Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: თუ “ლიბერალური” დღის წესრიგი ქართველობის მიმართ რეპრესიული გახდება, ხელისუფლება მიიღებს...

ლევან ჩაჩუა: თუ “ლიბერალური” დღის წესრიგი ქართველობის მიმართ რეპრესიული გახდება, ხელისუფლება მიიღებს კონსერვატიული ძალების დიდ გაერთიანებას, რომელიც დაასამარებს “ლიბერალურ” დიქტატურას

3306
ლევან ჩაჩუა

5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში დისკრიმინაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში, რომელიც 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ხელისუფლების მისამართით განსაკუთრებით მწვავე და კრიტიკული შეფასებებია. კრიტიკის ერთერთ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ თურმე მმართველმა გუნდმა დღემდე ვერ უზრუნველყო ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტიანად აღსრულება. ომბუდსმენის შეფასებით, რიგ შემთხვევებში ბუნდოვანია, დისკრიმინაციულ გამოვლინებებზე რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ადეკვატური სამართლებრივი რეაგირების ნაკლებობა კისაზოგადოებაში არსებულ ძალადობრივ ფონს კიდევ უფრო ახალისებს”.

ანგარიშში “ნეგატიური დამოკიდებულების კონტექსტში ყურადღება რამდენიმე შემთხვევაზე გამახვილდა, მათ შორის ერთ-ერთია მოქალაქის მიერ ერთ-ერთი ლგბტ ორგანიზაციისთვის საოფისე ფართობის მიქირავებაზე უარის თქმა. პიროვნებამ, რომელმაც კუთვნილი ქონება უცხოეთიდან დაფინანსებულ ერთ-ერთ ლგბტ ჯგუფს თუ აქტივისტებს არ მიაქირავა, სახალხო დამცველის აზრით, დისკრიმინაციული ქმედება ჩაიდინა და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. აგრეთვე, ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვა მსგავს ფაქტებზეც, რომლებიც, მისი აზრით, აშკარა სიძულვილის ნიშნებს შეიცავს. ანგარიშში ომბუდსმენი ხელისუფლებას რეკომენდაციებსაც აძლევს და მოუწოდებს, რომ კანონის ეფექტიანად აღსრულება ყველა საშუალებით უნდა მოხდეს…

რას ნიშნავს სახალხო დამცველის მორიგი კრიტიკა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტიანად არ თუ ვერ აღსრულებაზე და რას უნდა ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან ამ კრიტიკის კვალდაკვალ?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობაქართული იდეისხელმძღვანელი ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, რამდენიმე დღის წინათ სახალხო დამცველმა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ თითქოს საქართველოში დისკრიმინაციული ფონის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. ანგარიშში, რომელიც ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე ახლახან გამოქვეყნდა, სწორედ ეს პათოსია. როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმება ამ რიტორიკაში და რა იგულისხმება ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების უფრო ეფექტიანად აღსრულებაში?

