Home რუბრიკები საზოგადოება კოვიდვაქცინაციის დამალული მხარეები

კოვიდვაქცინაციის დამალული მხარეები

ორი წლის წინათ, 2019 წლის ივნისში, როდესაც კოვიდის ხსენებაც არ იყო, გაზეთსაქართველოს რესპუბლიკაშიდაიბეჭდა ჩემი წერილიმითი და რეალობა აცრების შესახებ”. მისი გამოქვეყნების გამო მკითხველს ერთგვარ ბოდიშსაც კი ვუხდიდი წინათქმაში: “პატივცემულო მკითხველო, რაც თავი გვახსოვს, დამოუკიდებელ საქართველოში სულ პოლიტიკურეკონომიკური დაძაბულობაა ან კიდევ უარესისამოქალაქო დაპირისპირება და ომი. ხელისუფლების ოთხჯერ შეცვლამ საქმეს ვერ უშველამმართველობის სტილი და პოლიტიკური კურსი არ იცვლება. გამონაკლისი არც ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობაა, ამიტომ სხვა თემებისთვის, თითქოსდა, ვერც უნდა ვიცლიდეთ, მაგრამ მჯერა, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ მასში წამოჭრილი საკითხები ისევე მნიშვნელოვანია (თუ უფრო მეტად არა), როგორც მამათმავლობალესბოსელობა და ნარკომანია”.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს აგვიხდა კოვიდ-უბედურების სახით ექვს თვეში. წერილში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იბეჭდებოდა გაგრძელებებით, ყურადღება ვაქცინებით გამოწვეულ უმძიმეს გართულებებზე, ძირითადად, ახალგაჩენილ (50 წლის წინათ, პრაქტიკულად, არარსებულ) ორ ნოზოლოგიურ ერთეულზე (დაავადებაზე) _ “აუტიზმსა” და “ჩვილ ბავშვთა უეცარ სიკვდილზე” იყო გამახვილებული. ვინაიდან იმხანად აცრა-არაცრის საკითხი ასე მწვავედ არ იდგა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან), ის წერილი, ალბათ, ბევრს არც წაუკითხავს ან აქტუალურად არ მიიჩნია, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე, აცრებთან დაკავშირებული ზოგიერთი რამ შემეხსენებინა მკითხველისთვის. ვაქცინაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან, ამის მთავარი მიზეზიც მასობრივი ვაქცინაციის შემოღება და გახშირებული გართულებებია. აი, ვაქცინაციის მომხრეების, შეიძლება ითქვას, ერთადერთი, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი არგუმენტი: “ვაქცინაციის წყალობით კაცობრიობამ დაამარცხა ინფექციური დაავადებები, ამაზე მეტყველებს დაავადებების სტატისტიკა”, _ აცხადებენ ისინი და მაგალითად მოჰყავთ ისეთი მძიმე დაავადების დამარცხება-გაქრობა, როგორიცაა ყვავილი და ზოგიერთი სხვა საშიში ინფექცია. “ამის დაუნახაობა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების სიბნელესა და ჩამორჩენილობაზე მიუთითებს მხოლოდ”, _ ამგვარი შეურაცხმყოფელი შეფასების უფლებასაც კი აძლევს თავს ზოგიერთი, საკუთარ განსწავლულობაში ღრმად დარწმუნებული ექიმი-ინფექციონისტი. თითქოს ყველაფერი სწორია მათ არგუმენტში, მაგრამ ვაქცინაციის “ჩამორჩენილ” მოწინააღმდეგეებს არანაკლებ მნიშვნელოვანი და, თანაც, უამრავი კონტრარგუმენტი გააჩნიათ: არ არსებობს არავითარი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ეს შედეგი ვაქცინაციის დამსახურებაა, _ აცხადებენ ისინი, _ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორებიცაა ტუბერკულოზი, დიფტერია, ქუნთრუშა, წითელა და ყივანახველა, მკვეთრად შემცირდა მასობრივი ვაქცინაციის შემოღებამდე გაცილებით ადრე _ მეოცე საუკუნის შუა ხანებში. და, რაც მთავარია, ისეთი უაღრესად საშიში დაავადებებიც კი, როგორებიცაა ჭირი, ქოლერა, მალარია, ტიფი, ქუნთრუშა, რომელთა საწინააღმდეგო სანდო ვაქცინა დღემდე(!) არ არსებობს, პრაქტიკულად გამქრალია განვითარებულ სახელმწიფოებში. მრავლისმეტყველია ის ფაქტიც, რომ იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრები (.. “ბეცეჟირება) მასობრივად არ ტარდება ან კარგა ხნის გაუქმებულია, ტუბერკულოზით დასნეულება გაცილებით დაბალია, ვიდრე იქ, სადაც (რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სხვ.) ყველა ახალშობილი სამშობიაროშივე (!) იცრება. ეპიდემიოლოგების უმრავლესობა თანხმდება იმაზეც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე ინფექციური დაავადებების გაქრობის თუ მკვეთრად შემცირების უმთავრესი მიზეზი აცრები კი არა (ბევრ მათგანზე ხომ, როგორც ვთქვით, არც