Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი: “მათ არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის ლიკვიდაცია სურდათ”

მამა ბასილი: “მათ არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის ლიკვიდაცია სურდათ”

6247
მამა ბასილი

ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საპატრიარქოში. ჯერ იყო პატრიარქის მოწამვლის მცდელობა, შემდეგ _ სასულიერო პირის დაკავება, შემდეგ _ ბრალდებები პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგსწორედ ამ შემაშფოთებელ მოვლენებზე გვესაუბრება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილი (მკალავიშვილი):

_ მამაო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე საჯაროდ საუბარს ბევრი არიდებს თავს, განსაკუთრებით _ სასულიერო პირები, არადა, უამრავი შეკითხვა გაჩნდა. იქნებ თქვენ გვითხრათ, რა ხდება სინამდვილეში. ვინ ვის ბანაკშია წმინდა სინოდში?

_ საპატრიარქოს თავზე შავი ღრუბელი რომ გროვდებოდა, ადრეც ვიცოდი, მაგრამ ახლანდელმა ამაზრზენმა ფაქტმა შეძრა სრულიად საქართველო და შელახა ეკლესიის სახელი. წმიდა სახარება გვასწავლის: “არა არს დაფარული, რომელი არა განცხადნეს” (ლუკ. VIII-17). ჭირს ვერაფრით დამალავ. მეტად სამარცხვინო ტრადიცია დამკვიდრდა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. 1917 წლიდან, როცა პატრიარქები, დაწყებული კირიონ მეორით და დამთავრებული დავით მეხუთით, საეჭვო ვითარებაში იღუპებოდნენ და მათ სიკვდილს რატომღაც მომავალ პატრიარქს აბრალებდნენ. ვიცოდი, ეს მავნე ტრადიცია არ დაირღვეოდა. ამჯერადაც ასე მოხდა. განხეთქილება და უმსგავსოება, დიდი ხანია, სუფევს ეკლესიის წიაღში, მაგრამ ახლა რაც ხდება, უმსგავსოების პიკია.

სისხლისმსმელი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველა თავის ნებაზე იყო მიშვებული და, ვისაც რა მოესურვებოდა, იმას აკეთებდა. სინოდის სხდომებს, ფაქტობრივად, მართავდნენ სააკაშვილის ლეკვები _ ბოკერია, მერაბიშვილი და სხვები. ეკლესია კი ხოტბას ასხამდა ხელისუფლებას, მეტიც: აღმაშენებლად წარმოგვიდგენდნენ საქართველოს დამაქცევარს. განა სირცხვილი არ არის, დაისვას კითხვა _ ვინ ვისკენ არის სინოდში, განა ეკლესია ერთიანი და მაგალითის მიმცემი არ უნდა იყოს? სამწუხაროდ და შინაური თუ გარეული მტრების გასახარად, რამდენიმე ბანაკად არიან დაყოფილნი. სწორედ ამით სარგებლობდა სააკაშვილი, მომხრე ეპისკოპოსებთან ერთად, ყველა ხერხით ცდილობდა, პატრიარქის ტახტზე დაესვა მისთვის სასურველი პირი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ილია მეორის ჩამოცილება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაურბის ამ თემაზე საუბარს. ის კი, ვისაც გული შესტკივა ერსა და ბერზე, პირში წყალს ვერ ჩაიგუბებს. ერისა და სარწმუნოების მოღალატენი უნდა ვამხილოთ, რადგან ღმერთის სასჯელს ვერსად დავემალებით.

_ “ციანიდისსაქმეზე ხმაური და მითქმამოთქმა არ წყდება. ეს საქმე ბურუსითაა მოცული. ერთერთ ბრალდებულს, გიორგი მამალაძეს, სასამართლომ 9 წლით აღუკვეთა თავისუფლება. თქვენი აზრით, შესაძლებელია ამ საქმეში სხვა პირებიც ყოფილიყვნენ ჩართულნი?

