Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): დაკეტილი და ცარიელი ტაძრები _ ეს არის დასავლეთიდან მართული...

მამა გიორგი (რაზმაძე): დაკეტილი და ცარიელი ტაძრები _ ეს არის დასავლეთიდან მართული ლიბერალური ელიტის ოცნება

19806
მამა გიორგი (რაზმაძე)

21 მარტს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ეკლესიამონასტერში ღვთისმსახურების მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წესგანგების სრული დაცვით ჩატარების შესახებ ლიბერალურმა პროპაგანდამ, როგორც ყოველთვის, აღშფოთებით უპასუხა. დაწყებული უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებით, დამთავრებული 22 პარტიისგან შემდგარი .. გაერთიანებული ოპოზიციით, სამღვდელოებას ყველა ერთხმად დაუპირისპირდა. ამ გაშმაგებულ ანტიეკლესიურ გამოსვლებში გასაკუთრებით აქტიურინაცმოძრაობაიყო. პარტიის ლიდერები კონკრეტული სასულიერო პირების შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდნენ და მედიითა თუ სოციალური ქსელებით ხელისუფლებას მღვდელმსახურების ძალის გამოყენებით შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. რატომ ითხოვენულტრალიბერალურიძალები ეკლესიებში მღვდელმსახურების შეჩერებას და რა მიზანი იმალება ამ ყველაფრის მიღმა? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, ეკლესიამონასტრებში მღვდელმსახურება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წესგანგების სრული დაცვით ჩატარდება, ლიბერალური ელიტის აგრესია სამღვდელოებისადმი კიდევ უფრო გაზარდა. ისინი პირდაპირ მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ ტაძრებში მღვდელმსახურება ძალის გამოყენებით შეაჩეროს. რას ემსახურება ეს ყველაფერი?

_ პირველი და უმთავრესი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ დღეებში აქტიურად მოუწოდებდა ადამიანებს ტაძრებში სიარულზე თავის შეკავებისკენ, ჯერ დაელოდა სინოდის სხდომას და შემდეგ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ალბათ ელოდებოდნენ, რომ ეკლესია შეაჩერებდა ღვთისმსახურებას, მაგრამ, ეს რომ არ გამოვიდა, მერე უკვე პირდაპირ გადავიდნენ მკაცრ ზომებზე. რაც შეეხება მიზანს, არ მინდა, ეს თემა ზედმეტად გავაბუქო ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მანამდეც, მორწმუნე ადამიანები მასობრივად მოექცნენ პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ. მრევლი, რომელიც მუდმივად დადის ტაძარში, იცავს მარხვას, ეზიარება, ამბობს აღსარებას და ა.შ., გაიგივდა კრიმინალთან, რომელიც, თურმე, საკუთარი დაბალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და უპასუხისმგებლობის გამო ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ეს უკვე მორწმუნე მართლმადიდებლების მასობრივი დევნის კამპანიაა; სხვათა შორის, ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ამბობდნენ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავკეტოთ საზღვრები და არ შევზღუდოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში, იმიტომ, რომ ეს გააღვივებს ქსენოფობიას. ხვდებით, რაზეა საუბარი?! თურმე ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან, მაგალითად, ჩინეთიდან ადამიანის არშემოშვება ქსენოფობიაა და, მორწმუნე რომ წირვაზე მიდის, დასაჭერია. ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა, რომელსაც ეკლესიის მტრები აწარმოებენ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამას ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან საერთო არაფერი აქვს. მათ ადამიანების ჯანმრთელობა რომ ადარდებდეთ, სხვა თემებზეც ამოიღებდნენ ხმას და ატეხავდნენ განგაშს.

_ მაგალითად, რაზე?

_ მაგალითად, იმაზე, რომ ქვეყანაში ათიათასობით სოციალურად დაუცველია; ან იმაზე, რომ ოჯახების უსახსრობის გამო ასობით და ათასობით ბავშვი შიმშილის ზღვარზეა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ, ვინც დასაქმებულია, ის ადამიანებიც, ფაქტობრივად, მათხოვრულ ხელფასებზე მუშაობენ. ისე, ძალიან მაინტერესებს, იცის თუ არა ბატონმა პრემიერმა, რომელიც ამბობს, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვააო, ყოველწლიურად რამდენ ბავშვს კლავენ აბორტით?

_ შეგიძლიათ, კონკრეტული რიცხვი დაასახელოთ?