_ თავის დროზე, როცა ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცების ინიციატივით შევიდა პარლამენტში, არაერთხელ აღვნიშნე, რომ, თუ ადრე წითელი კომისრების დირექტივებით ხორციელდებოდა ბოლშევიკური ტერორი, ჩვენს დროში ცისფერი კომისრების მარიონეტები განახორციელებდნენ რეპრესიებს მორწმუნე ერზე. როგორც ჩანს, ეს დროც დაგვიდგა. აკი ჩვენმა პატრიარქმაც ბრძანა: გავა დრო და გაგვიკვირდება, როგორ დავაკანონეთ ეს უკანონობაო… ახლა შევეხოთ თქვენს შეკითხვას, რა მცდელობებსა და ღონისძიებებს შეიძლება გულისხმობდეს “ანტიდისკრიმინაციული” მექანიზმების ეფექტიანად აღსრულება, რასაც სინამდვილეში, ქალბატონი ლომჯარია კი არა, მის უკან მდგომი უცხოელი “ბოსები” მოითხოვენ დაჟინებით: შესაძლოა, ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემ იფიქროს, რომ კანონი გულისხმობს ლგბტ პირების მიმართ აშკარა ძალადობის აღკვეთას (ძალადობა ჩვენთვისაც მიუღებელია), მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: სახალხო დამცველის ანგარიშში დისკრიმინაციად არის შეფასებული ისეთი ქმედება, როგორიცაა მოქალაქის მიერ ლგბტ პირებისთვის თავისი ქონების მიქირავებაზე უარის თქმა. გამოდის, თუ უცხოეთიდან დაფინანსებულ ლგბტ ჯგუფს უარი ვუთხარი საკუთარი ფართობის მიქირავებაზე, კანონდამრღვევი ვყოფილვარ და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ჩემი პიროვნებით, რათაშესაბამისისამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. საერთოდ, ეს არის თანამედროვე ნეოლიბერალურ-ნეობოლშევიკური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი რეპრესიულობა. ანუ, ერთი მხრივ, “თავისუფლებასადა მრავალფეროვნების შემგუებლობას ქადაგებენ; მეორე მხრივ კი, თეორიულად, იდეის დონეზეც არ უშვებენ განსხვავებული თვალსაზრისის არსებობას. სხვათა შორის, ზუსტად ეს შინაარსი იგულისხმება ტერმინ ჰომოფობიაში. შენ უფლება არ გაქვს, არ მოგწონდეს, არ იზიარებდე და მიუღებლად მიგაჩნდეს. შენ მხოლოდ უნდა ეგუებოდე და უსიტყვოდ იღებდე ყველალიბერალურთეზას, რომელსაც ამ იდეოლოგიის გლობალური სისტემა გახვევს თავს.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება?

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც “მოძალადესა” და “სიძულვილის მთესველს”, იზოლაციაში მოგაქცევენ: თუ პოლიტიკოსი ხარ, ყველანაირად შეეცდებიან, პოლიტიკურ ველში არ შეგიშვან; თუ სპორტსმენი ხარ, ხელს შეგიშლიან კარიერულ წინსვლაში; თუ ხელოვანი ხარ, ვერასოდეს შეძლებ შემოქმედებითი იდეების რეალიზებას… მოკლედ, სისტემა, რომელიც ლიბერალურ თავისუფლებას ქადაგებს, ადგილს არ ტოვებს განსხვავებული შეხედულებისთვის: ან მათკენ ხარ, ან _ არსად. დავუბრუნდეთ ისევ კონკრეტულ საკითხს, ის, რომ ამ ვითარებაში ივანიშვილს თამაშში კვლავ შემოიყვანა ღარიბაშვილი, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორია იმისა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება წნეხი საზოგადოებაზე.

_ თავის დროზე ღარიბაშვილი ყველაზე კონსერვატიულ ფიგურად განიხილებოდაოცნებაში”. შესაბამისად, მისმა დაბრუნებამ ხელისუფლებაში გააჩინა განცდა, რომ ივანიშვილი ამით საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის გულის მოგებას ცდილობს. ეს განცდა უსაფუძვლოა?

_ საერთოდ, ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ცრუ განცდებისა და მოლოდინების შექმნაზეა აგებული. ის ქართველთა მიამიტურ ხასიათს მშვენივრად იყენებს. გავიხსენოთ სამართლიანობის აღდგენის, ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენის, ათასი ქარხანის აშენების დაპირებები, უფასო ფული, გაბრწყინებული მეოთხე წელიწადი და ა.შ… მოკლედ, ხშირად ვახსენებ ჩვენს ხალხს ამ თაღლითობის შესახებ, მაგრამ ეტყობა, ტკბილი ტყუილის გაგონება ურჩევნიათ, მწარე სიმართლის მოსმენას. რაც შეეხება ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ ფიგურად განხილვას, აქაც მოკლე მეხსიერებასა და საზოგადოების ზედაპირულ აზროვნებაზეა გათვლა. როგორ შეიძლება დადებით კონტექსტში განიხილო პოლიტიკოსის მოღვაწეობა, რომლის პრემიერმინისტრობის პერიოდში დამყარდა კოაბიტაცია დამნაშავე ნაცრეჟიმთან?! ღარიბაშვილი იყო უშუალო ინიციატორი ბილწი ანტიდისკრიმინაციული კანონისა. მან მოაწერა ხელი საყდრისის აფეთქებას. მან აუნთო მწვანე შუქი ანაკლიაში ე.წ. კაზანტიპის ნარკო და სექსფესტივალს… კიდევ რამდენი რამის ჩამოთვლა შეიძლება? მისი პრემიერობის პერიოდში დადგა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხიც. ასე რომ, ღარიბაშვილის კონსერვატიულობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ბლეფია, რომელსაც მოაზროვნე ქართველობა არ დაიჯერებს.