არსებობს ვაქცინა), საერთოდ, სანიტარულ-ჰიგიენური(!) პირობების გაუმჯობესებაა (სასმელი წყლის, კვების პროდუქტების ხარისხის და სხვ.). ამით არ სრულდება ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების არგუმენტები, მათ ხელთ აქვთ არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა ინფექციური დაავადებების კლებაგაქრობის შესახებ, არამედ ვაქცინაციით გამოწვეული უმძიმესი გართულებების, ახალგაჩენილი(!) დაავადებებისა და სიკვდილის მილიონობით ფაქტიც, თანაც, დადასტურებული ამერიკის სასამართლოების მიერ, სადაც წარმოუდგენლად ძნელია იმის დამტკიცება, რომ ბავშვის დაღუპვის უშუალო მიზეზი ვაქცინა იყო (აღარაფერს ვამბობ იმ გართულებებზე, რომლებიც აცრიდან რამდენიმე კვირისა და თვის შემდეგ ან კიდევ უფრო გვიან იჩენს თავს) _ ამას წლები, დიდი ენერგია და ფინანსები სჭირდება, რომლის თავიც ბევრს არ აქვს. და მაინც, იმდენი გაუბედურებული მშობლის საჩივარი შედიოდა (და შედის დღესაც) შეერთებული შტატების (ყველაზე მაღალი პროცენტი აცრილებისა სწორედ იქაა) სასამართლოებში, რომ კონგრესი იძულებული შეიქნა, სპეციალური სასამართლო _ ე.წ. ვაქცინების სასამართლო შემოეღო და ჯანმრთელობისთვის ვაქცინებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად “საკომპენსაციო პროგრამაც” დაეწესებინა 1986 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი ოჯახების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი აღწევს სასურველ შედეგს, 2020 წლისთვის ამ ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 4 მლრდ დოლარზე მეტი იყო გადახდილიბიუჯეტიდან, ანუ ხალხის, მათ შორის, დაზარალებული ხალხის ჯიბიდან და არა ვაქცინების მწარმოებლების ჯიბიდან. როგორც ზემოთ ვთქვით, იმდენი ადამიანი უჩიოდა ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა უარი განაცხადეს მათ დაზღვევაზე. ვაქცინების მწარმოებელმა უმდიდრესმა კომპანიებმა შანტაჟით (საერთოდ შევწყვეტთ ვაქცინების გამოშვებასო) და, სავარაუდოდ, მოქრთამვითაც მიაღწიეს იმას, რომ 1986 წელს ამერიკის კონგრესს მიაღებინეს კანონი, რომლის ძალითაც ისინი განთავისუფლდნენ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და მას შემდეგ ვაქცინების ხარისხზე პასუხს აღარ აგებენ, თუნდაც აცრის მომენტშივე დაიღუპოს ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვაქცინაციით გამოწვეულ გართულებებზე მხოლოდ მოწინააღმდეგენი საუბრობენ, მხოლოდ ისინი იშველიებენ ფაქტებს და სოლიდური სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩატარებულ კვლევებს. მათგან მხოლოდ ორს მოვიყვან მაგალითად, მაგრამ თვალის ასახელად სავსებით საკმარისს:

Journal of Public Health and Epidemiology-ის 2014 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერთა ჯგუფის 30-წლიანი (დაწყებული 1979 წლიდან) მასშტაბური კვლევის შედეგები “გარემო ფაქტორების გავლენა ოთხი სახელმწიფოს _ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის მოსახლეობაზე”. დადგინდა უტყუარი კავშირი ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე (აბორტირებული ცოცხალი ნაყოფის უჯრედებზე) დამზადებულ ვაქცინებსა და ბავშვთა ფსიქიკური სფეროს მძიმე დაზიანებებს შორის, როგორებიცაა: ფსიქიკური განვითარების შეფერხება, აუტიზმი, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, სწავლის გაძნელება და ბავშვთა შიზოფრენია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ამერიკის შემთხვევაში, რადგან, თუ 1983 წელს 15 თვემდე ასაკის ბავშვებს ექვსი აცრა უტარდებოდათ და 10 000 ბავშვიდან ერთს უვითარდებოდა აუტიზმი, 30 წლის შემდეგ, 2014 წლისთვის, როცა უკვე 4-ჯერ მეტი, 23 ვაქცინით ცრიდნენ თოთო ბავშვებს, აუტიზმის შემთხვევებმა 150(!)-ჯერ მოიმატა და იგი ყოველი 68 ბავშვიდან ერთს უვითარდებოდა. თუ 2009 წლისთვის აშშ-ში აუტიზმით დაავადებული 673 ათასი ბავშვი იყო აღრიცხული, 5 წელიწადში მათმა რაოდენობამ 60%-ით მოიმატა და 1 083 353-ს მიაღწია! როგორც ვარაუდობენ მეცნიერები, ასე თუ გაგრძელდება, სულ მალე, 2025 წლისთვის, უკვე ყოველი მეათე ბავშვი იქნება აუტიზმით შეპყრობილი.