_ მსოფლიოში ყოველწლიურად 650 მილიონამდე ბავშვს კლავენ. ხვდებით, ეს რამხელა რიცხვია?! ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც ადამიანის გონებაში იხარშება და ესენი ამას ეძახიან “ქალის უფლებას”. აი, ეს ხალხია, დღეს რომ გვეუბნება, ტაძრებში ნუ მიდიხართო. მინდა, ეს შეკითხვა თქვენი გაზეთის მეშვეობით ბატონ გახარიას დავუსვა _ როდესაც ხალხს შიმშილობის ზღვარზე ამყოფებთ, პენსიას არ უმატებთ, ბეგრავთ საშინელი გადასახადებით და ეკლესიამონასტრებსაც რესტორნებივით გადასახადებს უწესებთ, მაშინ არ ფიქრობთ ადამიანებზე? ძალიან მაინტერესებს, რა მაგალითს მისცემენ ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას აღდგომას. საინტერესოა, დაესწრებიან თუ არა თვითონ სააღდგომო წირვას და პატრიარქის გვერდით, როგორც სჩვევიათ ხოლმე, დაანთებენ თუ არა დიდ კელაპტარს.

_ ხელისუფლების და მასთან ერთად ლიბერალური პროპაგანდის პოზიცია მეტნაკლებად გასაგებია. რა აზრის ხართ იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ ეპიდემიის მასშტაბის მატების თავიდან ასაცილებლად ეკლესიამონასტრებში ღვთისმსახურება დროებით უნდა შეჩერდეს?

_ მართლმადიდებელ სამყაროში დღეს, სამწუხაროდ, არის რაღაც ნაწილი, რომელიც მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ემხრობა ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურების შეჩერებას, შორს არის უფლისგან და მას, უბრალოდ, რწმენა არ გააჩნია. რა ძალების ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდნენ ეს ადამიანები, აღარ დავაკონკრეტებ, ძალიან შორს წავალთ, მაგრამ ფაქტია: ყველაზე დიდ სიწმინდეს ქრისტიანობაში _ ზიარების საიდუმლოს, რომელიც სულის საკურნებელია, ყველა ერთად, ერთხმად უპირისპირდება. მიდის გაშმაგებული პროპაგანდა, რომ თურმე ზიარება შეიძლება ეპიდემიის გავრცელების წყარო გახდეს ეშმაკი ყველაზე მეტად ვერ იტანს ზიარების საიდუმლოს, იმიტომ, რომ ზიარება არის ადამიანის სულის საკურნებელი. აი, ამ საიდუმლოს უპირისპირდებიან დღეს ესენი, ყველა ერთად, და ამ დაპირისპირებამ უკვე მიიღო რეპრესიული ხასიათი…

_ როგორ ფიქრობთ, მომავალში შეიძლება, კიდევ უფრო მკაცრად მიუდგეს ხელისუფლება ამ საკითხს?

_ სხვათა შორის, გუშინ საბერძნეთში დააკავეს მეუფე სერაფიმე, მიტროპოლიტი და მიუსაჯეს ერთწლიანი სასჯელი იმისთვის, რომ ეკლესია გააღო და ხალხი აზიარა. წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! ეს არის უკვე ფიზიკური დევნა სასულიერო პირების, რომლებმაც უარი თქვეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე და განაგრძობენ თავიანთ საქმეს _ აზიარებენ მორწმუნე ადამიანებს. რაც შეეხება იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა შეჩერდეს ტაძრებში მღვდელმსახურება, ვფიქრობ, ასეთ სასულიერო პირებს მორალური უფლება არ აქვთ, მღვდლები იყვნენ. თანაც ნახეთ, როგორი სასულიერო პირები გამოჰყავთვისაც ცოლი გაუფუჭდა, ოჯახი გაერყვნა და შვილი პოდიუმზე უდგას ნახევრად შიშველი. აქამდე ჩუმად ვიყავი ამაზე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: კაცს, რომელსაც საკუთარი ოჯახისთვის ვერ მოუვლია, უფლება არ აქვს, სხვას მორალი წაუკითხოს და ჭკუა ასწავლოს.

_ ლიბერალური მედია აქტიურად მოუწოდებს ადამიანებს, რომ თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან და სახლებიდან ილოცონ. კიდევ ერთხელ განუმარტეთ საზოგადოებას, რა განსხვავებაა სახლში ლოცვასა და ტაძარში ლოცვას შორის.

