Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: დაე, ბოლომდე ჩამოიხსნან ნიღბები, ბოლომდე გაშიშვლდნენ და გამოაჩინონ ნამდვილი სახე

ლევან ჩაჩუა: დაე, ბოლომდე ჩამოიხსნან ნიღბები, ბოლომდე გაშიშვლდნენ და გამოაჩინონ ნამდვილი სახე

ლიბერალი “მამაოები” ლგბტ-უფლებადამცველებს შეუერთდნენ

4907
ლევან ჩაჩუა

ქვეყანაში მიმდინარე მკვეთრი ანტილგბტ და ანტილიბერალური პროცესების კვალდაკვალ (რაც, როგორც ჩანს, სულ მალე კიდევ უფრო ფართომასშტაბიან წინააღმდეგობაში გადაიზრდება) სოროსის გრანტნაჭამი ლიბერასტების მიერ ატეხილ მოთქმაგოდებას რამდენიმე სასულიერო პირიც შეუერთდა. “მამაოებმა”, რომლებიც აქამდე თავიანთ დასავლურნეოლიბერალურ თვალსაზრისს ირიბად გამოხატავდნენ, ამჯერად ნიღაბი ჩამოიხსნეს და ყოველგვარი ანტილიბერალური გამოვლინების მოწინააღმდეგეებად წარმოგვიდგნენ.

იმ დღეებში, როცა სააღლუმოდ აცუნდრუკებული ლგბტ-ები რუსთაველზე კოლჰოტიანი კაცების კუნტრუშს აანონსებდნენ, ხოლო მრევლი და ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების დამცველი სამღვდელოება, დედაქალაქის მასშტაბით, ანტისოდომისტურ დემონსტრაციებს მართავდა, ანაფორას ამოფარებულმა ერთ-ერთმა მედასავლეთე აფერისტმა, სულგაყიდულმა ფსევდომამაო ლეონ გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა: შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო პირი, რომელიც ძალადობას ზურგს უმაგრებსო და ა.შ. მისი აზრით, მამათმავლობისა და სხვა მსგავსი უზნეობის გაპროტესტება (მით უფრო, რომ აქ საუბარია ამ უზნეობის პროპაგანდის გაპროტესტებაზე) ძალადობაა. კიდევ უფრო შეუვალი და კატეგორიული იყო შეფასებებში ტელეშოუებისა და “ტაბულას” ვარსკვლავი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, რომელმაც ქვეყნის მტერი უწოდა ყველას, ვინც ამა თუ იმ ჯგუფზე (ცხადია, მხედველობაში ჰყავდა მამათმავლობის პროპაგანდისტი ე.წ. სექსუალური უმცირესობები) თითქოს ძალადობს. ამას მოჰყვა “ლიბერალი” დეკანოზის, ილია ჭიღლაძის, შეფასება სოციალურ ქსელში. მან “ბნელი გრუზინების” მიმართ კიდევ უფრო მძიმე სიტყვების კორიანტელი დააყენა და ქუჩაში მამათმავლობის პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსულ სამღვდელოებას “ახალი სინედრიონი” უწოდა.

მოკლედ, ლიბერალურმა ისტერიკამ ეკლესიაშიც შეაღწია და იდეოლოგიური აღსასრულის მოახლოებით თავზარდაცემული ანაფორიანი იუდების პირით თუ ხელით განგაშის ზარები დაარისხა.

