Home სხვადასხვა დაიჯესტი მამამ ერთი შვილი მოკლა, რათა მეორე გადაერჩინა

მამამ ერთი შვილი მოკლა, რათა მეორე გადაერჩინა

779
მამამ ერთი შვილი მოკლა, რათა მეორე გადაერჩინა

ნათესავები დროს ატარებდნენ, სვამდნენ და გადაწყვიტეს, ბილიარდი ეთამაშათ. აი მაშინ წაიჩხუბნენ ძმები, _ იუწყება The Sun და აზუსტებს:

“56 წლის ჯონ მელონმა გადაწყვიტა, საღამო ვაჟიშვილებთან ერთად გაეტარებინა მათ სახლში, მაგრამ ოჯახური იდილია ტრაგედიად შემობრუნდა”.

30 წლის ჯოზეფი და 26 წლის ჯეიმსი კარგად იყვნენ შეზარხოშებულნი და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ბილიარდის თამაშისას რაღაც წვრილმანზე ერთმანეთს წაეკიდნენ. მამამ ჯერ ტკბილი სიტყვით სცადა მათი დაშოშმინება, მაგრამ ვერ შეძლო. ძმები სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებულები. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, როცა ჯოზეფი უმცროს ძმას ყელში სწვდა და დახრჩობა დაუწყო. ცოტაც და მოაშთობდა უეჭველად. მამა იძულებული შეიქნა, ესროლა უფროსი ვაჟისთვის, რათა უმცროსი გაბოროტებული ძმისთვის ხელიდან გაეგდებინებინა.

სასიკვდილოდ დაჭრილ ჯოზეფს ექიმებმა ვერ უშველეს.

1 COMMENT

  1. იმიტომ ჰქონდა სსრ კავშირს ჯაჭვი შემოხვეული რომ კაპიტალისტური ქვეყნების გაუგონარი სიბოროტენი ჩვენამდე არ მოსულიყო, დაინგრა თუარა ყველაფერი ცუდი და უვარგისი ღორის გრიპის ვირუსივით გავრცელდა ჩვენთანაც

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: liza Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here