Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ისინი აუცილებლად მოაწყობენ კიდევ არაერთ ძალადობას და, თუ დასჭირდებათ,...

მამა გიორგი (რაზმაძე): ისინი აუცილებლად მოაწყობენ კიდევ არაერთ ძალადობას და, თუ დასჭირდებათ, მსხვერპლსაც არ მოერიდებიან

“ეს უკვე არის ის მდგომარეობა, როცა დუმილი ღალატის ტოლფასია”

3010
მამა გიორგი (რაზმაძე)

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებსა და ამ შედეგების მიხედვით შეჯამებულ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირზე და მასთან ინტეგრაციაზე დადებითი აზრისაა. კვლევა, რომელიც პროექტისევროკავშირის აღმოსავლეთი სამეზობლოფარგლებში ყოველწლიურად ტარდება და საზოგადოების განწყობებს სწავლობს, ირწმუნება, რომ ქვეყანაში პროდასავლური კურსისადმი მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება, რაც თურმე, ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ მიმდინარე პროცესებზე მოსახლეობის ინფორმირება სწორად ხორციელდება და, მეორე მხრივ, იმით, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი გრძნობსცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების სიკეთეებს”.

მარტივად რომ ვთქვათ, კვლევა, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის (საუბარია 71%-ზე) სრულიად მისაღებია ბოლო პერიოდში ევროკავშირის ხელშეწყობითა თუ უშუალო მონაწილეობით განხორციელებული სხვადასხვა ცვლილება, მათ შორის, “ადამიანის უფლებების გაზრდის” კუთხით განხორციელებული ცვლილებებიც, რომლებიც, სხვა მრავალთან ერთად, ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების წამოწევას, მათთვის გარკვეული საკანონმდებლო პრივილეგიების მინიჭებასა და ამ ყველაფრის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას გულისხმობს. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას უნდობლად უყურებს, კვლევის თანახმად, მსგავსი განწყობები მოსახლეობის მხოლოდ 4%-შია და ისიც იმიტომ, რომ, თურმე, ამ სეგმენტზე ანტიდასავლური პროპაგანდა ახდენს ზეგავლენას, თუმცა კვლევაში განმარტებული არ არის, კონკრეტულად რომელი ძალები აღვივებენ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმს ან რა ბერკეტები აქვთ მათ მოსახლეობაზე ზემოქმედებისთვის, როცა სრულ ინფორმაციულ თუ პროპაგანდისტულ უპირატესობას ქვეყანაში სწორედ დასავლური “ლიბერალური” ძალები ფლობენ.

შეესაბამება თუ არა რეალობას ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და სინამდვილეში მოსახლეობის რა ნაწილი შეიძლება უჭერდეს დღეს მხარს ევროკავშირთან დაახლოებას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელ ცვლილებებს გულისხმობს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ევროკავშირის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილია ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოებით. საუბარია იმაზეც, რომ, თურმე, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღებია აღნიშნული ინტეგრაციის კვალდაკვალ განხორციელებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებებიც. მაგალითად, “ანტიდისკრიმინაციული კანონი”, “ბავშვის უფლებათა კოდექსიდა .. როგორ ფიქრობთ, შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას?

