Home სხვადასხვა დაიჯესტი “კონტე, წადი!” _ იტალიელები ლიბერალური მთავრობის წინააღმდეგ

“კონტე, წადი!” _ იტალიელები ლიბერალური მთავრობის წინააღმდეგ

მატეო სალვინი

პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესა და მის ლიბერალურდემოკრატიულ მთავრობას ქვეყნისთვის ეფექტიანი ანტივირუსულეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების უუნარობაში ადანაშაულებენ

აშშში დაწყებულმა საპროტესტო აქციების ტალღამ იტალიასაც გადაუარა, თუმცა იტალიაში საპროტესტო აქციებს თავისი სპეციფიკა აქვს _ დემონსტრაციები ჯუზეპე კონტეს მოქმედი ლიბერალური მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან. 2 ივნისს რომში, მილანსა და სხვა ქალაქებში ხალხი გაჰყვიროდა: “კონტე, წადი!”, “დაუყოვნებლივ ჩატარდეს არჩევნები!”, “თავისუფლება!”.

აშშ-ისა და მისი რასობრივი პრობლემებისგან განსხვავებით იტალიაში არ ყოფილა დარბევები, არ ჩაუმსხვრევიათ ვიტრინები და არ გაუძარცვიათ მაღაზიები. დემონსტრაცია ორგანიზებული იყო მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების _ მატეო სალვინის “ლიგის”, სილვიო ბერლუსკონის “წინ, იტალიას” მიერ და მიეძღვნა რესპუბლიკის დღეს _ 2 ივნისს. შეტაკება არ მომხდარა, თუმცა ორგანიზაცია “მარში რომზე”-ს ნეოფაშისტები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში, რამაც ადგილობრივ მედიას გაახსენა ბენიტო მუსოლინისა და მისი შავპერანგიანების “ლაშქრობა რომზე”. მუსოლინის მემკვიდრეები პოლიციამ ჯავშნიანი მანქანებით შეაჩერა.

დიდი არეულობის პროვოცირება ვერ შეძლეს იტალიელმა “ყვითელმა ჟილეტებმა” (საფრანგეთში მოქმედი მოძრაობის ანალოგი) გადამდგარი გენერლის, ანტონიო პაპალარდის, ხელმძღვანელობით.

იტალიელებს უკმაყოფილებისა და გაღიზიანების საფუძველი საკმარისზე მეტი აქვთ. ეპიდემიის გამო ეკონომიკის შეჩერების შედეგები ყველაზე მძიმედ აისახა დაბალ და საშუალო ფენებზე _ მრეწველობაში დასაქმებულ მუშებზე, მოსამსახურეებზე, მასწავლებლებსა და ინდმეწარმეებზე. აღშფოთებას ვერ მალავენ იტალიური კულტურის წარმომადგენლები. გასულ კვირაში თეატრის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები გაიმართა რომში, მილანში, ტურინში, ვენეციაში. მილანში საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ სახელგანთქმული საოპერო თეატრლასკალასწარმომადგენლები, ვენეციაში _ თეატრფენიჩესმუშაკები. თეატრებს 15 ივნისს გახსნიან, მაგრამ შეზღუდვები დარჩება.

რომში გამართულ მიტინგზე მატეო სალვინიმ განაცხადა: “ჩვენ აქ მოვედით არა გასაპროტესტებლად, არამედ გადაწყვეტილებების შესათავაზებლად”. მისი თქმით, ის გამოდის იმ ადამიანების სახელით, ვინც დაივიწყეს.

იტალიაში პოლიტიკური დისკუსიები ჯერჯერობით უფრო ხშირად საკარანტინო რეჟიმის დარღვევებზე მიმდინარეობს, _ ბევრი მენიფესტანტი პირბადის გარეშე გამოვიდა და არ იცავს სოციალურ დისტანციას. “ეს არის ბრბო, რომელიც არად აგდებს უსაფრთხოების წესებს, ისინი ბედისწერას ეთამაშებიან!” _ წერს სამთავრობო La Republica.

იტალიელი "ყვითელი ჟილეტები" მილანში
იტალიელი “ყვითელი ჟილეტები” მილანში

სოციალურ პრობლემებზე კი, რომლებიც ბოლო სამ თვეში ძალიან გამწვავდა, მთავრობა და მისი მემარჯვენე ოპონენტები საჯაროდ არ მსჯელობენ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ “იტალიელთა ერთობამდე”, რომლისკენაც რიტუალურად მოუწოდა პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ, საკმაოდ შორსაა.

პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესა და მის ლიბერალურდემოკრატიულ მთავრობას ქვეყნისთვის ეფექტიანი ანტივირუსულეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების უუნარობაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციას ხელმძღვანელობს მატეო სალვინის “ლიგა”, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ თანამოაზრეებთან ერთად ლიდერობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში (ხმების 47%, ეს იტალიური საზომით ძალიან მაღალი მაჩვენებელია). აქედან მომდინარეობს მოთხოვნა “დაუყოვნებლივ ჩატარდეს არჩევნები!”.

მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელისუფლება “ფაშისტებად” წარმოაჩენს. მაგალითად, La Stampam-მ გამოაქვეყნა კარიკატურა, რომელზეც გამოსახულია გოგონა და მისი მამა. გოგონა ეკითხება მამას: “რისთვის არის საჭირო ნიღაბი? ხომ ამბობენ, რომ ვირუსი უკვე მოკვდა კლინიკურად?” მამის პასუხი ასეთია: “ზუსტად ასე ლაპარაკობდნენ ფაშიზმზეც”.

მათ კოვიდ-19 აღარ ჰყოფნით, ახლა ლიბერალები ცდილობენ, ფაშიზმის აჩრდილს გადაწმინდონ მტვერი”, _ ასეთია პასუხი La Verita ბრალდებაზე.

“ისინი ყოველთვის გაჰყვირიან “ფაშიზმის დაბრუნებაზე”. როცა მათი მთავრობა იწყებს რყევას და გამოჩნდება არჩევნების პერსპექტივა, როცა გამოკითხვის შედეგების მიხედვით მემარჯვენე პარტიები ლიდერობენ, _ წერს IL Giornale._ იტალიას სწამს ისეთი მთავრობის, რომელიც ვითარებაზე მაღლა დადგება, მაგრამ აქამდე ხელისუფლება ყოველთვის ზურგს აქცევდა ქვეყანას, ამიტომ სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ გავაპროტესტოთ”.

IL Giornale-ს მეორე სტატიაში ნათქვამია, რომ პროტესტი გამოწვეულია საგანგებო ვითარების გამო შექმნილი სოციალური და ეკონომიკური სირთულეებით და რომ ამ პროტესტის გამძაფრების რისკი მაღალია. “იტალია, რომელიც გამოდის საგანგებო ვითარებიდან, გაცილებით ღარიბი იტალიაა. მას აქვს სურვილი, კვლავ წამოდგეს, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ მთავრობასთან ერთად, რომელსაც ექნება უზარმაზარი ეკონომიკური სირთულეების დაძლევის უნარი… გაუთავებლად მიმდინარეობს დებატები ევროპული ფონდებიდან შესაძლო დახმარებების შესახებ, რომლებსაც მივიღებთ 2021 წელს, მაგრამ მანამდე იტალიელები შეიძლება შიმშილით დაიხოცონ”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here