Home რუბრიკები საზოგადოება მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე): ჩემთვის გაუგებარია, როცა დასავლეთი ისტორიულ არჩევნად ცხადდება

მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე): ჩემთვის გაუგებარია, როცა დასავლეთი ისტორიულ არჩევნად ცხადდება

“საქართველო არის ერთი დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც რამდენიმე ადამიანი, როგორც მოისურვებს, ისე მართავს”

5919
მამა ნიკოლოზი

საქართველოს ახალარჩეული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ჰომოფობიური გამონათქვამების აკრძალვისკენ მოუწოდებს. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასწავლებლის ადმინისტრაციამ უნდა გამორიცხოს ლექტორების მხრიდან სასწავლო პროცესში ისეთი ლიტერატურის გამოყენება, რომელშიც ჰომოსექსუალიზმი ნორმიდან გადახრად და პათოლოგიადაა შეფასებული.

ომბუდსმენის აზრით, ამისთვის აუცილებელია გარკვეული რეგულაციების შემუშავება და მკაცრი აკრძალვების დაწესება. ამ მოწოდებით სახალხო დამცველმა უნივერსიტეტს მას შემდეგ მიმართა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამარა ფობიასუნივერსიტეტის ერთერთი პროფესორი ლექციებზე ჰომოფობიური ლიტერატურის გამოყენებაში დაადანაშაულა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საუბარი იყო არა ტენდენციურ ლიტერატურაზე, არამედ ჩვეულებრივ აკადემიურ სამეცნიერო სახელმძღვანელოზე, რომელშიც ჰომოსექსუალობა, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, განმარტებულია, როგორც ერთი სქესის ადამიანებს შორის არაბუნებრივი, პათოლოგიური ლტოლვა.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია უმცირესობებისა და განსაკუთრებით ლგბტ პირების უფლებების წამოწევას პრიორიტეტად ჯერ კიდევ სახალხო დამცველად დანიშვნამდე მიიჩნევდა. მისი მთავარი გზავნილი შეეხებოდა, როგორც ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადებას, ისე იმ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რომლებიც ამ პროცესის წინააღმდეგ წავიდოდნენ.

კონკრეტულად ვინ და რა ძალები დგანან აღნიშნული აკრძალვების უკან და რა იდეოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან საგანმანათლებლო დაწესებულებებილიბერალურიპროპაგანდის მხრიდან? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოფელ დიღმის წმიდა მარინეს ეკლესიის მოძღვარი, მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე).

_ მამაო, სახალხო დამცველი, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე დანიშვნამდე ამბობდა, რომ ლგბტების უფლებებს განსაკუთრებული ძალისხმევით დაიცავდა, უნივერსიტეტისგან იმ ლექტორებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითხოვს, რომლებიც ჰომოსექსუალიზმს უარყოფით მოვლენად მიიჩნევენ. რას მოიტანს ეს აკრძალვა და რა შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოებამ ამ პროცესს?

_ იყო ეტაპი, როცა “ლიბერალურ” ძალებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ და რაღაც-რაღაცებს ნიღბავდნენ, ანუ ისე იღებდნენ გარკვეულ კანონებსა და რეგულაციებს, რომ ხალხს რეალურად არ უხსნიდნენ, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ სახალხო დამცველი მთავარ საგანმანათლებლო დაწესებულებას, დედაუნივერსიტეტს, თითისქნევით ეუბნება, რომ, თუ რომელიმე შენი ლექტორი გაბედავს და სტუდენტებს მისთვის და “ლიბერალებისთვის” მიუღებელ შეხედულებებზე დაუწყებს საუბარს, გააგდე, აკრძალე, შეზღუდე… უკვე ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე გეუბნებიან: “ჩვენთან არ ხარ? მაშინ ვერსად იქნები, ყველა გზა მოჭრილი გაქვს, ყველა კარი დაგეხურება, ყველა პერსპექტივა მოგესპობა!” _ ამაზე მეტი ტერორი და დიქტატურა, ამაზე მეტი მიუღებლობა რა გინდათ? ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები და მათი ნება რომ იყოს, ყველა მათგან განსხვავებულს, ყველა მათთვის მიუღებელ ადამიანს ანუ ჩვენ ერთ დღეს გაგვაქრობდნენ.

ახლა _ რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ესოდენ “ღირებულია” “ლიბერალებისთვის”. აი, რას გვეუბნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი: ყველას აქვს უფლება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე, საქმიანობის მიუხედავად.

იმ ლექტორმა, რომლის საქციელმაც გარკვეული ორგანიზაციები აღაშფოთა, სხვა რა გააკეთა?! მან გამოთქვა თავისი აზრი, რომელიც, როგორც შევიტყვე, გამყარებული იყო კონკრეტული არგუმენტებით და მამათმავლობას უწოდა ანომალია. უფრო ზუსტად, შეიძლება თვითონ, საკუთარი სიტყვებით არ უწოდა, მაგრამ გარკვეული ლიტერატურა მოიშველია. რა, ეს არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში?! ლიბერალსთუ აქვს უფლება, რომ, სადაც უნდა და როცა უნდა, სოდომიას ნორმა უწოდოს, ქალის ქალზე და კაცის კაცზე ქორწინება ადამიანის უფლებად შერაცხოს და ამის დაკანონების მოთხოვნით აქციები გამართოს, მე რა, არ მაქვს უფლება, უზნეობად მიმაჩნდეს ეს მოვლენა?!