_ “ციანიდის” საქმეზე დეკანოზ მამალაძის დააკავების გახმაურება არ უნდოდათ, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობდა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, მაგრამ დეკანოზის დაკავებიდან 3 დღის შემდეგ საზარელ ფაქტს აეხადა ფარდა: მამალაძის მომხრეები შედიოდნენ ციხეში, რათა გაეფრთხილებინათ დეკანოზი, დაეკისრებინა დანაშაული და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები პროკურატურაში არ “ჩაეშვა”. მალევე გაცხადდა, რომ ის მაღალი იერარქიის საულიერო პირები სააკაშვილის მეხოტბენი იყვნენ, სახელდობრ, მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობდა. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებიც დუმილის ფასად დეკანოზ მამალაძეს მინიმალურ სასჯელს ჰპირდებოდნენ და, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი მამალაძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ სასულიერო მოღვაწეობას ვერ განაგრძობდა, ეპისკოპოსები თავიანთი ბიზნესიდან წილსა და უზრუნველ ცხოვრებას სთავაზობდნენ.

სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა შენიღბულად მოქმედებენ _ ერთს აკეთებენ და საზოგადოებას სხვა ინფორმაციას აწვდიან. მათ სწორედ ეს აძლევთ ხელს _ არ შეწყდესციანიდისსაქმეზე მითქმამოთქმა, თვითონ კი აკეთონ ის, რაც სურთ. იკვეთება, რომ მათ არა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი, არამედ თვით პატრიარქის ლიკვიდაცია სურდათ. ეს რომ გამომზეურებულიყო, მსოფლიოში შევრცხვებოდით, რადგან ყველასთვის ცნობილი შეიქნებოდა, რომ საქართველოში პატრიარქს მოკვლას უპირებდნენ, მით უმეტეს, ამ მზაკვრულ გეგმაში მაღალი იერარქები ფიგურირებენ. ისიც ჩაწყობილისაქმეა, რომ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქმა იცოდა, რომ მამალაძეს საწამლავი მის მოსაკვდინებლად ჰქონდა გამიზნული. აქედან გამომდინარე, არ ჩაერია საქმეში. მას ერთი სიტყვაც რომ ეთქვა პროკურატურაში დეკანოზის სასარგებლოდ, მამალაძეს გაამართლებდნენ. არადა, საკითხავია, რატომ ტყდება ჯოხი ერთ პიროვნებაზე?

 _ მამაო, პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილზე რას ფიქრობთ? 2007 წლამდე ის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობდა. 1998-2003 წლებში გავლილი აქვს სპეცდანიშნულების რაზმის წევრის კურსი აშშში.

_ მართლაც საინტერესოა, რისთვის სჭირდება პატრიარქს ამდენი ადამიანის დაცვა, რადგან მას, წესით, უფალი უნდა იცავდეს. 1980-დან 1990 წლამდე პატრიარქს ახლობელი პიროვნება, ბატონი შოთა დაჰყვებოდა. თუ რაიონში მიდიოდა, ხანდახან მეც მის გვერდით ვიდექი, ახლა კი სააკაშვილისა და ახალაიების მიერ შეგზავნილი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მიუჩინეს, რომლებსაც მე მაკონტროლებელ ჯგუფს დავარქმევდი, რათა ყოველი გადადგმული ნაბიჯი და ქმედება პატრიარქისა არ გამოჰპარვოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან თვით ხელისუფლებაა მართული ამერიკიდან და, თუ მათ დავალებებს არ შეასრულებს, მკაცრად დაუქნევენ თითს. გაიხსენეთ, ამერიკის ელჩის სიტყვები: “შეგიძლიათ ყველა ქვეყანას ევაჭროთ, ვაშინგტონის გარდა”…

მსოფლიოს ანტიქრისტიანული ბნელი ძალები გაშმაგებით ებრძვიან მართლმადიდებლობას. მათი მიზანია, სააკაშვილი დააბრუნონ საქართველოში და თავიანთ ნებაზე მართონ, რათა ჩვენი ქვეყანა იქცეს ლესბოსელების, მამათმავლებისა და სხვა ამორალური ადამიანების დასაყრდენად, თუმცა ამ პროცესს არც საქართველოს ხელისუფლება აკლებს ხელს.

