Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ჩაჩუა: ეს კანონი რომ ამოქმედდება, თითოეული მშობელი იქნება ტოტალური კონტროლის ქვეშ...

ლევან ჩაჩუა: ეს კანონი რომ ამოქმედდება, თითოეული მშობელი იქნება ტოტალური კონტროლის ქვეშ და საკმარისია, უმნიშვნელო სიმკაცრე გამოიჩინოს შვილის მიმართ, უმკაცრესად დაისჯება…

4934
ლევან ჩაჩუა

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებსბავშვის უფლებათა კოდექსის” 10 პროგრამა წარუდგინა. კილაძემ ადგილობრივებს განუმარტა, რომ აღნიშნული კოდექსი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვების სოციალურ მდგომარეობას. მეტიც, მისივე განცხადებით, ეს კოდექსი, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის, უკეთეს პირობებს შექმნის განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. რაც მთავარია, კანონმდებლობა უფრო ეფექტიანი იქნება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. თუმცა შეხვედრაზე, სადაც ზემოაღნიშნული კოდექსის შინაარსში გაურკვეველ და გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობას კიდევ ერთხელ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს (ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში სპეციალური კითხვარის მეშვეობით სამი ძირითადი პროგრამა შეარჩევინეს: “ოჯახის მხარდაჭერა”, “ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვადაგანათლების ხელმისაწვდომობა”), კილაძეს საკანონმდებლო ცვლილების უარყოფით მხარეებზე არაფერი უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ “ბავშვის უფლებათა კოდექსი” მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მიიღო. მას წინ უძღოდა გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი კვლევა და მკაცრი დირექტივა საქართველოს ხელისუფლებისადმი ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძირეული ცვლილებების განხორციელებაზე. კვლევაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მშობელი გაგებით უნდა მოეკიდოს ბავშვის ნებისმიერ ქცევას თუ გატაცებას მოზარდობის ასაკში; მათ შორის გარეგნობის უჩვეულოდ შეცლას, სასიყვარულო ურთიერთობებს, თამბაქოს, ალკოჰოლის, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას და ა.შ.

რა ინფორმაციას აწვდის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი რეგიონების მოსახლეობას საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელ კანონზე და რა პროგრამებს არჩევინებს ხალხს სპეციალური კითხვარების მეშვეობით?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს და მოსახლეობასბავშვის უფლებათა კოდექსისშესახებ ინფორმაციით თუ პროპაგანდით კვებავს. კერძოდ, შეხვედრებზე ადამიანებს ეუბნებიან, რომ ეს კანონი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითოეული ბავშვის, თითოეული ოჯახის და, საერთოდ, საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას. როგორ ფიქრობთ, არის კი დღეს ჩვენი საზოგადოება, მით უმეტეს, რეგიონებში, ამ ცვლილებაზე სრულად ინფორმირებული და, თუ არ არის, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? ფაქტია, რომ ეს თემა უკვე მიავიწყეს საზოგადოებას, არადა, .პარლამენტი თავის საქმესწარმატებითგანაგრძობს

_ ის, რომ პარლამენტი და მთლიანად ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს გარედან ნაკარნახევ, ქვეყნის დამღუპველ და დამანგრეველ პოლიტიკას, სიახლე არავისთვისაა. ამჟამინდელი ხელისუფლების მრწამსი და იდეოლოგია, ისევე, როგორც წინა რეჟიმისა, თავიდან ბოლომდე აგებულია ანტისახელმწიფოებრივფორმულაზე” _ მთავარია, რას იტყვის დასავლეთი. ახლა, ვიღაც პირწავარდნილი “ლიბერალი” გამოხტება და ქილიკს დაიწყებს, _ ვინ რას გვაძალებსო?! დაძალება ცეცხლითა და მახვილით არ ხდება, მაგრამ, თუ არ მივიღებთ მათ მიერ ნაკარნახევ საკანონმდებლო ცვლილებებს _ მამათმავლების აღლუმებს, მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას, მიგრანტთა მიღებას და ა.შ., გვეუბნებან ჩვენგან მხარდაჭერას ნუღარ ელითო. ეს, რა, ზემოქმედება და დაძალება არ არის? ან იმაზე მეტი ტერორი და დაშინება რაღა უნდა იყოს, როცა რუსეთითდაბულინგებულსაზოგადოებას ღია ტექსტით ეუბნებიან, რომურჩობისშემთხვევაში ერთიერთზე დაგტოვებთ რუსული აგრესიის პირისპირო