_ თანამედროველიბერალურიგაგებით, ფიქრიც კი, რომ ჰომოსექსუალიზმი ანომალიაა, უკვე ძალადობად და დისკრიმინაციად ითვლება.

_ ზუსტად აქედან ჩნდება შეკითხვა: რომელია ძალადობა და განსხვავებულის მიუღებლობა _ ის, რომ ადამიანს ფიქრის, აზროვნების, საკუთარი თვალსაზრისისა და დასკვნების გამოტანის საშუალება ჰქონდეს თუ ის, რომ რაღაც კონკრეტული იდეოლოგია მას თავს ახვევს გარკვეულ აზრებს და, თუ ამ აზრებს არ მიიღებს, მაშინ მისთვის ყველა კარი დახურულია?! წარმოგიდგენიათ, სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს უცხოეთიდან დაფინანსებული რომელიღაც არასამთავრობო კარნახობს, რომ “ასეთი” ლიტერატურა არ უნდა გამოიყენოს და “ისეთი” გამოიყენოს. მსგავსი რამ, ალბათ, არსად ხდება, საქართველოს გარდა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, სახელმწიფო არ ვართ. საქართველო არის ერთი დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც რამდენიმე ადამიანი, როგორც მოისურვებს, ისე მართავს.

_ კონკრეტული ლექტორი, რომლის საქციელმაცლიბერალებიაღაშფოთა, წნეხის ქვეშ მოექცა. მსგავს შემთხვევებში ადამიანები სამსახურიდანაც გაუთავისუფლებიათ. რა შეიძლება ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ, გააკეთოს იმისთვის, რომ ეს წნეხი, ზეწოლა და ტერორი მოიხსნას?

_ საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული, ვინაიდან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში დიდი ძალები ცდილობენ ადამიანების დაბრმავებას. საერთოდ, პროპაგანდას ყველაფერი შეუძლია. დასავლეთში ხალხი უკვე იქამდე მიიყვანეს, რომ სამოცამდე გენდერის არსებობისა სჯერათ. ხვდებით, ბუნებაში არ არსებობს და მათ სჯერათ. ხვალ-ზეგ ისეთ რამეშიც დაარწმუნებენ, რომ ვერ წარმოიდგენთ; და, მიზანი რაც არის, გასაგებია: კაცობრიობა უნდა გააუკუღმართონ; ადამიანის ცნობიერება, აზროვნება, აღქმა ისეთ აბსურდამდე უნდა მივიდეს, რომ მისი დეგრადაცია შეუქცევადი გახდეს.

რაც შეეხება კონკრეტულ ლექტორს, ჩემი აზრით, ყველა მისი კოლეგისგან, ყველა პედაგოგისგან და აღმზრდელისგან უნდა ისმოდეს სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება შეეწიროს მისი კარიერა, დაკარგოს სამსახური და ა.შ. სხვანაირად იმ პირობებში, როცა ყველა საინფორმაციო-პროპაგანდისტული საშუალება მათია და სახალხო დამცველიც პირდაპირ, დაუფარავად ფეხქვეშ თელავს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უფლებებს, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ამ პროცესს დაუპირისპირდე. ეს არის ჩვეულებრივი ტერორი და ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლებს, ისღა დაგვჩენია, ვამხილოთ. მხოლოდ მხილება ჩამოხსნის ნიღაბს იმ უბედურებას, რომელსაც გარკვეული ძალები ტოლერანტობასა და ლიბერალიზმს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში არის უდიდესი ბოროტება…

_ თქვით, რომ მედია, პროპაგანდისტული საშუალებები, პოლიტიკური სივრცე და ყველაფერი, რაც ძალაუფლებას უკავშირდება, მონოპოლიზებული აქვსლიბერალურიიდეოლოგიის გამტარებელ ჯგუფს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ნათლად იკვეთება მცდელობები, რომ მომავალი პატრიარქიც მათი მათი ინტერესების გამზიარებელი სასულიერო პირი იყოს. მითქმამოთქმა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის მიერ თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელებას მოჰყვა, ამის კიდევ ერთი დადასტურებაა

_ უნდა დავემსგავსოთ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც შრომით, ლოცვითა და, თუ მტერი მოდიოდა, ხმლით ებრძოდნენ ბოროტებას. აი, მხოლოდ ამაში ვხედავ გამოსავალს, თუმცა ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი არავისთან ურთიერთობის _ არც ამერიკასთან, არც ევროპასთან და არც რუსეთთან. უბრალოდ, აქ უპირველესი უნდა იყოს ტრადიცია, რომლითაც დღემდე მოვედით.