ვინ არიან დღეს რეალურად ეკლესიის წიაღში მყოფი “ლიბერალები”, რომლებიც სასულიერო პირებად მოიხსენიებიან? ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ამ დღეებში, როცა საზოგადოება, სამღვდელოებასთან ერთად, უზნეობის პროპაგანდას აპროტესტებდა და დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რამდენიმე სასულიერო პირი წერდა, რომ ეს არის ძალადობა ქრისტეს სახელით, რომელიც ანგრევს და ღუპავს ქვეყანას. მაგალითად, ასეთ შეფასებებს აკეთებდნენ დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია), დეკანოზი ილია (ჭიღლაძე), მამა ლეონი (გელოვანი). განვუმარტოთ საზოგადოებას: ვინ არიან ეს ადამიანები, რა იდეოლოგიას ემსახურებიან და ვინ დგას მათ უკან, მრევლი რომ არ დგას, გასაგებია

_ ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი და მასში მუდმივად მიმდინარეობს პროცესები. აქ მნიშვნელოვანია, ერთმანეთში არ ავურიოთ ეკლესია, როგორც ორგანიზაცია, და ეკლესია, როგორც ორგანიზმი _ ქრისტეს მისტიკური სხეული. ეს სხვადასხვა რამეა, ანუ ეკლესიის ორგანიზმი არის წმინდა, უცვლელი და მოციქულებრივ უცდომელ სწავლებაზე დაფუძნებული.

რაც შეეხება ეკლესიის საორგანიზაციო მხარეს, იქ შეიძლება იყოს პრობლემები. შესაძლოა, გამოჩნდეს ვინმე ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც თავისი აზროვნებითა და მსოფლმხედველობით გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია, რომლებიც რეაგირებას მოითხოვს. როცა ეს კატეგორია არ შეისმენს შეგონებას, ზღვარს გადავა და საფრთხედ იქცევა ეკლესიისთვის, მათ მიმართ ზომები უნდა გატარდეს. ჩვენ გვახსოვს სასულიერო პირები, მათ შორის მაღალი იერარქებიც, რომლებიც სისხლიანნაციონალურ მოძრაობასუჭერდნენ მხარს დამიშა, მიშასგაიძახოდნენ. ახლა ზოგიერთი მათგანი ლგბტუფლებადამცველივით ამეტყველდა, თუმცა ამით მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებს. ეკლესიას მაცხოვარმა აღუთქვა, რომბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან”!

_ ეკლესიას, შესაძლოა, ვერაფერი დააკლონ, მაგრამლიბერალურიპროპაგანდის იარაღად ნამდვილად იქცნენ.

_ ეს უკვე მათი არჩევანია, თვითონვე გადაწყვიტეს, ემსახურონ ამ პროპაგანდას. რა გაეწყობა, ყოველთვის იყვნენ ეკლესიაში საღი და არაჯანსაღი ძალები. რაც შეეხება შეფასებებს, რომ თურმე მოძალადეა ყველა, ვინც 8 ივლისს რუსთაველზე იდგა და მამათმავლობის პროპაგანდას აპროტესტებდა, ჯერ ერთი, სად დაინახეს ძალადობა? აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრება იყო; და მეორე _ სოდომიის პროპაგანდის მიუღებლობაა ძალადობა?! იქნებ პირიქითაა და ისინი ძალადობენ ჩვენს შვილებზე, როდესაც ქუჩებში გამოდიან ტრანსპარანტებით: “გაფერადდი, გახდი ჩემნაირი!” კი მაგრამ, იქნებ არ მინდა ჩემი შვილი მათნაირი იყოს, არ მაქვს ამის უფლება?! რატომ გვაძალებენ ეს უცხოური მისიები, საელჩოები, გრანტებს დახარბებული არასამთავრობოები და მათი თანამოაზრეპრადვინუტი მღვდლები”, მივიღოთ მამათმავლური ბილწი ცხოვრების წესი?! ვინმემ მათ შვილს აიძულა, მონათლულიყო ან ძალით დაეწერა ჯვარი მეუღლესთან?! ან რომ დაუჩემებიათ, ქრისტე სიყვარულს ქადაგებს და არა სიძულვილსო, სად წაიკითხეს, მამათმავლობის ქადაგება ნორმალური და მისაღებიაო?! “სიყვარული სიყვარულია” _ ეს ხომ ლიბერასტების ცნობილი ლოზუნგია და მღვდელმა როგორ უნდა გაიმეოროს ეს სიცრუე?! ბუნებრივია, არანაირი განსხვავება მათ გამონათქვამებსა და იმ ლგბტ აქტივისტების “ქადაგებას” შორის ამ კონკრეტულ საკითხში არ არსებობს. ისინიც და ესენიც ცდილობენ, სოდომური ცხოვრების წესის მიმართ საზოგადოებაში მეტი შემწყნარებლობა-შემგუებლობა დაამკვიდრონ. რა მნიშვნელობა აქვს, ცისარტყელას ფერებში გამოწყობილი გააკეთებ ასეთ განცხადებებს თუ ანაფორაში გადაცმული?!