_ მე არც სოციოლოგი ვარ და არც სტატისტიკის სპეციალისტი, ამ თემაზე კვალიფიციური შეფასებები რომ გავაკეთო, მაგრამ ერთი რამ ვიცი: ნებისმიერი სახის კვლევა თუ გამოკითხვა შეიძლება ისე ჩატარდეს, რომ, ერთი მხრივ, ის არ იყოს გაყალბებული და, მეორე მხრივ, მიიღო შენთვის სასურველი შედეგი. ამ შემთხვევაში გააჩნია, საზოგადოების რა ნაწილში ჩატარდა გამოკითხვა და როგორი იყო თვით შეკითხვის ფორმულირება. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, 71% არის გაბერილი მონაცემი და ამხელა მხარდაჭერა დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვის პოლიტიკას არ აქვს. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვერც ექნება ამ კურსს ამხელა მხარდაჭერა, ამიტომ პროდასავლურობა დღეს დიდწილად გაიგივებულია “ნეოლიბერალურ” დღის წესრიგთან, რაც, წლებია, ჩვენს საზოგადოებაში ერთგვარი შფოთისა და დაპირისპირების შემომტანია. რაც შეეხება იმას, რომ პროპაგანდა მუშაობს და საზოგადოება შეიძლება შეცდომაში შეიყვანეს, წლების წინათ, როცა ევროკავშირისკენ სწრაფვა ახალი ხილი იყო და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს რეალურად არ ჰქონდა გათვითცნობიერებული, რა ცვლილებებს მოითხოვდა ჩვენგან ეს კურსი, ბევრი, ალბათ, მართლა მოექცეოდა პროპაგანდისტული ზემოქმედების ქვეშ და გულუბრყვილოდ დაიჯერებდა, რომ ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, მაგრამ დღევანდელ ვითარებში ხომ დაფარული არაფერია. ის ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა კანონმდებლობაში, ის .. რეფორმები, რომლებმაც, პირველ რიგში, განათლების სისტემა დაანგრია და ახალგაზრდების ცნობიერება მოწამლა ათასგვარი სიბინძურით, საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის ხომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მისაღები?! სხვათა შორის, წელს, მაისის ბოლოს, თბილისში, ევროკავშირის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაიმართა მეთორმეტე ყოველწლიური დიალოგი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე ჩვენმა ევროპელმაკეთილისმსურველებმადაუფარავად მოუწოდეს ხელისუფლებას და ესმოწოდება”, ცხადია, რჩევა არ იყო, ეს იყო მკაცრი მითითება, რომ, რადაც უნდა დაუჯდეთ, უზრუნველყონანტიდისკრიმინაციული კანონისუფრო ეფექტიანად განხორციელება; ეს ნიშნავს იმას, რომ, ვთქვათ, მე და თქვენ, მამათმავლობის პროპაგანდას რომ ვეწინააღმდეგებით თუნდაც მშვიდობიანი პროტესტით, ამისთვის ჯარიმა კი არ უნდა იყოს, არამედ _ ციხე. გეიაღლუმის ჩატარება რომ უნდათ ვიღაცებს და გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოდის, ის ხალხი მერე სახლში კი არ უნდა ბრუნდებოდეს, უნდა მიდიოდეს საპყრობილეში. აი, რას ახვევს თავს დღევანდელი ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას და იმ პირობებში, როცა ამას ყველა ხედავს, როცა ესლიბერალურიდღის წესრიგი თვით ევროპაში გაკოტრებულია, აქ რანაირად შეიძლება, 71%-ისთვის იყოს მისაღები?! ცხადია, ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს…

_ და, თუ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს გაბერილი ციფრები?

_ იდეოლოგიურ კრიზისში მყოფი “დემოკრატიული დასავლეთი” ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ ადამიანებს მოსწონთ დღევანდელი ევროკავშირი, თუმცა, როცა ადამიანს რაღაც მოსწონს, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ არ მიდის… რაც შეეხება კონკრეტულ ციფრს, 71 პროცენტს, რომელიც ევროკავშირის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოაქვეყნა, მინდა, ვკითხო ამ კვლევის ავტორებს: როდესაც თქვენი ბრძანებითა და დავალებით პარლამენტმაანტიდისკრიმინაციული კანონიმიიღო, სრულიად საქართველო ფეხზე დადგა, “ბავშვის უფლებათა კოდექსისგანხილვა რომ დაიწყეთ, კიდევ უფრო მწვავე პროტესტი იყო, სად არის ის თქვენი 71%?! რაღაცაში ხომ უნდა ჩანდეს ამ ხალხის არსებობა: ან არჩევნების შედეგებში, ან რამე კონტრაქციაში?! ქუჩაქუჩა რომ დაიპარებიან ერთი მუჭა მამათმავლები და მალულად ატარებენ პრაიდებს, თუ ამდენი არიან მათი მხარდამჭერი პროდასავლურად განწყობილიცივილიზებულიადამიანები, გამოვიდნენ და დაანახვონ ყველას თავიანთი სიმრავლე.

