Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ხელისუფლებამ აშშ-ის ელჩის პირით მიიღო დავალება, რომ წინასაარჩევნოდ არ დაუშვას...

ლევან ჩაჩუა: ხელისუფლებამ აშშ-ის ელჩის პირით მიიღო დავალება, რომ წინასაარჩევნოდ არ დაუშვას ეროვნული ძალების ერთობა

2502
ლევან ჩაჩუა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში _ კელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინათ გამართულ კონფერენციაზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებში გარკვეული გარე ძალები აუცილებად ეცდებიან ჩარევას. ელჩის თქმით, მას კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არ აქვს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში კრემლი გააქტიურდება და პროპაგანდის გაძლიერებითაც შეეცდება არჩევნებზე ზემოქმედებას, დიდია: “კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება, ძალიან მაღალიარა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ, ვნახეთ, რამდენად აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს და ერევა ძალიან ბევრ არჩევნებში…”

მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საქართველოს “სხვა მეგობრები” აქტიურად მუშაობენ, რათა ქვეყანას თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდეს და ხალხის ცნობიერებაც გაიზარდოს, თუმცა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმთავრესი როლი ამ პროცესში ხელისუფლებას აკისრია. მეტიც, მისი განმარტებით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მიმდინარე პროცესებზე, ადამიანებს შეეძლოთ სიმართლისგან დეზინფორმაციის გარჩევა და ამ გზით საბოლოოდ მოეჭრას გზა პრორუსულ ძალებს ქვეყანაში, რომლებიც აუცილებლად შეეცდებიან მომავალ არჩევნებში გარკვეული შედეგის მიღწევას…

შეგახსენებთ: არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, არამედ სრულიად დასავლეთის დიპლომატიური კორპუსი ხშირად საუბრობს ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერებაზე. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, რასაც თვითონაც აღიარებენ, განცხადება განცხადებაზე კეთდება; ხელისუფლება კი უკვე საჯაროდ იღებს მითითებებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში, პროდასავლურის გარდა, არც ერთ სუბიექტს, იქნება ეს პარტია, საზოგადოებრივი ჯგუფი თუ სხვა, პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს…

რას ნიშნავს აშშის ელჩის განცხადება არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ამ განცხადების კვალდაკვალ, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ამერიკის ელჩმა საქართველოში _ კელი დეგნანმა ერთერთ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, ეცდება საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას, რაც ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლება დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად ყველანაირად უნდა ებრძოლოსრუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასქვეყანაში, თუმცა იმავე კონფერენციაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც კრემლის შესაძლო ჩარევას დაადასტურებს საქართველოს არჩევნებში, არ აქვს. რას ემსახურება ეს განცხადებები, რატომ საუბრობენ ჩვენი დასავლელიმეგობრებირაღაც საფრთხეებზე წინასწარ, როცა თვითონვე აღიარებენ, რომ ამის მტიცებულებები არ გააჩნიათ?

_ როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლება შეიცვალა და სათავეში ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ მსოფლიო ახლო მომავალში შეიცვლებოდა და დასავლური ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკურ-იდეოლოგიური ჰეგემონია წელში გადატყდებოდა. ამ მოლოდინს ამყარებდა ის, რომ რესპუბლიკელებმა წინასაარჩევნო კამპანია ანტილიბერალურ ნარატივზე ააგეს. მათი მთავარი გზავნილი ხალხისადმი იყო ის, რომ ამერიკა თავის ცხოვრების წესს სხვას არ მოახვევდა თავს. სხვათა შორის, საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არასოდეს ჩაერეოდა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, რაც დიდი იმედისმომცემი ფაქტი იყო. მოლოდინიც ზუსტად აქედან გაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად ამ რიტორიკისა, გავლენიანი დასავლური მმართველი ელიტა განაგრძობს კოლონიური პოლიტიკის განხორციელებას ჩვენისთანა პატარა ქვეყნებში, არ წყვეტს უხეშ ზეწოლას მის მიერვე ხელდასხმულმეოცნებეხელისუფლებაზე და ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე არ ტოვებს მინიმალურ სივრცესაც კი ეროვნული ძალებისთვის. რაც შეეხება დეგნანის კონკრეტულ განცხადებას, ეს, რა თქმა უნდა, არის გაგრძელება იმ დასავლური მიდგომებისა, რომლებსაც თავის დროზე ასაჯაროვებდნენ კლინტონები, ბაიდენები და მათი ყაიდის პოლიტიკური მენტორები. მეტიც, ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ინსტრუქციის მიცემა, რომ არაფრის დიდებით არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი ძალის ჩამოყალიბება, რომელიც დასავლურილიბერალურიდიქტატურის იდეოლოგიურ კონტროლს მიღმა იქნება.