ისე, სიმართლე გითხრათ, მე ეს ხალხი არ მიმაჩნია დიდ საფრთხედ, იმიტომ, რომ უკვე გაშიფრულნი არიან და მათ მრევლი არ ჰყავთ. ყველა ხედავს და ხვდება, რა ძალებსაც ემსახურებიან. ასე რომ, რაც მეტს ილაპარაკებენ, მით უფრო ჩამოიხსნიან ნიღაბს და გამოაჩენენ ცხვრის ქურქში გახვეული მგლის სახეს

_ და მაინც, როგორ ფიქრობთ, ვერ ხვდებიან ეს ადამიანები, რომ მსგავსი განცხადებებით ავტორიტეტს კარგავენ?

_ ეს არის ხალხი, რომელსაც არასდროს ჰქონია ავტორიტეტი და ვერც ექნებათ, ამიტომ ამ ადამიანებს ეს არ აწუხებთ.

_ ისე, საინტერესოა, როგორ მოხვდნენ ეკლესიაში ასეთი პირები?

_ უმთავრესი თვისება, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, არის ფარისევლობა. მათ შეუძლიათ შენიღბვა, თუმცა, როგორც წესი, მალევე იშიფრებიან, რადგან “არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს”. საერთოდ, ვფიქრობ, უღირსი სასულიერო პირების საქმეები და განცხადებები მათი უპირველესი მამხილებელია.

ზომებს რაც შეეხება, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეკლესია უნდა იყოს პრინციპული. აუცილებლად უნდა დადგეს ასეთი ფარისევლების პასუხისმგებლობის საკითხი.

_ როგორ წარმოგიდგენიათ ეს პასუხისმგებლობა?

_ როგორ და როგორც სჯულის კანონი ადგენს. პირველ შემთხვევაში შეიძლება გააფრთხილო. მათ უკვე ჰქონდათ არაერთი გაფრთხილება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, უბრალოდ, უნდა მოიკვეთონ. არ შეიძლება, სასულიერო პირებად იწოდებოდნენ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ უპირისპირდებიან თავიანთი საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, შეურაცხყოფენ იერარქებს სოდომიის პროპაგანდის გაპროტესტების გამო, ცილს სწამებენ მღვდლებს, ლანძღავენ მრევლს. სხვათა შორის, თქვენ მიერ ჩამოთვლილი მღვდლები არაერთხელ დასჯილან. ამის გამო ხან ერთ ეპარქიაში გადაბარგდნენ, ხან _ მეორეში. მღვდელი ილია ჭიღლაძე კი საქართველოში ვერსად გაჩერდა და ევროპაში წავიდა. ეტყობა, “სადაც იყო საუნჯე მისი, იქაც იყო გული მისი” და ბოლოს ფიზიკურადაც იქ აღმოჩნდა… ბარემ გაიხადონ ანაფორა და დახეული, დაძონძილი ჯინსებით შეუერთდნენ იმ მოძრაობას; უფრო თავისუფლებიც იქნებიან და სხვებსაც აღარ დააბრკოლებენ.