ქალბატონ კილაძის რეგიონებში სირბილისა და მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი ადამიანებისთვის სიმართლის დამალვაა. ეს არის მორიგი პროპაგანდისტული აქტი, რომლითაც მოსახლეობა ვერ უნდა მიხვდეს, რა მწარე რეალობას შეეჯახებიან მშობლები, თუკი ეს ე.წ. კოდექსი ამოქმედდება.

_ კი მაგრამ, ადრე თუ გვიან, ხომ მაინც ამოქმედდება ეს კანონი და საზოგადოება დაინახავს ყველაფერს?

_ კანონი, თუ არ ვცდები, ხუთ თვეში _ ივნისში შევა ძალაში, მაგრამ მთელი სიმძლავრით მის ამოქმედებას არ იჩქარებენ, რათა უკუშედეგი არ გამოიწვიოს. ჯერ საზოგადოების შემზადებას ცდილობენ, ხელისუფლებამ ორგანიზებული პროტესტი რომ არ მიიღოს. წარმოიდგინეთ, ერთი რომელიმე ცალკე აღებული ოჯახი ან მშობელი, რომელსაც პრობლემა შეექმნება “კანონთან” და, როგორც “ურჩ მშობელს”, შეიძლება უმკაცრესი სასჯელი გამოუტანონ, მარტო რამეს გახდება? რაც უნდა იყვიროს და აპროტესტოს, მიაღწევს რამეს?

რაც შეეხება შეკითხვას: არის თუ არა საზოგადოება კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ინფორმირებული? _ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში, სრული ინფორმაციული ვაკუუმია. მართული დეზინფორმაციული “ლიბერალური” მედიასაშუალებების ამარაა ხალხი დარჩენილი. ამას ემატება ხელისუფლების აქტიურობაც და მთელი თავისი საკომიტეტო ამალით კარდაკარ მოარული ქალბატონი კილაძე… სხვათა შორის, როგორც შევიტყვე, ამ შეხვედრებზე მოსახლეობას სპეციალურ კითხვარებს ავსებინებენ და შემდეგ ამ კითხვარებით ხდება პროგრამების შერჩევა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აქტიურად სწავლობს მოსახლეობის განწყობას, სპეციფიკას რეგიონების მიხედვით და მერე უკვე სწორედ ამ სპეციფიკით განსაზღვრავენ, სად, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაქსა თუ რაიონში რა სიმკაცრის სადამსჯელო “მექანიზმები” აამოქმედონ. ზუსტად ამაში მდგომარეობს მათი მზაკვრობა, რაც უხმაუროდ კეთდება. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ოჯახსა და მშობელს, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გაცნობიერებული, რა გველის. კანონი, სახელწოდებითბავშვის უფლებათა კოდექსი”, ისევე, როგორც თავის დროზე მიღებულიანტიდისკრიმინაციული კანონი”, არის ადამიანების ტერორზე, დაშინებასა და დადუმებაზე გათვლილი რეპრესიული მექანიზმი. ესკანონირომ ამოქმედდება (სულ მალე ამოქმედდება), ჩვენ, მშობლები, ვიქნებით წნეხის ქვეშ და საკმარისია, უმნიშვნელო სიმკაცრე გამოვიჩინოთ შვილის მიმართ, მაგალითად, სადმე წასვლა დავუშალოთ ან ჩაცმულობის გამო შენიშვნა მივცეთ, ან ავუკრძალოთ ალკოჰოლის თუ .. მსუბუქი ნარკოტიკის მიღება, კანონით მკაცრად დავისჯებით.