თანამედროვე ლიბერალიზმს რაც შეეხება, ეს არ არის და არც არასდროს იქნება ჩვენი ცხოვრების წესი. საქართველო ამას არ მიიღებს. ის პიროვნებები კი, რომლებიც გაყიდული არიან და მიზანმიმართულად ძირს უთხრიან სახელმწიფოს, პასუხს აგებენ არა მხოლოდ ხალხის, კანონისა და სამართლის, არამედ, უწინარესად, უფლის წინაშე. ყველამ _ დეპუტატი იქნება, მინისტრი თუ უფრო მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და იღებს დღემდე იმ გარყვნილების დაკანონებაში, რომელსაც დასავლეთი გვახვევს თავს, უნდა იცოდეს, რომ ამისთვის დაისჯება, სერიოზულ განსაცდელს მიიღებს და მერე შეიძლება ძალიან გვიანი იყოს სინანული. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა არის წინაპრების გზა, რომელიც არის ქრისტიანული გზა და, თუ ღმერთი დაინახავს, რომ ადამიანის გულში არის ლტოლვა ზნეობრივი ცხოვრებისა და უფლისკენ, ის მას აუცილებლად დაეხმარება.

_ მამაო, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ: თანამედროვე დასავლეთი _ ევროპა და ამერიკა, თავისი იდეოლოგიით, ღირებულებათა სისტემითა და ფასეულობებით, არის ჩვენთვის მისაღები თუ არა?

_ რასაკვირველია, ეს არ არის და არც არასდროს ყოფილა ჩვენი არჩევანი. უბრალოდ, ეს პროპაგანდა დაიწყო სააკაშვილმა და დღემდე გრძელდება. თანამედროვე დასავლეთსა და მის ღირებულებებს საქართველოსთან არაფერი აქვს საერთო; მეტიც, მას თავის წარსულთანაც არაფერი აქვს საერთო

_ ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ახლა რატომ დაგისვით ეს შეკითხვა: ამას წინათ ვაშინგტონში სტუმრობისას გარკვეულმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატია და ის არის ჩვენი თავისუფლების, დაცულობის გარანტი. რა აზრის ხართ ამ განცხადებაზე?

_ მე ჩემი აზრი გითხარით: არც ამერიკა, არც ევროპა, თავისი ღირებულებებით, იდეოლოგიით, პროპაგანდით, რომელსაც მსოფლიოს ახვევს თავს, არათუ მისაღები არ არის, დასაგმობია. ისინი, თავისუფლებისთვის კი არ იბრძვიან, თავისუფლებას ებრძვიან. ვინ რატომ ფიქრობს სხვანაირად, არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, მათ უნდა გიპასუხონ ამ შეკითხვებზე.

_ ამ პირების მიმართ შეკითხვები იმიტომ არ ჩნდება, რომ მათი მხრიდან პირდაპირ ითქვა, ამერიკა ჩვენი ხსნა და იმედიაო.

_ ჩვენი ერთადერთი ხსნა არის იესო ქრისტე. ჩემთვის გაუგებარია, როცა დასავლეთი ისტორიულ არჩევნად ცხადდება. არ მესმის, რა გვაქვს საერთო _ გარყვნილება? ამორალურობა? რომელი ჩვენი წინაპარი დაუშვებდა კაცის კაცზე და ქალის ქალზე ქორწინებას, გეიაღლუმს, მიწების გაყიდვას, ქრისტიანობის, ეკლესიის, სამღვდელოების ლანძღვასა და შეურაცხყოფას? კიდევ ვიმეორებ: თანამედროვე დასავლეთი, არათუ ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი არ არის, ერთსაც და მეორესაც გვართმევს. უბრალოდ, ეს ისე კეთდება, რომ ძალიან ბევრი ვერ ხვდება, ძალიან ბევრს მართლა თავისუფლება ჰგონია ის, რომ ვიღაც შენს ცნობიერებას აკონტროლებს და აზროვნებას “გასწავლის”, ამიტომაა მხილება საჭირო და ამიტომაა ყველაფრისთვის შესაბამისი სახელების დარქმევა აუცილებელი. სხვანაირად მართლა თავისუფლებად და სიკეთედ შეიძლება გასაღდეს ის ბოროტება, რომელსაც თავს გვახვევენ და ცდილობენ, ჩვენსავე სასიკეთო მოვლენად შერაცხონ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. რატომ დაუჭირა მხარი პარლამენტმა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას. ვინ მართავს ამ პროცესებს. მგონი როგორც სახელმწიფო საქართველო საერთოდ ვერ შედგა. ჰოდა ადექით ხალხო და ვისაც ამერიკა გაწყობთ იმათ შეუერთდით და ვისაც რუსეთი იქით გასწიეთ. ვისაც ტრადიციული ცხოვრება გინდათ და ვისაც არატრადიციული, ვინ მეგრელია დას ვინ სვანი, ვინ ქართლელი და ვინ კახელი დავიყოთ ეს საქასრთველო და დავისვენებთ ყველა. ისე ერთი სტასლინი ნამდვილად არ გვაწყენდა კომუნიზმზე შეგვაყენებდა თუ ჯანდაბაზე ერთ აზრზე მაინც შეგვყრიდა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here