზე “შემჯდარი” თაობა

მარიხუანაზე “შემჯდარი” თაობა

1182
მარიხუანაზე “შემჯდარი” თაობა

საქართველოში ნარკოდანაშაული ყვავის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ნარკოტიკს ჩვენს ქვეყანაში რენესანსის ხანა უდგას და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. კი ვერ აკეთებს, არ აკეთებს, რადგან ნარკოპოლიტიკის გამკაცრებით თურმე შეიძლება ევროკავშირმა მკაცრად დაგვიქნიოს თითი, კვლავ მიიღონ ქუჩის აქციები, შეიძლება კვლავ გამოვიდნენ ქუჩაში თრიაქით გაბრუებული ახალგაზრდები და მერე ეგებ გიორგი გახარიას ბოდიშმაც ვეღარ უშველოს. ნარკოტიკი იყიდება ყველგან, ნარკოტიკი იშოვება ყველგან, ნარკოტიკი კარგი მეგობარივით გვხვდება ყოველდღიურ რეალობაში და მთელი ერი წუწუნებს, რომ სწორედ ეს ნარკოტიკი იქნება ჩვენი გენის გენოციდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

დღე არ გავა, სამართალდამცავებმა ნარკორეალიზატორები რომ არ დააკავონ. ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ყოველდღიურად ვიგებთ, რომ შსს-მ დააკავა ნარკორეალიზატორი, ამოიღო ნარკოტიკი, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. მარიხუანას ეწევიან ქუჩაში, კორპუსების წინ, სადარბაზოებში და ამას ხედავს ყველა _ დიდი თუ პატარა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ამბობს, რადგან კანონი არ კრძალავს და შესაბამისად, ყველა იძულებულია, აიტანოს ეს ყოველივე. რამდენიმე დღის წინათ სოლოლაკში შელაპარაკება მოხდა _ ახალგაზრდა ბიჭმა ორ გოგონას მიუთითა, ბავშვები თამაშობენ და ეგებ მარიხუანა ეზოში არ მოწიოთო, თუმცა მათგან აგრესიული პასუხი მიიღო, რასაც კამათი მოჰყვა. საბოლოოდ, გოგოებმა მეგობრებს დაურეკეს, მოვიდნენ ბიჭები, ატყდა გაწევ-გამოწევა და საბედნიეროდ, ყველაფერი ცემა-ტყეპის გარეშე დასრულდა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სახელმწიფომმწვანე ბალახზე მწვანე აანთო”.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, ნარკორეალიზატორების უდიდესი ნაწილი ფონიჭალაში დააკავეს. აუღებელი ციხესიმაგრე გახდა თბილისის ეს უბანი და, იმის მიუხედავად, რომ ყველა, მათ შორის, სამართალდამცავებიც, ამბობენ, რომ ფონიჭალა კვლავ რჩება ნარკოტიკების გაყიდვის მთავარ პოლიგონად, პრობლემა ვერ გვარდება. იჭერენ ერთს, ორს, ხუთს, ათს, მაგრამ ჩნდება სხვა _ მეთერთმეტე, რომელიც ისევ ყიდის ნარკოტიკს და ჩანს, აქ საქმე სხვა შემთხვევასთან გვაქვს. როგორც ადგილობრივები პირად საუბრებში ამბობენ, სამართალდამცავები წვრილფეხობას აკავებენ, ხოლო ნარკობარონებს ვერ თუ არ ეხებიან. ნარკოტიკის გამყიდველს სახლში 20-30 გრამზე მეტს რომ ვერ უნახავ, .., “ბუდესხვაგან არის, მაგრამ იმსხვაგანსპოლიციამ ვერ მიაკვლია.

ფონიჭალას რომ გასცდებით, სოღანლუღში მარნეულისკენ არის გადასახვევი. სანამ მარნეულში ჩახვალთ, კუმისი და თელეთი უნდა გაიაროთ. ამ სოფლის მიმდებარედ ქარსაცავი ზოლები და ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარია. ღამით საოცრება ხდებაო იქ, გვითხრეს ადგილობრივებმა. ადამიანები მანქანის ფარებით თუ ტელეფონის სანათებით ხის ძირებში დატოვებულ ნარკოტიკებს ეძებენ. და ეს ხდება მაშინ, როცა იმავე გზაზე, ათწუთიანი ინტერვალით, საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობს. ექსპერიმენტი ჩავატარეთ, მივედით, დავინახეთ ადამიანები და 112-ში დავრეკეთ. ოპერატიულად მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები და ათამდე პიროვნება დააკავეს. შედეგი? პრაქტიკულად არანაირი, რადგან აღნიშნულ პიროვნებებს ნარკოტიკი არ ჰქონდათ, სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა კი იყო, მაგრამ ეს არ ისჯება. ეს უკვე მეორე დღეს გავიგეთ, დაკავებულთაგან არც ერთი არ დაუპატიმრებიათ, ყველა გაათავისუფლეს.