შოკისმომგვრელი იყო მონაცემები, რომლებიც 2017 წელს გამოქვეყნდა სათაურით: “აცრილი და აუცრელი 6-დან 12 წლამდე ამერიკელი ბავშვების ჯანმრთელობის შედარებითი შესწავლა” (666 ბავშვიდან 261 აუცრელი იყო) _ თითქმის ყველა დაავადება (ალერგიული რინიტი, სწავლის გაძნელება, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, აუტიზმი, ფსიქიკური განვითარების შეფერხება, ეგზემა, ქრონიკული ოტიტი, სხვა ქრონიკული დაავადებები) 3-5-ჯერ უფრო ხშირი იყო აცრილებში, ვიდრე აუცრელებში. ვაქცინების შემთხვევაში მსგავსი შედარებითი კვლევები თითქმის არ ტარდება და, მედიკამენტებისგან განსხვავებით, არც პლაცებოს მეთოდით ხდება მათი ეფექტურობის შეფასება. ვაქცინა წამლად არ ითვლება და იმიტომო, _ ისე გვპასუხობენ ვაქცინაციის მომხრეები, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, შესწავლილი წამლით მომწამლავ, თუ სათანადოდ შეუსწავლელი, ვაქცინად წოდებული სამედიცინო პროდუქტით მომიღებ ბოლოს.

სანამ უშუალოდ კოვიდვაქცინაციაზე ვიტყოდე რამეს, ჯერ ამ ვაქცინების შესახებ უნდა ითქვას. ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინა (MRNA ვაქცინები _ “ფაიზერიდამოდერნაიქნება ეს თუ ვექტორული _ შიმპანზეს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ადენოვირუსზე დამზადებულებიასტრაზენეკადასპუტნიკი”) არ არის ვაქცინა ტრადიციული გაგებით, _ როდესაც ორგანიზმში მკვდარი ან დასუსტებული პათოგენის (ბაქტერიის, ვირუსის) განსაზღვრული რაოდენობა შეჰყავდათ, ორგანიზმი კი ანტისხეულების გამომუშავებით რეაგირებდა, იგი გენების ფრაგმენტების ნარევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში შეჰყავთვირუსების მწარმოებელი ფაბრიკადა, არავინ არ იცის ზუსტად, თუ როგორ მუშაობს ეს ფაბრიკა, როდის შეწყვეტს ის ვირუსის გამომუშავებას. კოვიდ-19-ის ვაქცინების შექმნაში გამოყენებეული MRNAA ტექნოლოგიის გამომგონებელი დოქტორი რობერტ მელოუნი ბრალს დებს მთავრობას იმაში, რომ იგი არ ლაპარაკობს ვაქცინასთან დაკავშირებულ რისკებზე და აცხადებს, რომ ამ ვაქცინით ახალგაზრდები და თინეიჯერები არ უნდა აცრან. ვაქცინების შემქმნელი დოქტორი Geert Vanden Bossche გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობა უპრეცედენტო მასშტაბის კატასტროფის _ განადგურების ზღვარზე დგას, რომ MRNA ვაქცინა შედარებით ნაკლებად საშიშ კორონავირუსს მასობრივი განადგურების ბიოიარაღად გარდაქმნის (MRNA _ ეს არის უჯრედებში არსებული შიკრიკი (messenger) რნმ _ რიბონუკლეინის მჟავა, რომლის მოლეკულებსაც ცილების შესაქმნელად საჭირო გენეტიკური ინფორმაცია გადააქვს).

