Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერასტების გადამწყვეტი შეტევა დედაეკლესიაზე

ლიბერასტების გადამწყვეტი შეტევა დედაეკლესიაზე

3717
ილია II ბართოლომეოსი I

ყოველგვარი ზნეობრივი ნორმის, ეროვნულობის, რელიგიის უარმყოფელ ნეოლიბერალურ იდეოლოგიასა და ამ ყველაფრის დამცველი ტრადიციული ღირებულებების მიმდევარ კონსერვატიულ იდეოლოგიებს შორის მსოფლიო გლობალური დაპირისპირება, გნებავთ, მათ შორის წლების განმავლობაში მიმდინარეცივი ომი” (თუ ასე შეიძლება ითქვას) ცხელ, გადამწყვეტ საბედისწერო ფაზაში რომ შევიდა, მოწმობს ის, რომ ამ ყველაფერმა უკვე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც შეაღწია. ამაზე მიუთითებს .. ციანიდის სკანდალი, მაგრამ ამაზე ქვემოთ

როგორც ქართველ საზოგადოებაში, ასევე ეკლესიაშიც, ერთი მხრივ, მცირერიცხოვანი, სამაგიეროდ, “პროგრესულად მოაზროვნე” პროდასავლურად განწყობილი ნეოლიბერალების, ხოლო, მეორე მხრივ, “ბნელ საბჭოთა წარსულში” ჩარჩენილი პრორუსების ფრთები აშკარად გამოიკვეთა, თუმცა საზოგადოებასა და ეკლესიას შორის, ამ მსგავსებებს გარდა, არსებობს ერთი “უმნიშვნელო” პარადოქსული განსხვავებაც: თუ ქართველი საზოგადოება, რომლის უმრავლესობა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, აქედან გამომდინარე, კონსერვატიული იდეოლოგიის მიმდევარია და, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მაინც დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) მიერ დანიშნული ნეოლიბერალი ქოცნაცების ხელისუფლება მართავს, იმავეს ვერ ვიტყვით დედაეკლესიაზე, რომლის წმინდა სინოდში რამდენიმემეუფე ყანდურის” (მეუფე პეტრე, მეუფე გრიგოლი და .., რომლებმაც ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ბორცვიდან ამას წინათბევრი რამ სხვანაირად დაინახესდა გუშინ ანტიდასავლურად მოჭიკჭიკენი დღეს იმაზე აჟღურტულდნენ, რომ ერთმორწმუნე რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია, ხოლო აშშ _ საქართველოს გადამრჩენი და სტრატეგიული მოკავშირე) ყოფნის მიუხედავად, ეკლესიის მართვის სადავეები ჩვენს ბრძენ პატრიარქს ჯერჯერობით მაინც მტკიცედ უჭირავს.

თუმცა ეტყობა, ქართველთა სათაყვანებელი და სრულიად კავკასიაში პატივდებული ილია II განსაკუთრებით ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ ხედავს და გრძნობს, რომ, თუ რამე არ იღონა, ეს “დღესდღეობით” და “ჯერჯერობით” უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და საქართველოს დედაეკლესიის მართვის სადავეებს ისევე დაეპატრონებიან ლიბერასტი “მეუფე ყანდურნი”, როგორც ეს ე.წ. მსოფლიო პატრიარქის ორბიტაზე მყოფი ავტოკეფალიის მქონე მართლმადიდებელ ეკლესიებში მოხდა… ამიტომაც, ღვთის ნებით, “დროულად გამოეცხადა” წმინდა გიორგი, რომელმაც ჩვენს პატრიარქს შთააგონა, რომ მოსაყდრედ მეუფე შიო დაენიშნა. ამან კი უკმაყოფილო “მეუფე ყანდურების” აშკარა თუ ფარული დრტვინვა გამოიწვია…

ზემოთ ციანიდის სკანდალი ვახსენეთ, რაც ამ გაუგონარი მზაკვრობის აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია და, თუ გვინდა, რომ აისბერგის წყალქვეშა, უხილავი ნაწილიც ვიხილოთ, ამისთვის მოგვიწევს მცირე ექსკურსი უახლეს ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც ნეოლიბერალმა ხლისტებმა კათოლიკური და .. პროტესტანტული ეკლესიების გალიბერასტება მოახერხეს, იქამდეც კი, რომ ზოგიერთ მათგანში უკვე ერთი და იმავე სქესის წყვილებს ჯვარს სწერენ, დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) არაფორმალურ, მაგრამ დე ფაქტო მმართველ აგრესიულ ნეოლიბერალთა დღის წესრიგში უკვე მართლმადიდებელი ეკლესიებისრეფორმირებისსაკითხი დადგა. სწორედ ამ იდეის ხორცშესხმას ემსახურებოდა .. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ მოწვეული მსოფლიოს საეკლესიო კრება, რომელიც 2016 წლის ივნისში ჩატარდა კუნძულ კრეტაზე.

რატომ “ეგრეთ წოდებული”?