_ რატომ ვერ ხერხდება დღემდე ამ ადამიანების მოშორება ეკლესიის წიაღიდან? რა უშლის ხელს წმინდა სინოდს? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი გარკვეული პოლიტიკური გავლენებია?

_ არა, ეს პოლიტიკურ დონეზე გადასაწყვეტი საკითხი არ არის, ეს ეკლესიის საშინაო საკითხებია და შიგნითვე უნდა მოგვარდეს, მაგრამ ჩვენი უწმინდესი ძალიან ლმობიერი, მიმტევებელი და მოსიყვარულე ადამიანია, რითაც მავანი ბოროტად სარგებლობს. ეს “მოსარგებლეები” არიან ჩვეულებრივი კომფორმისტები, მათი სული და გული არის ევროპაში, ამიტომ, რაც მალე იქნება რეაგირება, მით უკეთესი, პირველ რიგში, მათი სულებისთვისაც. საგულისხმოა ისიც, რომ ეს მღვდლები აშკარად ცდილობენ, დაისაჯონ, რათაპროგრესისთვის მებრძოლი წამებულებისმანტია მოისხან და ისე გაემგზავრონ დასავლეთში. იმავეს ცდილობდა დეკანოზყოფილი ბასილ კობახიძეც, თუმცა ბოლოს თვითონვე გაიხადა ანაფორა და, როგორც თავად ამბობდა, “პიერ კარდენის შარვალკოსტუმითგაემგზავრა ევროპაში.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენს ქრისტესმიერ ძმებსა და დებს: როდესაც ჩვენი ეკლესიის ეპისკოპოსები, ასეულობით სასულიერო პირი ქუჩაშია გამოსული და უზნეობას აპროტესტებს, ყველას გვეკისრება ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება, შინ დავრჩეთ და შორიდან ვუყუროთ ამ ყველაფერს. ეს არ არის ერთი და ორი კაცის საქმე, ეს სრულიად საქართველოს ღირსების საკითხია. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, დაიცვას სამშობლო, ზნეობა და მომავალი, ვინაიდან, ერთიანობის გარეშე, ერთსულოვნებისა და ერთმანეთისადმი სოლიდარობის გარეშე ვერც ერთ ამ ფასეულობას ვერ შევინარჩუნებთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

6 COMMENTS

  1. ნამდვილად არაა ეს ერთი ა ორი კაცის გასაკეთებელი საქმე და ნამდვილად,მთელი ერი ფეხზე უნდა დავდგეთ.მაგრამ,აირია ერი,იმდენი რამე ხდება ხალხის გასაკეთებელი,რომ ვეღარ გაუგია მთავრობა გვყავს თუ არა.რისთვის იღებენ ამხელა ხელფასებს იმისთვის,რომ ხალხმა აღარც იმუშონ და სულ ქუჩებში იდგნენ ყველაფერზე,რომ რაღაცას მიაღწიონ?ვინ უსმენს,თორემ კი.მიტინგების შემდეგ გამოვიდა კობახიძე და განაცხადა ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედებაო.ამიტომ ხალხი გახდა გულგრილი ყველაფრის მიმართ და გაივსო მსოფლიო ქართველებით.თუმცა საქართველოში ძალიან მცირედი რაოდენობაა უკვე ჩვენი ერის წარმომადგენელი

  2. უფალს არც სამართლის აღსრულება ეჩქარება,არც დაავიწყდება.თავის დროზე ყველა თავისას მიიღებს.თუმცა ის რაც გვჭირს ჩვენი ბრალია ,ხალხის.

  3. ეს ლიბერალი ,,მამაოები” ჩანერგილები არიან , ამას კითხვა არც უნდა. მათი მიზანია რწმენის, სიწმინდის, ზნეობის ნავსაყუდელი ტაძრის გალავანი შიგნიდან გამოარღვიონ. ეს კი არ უნდა დაუშვან ღირსმა მამებმა და მოკვეთონ ასეთები ეკლესიისაგან.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მარიამი-მარიამი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here