_ დავუბრუნდეთ ლომჯარიას ანგარიშს. “დოკუმენტშიერთერთი მთავარი საკითხი რელიგიური უმცირესობების უფლებებია. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში თურმე ირღვევა იეჰოვას მოწმეებისა და სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელთა უფლებები

_ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული პროვოკაციული შეფასება, რომელიც გათვლილია ახალ-ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე. ქვეყანაში, სადაც შუა ქუჩაში დგას .. იეჰოვას მოწმეების სექტანტური ლიტერატურის გამავრცელებელი სტენდები და ყველა საშუალებით მიმდინარეობს აგრესიული პროზელიტიზმი, რა უფლებების დარღვევაზეა საუბარი?! ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველების უფლებები ირღვევა და მხოლოდ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით ვეუბნები ქალბატონ ლომჯარიას, რომ აუცილებლად დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, როცა კონსერვატიული ძალები მოვლენ ქვეყნის სათავეში და სისტემა ძირფესვიანად შეიცვლება. ის პასუხს აგებს კანონის წინაშე და აღმოჩნდება გისოსებს მიღმა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ქმნიან და ახორციელებენ უცხოური ძალების მიერ ნაკარნახევ რეპრესიულ დღის წესრიგს საქართველოში.

_ არსებობს იმის წინაპირობები, რომ მსგავსი პროცესი განვითარდეს?

_ ყოველ შემთხვევაში, დღეს ერთი რამ ფაქტია: არსებულ პოლიტიკურ სისტემასა და იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ამ სისტემას ასაზრდოებს, კრიზისი აქვთ. ეს კი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული წინაპირობა. რაც შეეხება ანგარიშს, მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: დისკრიმინაციული განწყობების მსგავსი პროვოკაციული შეფასებებით ხდება ერთგვარი ფონის მომზადება, კბილის მოსინჯვა, აბა, რამდენად შემგუებლური იქნება საზოგადოება შემდგომი ცვლილებებისა და “ლიბერალური” გარდაქმნებისთვის. ამიტომ ვამბობ ხშირად, რომ, სანამ ლიბერალური ინტერნაციონალის მარიონეტებს ხელთ უპყრიათ ქვეყნის მართვის სადავეები, აუცილებელია საზოგადოებრივი წნეხი, .. საზოგადოებრივი პრესინგი ხელისუფლებაზე, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ფეხქვეშგათელილი ეროვნული ინტერესები. ნებისმიერ ანტიქართულ გამოვლენაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უმწვავესი რეაქცია. სხვა შემთხვევაში ისინი ჩათვლიან, რომ ჩვენ არ ძალგვიძს, წინ აღვუდგეთ თავსმოხვეულ იდეოლოგიას და, შესაბამისად, ჩვენზე ნებისმიერ ექსპერიმენტს განახორციელებენ.

_ როგორ რეაგირებს საზოგადოება მსგავს მცდელობებზე?