იმიტომ, რომ ის დრო, სამწუხაროდ, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქები მართლაც იყვნენ მსოფლიოს პატრიარქები. ბართოლომეოსი მხოლოდ ნომინალურად ითვლება მსოფლიო პატრიარქად, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს მისი რეზიდენცია არის არა რუკიდან სამუდამოდ გამქრალი კონსტანტინოპოლის მეჩეთად ქცეული აიასოფიას ტაძარში, არამედ სტამბოლში, ხოლო “მსოფლიო საპატრიარქოს” მღვდელმთავრებს ისლამური თურქეთის ქუჩებში ანაფორით გასვლაც კი ეკრძალებათ. აღარც ის არის საიდუმლო, რომ თურქეთის ხელისუფლების მკაცრი პატრონაჟის ქვეშ მყოფ .. მსოფლიოს პატრიარქსა და საპატრიარქოს აშშის გარკვეული ნეოლიბერალური წრეები აფინანსებენ.

წერილის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ გათახსირებული ნეოლიბერასტებისა და ტრადიციონალისტი ნეოკონსერვატორების გლობალური დაპირისპირების საცეცებმა საქართველოს დედაეკლესიის წიაღშიც შეაღწია და ე.წ. ციანიდის საქმემდე მიგვიყვანა…

ისედაც მძიმე სურათს კიდევ უფრო დავამძიმებ იმით, რომ პირდაპირ განვაცხადებ: ე.წ. მსოფლიო პატრიარქის მიერ 2016 წლის ივნისში კუნძულ კრეტაზე ჩატარებული ე.წ. მსოფლიო კრება, მართლმადიდებელი ეკლესიების ფორუმი კი არა, ფაქტობრივად, მსოფლიოს ეკუმენისტების მწვალებლური შეკრება იყო.

სწორედ ამიტომ თქვეს მასში მონაწილეობაზე უარი 14-დან 5-მა ეკლესიამ: ანტიოქიის, სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროში ყველაზე დიდმა და ძლიერმა რუსეთის ავტოკეფალურმა ეკლესიამ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ კრეტინი თუ მიიჩნევს კრეტაზე გამართულ კრებას მსოფლიო კრებად.

რაც შეეხება კრეტაზე საქართველოს წარმომადგენლების წაუსვლელობის კონკრეტულ მიზეზებს, პირველი და უმთავრესი _ კრებაზე გადაწყვეტილებების მიღება უნდა მომხდარიყო არა უბრალო უმრავლესობით, არამედ კონსესუსით, რომელიც კრების მონაწილეთა ვეტოს უფლებას ნიშნავდა.

ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” _ ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელშიც, საპატრიარქოს მოთხოვნით, უფრო მკაცრად უნდა ჩამოყალიბებულიყო ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიუღებლობა; ამასთანავე, გაუქმებულიყო საგამონაკლისო წესი, რომელიც მართლმადიდებელს არამართლმადიდებელზე ქორწინების უფლებას აძლევდა.

“მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში” ასე იყო ფორმულირებული: მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე, სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად . საპატრიარქო მოითხოვდა ამოღებას ჩანაწერისა “ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის”, იმ არგუმენტით, რომ იგი მრავალმხრივი გაგების საშუალებას იძლევა. უსაფუძვლო არგუმენტია? “სხვა სახის დისკრიმინაცია” ხომ ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიმართ ეკლესიის მხრიდან, სულ ცოტა, ლოიალურ დამოკიდებულებას გულისხმობს? აქედან კი ერთი ნაბიჯია ერთი და იმავე სქესის პირების ჯვრისწერამდე; ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგა რამდენიმე პროტესტანტულმა ეკლესიამ და, აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმურია საქართველოს უარი, მართლმადიდებელი ეკლესიების გარდა, სხვა ეკლესიების ქრისტიანულად მოხსენიებაზე. ამ ყველაფერს საქართველოს არასამთავრობო ე.წ. მესამე სექტორმა და ლიბერასტმა პოლიტიკოსებმა ერთხმად უწოდეს ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული მოთხოვნები. სწორედ კრეტაზე წაუსვლელობის გამო ატეხეს უკმაყოფილო ყიყინი დედაეკლესიაში სხვადასხვა დროს შეგზავნილმა გრიგოლ ბერბიჭაშვილისა და პეტრე ცაავას მსგავსმა “მეუფე ყანდურებმა”, რამაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა ციანიდის საქმემდე, როცა “რუსთავი 2”-ის “შტატიან რესპონდენტად” ქცეულმა “მეუფე” პეტრემ ნიღაბი ჩამოიხსნა და შხამი და გესლი ანთხია პირდაპირ ეთერში. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ის პეტრეა, რომელიც სანდრა რულოვსის მოძღვარი იყო, წმინდა ხატების გვერდით უწმინდური სააკაშვილის უზარმაზარი ფოტოები ჰქონდა “დასვენებული” და რომელიც სადისტ ძმებს _ დათა და ბაჩანა ახალაიებს მარტვილის რეზიდენციაში მალავდა და იქიდანვე გააპარა საზღვარგარეთ…