ისინი უმრავლესობაში რომ იყვნენ, ციფრებით თამაშს კი არ დაიწყებდნენ და რაღაც ილუზიას კი არ შექმნიდნენ თავიანთ სიმრავლეზე, პირდაპირ დაიწყებოდა რეპრესიები. უმცირესობაში არიან და რამდენს ბედავენ, მაგრამ 70 პროცენტი რომ იყვნენ, “ანტილიბერალურად” განწყობილი ადამიანები კი _ 4 პროცენტი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა…

_ სტრატეგია, რომ რაღაც კვლევებით საზოგადოებას გარკვეული ილუზიები შეუქმნან თუნდაც ევროკავშირსა და პროდასავლურ პოლიტიკაზე, მუშაობს რეალურად?

_ ჩემი აზრით, რაც მეტად ინტენსიურ ხასიათს მიიღებს მსგავსი იაფფასიანი ტყუილები, მით უფრო გაიზრდება ფართო საზოგადოების პროტესტი “ლიბერალური” დიქტატურისადმი და ეს ამ თვალსაზრისით კარგია. მაგრამ იმ პირობებში, როცა უკვე მიდის საუბრები იმის თაობაზე, რომ მომავალ პარლამენტში შეიძლება ძალაუფლების სადავეებთან ვიხილოთ ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიცაა, მაგალითად, გიგა ბოკერია, ცხადია, მთელი ყურადღება არ უნდა იქნას ამ რაღაც უაზრო კვლევებზე გადატანილი. საერთოდ, როგორც ჩანს, 2020 წელი პოლიტიკურად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ კულმინაცია, მთელი იმ პოლიტიკური გეგმისა, რომლის შესრულების პირობითაც მოიყვანეს თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი, ახლოვდება. არ არის გამორიცხული, ხელისუფლების რომელიმე შტო თითქმის მთლიანად გადააბარონნაციონალური მოძრაობისგანაყოფ სუბიექტებს ან შეიძლება ისეთი გადაადგილებები მოხდეს მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში, რომ ვერც კი მივხვდეთ, ისე მივიღოთ, ფაქტობრივად, ხელახალი “ნაციონალური დიქტატურა”.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ წინა რეჟიმის ოდიოზური ფიგურები ხელახლა არ ვიხილოთ ქვეყნის სათავეში?

_ პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, მათ შორის გახარიას საწინააღმდეგო აქციები, “რუსთავი 2”-ის გარშემო ატეხილი ხმაური, თბილისი პრაიდის სკანდალი თუ “ნარკობარიგების” გაწევ-გამოწევა, არის სამზადისი 2020 წლისთვის. ისინი ამზადებენ კულმინაციას და ამას ჩვენ ახლო მომავალში ვნახავთ. ახლა ვიღაცას თუ ჰგონია, რომ, რადგან 20-21 ივნისის პროვოკაცია ბოლომდე არ გამოუვიდათ და გაჩერდებიან, ძალიან ცდება. ისინი აუცილებლად მოაწყობენ კიდევ არაერთ ძალადობას და, თუ დასჭირდებათ, მსხვერპლსაც არ მოერიდებიან

გამოსავალს რაც შეეხება, ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებასთან და მასთან შეხმატკბილებულ ვითომ ოპოზიციასთან რამე მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ესენი ერთი პოლიტიკური დღის წესრიგის პირმშოები არიან, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ყველა ამ ძალის მოშორებაში ვხედავ. უნდა ადგეს ჩვენი საზოგადოება, დიდი თუ პატარა, მივიდეს საელჩოებთან, პირველ რიგში, ცხადია, ამერიკის საელჩოსთან და მოსთხოვოს მათ, რომ ან წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ან ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებონ ჩვენს საშინაო საქმეებში ხელების ფათურს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, აქტიურად უნდა ჩაერთოს ეკლესიაც და სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას. არ შეიძლება ასეთ ვითარებაში თავის შეკავება სიმართლის თქმისგან, იმიტომ, რომ ეს უკვე არის ის მდგომარეობა, როცა დუმილი ღალატის ტოლფასია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Tengiz Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here