Home რუბრიკები პოლიტიკა კრემლის ტაქტიკა გაშიფრულია!

კრემლის ტაქტიკა გაშიფრულია!

ქართველი და ამერიკელი ექსპერტების მიღწევა

6361
კრემლის ტაქტიკა გაშიფრულია!

ქვეყნის იმჟამინდელი მმართველებისგან ცხინვალის რეგიონის სრულიად უტვინოდ დაკარგვიდან და ახალგორსოხუმკოდორის ზედ მიყოლებიდან უკვე 10 წელიწადი გავიდა და ჯერ კიდევ აქტუალურია ნოდარ დუმბაძის ერთერთი რომანის გმირის, კოწია ფოსტალიონის, კითხვა: “ვინ დაიწყო ომი?”

გეგონება, თუ ამ კითხვას ზუსტი და სწორი პასუხი გავეცით, არიქა, ცხინვალსაც დაგვიბრუნებენ, სოხუმსაც და ზედ კიდევ კრასნოდარს ან ასტრახანს დაგვიმატებენ საჩუქრად. პასუხი კი, სოფლის კლუბში შეკრებილი კოლმეურნეების არ იყოს, ყველას თავისი აქვს: ზოგი რას პასუხობსკოწია ფოსტალიონსდა ზოგი _ რას. კოწიას კი თავისი ორიგინალური პასუხი აქვს: მე დავიწყე ომი!

როგორც ჩანს, მავანი ჩვენგანაც რაღაც ასეთ პასუხს ელოდება, რომ რომელიმე ჩვენგანმა საკუთარ თავზე ავიღოთ ომის დაწყება, რადგან სხვა არც ერთი პასუხი ან არ აკმაყოფილებს, ან, უბრალოდ, ლოგიკაში არ ჯდება…

კონკრეტულად ტერმინ “ომს” რაც შეეხება: ეს ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალის მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრას ნიშნავს, ხოლო საქართველოს არც ერთი ჯარისკაცი რუსეთის ტერიტორიაზე არ შესულა. აქედან გამომდინარე, “ომი” თუ ვინმემ დაიწყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია და “ომის დაწყებად” შეიძლება ჩაითვალოს ის მომენტი, როდესაც პირველი რუსული ტანკი გამოვიდა როკის გვირაბის აქეთა მხარეს უკანონოდ (მანამდე კანონიერად მხოლოდ რუსი სამშვიდობოები იდგნენ ქართულ მიწაზე).

სულ სხვაა ლოკალური სამხედრო კონფლიქტის დაწყება და იმის გარკვევა, ვინ დაიწყო, ანუ ვინ განაახლადაკონსერვებულისამხედრო კონფლიქტი, რომელიც საბოლოოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდა.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ დაბრალდეს და ხან ვის აცხადებენ ამის გულისთვის “მოღალატედ”, ხან _ ვის.

ამჯერად მათი რუდუნება “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისკენ არის მიმართული. გინდა თუ არა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, _ ომი საქართველომ დაიწყოო, და ეს სამშობლოს ღალატიაო. სალომე ზურაბიშვილის “ანტიპიარი” მთლიანად ამაზეა აწყობილი. არადა, ისევ კოწია ფოსტალიონისა არ იყოს, მიხეილ სააკაშვილს თვითონ აქვს ნათქვამი: მე დავიწყე ომიო და ეს მან 2008 წლის 8 აგვისტოსვე თქვა.

მე გავეცი ბრძანება და ჩემი ბრძანებით ქართული საჯარისო შენარეთები დაიძრნენ ცხინვალისკენ!” _ მისი ეს განცხადება ყველამ მოვისმინეთ ტელევიზიით და თუ ვინმეს ეს არ ახსოვს, ახლაც შეუძლიაიუთუბიზენახოს. ამ მომენტისთვის რუსული ჯარი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არ იყო, ესე იგი, რა გამოდის? ვინ დაიწყო ის კონკრეტული ქმედება, რომელიც შემდგომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ომში, ანუ ოფიციალური რუსული სამხედრო ნაწილების ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლაში გადაიზარდა?

მე გავეცი ბრძანება, რომ ქართული საჯარისო შენაერთები დაიძრნენ ცხინვალისკენდამე დავიწყე ომი” _ ამ ორ ფრაზას შორის რამე განსხვავება არის? გამოდის, სააკაშვილმა აღიარა სამხედრო კონფლიქტის საქართველოს მხრიდან დაწყება და მოდი, ვიდრე სხვას დავადანაშაულებდეთმოღალატეობაში”, იქნებ მას მოვთხოვოთ ამაზე პასუხი?

აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ ფრაზა “ომი საქართველომ კი არა, სააკაშვილმა დაიწყო” სრული უაზრობა და უვიცობაა იმის მხრიდან, ვინც ამას ამბობს. ომებს სახელმწიფოები სწორედ მათი ლეგიტიმური მმართველების ხელით და პირით აცხადებენ, თორემ, აბა, ისე, თავისთავად ქვეყანამ ომი რანაირად უნდა დაიწყოს? სააკაშვილი 2008 წელს იყო საქართველოს სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი და ხალხისგან უფლებამოსილი პირი და მის მიერ ომის დაწყება საქართველოს მიერ ომის დაწყებას ნიშნავს. მოდი, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ და სისულელეები აღარ ვილაპარაკოთ, თორემ, აბა, რა გამოდის _ ომი დაიწყო ჰიტლერმა და არა გერმანიამ? ომი დაიწყო ნაპოლეონმა და არა საფრანგეთმა? თუნდაც ჩვენ თავის დროზე გვეომებოდა შაჰაბასი და არა ირანი? ხომ სრული აბსურდია? ამიტომ, თუკი ვინმე იტყვის, რომ “ომი სააკაშვილმა დაიწყო”, ეს იგივეა, რომ “ომი საქართველომ დაიწყო” და ამ ორ ფრაზას შორის რაიმე განსხვავების ძებნა უაზრობაა.

თუმცა ჩვენ ისეთი ექსპერტები და ანალიტიკოსები გვყავს, გაცილებით უარესი ფრაზების დაბრეხვებას ახერხებენ.

გეხსომებათ, “შერიგების ყოფილი მინისტრის” _ პაატა ზაქარეიშვილის ფრაზა: “ჩვენ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ინტერესებით მოქმედებს!” ამ ბრძნული დასკვნის შედეგად რა მოიგო და რა ახალი სიმაღლეები დაიპყრო ქართულმა დიპლომატიამ, ვერ გეტყვით, მაგრამ, “ექსპერტთა” სიბრძნეები რომ უფრო დაიხვეწა და გაცილებით ბრძნული გახდა, უდავოა.

ჩვენ უკვე დარწმუნებული ვართ, რომ კრემლი ჯერ კარგად გეგმავს თავის ნაბიჯებს და მხოლოდ შემდეგ ახორციელებს მათ”, _ ასეთი “მოულოდნელი” დასკვნა გააკეთა ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა, რომელიც სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილისთვის კონფლიქტის დაწყების “დაბრალებაზე” საუბრობდა. დამეთანხმებით, სრული შოკია! თურმე კრემლი, ანუ რუსეთი ჯერ კარგად გეგმავს იმ ნაბიჯებს და იმ ქმედებებს, რომელთა განხორციელებას აპირებს. აღმოჩენაა. ახალი სიტყვაა მსოფლიო ისტორიაში. ევრიკა!

არა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი რომ არ ვარ, ყველა ჩემმა ახლობელმა და შორებელმაც კი იცის, მაგრამ მართლა საინტერსოა, აი, ეს ადამიანები, რომლებსაც აბარიათ ჩემი სამშობლოს ბედი, ბოლო 30 წელიწადია, აქამდე რას ფიქრობდნენ?! კრემლი ასე, ჰაიჰარად, დაუგეგემავად ახორციელებდა თავის ქმედებებს?!

ფაქტია, დღეს ჩვენ იმ სრულიად გამოშტერებული თაობის ხელში ვართ, რომელსაც ბავშვობიდან უტარებდნენ აგიტაციას, რომ რუსები უტვინო, ლოთი, არაფრის მაქნისი ხალხია; რომ, რუსებმა თუ რამეს მიაღწიეს, მხოლოდ რუსეთის სათავეში მოხვედრილი სხვა ეროვნების წარმომადგენელთა დამსახურებით, თორემ რუს ერს ჭკუა და გონება საერთოდ არ აქვს; რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს, როცავანიაკრემლში დალევს და უცებ მოუნდება, ტანკით სადმე შევარდეს და ..