ის, რაც საქართველოს დედაეკლესიაში უკვე მოხდა და შეიძლება მომავალში მოხდეს, კრეტაზე წაუსვლელობის გამო ჩვენი ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის დასჯის მცდელობაა ე.წ. მსოფლიო პატრიარქის მიერ. საზოგადოებას შევახსენებ: არამკითხე “ტელეიმედის” მიერ სტამბოლში ჩაწერილ ინტერვიუს, როცა ბართოლომეოსმა აშკარად იმპერატიულ-შეურაცხმყოფელი ტონით განაცხადა, რომ ჩვენი უწმინდესის წაუსვლელობა კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებლობის უპატივცემულობა იყო.

ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, საქართველოს ჩაუსვლელობა კრეტაზე შინაურმა თუ გარეულმა ლიბერასტებმა მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერად შეაფასეს და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ. ნეოლიბერასტული ძალების მიერ დაწესებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა სანქციებმა, მოლოდინის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძლიერებას ვერაფერი დააკლო და ახლა ბართოლომეოსის მეშვეობით ცდილობენ რუსეთის ეკლესიის დასუსტებას, რადგან კარგად უწყიან, რომ პუტინის საერო და პატრიარქ კირილის საეკლესიო ხელისუფლებები ერთი მთელის ორი ნაწილია.

ბართოლომეოსმა განაცხადა, რომ ამჟამად მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას აპირებს. ამ დაუფარავი ანტირუსული დემარშის მხარდაჭერას ილია მეორისგანაც ითხოვს არა მხოლოდმსოფლიო პატრიარქი”, არამედ ქოცნაცების ლიბერასტი და რუსოფობი ხელისუფლებაც.

ამ აშკარად ბრიყვული ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ბრძენი პატრიარქი, ეტყობა, ნამდვილად არ აპირებს, რადგან ასეთ შემთხვევაში მოსკოვის საპატრიარქო, დიდი ალბათობით, გაწყვეტს საქართველოს ეკლესიასთან ევქარისტულ კავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაწყდება უკანასკნელი ძაფი, რომელიც რუსეთთან ჯერ კიდევ გვაკავშირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ოცნება მარადიულ ოცნებად დარჩება.

ამ საფრთხის გამოძახილია წმინდა სინოდის ბოლო განჩინება, რომელშიც ყველაფერია საყურადღებო, მაგრამ უმთავრესს გამოვყოფ: წმინდა გიორგის რჩევით”, პატრიარქის მიერ საკუთარ მოსაყდრედ დანიშნული მეუფე შიო ამჯერად წმინდა სინოდმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების (რაც უმაღლესი გამორჩეულობაა) უფლებით დააჯილდოვა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაინიშნა”.

აი, ამ ამბავმა დამართა ტარაბუა თეოლოგებს, “ტახტის მოსაყდრე” _ ასეთი დეფინიცია არ არსებობსო. ალბათ, ასეც არის, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ თეოლოგია არაფერ შუაშია. იქედან გამომდინარე, რომ წმინდა სინოდის უწმინდური “მეუფე ყანდურნი”, როგორც აფთრები, ისე ელოდებიან პატრიარქის სიკვდილს, რათა ხელში ჩაიგდონ ეკლესიის მმართველობა და ეროვნულობის დამცველი ეს ერთადერთი ინსტიტუტიც ოკეანისგაღმელი პატრონების საამებლად გაალიბერასტონ, რაც მოკლე ხანში ქართველი ერის, როგორც კულტურული ფენომენის სიკვდილს გამოიწვევს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეობა პატრიარქის მიერ მეუფე შიოს საკუთარ მემკვიდრედ გამოცხადებას ნიშნავს.

დავით მხეიძე

P.S. ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ ვიტყვი: დიახ, ჩვენი დედაეკლესია რუსეთისკენ იყურება, რადგან დღეს პრორუსულობა საქართველოს გადარჩენას ნიშნავს იმ ომში, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს; ომში, რომელშიც ლიბერასტების გამარჯვება კულტურული კაცობრიობის დაღუპვას ნიშნავს. ერთადერთი გადაულახავი წინაღობა ამ ომში მართლმადიდებელი რუსეთია, რომელსაც ებრძვიან სატანისტი ლიბერალები, რომელთა იდეოლოგია, დოსტოევსკის მიხედვით, ასეთია: “თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი შეიძლება!” გნებავთ, ყველაფერი მოსულა!

არჩევანი შენზეა, “ჩემო კარგო ქვეყანავ”!

1 COMMENT

  1. გენაცვალეთ ბატონო დავით! თქვენი სწორი მართალი საუბრით პატრიოტიზმით გვაოცებთ და იმედი გვეძლევა რომ ამ ქვეყანას თქვენისთანა ხალხი გადაარჩენს! ღმერთმა ამრავლოს ამ ქვეყანაში დავით მხეიძისთანა ადამიანები!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: 777 Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here