პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურმა ტრადიციულმა მიმართვამ რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოსადმი ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დასავლეთის ლიბერალურ პოლიტიკურ წრეებში, რომ ამ მიმართვას ანალიტიკოს– პოლიტოლოგების დიდმა ნაწილმა “მიუნხენი 2” უწოდა.
მკითხველს შევახსენებ, რომ მიუნხენის 2007 წლის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია, რომელიც მანამდე მხოლოდ რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში განიხილებოდა ლიბერალური დასავლეთის, ანუ აშშ-ის მიერ, დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში ბრუნდება და ამიტომ მსოფლიო ვეღარ და აღარ იქნება ერთპოლუსიანი.
ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიოს ახალი წესრიგის სცენარი აღარ დაიწერება მხოლოდ ვაშინგტონში, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნატო (წაიკითხე, აშშ) ერთპიროვნულად ვეღარ ჩაატარებს სამხედრო ინტერვენციებს, როგორც გააკეთა ერაყში, სერბეთში და სხვაგან. ასეთმა პესპექტივამ იმხანად, რომ იტყვიან, პირღია დატოვა კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერები.
და მართლაც _ დასავლელი ლიბერასტი ლიდერებისთვის მალევე ცხადი შეიქნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ძალაც შესწევდა ქადილისა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომში აშშ–ის გარკვეული პოლიტიკური წრეების მიერ დაიმედებულ სააკაშვილს თბილისში საკუთარი ჰალსტუხი ალოღნინა, გორში კი ცხვირით მიწა ათხრევინა _ შედეგად დე იურედაც დავკარგეთ დე ფაქტოდ დაკაგული სოხუმ–ცხინვალი, პლუს _ ახალგორი და კოდორის ხეობა, სამაგიეროდ, ახალი ლტოლვილები შევიძინეთ. ამ ყველაფერს კი შორიდან შეჰყურებდა “ჩვენი მეგობარი” ევროპა და “სტრატეგიული მოკავშირე” აშშ.
ერთი სიტყვით, სსრკ-ის დაშლის შემდეგ მრავალგზის დაშლილ-აოხრებული საქართველოს კიდევ ერთხელ იავარქმნა შეიქნა საჭირო იმისთვის, რომ დასავლეთს (წაიკითხე, აშშ) დაენახა მისთვის მწარე რეალობა _ რუსეთი ძლევამოსილად დაბრუნდა მსოფლიოს გეოპოლიტიკაში.
და რა მიიღო საქართველომ სანაცვლოდ?
ე.წ. არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დასტურად შიგადაშიგ ევროპა–ნატო–აშშ–ის მიერ მიღებული რეზოლუციები _ მაკულატურა, რომელიც კი არ გვაახლოებს, არამედ, რაც დრო გადის, სულ უფრო გვაშორებს სოხუმსა და ცხინვალს…
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიმართვას რუსეთის ფედერალური საკრებულოსადმი ახალი სამხედრო სუპერტექნიკის ამსახველი ვიდეოკადრებიც ახლდა, ვფიქრობ, რომ ნატო-აშშ-ს ამ მხრივ სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში (რა თქმა უნდა, თუ ე.წ. ბირთვული ჩემოდანი ვინმე შიზოიდს არ ჩაუვარდება ხელში) სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და აშშ-ს შორის, მით უმეტეს, იმ ვიდეოების გათვალისწინებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
გახსოვთ, ალბათ, რუსეთის პოლიტისტებლიშმენტში შობილი სხარტულა (თუ ასე შეიძლება ითქვას): “ვინც ლავროვს (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) არ ესაუბრება, ის შოიგუს (რუსეთის თავდაცვის მინისტრი) მოუსმენს!” რაც პუტინმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავის მიმართვაში ვიდეო კადრების დემონსტრირების ფონზე: “აქამდე ჩვენ (რუსეთს _ დ. მ.) არავინ გვისმენდა, ახლა მოგვისმენთ!”
მოკლედ, ვლადიმერ პუტინის ვერბალური მიმართვა იქნება თუ სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება, ეს ერთგვარი პასუხია დასავლეთის, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გამოუცხადებელ ომზე; ომზე, რომელიც აშკარად თუ შეფარვით, ცივად თუ ცხლად (უკრაინა, სირია), მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს სწორედ 2007 წლის მიუნხენის შემდეგ. ომი, აგრეთვე, საინფორმაციოც, სპორტულიც, რომელიც განსაკუთრებულად დაიძაბა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ანუ უკრაინაში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად აშშ-ის გოშიების ხელისუფლებაში მოსვლისა და რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ.
თვითონ განსაჯეთ _ ჯერ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის წართმევა სცადეს და, როდესაც არ გამოუვიდათ, განვლილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლამის ყველა მედლის დაუფლების კანდიდატი რუსი სპორტსმენები არ დაუშვეს სამხრეთ კორეაში. ზემორე თქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება რამდენიმე კითხვა: რატომ და რისთვის _ დასავლეთში ასეთი აშკარა რუსოფობია? დღეს ხომ ისეთი იდეოლოგიური შეუთავსებლობა არ არის დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორიც სსრკ–ის დროს იყო? რუსეთიც ხომ კაპიტალისტური ქვეყანაა?
კი, ბატონო, იქნებ ნაკლები დემოკრატიით, მაგრამ რამდენ ასეთ ნაკლებ დემოკრატიასთან “მეგობრობდა” და “მეგობრობს” აშშ პრინციპით: ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩემი ძაღლიშვილი?