ნებისმიერი ვაქცინით იძულებითი აცრა დანაშაულია, სათანადოდ შეუსწავლელი ვაქცინით აცრა _ ორმაგი დანაშაული, ხოლო სულ ახალი ტიპის გენური ინჟინერიით შექმნილი ვაქცინით იძულებითი აცრა უმაღლეს სასჯელს იმსახურებს. რატომ? იმიტომ, რომ არავინ, თვით ვაქცინების შემქმნელებმაც, არ იციან, თუ რა გავლენას მოახდენს გენების რნმის ფრაგმენტების კოქტეილით განხორციელებული ვაქცინაცია ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამის გასაგებად რამდენიმე წელი საკმარისი არ არის, მას 10-15 და მეტი წელი სჭირდება. კოვიდვაქცინებს კი მხოლოდ რამდენიმეთვიანი დაკვირვება აქვთ გავლილი, რაც ტრადიციული, კარგად აპრობირებული მეთოდით დამზადებულებისთვისაც კი არ არის საკმარისი. შედარებით მცირე დროის გასვლის მიუხედავად, კოვიდვაქცინაციის საზიანო მოქმედებამ უკვე ამ მხრივაც იჩინა თავი. დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA), რომელიც რეგულარულად აქვეყნებს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, იუწყება, რომ 2021 წლის 23 ივნისისთვის კატასტროფულად, 3016%-ით მოიმატა მუცლის მოშლამ კოვიდვაქცინირებულ ქალებში, სხვა გართულებებმა კი მილიონს გადააჭარბა (43 მილიონი აცრილიდან). ამგვარი ვაქცინების მოწინააღმდეგე მეცნიერები თვლიან, რომ მთავარი და გამოუსწორებელი საშინელება მაინც მომავალში _ რამდენიმე წლიდან ერთორ თაობაში (შესაძლოა, უფრო გვიანაც!) იჩენს თავს, როდესაც კაცობრიობა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და, რაც მთავარია, ჩვენი თაობის დროს დაშვებულ საბედისწერო შეცდომას, უფრო კი შეგნებულად ჩადენილ დანაშაულს, უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს. ამერიკელი Lee Merritt-ის საჯარო მოხსენების სათაური ასეთი იყო: იძულებითი MRNA ინოკულაცია (აცრა) _ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი გენოციდური დანაშაულია”!

საგაზეთო წერილში ძნელია პრობლემის ყველა მხარეზე საუბარი, ამიტომ კოვიდვაქცინებით გამოწვეული გართულებებიდან მხოლოდ სიკვდილიანობაზე შევჩერდები.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თანახმად, ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღმრიცხველმა სისტემამ (VAERS VACCINE ADVERSE EVENT REPORTING SYSTEM)  2021 წლის პირველ სამ თვეში კოვიდვაქცინაციით გამოწვეული სიკვდილის 1 750 შემთხვევა აღრიცხა, ხოლო ივნისის შუა რიცხვებში _ 5 997 (290 მილიონ აცრაზე), რაც სხვა ვაქცინებისგან 2020 წელს დაღუპულთა საერთო რაოდენობაზე (165 შემთხვევა 300 მილიონ აცრაზე) 36-ჯერ მეტია და საგრძნობლად აღემატება ბოლო 20 წლის განმავლობაში ვაქცინებისგან დაღუპულთა საერთო რაოდენობას (კოვიდვაქცინაცია აშშში 2020-ის დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო). ამ საგანგაშო ცნობას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. არადა, ჩვეულებრივ, როდესაც შეერთებულ შტატებში მხოლოდ ხუთი ადამიანი იღუპება და ეჭვი სამედიცინო პროდუქტზეა მიტანილი, FDA (კვებითი და სამედიცინო პროდუქტების სამმართველო) ე.