იმას კი არ ვამტკიცებთ, გინდა თუ არა, ნარკომანები ციხეში ჩასვით და იმხელა სასჯელი მიეცით, იქიდან გამოსვლა წლების განმავლობაში ვერ შეძლონ-თქო, მაგრამ არ შეიძლება, ბატონებო, ასე მიშვება. არ შეიძლება ჩემმა, თქვენმა შვილებმა უყურონ, როგორ დაბარბაცებენ ნარკოტიკით გაბრუებული ახალგაზრდები ქუჩაში, როგორ ეძებენ ინტერნეტით ნაყიდ ნარკოტიკს ხის ძირებში, როგორ აქვთ დაკარგული ადამიანის სახე და როგორ ვერ ამბობს ვერაფერს სამართალდამცავი. მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრი, უბრალოდ, არ გვაქვს საქართველოში, მაგრამ რომც გვქონდეს, პრობლემას ისიც ვერ მოხსნის და ახლავე გეტყვით რატომ: ნარკოტიკს სიამოვნების გულისთვის იკეთებენ და ვერც ერთ მომხმარებელს ვერ აუხსნით, რატომ უნდა თქვას კანონით დაშვებულ სიამოვნებაზე უარი. ასიდან მხოლოდ ორმა შეიძლება გაიაროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო კურსი და ისიც ვინმეს ხათრით, თორემ, მარიხუანაზეშემჯდარითაობა რეაბილიტაციას რომ არ გაივლის, ცხადზე ცხადია.

მარიხუანა

თუ იმას არ ვამტკიცებთ, რომ ყველა ნარკომანი, ანუ მომხმარებელი ციხეში უნდა იჯდეს, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაუმტკიცდება, რომ ნარკორეალიზატორია, შეწყალების უფლების გარეშე, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ეს იქნება ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ბერკეტი იმისა, რომ ნარკორეალიზატორებმა ასე თამამად მოქმედება არ დაიწყონ. როცა ადამიანს ეცოდინება, რომ სამუდამო პატიმრობა ელოდება და თან შეწყალების უფლების გარეშე, ძალიან, ძალიან სერიოზულად დაფიქრდება, სანამ ნარკოტიკების გაყიდვას დაიწყებს. ასე კი რა გამოდის?! დააკავებენ ნარკორეალიზატორს, ის წუწუნს დაიწყებს, მერე 7-დან 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან და 2-3 წელიწადში ან შეწყალება შეეხება, ან ამნისტია, ან ვადის ნახევრის მოხდის შემდეგუდოს გაახერხებსდა გათავისუფლდება. სწორედ ესაა პრინციპი, რომ ნარკორეალიზატორებს (რომლებსაც თურმე, არასამთავრობოების გადაწყვეტილბით, “ბარიგები” კი არა, ნარკოტიკების დილერები უნდა დავუძახოთ, რადგან ბარიგა შეურაცხმყოფელი ტერმინი ყოფილა) ეცოდინებათ, ნარკოტიკების გაყიდვიდან სამუდამო პატიმრობამდე ერთი ნაბიჯია და დაშინდებიან.

სხვათა შორის, პარლამენტმა სიამაყით გვამცნო: მარიხუანის ლეგალიზაცია კი მოხდა, მაგრამ სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე მისი მოხმარება ავკრძალეთო. პარალელურად ისიც თქვეს: მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალათო. აგერ _ განათლების სამინისტრო და აგერ _ სკოლები. მოგიწოდებთ, ჩაატაროთ მონიტორინგი და უფროსკლასელებს (მე-10, მე-11, მე-12) მოსთხოვოთ სისხლის ანალიზის ჩაბარება. არ გაინტერესებთ შედეგი? არ გაინტერესებთ, რამდენს ექნება მარიხუანა გასინჯული? უბედურება ის არის, რომ, თუ ამ ექსპერიმენტს ჩაატარებთ, ანალიზის ჩაბარება გოგონებსაც მოსთხოვეთ და სტატისტიკა უფრო დამძიმდება, უფრო თვალნათლივ დაინახავთ, რა სჭირს მომავალ თაობას, იმ თაობას, რომელმაც, წესით, რამდენიმე წელიწადში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა აიღოს ხელში. ჩააბარებინეთ ანალიზი 21 წელს მიუღწეველ სტუდენტებს და ნახავთ, როგორი სტატისტიკაა ამ მხრივ უმაღლეს სასწავლებლებში. ის, რაც რეალურად ხდება, კატასტროფაც აღარ არის, გენოციდია, ბატონებო, გენოციდი! მარიხუანის მოხმარების შედეგად ახალგაზრდები კონცენტრაციის უნარს კარგავენ და, როგორც მედიცინა გვამცნობს, “ადამიანს ექმნება კეთილდღეობის განცდა”. იმავე სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ ხანგრძლივი მოხმარება იწვევსსაკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას…”