_ საზოგადოების დიდი უმრავლესობა კონსერვატიული განწყობისაა, მაგრამ ჭირს ორგანიზება და განწყობის ერთობლივად გამოხატვა, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. ძალიან ცუდი შინაარსის გამოთქმა გვაქვს ქართველებს: სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო. ანუ, სანამ უშუალოდ მას არ მიადგება და მიუკაკუნებს უბედურება, ჰგონია, რომ მისი ოჯახი დაცულია. თუმცა გვახსოვს ისტორიიდან მომენტები, როცა ხალხმა გარკვეული პერიოდი ითმინა, მაგრამ მერე ისე აფეთქდა, რომ ბახტრიონის აჯანყება მოაწყო.

_ გინდათ, თქვათ, რომ დღევანდელ ვითარებაშიც შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს?

_ ხელისუფლება ვერც კი ხვდება, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ძალადობას ხალხის სულიერებასა და ცნობიერებაზე. არადა, მისი თითოეული ქმედება, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებები თუ სხვა რამ, წვეთ-წვეთად გროვდება… ასე რომ, შეიძლება ვერც გაასწრონ აქედან, ისე განვითარდეს მოვლენები. სხვათა შორის, 2013 წლის 17 მაისი იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი იმისა, რომ ძალიან ცუდი პროცესები შეიძლება განვითარებულიყო, მაგრამ წელს ორმაგად უნდათ ხალხის გამოწვევა.

_ რას გულისხმობთ?

_ მოგეხსენებათ, ტელემედია რეკლამას უკეთებს ზაფხულში დაგეგმილ ლგბტ ღონისძიებების კვირეულს, რომლის ფარგლებშიც ასევე იგეგმება ე.წ. გეიაღლუმი, რომელსაც ლგბტ “ღირსების მარში” დაარქვეს. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა შეიძლება ბიძგი მისცეს ისეთ პროცესებს, რომლებიც ხელისუფლებას გადაიყოლებს. მხედველობაში მაქვს მასობრივი, მშვიდობიანი საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც მიმართული იქნება არსებული პოლიტიკური სისტემისა და იდეოლოგიის წინააღმდეგ. საზოგადოება ერთიანია ამ საკითხში და მზადაა, რეალურად გამოხატოს თავისი განწყობა.

რაც შეეხება წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ძალადობას და შეურაცხყოფას ყველა ვემიჯნებით, მაგრამ, თუ “ლიბერალური” დღის წესრიგი ქართველობის მიმართ რეპრესიული გახდება, ცხადია, ეს არ დარჩება უპასუხოდ. ხელისუფლება მიიღებს მძაფრ უარყოფით განწყობას ხალხში, მიიღებს კონსერვატიული ძალების დიდ გაერთიანებას, რომელიც სამართლიანი ბრძოლით საბოლოოდ დაასამარებს “ლიბერალურ” დიქტატურას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

