Home ახალი ამბები მსოფლიო მარინ ლე პენი იმიგრაციაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

მარინ ლე პენი იმიგრაციაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

2770
მარინ ლე პენი იმიგრაციაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

საფრანგეთის ნაციონალური გაერთიანების ლიდერი მარინ ლე პენი ქალაქ დიჟონში (ბურგუნდია) ჩავიდა, სადაც თემებს შორის დაპირისპირება მოხდა. გაზეთი Le Figaro წერს, რომ დიჟონში ჩასულმა ლე პენმა ხელისუფლებას მოუწოდა, მორატორიუმი გამოაცხადოს იმიგრაციაზე, შექმნას მიგრანტების კვარტლები, რომლებშიც ჩანერგავენ სპეცსამსახურის აგენტებს, ხოლო ის უცხოელები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, ქვეყნიდან გააძევონ.

“საფრანგეთი ფიქრობდა, რომ შეძლებდა, მშვიდად დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას იძულებითი შინაპატიმრობის პერიოდის შემდეგ, მაგრამ ის გამოაფხიზლა სიძულვილით აღსავსე კივილმა. ლაპარაკია რასიზმთან ბრძოლის საფარველით რასობრივ სიძულვილზე. ეთნიკურ თემებს შორის სიძულვილს, რომელიც მიმართულია საფრანგეთის წინააღმდეგ, ახლავს ძალადობა ქალაქებში”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა.

პოლიტიკოსის კრიტიკა თავს დაატყდა ბოლო დღეებში გამართულ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, აგრეთვე, ჩეჩნებისა და მაღრიბელთა დაჯგუფებებს, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დიჟონსა და ნიცაში.

“გაუგებარია, სად ვიმყოფებით? ველურ დასავლეთში თუ ბაღდადში; “დასაქოქ ფორთოხალში”, თუ “შეშლილ მაქსში”, _ განაცხადა ლე პენმა და დაგმო “სომნაბული მთავრობის სიჩუმე და უმოქმედობა”.

eadayli.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

1 COMMENT

  1. დროა გაზეთი კვირაში ორჯერ გამოვიდეს რადგან წარმატებულად უპირისპირდება ლიბერასტ ლგბტ ფაშისტებს ხალხს ფული არა აქვს გაზეთი რომ იყიდოს ნუთუ ერთი ფულიანი კაცი არ გამოჩნდა ონლაინ გაზეთი რომ დააფინანსოს ქართულად მოაზროვნე

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მენცარი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here