Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ლენინის ტვინში გენიალურობის უჯრედებს ეძებდნენ

ლენინის ტვინში გენიალურობის უჯრედებს ეძებდნენ

ლენინი

ლენინის ბევრი თანამედროვე დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი ზებუნებრივი გონებრივი მონაცემებით გამოირჩეოდა, რომ მას თავში, ტვინი კი არა, როგორც . ბუხარინი ამბობდა, “მძლავრი აპარატიჰქონდა. იყო მოწოდებებიც, დაწვრილებით შეესწავლათ ილიჩის ტვინი და მის მაგალითზე შეექმნათ ისეთი რამ, რაც გენიალური ადამიანების სელექციისთვის გამოდგებოდა.

გასაკვირი არ არის, რომ ლენინის სიკვდილის შემდეგ მეცნიერული შესწავლის მიზნით მის სხეულს ამოაცალეს ტვინი და გული. ტვინი უნდა დაენაწევრებინათ უმცირეს ნაწილებად და მიკროსკოპულად დაეთვალიერებინათ. ამისათვის გერმანიიდან მოსკოვში მოიწვიეს მსოფლიო მედიცინის შუქურა, ნევროპათოლოგი ოსკარ ფოგტი. ის ცნობილი ჰიპნოზიორი გახლდათ, გამოსცემდა ჟურნალს ფსიქოლოგიაში, იყო მრავალრიცხოვანი შრომის ავტორი ცენტრალური ნერვული სისტემის ანატომიაში.

ბელადის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, 1925 წლის თებერვალში, ფოგტი მოსკოვში ჩავიდა ლენინის სახელობის ინსტიტუტში სამედიცინო კომისიის სხდომაზე დასასწრებად. გერმანელ მეცნიერს დაუსახეს შემდეგი ამოცანა: ვლადიმერ ილიას ძის გენიალური გონებრივი მონაცემებისთვის მატერიალური ახსნა მოეძებნა. ფოგტმა დაარწმუნა კომისია, რომ ეს სავსებით შესაძლებელი იყო.

მართალია, ოსკარ ფოგტმა გააფრთხილა მასპინძლები, რომ საკვლევი მასალა, ანუ ბელადის ტვინი ბერლინში უნდა გაეგზავნათ, სადაც იყო შესაბამისი საკვლევი მოწყობილობები, მაგრამ მან კატეგორიული უარი მიიღო _ ლენინის ტვინმა საბჭოთა კავშირის საზღვარი არ უნდა გადალახოსო. მეცნიერს შესთავაზეს ექსპერიმენტის განმავლობაში დროებით მოსკოვში გადასვლა, დაჰპირდნენ რა მისი ლაბორატორიის დაუზიანებლად ასევე მოსკოვში გადატანას.

ბელადის ტვინი 31 ათას ნაწილად დაანაწევრეს. თითოეულს ყურადღებით ამოწმებდნენ და ადარებდნენ ჩვეულებრივი ადამიანის ტვინს. ეძებდნენ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო, დეტალს, რომელიც დაამტკიცებდა ბელადის ზებუნებრივ შესაძლებლობებს. 1929 წელს ფოგტმა მოხსენება გააკეთა, მასში ნათქვამი იყო, რომ “აღმოაჩინა დიდი განსხვავება ლენინის ტვინის სტრუქტურასა და ჩვეულებრივი ადამიანის ტვინს შორის”. ფოგტის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ლენინის ტვინში პირამიდული უჯრედები უფრო ძლიერ იყო განვითარებული, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის ტვინში. ეს იძლეოდა საფუძველს იმისა, რომ ლენინი გენიოსად ეღიარებინათ.

სხვათა შორის, გერმანიაში ფოგტის შედეგები გააკრიტიკეს და არამეცნიერულად მიიჩნიეს. ერთი სიტყვით, არც თანამედროვე მეცნიერება მიიჩნევს, რომ თავის ტვინის სტრუქტურის მიხედვით შესაძლებელია მსჯელობა ადამიანის ამა თუ იმ მიდრეკილებაზე.

1 COMMENT

  1. მაინც ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი. თუ რამდენი გრამი ტვინი ჰქოდა ბელადს ილიჩს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here