და იქნებ მიზანიც ესაა და გვიმალავთ? იქნებ ესაა ჩადებული, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კეთილდღეობის განცდა, რომ საკუთარი თავი პიროვნებებად ვერ აღიქვან და მერე ხომ მათი მართვაც მარტივია; მით უმეტეს, ახალგაზრდა თაობის, რომელიც მოტივატორი უნდა იყოს საპროტესტო მუხტის, რომელიც უნდა აღშფოთდეს ქვეყანაში მიმდინარე ცუდ პროცესებზე

როგორც გვითხრეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში თანამშრომლებს ნარკოლოგიურიდან ცნობის მიტანა სთხოვეს და, ვინც ვერ მიიტანა, სამსახურიდან გაუშვეს. საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული ცნობა მხოლოდ მამაკაცებს მიატანინეს და ქალბატონებს არა. ჩვენ კი მტკიცებით ფორმაში ვამბობთ, რომ ქალბატონებმაც უნდა მიიტანონ, რადგან, თუ მასობრივად არა, პრაქტიკულად ყველგან არის ისეთი ქალბატონი, რომელიც გასართობად თუ ნერვების დასამშვიდებლად მარიხუანას მოიხმარს. ესეც არ იყოს, გენდერულ თანასწორობაზე ლექციებს რომ გვიტარებთ, მამაკაცების უფლებები არ ირღვევა ამ შემთხვევაში, ეჭვი მხოლოდ მათზე რომ მიგვაქვს?!

ისე რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ და გამოსავალზე არაფერს ვამბობთ, კანონი უნდა გამკაცრდეს, ბატონებო, და, რაც მთავარია, კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა: ნარკოტიკების გაყიდვისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც შემდეგ იმ ქვეყანას გადავცემთ, ისინი კი ათავისუფლებენ, რადგან დანაშაული მათ ტერიტორიაზე არ ჩაუდენიათ. მერე ეს ადამიანები ისევ შემოდიან საქართველოში სხვა სახელითა და გვარით, უფრო ხვეწენ ნარკოტიკების შემოტანა-გასაღების პროცესს და, თუ დაიჭერენ, იმავე წრეზე მეორედ მიდიან _ დეპორტაცია საკუთარ ქვეყანაში და შემდეგ თავისუფლება. ესეც მოსაგვარებელია. აქ მივუსაჯოთ სამუდამო პატიმრობა და ნახავთ მერე, დანარჩენები როგორ დაფრთხებიან, თუმცა სამუდამო მისჯილი პატიმრები სახელმწიფოს, ანუ ისევ ჩვენი სარჩენია და ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა. უმთავრესი კი ის არის, რომ ნარკოტიკების გაყიდვასთან ერთად მათი მოხმარების მასშტაბებიც უნდა შემცირდეს და უმკაცრეს რეგულაციებში მოექცეს.

და ბოლოს, მთავარი კითხვა, რომელზეც აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი მთავრობამ და შს სამინისტრომ: ვინ ამზადებს და საიდან ხვდება რეალიზატორებთან გასაყიდი ნარკოტიკი?

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ვისაც ამ ქვეყნის ბედი აწუხებს, მისთვის ნათელია, რომ ნარკოტიკის მომხმარებელიც არ უნდა იყოს კონტროლის გარეშე. მომხმარებელი არა მარტო თავისი თავისთვის არის უბედური, ის მეტასტაზია საყოველთაო უბედურებისა. ჩვენ კი 70 გრამი ნარკოტიკის ქონა კანონით დასაშვები გავხადეთ. თანაც აქეთ გვიკითხავენ მორალს – თურმე ჩვენ მათ უფლებებს ვერ ვიგებთ. გიჟი არ იყო ძველად ხელისუფლება, ამ ყველაფერს რომ აკონტროლებდა. ამის წინააღმეგ წასვლა იმ საბაბით, რომ პოლიცია ნარკოტიკის ჩადებას ახორციელებდა, დიდი უპასუხისმგებლობაა. ნორმალურ სახელმწიფოში ესეც კონტროლდება. ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ შარაძე და მრავალი ამ ქვეყნის ღირსეული შვილი სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ ამის გარეშე ჩვენთან უზნეობის შემოტანა და ჩვენი ასე გადაგვარება შეუძლებელი იქნებოდა. დასავლური პროპაგანდის საბოლოო მიზანი მართლმადიდებლობის დამხობა და ჩვენი დამონებაა, რასაც ღვთის შეწევნით ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ალექსანდრე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here