თუ ვინმეს აინტერესებს, კონკრეტულად რა სახის აღმკვეთ ღონისძიებებს ითვალისწინებს ეს ცვლილება, შეუძლია, თვითონ ჩაიხედოს კანონში და ისეთ რამეს ნახავს, შეიძლება თვალებს არც დაუჯეროს. აღნიშნული კოდექსი არ არის ერთადერთი ცვლილება, რომლითაც ხელისუფლება, პრაქტიკულად, ასამარებს ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებრივ განვითარებას. უამრავი რამაა კიდევ, რაც არანაკლებ საფრთხეს შეიცავს, მაგრამ ხელისუფლება ამ საკითხებზეც წარმატებით ახერხებს მოღალატეობრივი პოლიტიკის მალულად განხორციელებას…

_ რას გულისხმობთ?

_ როდესაც ხდება რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც შეიძლება, საზოგადოების გაღიზიანება ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვიოს, მაშინვე ცდილობენ მის გადაფარვას. შემოაგდებენ სხვა თემებს და იმ მნიშვნელოვან ამბავს ავიწყებენ მოსახლეობას. ასე მიაძინეს და მიაჩუმათეს დავითგარეჯის თემა, რომელიც არავინ ჩათვალოს ამოწურულად! ასე მიაჩუმათეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თუ ე.წ. მიგრანტთა პაქტზე მიერთების თემები და ასე უნდათ მიჩქმალონ 2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული საქართველოს ორგანული კანონის შესწორება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, რომელიც, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვებს ხდის უცხოურ ან საქართველოში უცხოელის მიერ დაფუძნებული კომპანიისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვას.

მიაქციეთ ყურადღება მთავრობის გადაწყვეტილების ასპექტის გაჩენას კანონში. მგონი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთის მარიონეტი ჩვენი მთავრობა იმ მოცემულობაში, როცა ნახევარი საქართველო ბანკშია ჩადებული, კრედიტის უზრუნველყოფის საგანს შეადგენს ასობით და ათასობით ჰექტარი სასოფლოსამეურნეო მიწა, ხოლო თითოეული ამ ბანკის, მიკროსაფინანსოს თუ კერძო მევახშის უკან უცხოელი მეწილეკომპანიონი დგას. მოგეხსენებათ, 2020 საარჩევნო წელია და ბუნებრივია, მართული მედიასაშუალებები ამ თემაზე ყურადღებას არ გაამახვილებენ. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ საარჩევნოდ ასეთ ვირეშმაკობას მიმართოს: გამოაქვეყნოს სტატისტიკა, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თითქოს ოც ინდურ ან ოცდაათ ჩინურ ინვესტორ კომპანიას უარი უთხრეს მიწის რეგისტრაციაზე და ამით ქულები დაიწერონ აღნიშნული საკითხზე გაუთვითცნობიერებელ საზოგადოებაში, მაგრამ დამთავრდება არჩევნები და ათმაგად აზღვევინებენ ქვეყანას წინასაარჩევნოდ დახარჯულ თანხებს.

რაც შეეხება ბავშვის უფლებათა კოდექსს, ვფიქრობ ყველაფერი ძალიან მარტივია, _ ეს ცვლილებები ასე დაჟინებით და სულმოუთქმელად ხორციელდება იმისთვის, რომ ახლო პერსპექტივაში ჩვენ მივიღოთ თავხედი მშობლების მოჯანყე თაობა, რომელსაც არანაირი მორალური პრინციპები თუ საზომი, გარდა “მისი უფლებებისა”, არ ექნება. კიდევ ვიმეორებ: ხელისუფლებას სჭირდება საკანონმდებლო ტერორით დაშინებული და მორჩილი საზოგადოება, იმიტომ, რომ ყველაზე ადვილი სამართავი არის მშობლების ურჩი თაობა და ზნედაცემული ადამიანების _ მეძავების, მამათმავლების, ლოთებისა და ნარკომანების საზოგადოება…

_ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს? რა ბერკეტები აქვს ამისთვის საზოგადოებას?

_ გამოსავალი არის ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციაში. არა მესამე ძალის, არამედ ახალი, ეროვნულქრისტიანული პოლიტიკური ბირთვის შექმნაში, რომელიც მთლიანად დაკომპლექტდება სუფთა წარსულის მქონე, პატიოსანი და საქმის მცოდნე კომპეტენტური მამულიშვილებით.

_ ხედავთ ამისთვის საკმარის რესურსს დღევანდელ ვითარებაში?