ამ და სხვა შესაძლო კითხვებზე სავარაუდო პასუხი კი ვიცოდი, მაგრამ ვარაუდის სისწორე, ნებსით თუ უნებლიეთ, გასულ ზამთარს შვეიცარიის დავოსში მყოფმა აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დამიდასტურა. მან თქვა, აშშ–რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იმიტომ არის შეუძლებელი, რომ რუსეთი თავის ფასეულობებს აღიარებს და არა ჩვენსასო…
ამერიკელების მთავარი ღირებულება თუ ფასეულობა რაც არის, ეს რამდენიმე წლის წინათ გაასაჯაროა აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, აწ პოლიტიკურმა გვამმა, მადამ ჰილარი კლინტონმა, როდესაც განაცხადა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მსოფლიოში ლგბტ პირთა უფლებების დაცვააო.
მადამ ჰილარის რამდენიმე დღეში აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი და დღეს ასევე პოლიტიკური გვამი ბარაკ ობამა გამოეხმაურა: ამა თუ იმ ქვეყნისადმი აშშ-ის ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დაიცავენ ლგბტ-თა უფლებებსო.
აშშ ჰომოსექსუალებისთვის სამოთხე რომ არის, არახალია _ ყველა შტატში დაშვებულია ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ქორწინება; მეტიც _ აშშ–ის ამჟამინდელი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებულება ჯარში ლგბტ–თა მსახურების აკრძალვის თაობაზე სასამართლომ გააუქმა და დღეს პენტაგონის ჯარში 80 ათასზე მეტი პედერასტი და ლესბოსელი მსახურობს. მეტიც, ამას წინათ ვესტპოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულ ორ მფრინავ ოფიცერს იქვე, სამხედრო ნაწილში, დაწერა ჯვარი კაპელანმა.
რუსეთი, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე 99 წლით აკრძალა გეიპროპაგანდა და, შესაბამისად, ამ ქვეყანაში არანაირი გეიაღლუმი არ ჩატარდება, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
თუმცა თავი დავანებოთ სოდომიტებს და წერილის მთავარ თემას დავუბრუნდეთ…
ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართვა აშშ–ის სატელიტი სახელმწიფოებისთვის არის განკუთვნილი, აი, ზუსტად ისეთებისთვის, როგორიც საქართველოა.
ეს არის გაფრთხილება, გნებავთ, მუქარა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მოიშლის ნატოსკენ სწრაფვას, 2008 წელი მონაგონი იქნება; ისე მაგრად მიგვანგრევენ, რომ, მცოცავ საზღვარს კი არა, საზღვრებს საერთოდ წაგვიშლიან, რასაც ამერიკის შეშფოთებული შტატები და ევროსაბჭო ოპერატიულად “გამოეხმაურება” მორიგი შეშფოთების ფარატინა ქაღალდით.
საკვირველია პირდაპირ, სატირალი რომ არ იყოს, რომელი დასავლეთის იმედზე არიან ჩვენი ხელისუფალნი თუ ოპოზიცია: იმ დასავლეთის, რომელმაც, მიუხედავად რესურსების მობილიზებისა, მიცვალებულის დაბრუნებაც კი ვერ შეძლო?
საკვირველია ჩვენი სამღვდელოების მოულოდნელი მეტამორფოზიც _ თუ აქამდე ყბადაღებული რუსოფობიის საპირწონედ, ავად თუ კარგად, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, მისი წმინდა სინოდი მიიჩნეოდა, ციანიდის საქმის შემდეგ აშშ–ში მყოფი სინოდის წევრები, რომლებიც ადრე ტაბურეტებით ებრძოდნენ სოდომიას, ახალა იმას გვიქადაგებენ, რომ პედერასტებიც ჩვენი ძმები არიან, რომ სტერეოტიპი _ დასავლეთიდან მხოლოდ გარყვნილება შემოედინება, რუსული ნარატივის შედეგია და, რუსებთან ერთმორწმუნეობაზე კი არა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლასა და აშშ–ის ფასდაუდებელ წვლილზე ტლიკინებენ.
ამ სავლედ ქცეულ პავლეებს თვალდახუჭულმა რომ უსმინო, გეგონება, მართლმადიდებელი მღვდელი კი არა, გიგა ბოკერია საუბრობსო. ერთი სიტყვით, წმინდა მდინარე იორდანეს ნაცვლად, უწმინდურ პოტომაკში “განბანილ” და, გოლგოთის მთის ნაცვლად, კაპიტოლიუმის ბორცვმოლოცვილი მღვდელმთავრების შავი ანაფორების კალთების შარიშურთან ერთად, მწვანე დოლარების შრიალიც ისმის…
აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ დუმან საზოგადოებაში პატიოსანი რეპუტაციის მქონე მღვდლები, თუნდაც მეუფე იობი და, გნებავთ, საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიო.
რად დადუმებულხართ?! ვერ ხედავთ, რომ თქვენი და თქვენნაირების დუმილის ფონზე საეკლესიო ხელისუფლებას ეპოტინებიან და ნელ-ნელა ეპატრონებიან კიდეც მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრე და მათი მსგავსი მეუფე ყანდურები?
თუმცა საერთოდ რაზეა საუბარი, როცა ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობის შემხედვარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ამბობს, რომ ხანდახან საქართველოს გადარჩენის იმედი მასაც აღარ აქვს.
დავით მხეიძე
როგორც ბ–ნი ბიძინა კვერნაძე იტყოდა “ვერ გაიგებ ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო”.