დარწმუნებული ვარ, ამ დონის ჩერჩეტობები ყველა თქვენგანს მოუსმენია, მაგრამ ნორმალურ ადამიანებს გვაქვს განსჯის, აზროვნების უნარი და მოსმენილის რეალურად შეფასება შეგვიძლია, ამიტომ ასეთ შტერობებს რუს ერზე არ ვიჯერებთ. სამწუხაროდ, ჩვენმასტრატეგიულმა პარტნიორებმა” _ ამერიკამ და თურქეთმა ჩვენს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა შექმნეს, რომ ნორმალური ხალხი ვერ ხდება წარმატებული და ლუკმაპურს ეძებს, ხოლო ქვეყნის მმართველობაში, უმაღლესი სასწავლებლების ლექტორებად და .. გზა ეხსნებათ ისეთ ჩერჩეტებს, რომლებიც რეალურად ფიქრობენ, რომვანიასპონტანურად მოქმედებს და მხოლოდ 30 წლის შემდეგ, დიდი ფიქრის, განსჯისა და ქვეყნის ტერიტორიების გაწირვის ფასად, ხვდებიან, რომ თურმე რუსეთის ნაბიჯები წინასწარ კარგად მომზადებული და დაგეგმილია!

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ მსგავს “არგუმენტებს” იყენებს იმის დასამტკიცებლად: აი, თუ არ გჯერათ, რუსეთმა დაიწყო ცხინვალში ომიო. კიდევ ვიმეორებ: საქართველოს ტერიტორიაზე რომ რუსული სამხედრო შენაერთები შემოვიდნენ და ქართული ჯარი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ შესულა, ეს ფაქტია და შესაბამისად, ომიც ცხინვალშიც, ახალგორშიც, სოხუმშიც და კოდორშიც რუსეთმა დაიწყო. ეს უდავო ფაქტია, მაგრამ ვინ განაახლა სამხედრო მოქმედებები, ანუ ვინ დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე ლოკალური სამხედრო კონფლიქტი, რომელმაც რუსეთის მხრიდან ომის წარმოება გამოიწვია? აი, ეს სხვა თემაა და საამისოდ იმ არგუმენტების მოტანა, რომრუსეთი მომზადებული იყო”, სრული უვიცობა, შტერობა და კომედიაა.

ჯერ ერთი, რუსეთს ჰყავს სამხედრო დაზვერვაც და სხვადასხვა სპეციალური უწყებაც და თავისთავად ცხადია, მათ ექნებოდათ ინფორმაცია, რის გაკეთებასაც აპირებდა დაცენტრილი სააკაშვილი, ანუ ქართული მხარე, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი მომზადებული შეხვდა ამ ამბავს. თუ გახსოვთ, აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა ინტენსიურად დაიწყო მოთხოვნა, რომ საქართველოს ხელი მოეწერა შეთანხმებაზე სოხუმისა და ცხინვალის კონფლიქტებში სამხედრო ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. განა ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რას აპირებდა სააკაშვილი? ან რა დიდი ცოდნა მაგას უნდოდა?! განანაცებისტელევიზიები ყოველ ნახევარ საათში არ გვაცქერინებდნენ სარეკლამო რგოლებს, რომლებშიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მზადყოფნას საომარი მოქმედებებისკენ? განა ქართველი მინისტრები ყოველ საინფორმაციოში არ იმეორებდნენ, რომ მომდევნო ახალ წელს ცხინვალსა და სოხუმში შევხვდებოდით? ყოველივე ამის შემდეგ არგუმენტი: “რუსეთი მომზადებული იყო და ეს უკვე არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო” განა ძალიან სასაცილო არ არის?

დასასრულ, კიდევ უფრო კომიკური და, პირდაპირ ვიტყვი, იდიოტიზმია ის, რომ ქართველიექსპერტებივერც კი ხვდებიან, რამხელა სისულელეს ამბობენ ამარგუმენტით”. ბატონებო, თუკი თქვენ მიგაჩნიათ, რომ, ვინცმომზადებულიიყო, მან დაიწყო ეს სამხედრო კონფლიქტი, მაშინ რა გამოდის? ქართული მხარე მოუმზადებელი იყო? ქვეყნის მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა მოუმზადებელ ჯარს მისცა ბრძანება, ცხინვალში შესულიყო? არა? აჰ, ესე იგი, საქართველოც მომზადებული ყოფილა ამისთვის, ხომ? და რა გამოდის აქედან, თქვენივე ლოგიკით?

კიდევ ვიმეორებ: სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვაპირებ, მას მივცე ხმა, მაგრამ, სანამ ამ ქალბატონს წაუყენებდეთ ბრალდებად იმის თქმას _ “სამხედრო კონფლიქტი ცხინვალში ქართულმა მხარემ დაიწყო” _ მანამდე კარგად გაიხსენეთ თქვენივე მთავარსარდლის სიტყვები: მე გავეცი ბრძანება, რომ ქართული საჯარისო შენაერთები დაიძრნენ ცხინვალის მიმართულებით!”