_ ისეთი ძალა უნდა შევიდეს პარლამენტში, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ლიბერალურ ტერორს და ამით დააბალანსებს მათ მონოპოლიას.

რესურსს რაც შეეხება, ყველანაირად ვცდილობ და დიდი ხანია, კონსულტაციებს გავდივარ პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებთან. ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში.

ახლა აღარც ხმალია საჭირო, არც დამბაჩა, ქვემეხი თუ თვითმფრინავი _ დღეს მედროვე “ქართველს” ფულით ყიდულობს უცხოელი და ისე ატარებს თავის პოლიტიკას საქართველოში. იყიდება ყველაფერი: მიწა, წიაღისეული, ტყე, მთა, მდინარე, თანამდებობა, დეპუტატის მანდატი, ექიმობა, ჟურნალისტობა, ნარკოტიკი, სხეული, სარწმუნოება, მომავალი თაობა…

თქვენი გაზეთის მეშვეობით, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ღირსეულ ქართველებს და ვთხოვო, რომ ახლა ყოყმანის დრო არ არის. ის, მოსაზრება, თითქოს პოლიტიკა ბინძური საქმეა, რომელშიც არ უნდა ჩავერიოთ, დამღუპველია. ასეთ შემთხვევაში ჩვენს სამშობლოს კვლავაც ბინძური პოლიტიკანების საჯიჯგნად დავტოვებთ, რაც საბოლოო კატასტროფამდე მიიყვანს საქართველოს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. მოგესალმებით, ბატონო ლევან! გულდასმით წავიკითხე თქვენი წერილი. მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია, ის აზრები, რომელიც მასშია მოცემული.არ გამკვირვებია, რადგან თქვენი წიგნი მაქვს წაკითხული, თქვენთან არერთხელ მისაუბრი.მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა დაუმატოს კაცმა თქვენს არგუმენტებსიმასთან დაკავშირებით, რომ ხორციელდება ანტიქართული,ანყიეროვნული პოლიტიკა.აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მალულად, მზაკვრულად ხალხს აბრიყვებენ, რომ მერე გაატარონ თავისი უზნეო პოლიტიკა. თუ ეს ასე არაა, მაშინ წყალტუბოში რომ მიდიოდნენ, რატომ ვიღაცას მაინც არ გაახსენდა, რომ არსებობს განათლების საქმის სპეციალისტი, რომელიც რომელიმე პარტიის წევრი არ არის და არც იქნება, მაგრამ არც ჩირგვებში არაა მიმამული.ძალიან ბევრს ბეჭდავს განათლების საკითხებზე, არის იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი /თანაც ორგზის,მეორე უბრალოდ არ მიუღია, რადგან წესის მიხედვით მეორეს მიღეის უფლება არ ჰქონდა.არის 400 გვერდიანი წიგნის ავტორი /არსებობს მეორე ავტორიც, რომლის რამდენიმეგვერდიანი სტატიაა წიგნში დაბეჭდილი, თუ რატომ, მკითხველი თავად მიხვდება/.აქვს ასევე 400 თუ ხუტასგერდიანი წიგნი პედაგოგიკაში, ანუ იმ მეცნიერებაში, რომელიც ბავშვს,მის აღზდასა და სწავლა-განათლებას ეხება. თუ მათ მართლა განხილვა უნდოდათ, განა ჩემს ხალხს, რომლებმაც პატივი დამდო და საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს, ჩემთვისაც მოესმინათ.მაგრამ ჩემთვის რომ მოესმინათ, მეც დაახლოებით იმავეს ვეტყოდი, რასაც თქვენ ეუბნებით ამ სტატიაში /ოღონდ თქვენზე უკეთ ნამდვილად ვერა/ სხვათაშორის,. ასე მიაღებინა წინა თუ ახალმა ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი „ახალმა“თუ “ძველმა_ქო“ იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის ირივე ერთი ოხერია, ანუ ანტიქართულია, ანტიეროვნულია/. დავიჯერო,ქალბატონმა სოფიკომ ჩემზე კარგად იცის განათლების პრობლემები, რაკი იგი დეპუტატია და მე – არა?! სანამ შეიძლება გაგრძელდეს ეს ვაკხანალია/!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here