_ ბოლო პერიოდში რატომ გახშირდარუსულ პროპაგანდასადა პრორუსული ძალების არსებობაზე განცხადებები? რას აძლევს ეს ამ განცხადებების ავტორებს?

_ ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური სტიგმის დამკვიდრების მცდელობა. თუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაინახავენ კონსერვატიული ფლანგის გაძლიერების საფრთხეს (რაც, ადრე თუ გვიან, მოხდება იმიტომ, რომ კონსერვატიულ ძალებს ნამდვილად აქვთ ხალხის მზარდი მხარდაჭერა), მათი დისკრედიტაციისთვის ნიადაგი წინდაწინვე იყოს მომზადებული. სხვათა შორის, თავის დროზე მე, თანამებრძოლებთან ერთად, პოლიტპატიმრად მაქცია ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა, რომელმაც ერთი განცხადებით სააკაშვილის რეჟიმს მწვანე შუქი აუნთო ჩვენს დაპატიმრებაზე. ქართველმა ხალხმა აშშის ელჩ ჯონ ბასს მეტსახელად მწვანე დაარქვა, რადგან ყველა დანაშაულზე მწვანე შუქს უნთებდანაცმოძრაობისკრიმინალურ რეჟიმს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლიდან რვა წლის განმავლობაში “ოცნების” ხელისუფლება უცხოელთა დირექტივების არანაკლებ კარგი შემსრულებელი აღმოჩნდა და თავსმოხვეული კოაბიტაციის პირობებში წარმატებით ინარჩუნებს ანტიქართულ პოლიტიკურ სისტემას.

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ცვლილებების მოლოდინს რაც შეეხება, ის გადაჭარბებული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, კონსერვატიული ფლანგის გაძლიერება ძირეულ გარდაქმნებს ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს… აუცილებელია, საქართველოშიც მოხდეს კონსერვატიული ძალების ძლიერი პოლიტიკური პოლუსის ფორმირება.

_ რეაქციულმა პოლიტიკურმა რიტორიკამ, კონკრეტიულად აგრესიულმა ანტირუსულმა დისკურსმა, რომელიც ზენიტში სააკაშვილმა აიყვანა, საქართველოს ერთხელ უკვე მოუტანა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან. მომავალში რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეს კურსი?

_ ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლებას უკვე მერამდენედ, ამჯერად კი დეგნანის პირით მიღებული აქვს დავალება, რომ წინასაარჩევნოდ არ დაუშვას ეროვნული ძალების ერთობა და, რაც მთავარია, არ დაუშვასლიბერალურიდღის წესრიგის შეცვლა. ეს კი იმის წინაპირობა იქნება, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოსდემოკრატიულიდასავლეთის შუასაუკუნეობრივ კოლონიალიზმს.

შედეგებს რაც შეხება, მომავალში რა იქნება და რას მოგვიტანს ეს ვითომ ანტირუსული ისტერიკა, წინასწარ ნუ ვისაუბრებთ. 2008 წელს, როდესაც ზუსტად ასეთივე ისტერიკული რიტორიკით წაქეზებულ სააკაშვილს მძინარე ცხინვალი დააბომბვინეს, გორში ვიყავი და ყოველდღე ვნახულობდი დაჭრილ ჯარიკაცებს, რომლებიც დედას აგინებდნენ ნაციონალებსა და ამერიკელებს. რატომ აგინებდნენ, იცით? იმიტომ, რომ მოატყუეს. უთხრეს, რომ ამერიკელებმა რუსებთან ყველაფერი შეათანხმეს და მხოლოდ ცხინვალი იყო გასათავისუფლებელი კოკოითის მომხრე ბანდფორმირებებისგან. წარმოიდგინეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი ოჯახებით ერევნისა და ბაქოს სასტუმროებში მოკურცხლეს, ჯარისკაცები კი რუსეთის არმიას შეატოვეს ისე, რომ აღარც საკვები ჰქონდათ მებრძოლებს და აღარც ტყვიაწამალი. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც წლების წინათ ასეთ რაღაცებს ავალებდნენ საქართველოს კრიმინალურ ხელისუფლებას და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის მომავალს სასწორზე ადებინებდნენ, დღესაც ანალოგიურს გააკეთებენ, თუ ამის საჭიროება გაუჩნდებათ და ჩათვლიან, რომ დროა, კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდეს კავკასიაში…