როგორ შეიძლება ვირწმუნოთ იმ ხელისუფლების, რომელიც თავის დროზე თანამშრომლობდა და მაღალი სახელისუფლო თანამდებობებიც უბოძა წარმომადგენლებს რესპუბლიკური პარტიისა, რომლის თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის წევრი, ვინმე ნინო ბოლქვაძე საჯაროდ ამბობს: “საჭიროა პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები გამოჩნდნენ”. როგორ ვირწმუნოთ იმ ხელისუფლების, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ჩვენ ილია ჭავჭავაძის გზით მივდივართო, არადა, არც კი სმენია, რომელი გზით მიდიოდა დიდი ილია. საკითხავია, პარლამენტში ზის კი ვინმე, ვინც ითავისებს ხალხის ტკივილს; ზის კი ვინმე, ვისაც აინტერესებს სარწმუნოება? და, თუ აინტერესებს, რატომ მისცეს ხმა ერთსულოვნად ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელშიც ჩადებულია უდიდესი ნაღმი, ნაღმი სიბილწისა, უზნეობისა, ადამიანთა გადაგვარებისა, ეროვნული ტრადიციების აღმოფხვრისა. სწორედ ეს მზაკვრული კანონი არის საფუძველი იმისა, რომ მომავალში საბოლოოდ გაანადგურონ ერის ღირსება, სარწმუნოება. ჩვენ დუმილის უფლება არ გვაქვს. ქვეყანა თავზე გვენგრევა, საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, სარწმუნოების ბედიც სასწორზე დევს. ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ საქართველოში მოუწევს ცხოვრება მომავალ თაობას? საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტს საქართველოსა და ღმერთის მტრების საკრებულოს დავარქმევდი, რადგან რესპუბლიკელთა დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ქრისტე არ არსებობს და ეს პარტია იყო ამჟამინდელი ხელისუფლების წამყვანი ძალა 5 წლის განმავლობაში.

_ დიდი მითქმამოთქმაა პატრიარქობის შესაძლო კანდიდატებზე. ამბობენ, რომლიბერალურიფრთა კავშირებს სინოდსა და, საზოგადოდ, სამღვდელოებაში მაქსიმალურად იყენებს, რათა ახლო მომავალში საპატრიარქო თავის კონტროლს დაუქვემდებაროს. არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ პატრიარქად გარე ძალების მიერ მართულილიბერალებისკანდიდატი ვიხილოთ?

_ საქართველოს ამერიკის ელჩი რომ მართავს, ფაქტია. ასე იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც და ასეა დღესაც. საქართველოს მტრების მზერა ეკლესიისკენ არის მიპყრობილი, რათა პატრიარქის ტახტზე დასვან მათთვის სასურველი პირი. გაიხსენეთ ზბიგნევ ბჟეზინსკის ნათქვამი: “კომუნიზმის დანგრევის შემდეგ დასავლეთის სამყაროს პირველი მტერი მართლმადიდებლობააო”.

ფსევდოლიბერალური ბნელი ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა დასცენ ჩვენი ერის ბოლო ბასტიონი _ მართლმადიდებლობა. ამ მიზნის მისაღწევად მათ ჰყავთ ძლიერი დასაყრდენი, როგორც ერში, ასევე ბერში. კოჰაბიტაციის წყალობით მკვდრეთით ამდგარი ნაციონალები ისე გვესაუბრებიან თავიანთი ტელევიზიის, “რუსთავი 2”-ის, ეთერიდან თითქოს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, და ისეთი უწყინარნი არიან, ფეხს ჭიანჭველასაც არ დააბიჯებენ. ისე, ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ნაციონალებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვიპოვით, იდენტური არიან. მათი გავლენა ეკლესიებზეც აღიბეჭდება. ეკლესია კი თავისი უნიათობით, მათ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეპისკოპოსები ერთმანეთს დაერივნენ, შედეგად ქაოსი და განუკითხაობა სუფევს.

ჩნდება კითხვა: ამ პატარა ქვეყანას, საქართველოს, რად უნდა 47 ეპისკოპოსი, რომელთა თითქმის ნახევარი პატრიარქობაზე ფიქრობს, რადგან ვერ აცნობიერებენ, რა მძიმეა პატრიარქის უღელი?