4 COMMENTS

  1. ეს საკითხია მოსაგვარებელი: армянское лобби делает все, чтобы исключить саму постановку вопроса возвращении Абхазии Грузии и возвращении грузинских беженцев. Не для того армянами разыгрывались «геополитические комбинации» по факту поставившие Абхазию под армянский контроль чтобы сейчас от этой земли отказываться.
    Для этого они уже начали действовать, например для создании географический и экономический непрерывный контакт с “будущей Армении”, армянское лобби решило быстро организовать транзит своих грузов через оккупированные территории Грузии – Абхазию и Цхинвальский регион, но «без лишнего шума». И убедило также «тихо», игнорируя национальные интересы Грузии и общественное мнение, действовать “грузинское” правительство (в правительстве грузии много армян с грузинскими фамилиями) и последовало действия в Грузии, была создана так называемая «межведомственная комиссия по реализации грузино-российского соглашения о «мониторинге товарооборота на границе», в том числе на территории самопровозглашенных Абхазии и Южной Осетии. Интересно то что Швейцарская компания Société Générale de Surveillance SA (SGS) будет контролировать грузы, проходящие через Верхний Ларс, реку Псоу (ее грузинский берег контролируется сепаратистским режимом Сухуми) и Рокский тоннель (Цхинвальский сепаратистский режим). Грузы будут свободно передвигаться по сепаратистским территориям, а контролировать их будут лишь на грузинских и российских таможенных терминалах примыкающим к этим территориям. При этом все прекрасно понимают, что этот нарушающий государственный суверенитет и территориальную целостность Грузии «мониторинг на границе» осуществляться исключительно в армянских интересах.
    Министр транспорта, связи и информационных технологий Акоп Аршакян официально заявил, что переговоры продолжаются в ползу Армении, однако он пока предпочитает воздержаться от представления подробностей и комментариев, «чтобы не повредить им». Он отметил: “надо сделать все по-тихому и не «вспугнуть» грузинское общество.
    При этом Акоп Аршакян отметил, что речь не идет о паромной переправе Поти-Новороссийск, которой армянская сторона пользуется по мере необходимости. Т.е. намек более чем прозрачен – речь идет об оккупированных территориях Грузии – Абхазии и Цхинвальском регионе и только о них.
    Даа, у армян аппетит большой ведь не зря воевали: в начале февраля 1993 года был сформирован армянский Отдельный мотострелковый батальон им. маршала И. Х. Баграмяна во главе с командиром Вагаршаком Косяном. За истребление грузин, армянские воины представлены к различным на-градам. Звания Героя Абхазии удостоены двадцать человек, в их числе Ашот Косян, Ваган Раганян, Галуст Трапизонян, все члены легендарного танка «Тигр» – лабринцы Габриэл и Айк Кесяны и Смбат Керселян, командир Сухумского батальона, а после Датской операции командир армянского батальона Сергей Матосян, а также посмертно – Мисак Еремян, Артур Исаханян, Ованес Барцикян; многие награждены орденом Леона, в их числе Вагаршак Косян, и медалями.

  2. რას არ დავეთანხმო მითხარით, “სააკიანი მიშა” ამის ნათელი მაგალითი არ არის? არაქართულმა “ნაც მოძრაობამ” ქვეყნის მეხუთედი დაკარგა და ჩვენ მათთან ვკამათობთ, აზრებს ვუზიარებთ, ვუსმენთ ქვეყნის დამაქცევლებს. ვისთან ვთანამშრომლობთ “მკვლელებთან, ქვეყნის გამაუპატიურებლებთან, სადისტებთან, დასავლური პედერასტიის მქადაგებლებთან. წელს, აშშ საელჩომ 1.0 მილ.$ აჩუქა “ცრუ თავ 2”-ს, რომელიც არის “ნაც პარტიული”ტელევიზია. ტელევიზია ქადაგებს ნგრევას, უიმედობას, ქაოსს, ჩამოშლა – ჩაშლას, პედერასტიას, ლგბტ კულტურას, ერთსქესიანების რეკლამას და ბავშვების სექსუალურ აღზრდას შემთხვევითი, უვიცი ქალების მიერ. რად ღირს ვიღაც უწიფარი გოგოს მიერ პრეზერვატივებზე “თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის” სურათების დემონსტრირება, სიტყვის თავისუფლებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის საბაბით. ჩვენ უარი უნდა უთხრად და პასუხი მოვთხოვოთ, ამაზრზენ “ნაცპარტიულ” ტელე პროპაგანდას. რატომ ათამამებს მათ აშშ საელჩო,რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა.

  3. ისე ორი მტერი გვყავს, ანუ ორთავიანი გველეშაპი, იქნებ სამთავიანიც ან ცხრათავიანიც ვინ იცის. თმცა ორი თავი კარგად ჩანს რუსეთის და ამერიკის სახით, ხოდა ორივეს მონობას, ჯობია ერთის ,,მონობა” ამაზე იქნებ დაფიქრდეს ხალხი, თორე გაგვწყვიტავენ ისე რო ვერც გავიგებთ რომელმა რა გვიყო, ისე გადააბრალებენ ერთმანეთს ყველაფერს. ჯერ ამერიკა მოვიწყვიტოთ თავიდან, ეგ მაჯლაჯყუნები, თავიანთი ლუგარის ლაბორატორიებით, წაეთრიონ ეტგ მკვლელები. ნახეს საქართველო ექსპერიმენტული საავადმყოფო.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here