_ ცხელ წერტილს რაც შეეხება, როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ აქ სრულილიბერალურიჰეგემონია არ დამკვიდრდება, რომელსაც კონსერვატიულმა ძალებმა შეიძლება შეუშალონ ხელი, შესაძლებელია, რომ დასავლეთმა დესტაბილიზაციის პროვოცირება სცადოს? მაგალითად, უკრაინული ევრომაიდნის მსგავსის

_ დასავლური ლიბერალური დემოკრატია, როგორც იდეოლოგიურად გაკოტრებული მოცემულობა, უკვე ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დღის წესრიგს სულ მალე, შესაძლოა, დასაკარგიც აღარაფერი ჰქონდეს, პროცესები კი აქეთ მიდის, რა თქმა უნდა, აუცილებლად განიხილავს რევოლუციურ სცენარს იქ, სადაც კონტროლის დაკარგვის საფრთხეს დაინახავს. საქართველო ამის ერთ-ერთ კანდიდატად შეიძლება განვიხილოთ და ეს სავსებით რეალურია, იმიტომ, რომ რევოლუციის ნიშნები ერთხელ უკვე დავინახეთ შარშან, ივნისში, როცა გარკვეულმა დესტრუქციულმა ძალებმა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იაფფასიანი პროვოკაციით სცადეს. ჯერჯერობით მათ სხვა, უფრომშვიდობიანიბერკეტებიც აქვთ ეროვნული ძალების დასაბლოკად. მაგალითად, საინფორმაციო ბლოკადა, რომელსაც ჩემ და მთლიანადქართული იდეისმიმართ იყენებენ. მოგეხსენებათ, ჩვენ საერთოდ არ გვეპატიჟება არც ერთი ტელევიზია. ერთადერთი, რითაც ვახერხებთ ჩვენი სათქმელის მიტანას საზოგადოებამდე, არის რამდენიმე გაზეთი, მათ შორის “საქართველო და მსოფლიო” და სოციალური ქსელები. აი, ეს არის ის უთანასწორო პირობები, რომლებშიც საზოგადოების უმრავლესობას გვიწევს ბრძოლა უმცირესობის დიქტატისგან თავის დასაღწევად. ასეთი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება დაამყარა დასავლეთმა საქართველოში. ამ ბრძოლაში ჩვენი მხრიდან კომპრომისი წარმოუდგენელია. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ უკან დახევის შემდეგ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან შანსი აღარ იქნება შეცდომების გამოსწორებისა და გადარჩენის…

_ დასასრულ, არჩევნებამდე ოთხი თვე დარჩა. რა შანსები აქვთ ეროვნულკონსერვატიულ ძალებს ამ არჩევნებზე?

_ ჩვენი პარტია “ქართული იდეა” აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მინდა, ვთხოვო ჩვენს ქრისტესმიერ სულიერ ძმებსა და დებს, რომლებიც ინერტულნი არიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, რომ მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, რათა მოხდეს ეროვნული ძალების გაერთიანება, რასაც, დიდი ხანია, ელოდება ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ოღონდ ელოდება არა “მესამე”, არამედ ახალ ძალას _ გაუსვრელს, ქართველი მამულიშვილებით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ბირთვს, რომელიც იბრძოლებს მარადიული ფასეულობებისთვის და უკან არ დაიხევს ანტიქრისტეს სტანდარტების წინააღმდეგ ბრძოლაში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ბ–ნო ლევან, ბევრი ქართველი მხარს დაუჭერს “ქართულ იდეას”, მაგრამ ამით ხომ ხმებს წაართმევთ სხვა ეროვნულ პარტიებს? მოდით, გაერთიანდით “პატრიოტთა ალიანსთან”, თანაც წინასწარ დაითანხმეთ ნაღდი მამულიშვილები : ალექსანდრე ჭაჭია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პაატა კოღუაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ვალერი კვარაცხელია, სანდრო ბრეგაძე, ნანა დევდარიანი და სხვები, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი მიიღებენ მონაწილეობას მთავრობის დაკომპლექტებაში. წარმატებებს გისურვებთ, ღმერთი იყოს ჩვენსკენ !!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here