17 მაისის აქცია

ლიბერალების ოცნებაა, საქართველოს ეკლესიას მართავდეს მათთვის სასურველი სასულიერო პირი, რათა ეკლესია სრულად გააკონტროლონ. ეს ბნელი ძალები ყველნაირად ეცდებიან, მიზანს მიაღწიონ. სამწუხაროდ, ლიბერალებს ჰყავთ დასაყრდენი ძალა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის, რომლებსაც მართლმადიდებლობა საერთოდ არ აინტერესებთ. ამჟამად თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან, ისინი ბევრნი არიან. ზოგმა თავი ისე შეირცხვინა, არათუ ეპისკოპოსის და, მით უმეტეს, პატრიარქის, საერთოდ, რიგითი სასულიერო წოდების ღირსიც არ არის. სასულიერო პირების ვალია, სიცოცხლის ფასად დაიცვან ეკლესიის ღირსება. ახლა მაინც აღიმაღლონ ხმა! კარგად გვახსოვს სახალხო დამცველის არჩევნები, როგორ დაგვისვა ამერიკამ მართლმადიდებელ ქვეყანაში თავისი წარმომადგენელი, ბაპტისტი უჩა ნანუაშვილი, რომელიც ყველას უფლებებს იცავს, მართლმადიდებლების გარდა. ყოველი მხრიდან გვიტევენ, რათა ისე შეგვავიწროვონ, რომ მსოფლიო სიბილწის მორევში მოვექცეთ.

_ მამაო, გარკვეულმა გარე ძალებმა საბერძნეთის საპატრიარქო დაშალეს. ახლა იგივე ხდება უკრაინაში. როგორ ფიქრობთ, იმ მასირებული ანტიმართლმადიდებლური კამპანიის ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდა ჩვენს ქვეყანაში და რომლის უკანაც აშკარად ჩანს დასავლეთის ხელწერა, ხომ არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩის მცდელობა მოსალოდნელი?

_ საბერძნეთი ძველთაგანვე მართლმადიდებელი ქვეყანაა. იქ ბნელმა ძალებმა მიზანს მიაღწიეს. ამერიკელები ანადგურებენ თავიანთ ძლიერ მტერს _ მართლმადიდებელ ქვეყნებს. გაანადგურეს იუგოსლავია, მართლმადიდებელი საბერძნეთი. ევროკავშირის ძალისხმევით საბერძნეთის პარლამენტს დააკანონებინეს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება. გასულ საუკუნეში საბერძნეთის ეკლესია გადავიდა ახალი სტილის კალენდარზე, რომლის მიხედვით, ყველა საეკლესიო დღესასწაულს კათოლიკეებთან ერთად აღნიშნავენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ საბერძნეთის ეკლესიას გამოეყო სასულიერო პირების ნაწილი, რომელმაც შეინარჩუნა ძველი სტილის კალენდარი. სწორედ ამ კალენდრის მიხედვით აღესრულება მართლმადიდებლური სასწაულები მსოფლიოში და, რაც მთავარია, სასწაულებრივი ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავზე აღდგომის წინა დღეს. საბერძნეთში ამჟამად არის ახალმესტილეთა ეკლესია და მათგან განდგომილი 5 სინოდი _ ძველი სტილის მიმდევრები.

საქართველოშიც იყო ამის მცდელობა, მაგრამ, საბედნიეროდ, უფალმა არ დაუშვა. ბოლო ჟამს მართლაც მძაფრი მოვლენების მომსწრენი გავხდით და შეიძლება ითქვას, რომ უკეთურების ნიაღვარი დასავლეთიდან მოედინება.

ხელისუფლებას ხელს აძლევს დისკრედიტებული ეკლესია, რათა დაშალონ, დაანაწევრონ და მერე იბატონონ, მართონ სურვილისამებრ. ახლაც მართულია ქართული ეკლესია, მაგრამ მართლმადიდებელთა მტრებმა იციან, რომ, მიუხედავად უსაზღვრო შეჭირვებისა, ჩვენ, მართლმადიდებელი ერი, განსაცდელის ჟამს ერთსულოვანნი ვართ. ამის უტყუარი ფაქტი იყო 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, როცა პატარა ერის წარმომადგენლები, ხანშიშესულნი თუ ახალგაზრდები, ყველა ერთად ვიდექით რუსთაველის გამზირზე და ზნედაცემული, ეგზალტირებული ადამიანებისგან ვიცავდით ჩვენს სარწმუნოებას, ტრადიციებს, სიწმიდეს იმ წმინდა ადგილას, სადაც 9 აპრილს უმანკო გოგო-ბიჭების სისხლი დაიღვარა. ეს ერთობ აშინებთ შავ-ბნელ ძალებს და ცდილობენ, დაშალონ ეკლესია. სამწუხაროდ, დღეს ეკლესია, ფაქტობრივად, გახლეჩილია, ამის ერთ-ერთი მიზეზი “ციანიდის” საქმეა.