საზოგადოდ, ხელის დაფარება იმ ადამიანისთვის, რომელმაც თავისი ფსიქოპატიური ქმედებებით ქვეყანა დაღუპა, დანაშაულის არაღიარება და იმის მცდელობა, რომ ყველაფერი “სხვას” გადავაბრალოთ, ერისა და სამშობლოს გაცილებით დიდი ღალატი მგონია, ვიდრე სიმართლისთვის თვალის გასწორება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნის მცდელობა.

თუმცა ამ მანიაკებისგან რა უნდა გაგიკვირდეს, როდესაც მათმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა წარმოუდგენელი სისულელე დააბრეხვა შუა ომის დროს: “ჩვენ იმიტომ დავძარით ჯარი ცხინვალისკენ, რომ არ გვეგონა, თუკი რუსეთი სამხედრო ავიაციას გამოიყენებდა ჩვენ წინააღმდეგ!”

ალბათ, არასოდეს გვეღირსება ამ საიდუმლოს გაგება. აბა, რა ეგონათ?!

ბაკურ სვანიძე

7 COMMENTS

  1. ბ-ნო ბაკურ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ტერიტორია, რომელიც გაეროს რეზოლუციით რუს სამშვიდობოებს ანუ რუსეთს ჰქონდათ ჩაბარებული, იურიდიულად და პოლიტიკურად დროებით საქართველოს ტერიტორიად არ განიხილებოდა. ამდენად ქართული ჯარის იქ შეჭრა არა მარტო რუსეთის, არამედ გაეროს წინააღმდეგ ომის დაწყებას ნიშნავდა, რუსეთის პასუხი კი – თავისი ვალდებულების შესრულებას და ომის აღკვეთას. რუსეთის ვერაგობა (ვერაგობა ხშიად ვერაგს უკან უბრუნდება) ის კი არ არის, რომ ომს უპასუხა, არამედ ის, რომ თბილისი არ აიღო, არ დააპატიმრა სააკაშვილი და მისი ბანდა და გასასამართლებლად ცხინვალის ხელისუფლებას ან ვისაც ჯერ არს არ გადასცა.

  2. ბატონო ბაკურ, არც მე ვაპირებდი ქალბატონ სალომესთვის ხმის მიცემას, მაგრამ როცა ვნახე რომელი ტელევიზიები და საერთოდ რა “სასტავი” ებრძვის, მას, თვით მოღალატეები როგორ უსინდისოთ აბრალებენ მოღალატეობას… შევიცვალე აზრი და ხმას აუცილებლად სალომე ზურაბიშვილს მივცემ!

    • სოცრებას ბრძანებთ,აბურჯღა.აუცილებელია ან ნაცებს მისცეთ ხმა,ან ქოცს?ნუთუ ამდენი კანდიდატებიდან არ შეიძლება სხვა ვინმე შეარჩიოთ?სალომე ,ჯერ ერთი კათოლიკეა და ჯერ არ მოსულა და უკვე ქართველთა ძირითად რელიგიას ემუქრება.ეს უკვე მტკიცებაა იმისა,რომ ქართველი ხალხის მოთხოვნები და ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული.შეიძლება არც ხართ მართლმადიდებელი ,მაგრამ ერის ინტერესები ამ რელიგიის დაცვას ემსახურება.ეს ქალი რომ აგენტადაა შემოსული პოლიტიკაში ,განა ეს ძნელი მისახვედრია?

  3. ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები ბაკურ,მართალს ამბობენ სააკაშვილმა დაიწყო ომიო და არა საქართველომ.სააკაშვილი ,”გადატრიალებით” მოსული სულაც არ იყო უმრავლესობის არჩეული და ძალიან კარგადაც ვიცით ყველამ რომ გამსახურდიას მერე საქსრთველოს არჩეული პრეზიდენტი არ ყოლია

    • ქალბატონო ნინო, გასაგებია რომ ზვიადისტი ხართ, მაგრამ აქ საუბარია იურუდიულ ფაქტებზე და არა ტქვენს ან ვინმეს პირად მოსაზრებებეზე და ბელადის (ზვიადის) სიყვარულზე. აი, თქვენნაირი “მოაზროვნეები” ღუპავენ ამ ქვეყანას მუდამ. გმადლობთ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნინო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here