_ სახარებაში წერია: სადაც ერთი და ორი ჩემი სახელით შეიკრიბება, მეც იქ ვარ. ეკლესია არ არის ქვების ან ხატების წყობა, ეს არის ღვთის სახლი, სადაც განსაკუთრებულად მეფობს სულიწმინდა, იმყოფება უფალი. ეკლესია _ ეს არის ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის ადგილი, სადაც ადამიანი მიდის თავის ტკივილით, ცოდვებით და, თუ ის სინანულს განიცდის, იქიდან გამოდის განწმენდილი. აი, ეს არის უმთავრესი, თორემ, რა თქმა უნდა, სახლშიც ლოცულობს ქრისტიანი. კიდევ ვიმეორებ: ეკლესიაში ერთობლივი ლოცვა _ ეს არის მომენტი, როცა ადამიანზე გადმოდის სულიწმინდის მადლი და ამას ვერ იტანს ზუსტად ყველაზე მეტად ეშმაკი. ამიტომ არის აქ პრინციპულობა საჭირო, ადამიანი რომ არ დაშორდეს უფალს, თორემ ლოცვა სახლშიც აუცილებელია და ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ამას აკეთებს.

_ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული, აღდგომა, მოგეხსენებათ, 19-შია. როგორ ფიქრობთ, მრევლს ტაძრებში მისვლისა და სააღდგომო ღამისთევის პრობლემა ხომ არ შეექმნება?

_ პირველ საუკუნეში, როცა რომში ქრისტიანობა გავრცელდა, წარმართმა იმპერატორებმა დაიწყეს ქრისტიანების დევნა და, ერთ-ერთი იმპერატორის ბრძანებით, ყველა, ვინც ქრისტიანულ ღვთისმსახურებას დაესწრებოდა, სიკვდილით ისჯებოდა. მოხდა ასეთი რამ: შუაღამით ახალგაზრდა ქალი ჩვილი ბავშვით წავიდა ღვთისმსახურებაზე დასასწრებად და გზაში შეიპყრეს. მას არ დაუმალავს, რომ მიდიოდა სალოცავად და სასტიკი წამებით მოკლეს. შემდეგ ეს ფაქტი გახდა მაგალითი ასობით და ასიათასობით ადმიანისთვის, რომლებიც ასევე არ შეუშინდნენ დევნას და მასობრივად იწყეს სიარული ღვთისმსახურებაზე. აი, ეს არის ნამდვილი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა და, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ მდგომარეობაში თითოეული მორწმუნისთვის ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემნი.

სააღდგომო წირვას რაც შეეხება, აღდგომას სახლში როგორ უნდა შეხვდეს ქრისტიანი, გაუგებარია. სხვა რა გითხრათ, დაკეტილი და ცარიელი ტაძრები _ ეს არის დასავლეთიდან მართული ლიბერალური ელიტის ოცნება, რომლის ასრულებასთანაც ისინი, თავიანთი ჭკუით, ახლოს არიან. მაგრამ არც ერთი ქართველი და განსაკუთრებით ღრმადმორწმუნე ქრისტიანი არ შეეგუება ამ წნეხს. ამათ ერთი რამ ავიწყდებათ: ქრისტიანისთვის მთავარი ამქვეყნიური ცხოვრება კი არ არის, არამედ სულია, ანუ მომზადება იმ ქვეყნისთვის. გამომდინარე აქედან, თუ მორწმუნე ადამიანს უკეტავ სულიერი განწმენდისკენ მიმავალ გზას, მისთვის უკვე ხორციელს მნიშვნელობა აღარ აქვს. აი, ეს არის ის, რაც მათ არ ესმით და, ალბათ, ვერც ვერასდროს ვერ გაიგებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტ მორწმუნეებს ვერ დააშინებენ ვერანაირი მუქარითა და პროპაგანდისტული ზემოქმედებით, რომ, ვინც ტაძარში ივლის, უპასუხისმგებლოა და საფრთხეს უქმნის სხვებს. პირიქით _ მათ ეს ძალიან ცუდად მიუბრუნდებათ და მოვა დრო, როცა ძალიან მკაცრი განსაცდელი მოევლინებათ უფლისგან ამ ყველაფრისთვის.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადი ჩვენს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მინდა, ღვთის წყალობა და გამძლეობა ვუსურვო მათ და მათ ოჯახებს!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ეჰ, მამაო, აკი გვეუბნება მაცხოვარი – მოვა დროს თქვენს მდევნელს ეგონება რომ ამით ღმერთს ემსახურება

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here