_ მამაო, როდის დამშვიდდება ვითარება საპატრიარქში?

_ არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: აუცილებელია, ჩატარდეს რუის-ურბნისის მსგავსი კრება და ყველა უღირსი განიკვეთოს ეკლესიიდან. სამწუხაროდ, დღეს ეს შეუძლებელია, რადგან კრება უნდა მოიწვიოს პატრიარქმა და მორწმუნე ხელისუფალმა. ილია მეორე ამას ვერ შეძლებს, ხელისუფლება კი შორს არს მართლმადიდებლობისგან, ამიტომ იმედს ვიტოვებ: იქნებ მოეგონ გონს ეკლესიის მსახურნი, დაამყარონ სიმშვიდე, ურთიერთგაგება. სანამ უფლის რისხვა არ გადმოსულა ერზე, ვეცადოთ, თვითონ მოვაგვაროთ პრობლემები და ყველაფერი გავაკეთოთ მტრის დასამარცხებლად. უმოქმედობით ხომ ხელიდან გვეცლება ღვთისგან კურთხეული ჩვენი მიწა-წყალი, მართლმადიდებლობა.

მე, როგორც სასულიერო პირმა, ამას წინათ მივმართე საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს, განმუხტონ დაძაბულობა ორ მართლმორწმუნე ერს შორის. ამ მიმართვას წინ აღუდგნენ სარწმუნოების მტრები, რესპუბლიკელების სახით.

მივმართავ საქართველოში მცხოვრებ მამათმავლებს, ლესბოსელებს, ტრანსგენდერებს: გაერთიანდით რესპუბლიკურ პარტიაში, სადაც შვებას იგრძნობთ უსუფაშვილისა და ხიდაშელის ფრთებქვეშ. ასევე მივმართავ ბერძენიშვილებს, ბუღაძეებს, ბურჭულაძეებსა და სხვებს: შეიკრიბეთ ერთად, რადგან თქვენს ბნელ, მოღალატეობრივ იდეებთან ბრძოლა ასე გაცილებით ადვილი იქნება.

მოვითხოვ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი, სადაც განსაჯელის სკამზე დასხდებიან ერისა და სარწმუნოების მოღალატენი, მოღალატენი ტრადიციებისა, წინაპართა ხსოვნისა. მათთან ერთად უნდა გასამართლდეს სამართალდამცავი ორგანოების ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც საზოგადოებას ჭეშმარიტი ინფორმაციის ვაკუუმში ამყოფებენ.

ჩვენ მხოლოდ ერთიანობა გვიხსნის, უფლის წყალობით!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

5 COMMENTS

  1. მამა ბასილი ყოველთვის სიმარტლეს ბრზანებს,მაგრამ რასაც ბრძანებს,პატრიარქის ჯანმრთელობის გატვალისწინებით შეუძლებელია.მთავარია ჭეშმარიტი სამღვდელოების გაერთიანება და ავაზაკთა მხილება.მათი განკვეთა ეკლესიიდან.

  2. ამეტირა, თურმე უფსკრულის პირას ვდგავართ. თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემი გოლგოთა დაიწყო რადგან ჩვენი უწმინდესი ტაძარი, ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარი შეანჯღრიეს, ვილოცოთ რომ არ დაგვინგრიონ ჩვენი ხერხემალი ჩვენი ხსნა და ჩვენი სული, ჩვენი სარწმუნოება. მამა ბასილი მიყვარხართ ამ სიმართლისათვის. უფალს ვევედრები ჯამრთელად გამყოფოთ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: დალი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here