წ. შავი ყუთის გაფრთხილებას (Black Box Warning)  აქვეყნებს _ ეს არის მომხმარებლისთვის გამოცემული შეტყობინება იმის შესახებ, რომ ამ მედიკამენტმა, შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს. 50 ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში კი ეს პროდუქტი საერთოდ იხსნება წარმოებიდან. ასე მოხდა, მაგალითად, 1976 წელს, როდესაც “ღორის გრიპის” გავრცელებისას 45 მილიონი აცრილიდან 53 გარდაიცვალა და ამ მიზეზით შეწყვიტეს კიდეც ვაქცინაცია. ამჯერად კი არანაირი რეაგირება, ვითომც არაფერი არ ხდება და ყველაფერი “ნორმის” ფარგლებშია, თითქოს კოვიდვაქცინები უსაფრთხოა და ეფექტიანი. უნდა ითქვას, რომ გართულება-სიკვდილიანობის მხრივ კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა ევროპაში _ ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ცნობით, 3 მაისისთვის კოვიდვაქცინებისგან დაღუპული იყო 5 993 ადამიანი, რაც 50-ჯერ მეტია ტრადიციულ ვაქცინებთან შედარებით. CDC-ის ერთ ლინგვისტურ-იურიდიულ ვირეშმაკობაზეც უნდა ითქვას: ვინაიდან არც ერთ კოვიდვაქცინას მსოფლიოში დაკვირვება-გამოცდის სამივე ფაზა სრულყოფილად არ გაუვლია (და, მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვაქცინაცია მაინც მაქსიმალური ტემპით მიმდინარეობს მსოფლიოში _ დღეს ასობით მილიონი ადამიანია ვაქცინირებული სრულად, ანუ მიღებული აქვს ორივე დოზა), CDC-ს და EMA-ს არ დაუმტკიცებია არც ერთი მათგანი, ისინი არეგისტრირებენ ამ ვაქცინებს, როგორც “გადაუდებელ გენურ თერაპიულ საშუალებას” და ნებას რთავენ, დასაშვებად მიიჩნევენ მათ გამოყენებას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. გაოგნდები კაცი _ მაშ, რისთვის იხარჯება მილიარდები და რატომ იცრება სრულიად მსოფლიო?! ნუთუ ერთადერთი გამოსავალი არასაკმარისად შესწავლილი, ბოლომდე გამოუცდელი ვაქცინებით საყოველთაო აცრაა?! თუნდაც, 100%-ით იყოს რომელიმე ვაქცინა ეფექტიანი, რა აზრი აქვს მის გაკეთებას, თუკი ის 3-თვიან იმუნიტეტს იძლევა მხოლოდ?! ყოველ სამ თვეში უნდა ავიცრათ?! აი, როგორ გვიხსნიან რეგულარული აცრების აუცილებლობას ვითომ ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი პირები: ვინაიდან კოვიდგადატანილების სისხლში ანტისხეულები სამ თვეში (ზოგჯერ უფრო მალეც) ქრება და, მაშასადამე, იმუნიტეტიც აღარ აქვს ორგანიზმს, ამიტომ განმეორებითი კოვიდინფიცირებისგან თავის დასაცავად სამი თვის თავზე აცრა აუცილებელიაო. ზუსტად იგივე წესი მოქმედებს აცრილების მიმართაც – მათაც ხელახალი ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ ყოველ 3-4 თვეში, და ა. შ. და ა.შ. (ზუსტად 90 დღის თავზე ცრიან ამერიკაშიც ჰოსპიტლიდან გაწერილებს, თუნდაც ძალიან მძიმე ფორმით ჰქონდეს ადამიანს კოვიდი გადატანილი). იმის დამადასტურებელი კვლევა კი, რომ დაავადების გადატანიდან სამი თვის თავზე აცრა აუცილებელია, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან:

ცნობილია, რომ სისხლში მოხვედრილ ანტიგენზე, ანუ ნებისმიერ უცხო სხეულზე, ბაქტერია იქნება ეს, ვირუსი თუ სხვა, ჩვენს ორგანიზმს ყოველთვის ექნება იმუნური პასუხი _ იგი ყოველთვის გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ორი კვირის თავზე ანტისხეულების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს, ოღონდ შემდგომში კლებას იწყებს და ქრება კიდეც. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ცხოვრების განმავლობაში იმდენი ანტიგენი ხვდება ორგანიზმში, რომ ყოველ მათგანზე გამომუშავებული ანტისხეულები სისხლში თუ დარჩებოდა, მაშინ, როგორც მოლეკულური ბიოლოგი, რატგერის (ნიუ-ჯერსი) უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე სევერინოვი ამბობს, ჩვენი სისხლი ჟელეს დაემსგავსებოდა. სწორედ ამიტომ ქრება ანტისხეულები, მაგრამ ძვლის ტვინში არის ე.წ. მეხსიერების უჯრედები, რომლებიც იმახსოვრებს ანტიგენს და მისი განმეორებით მოხვედრის შემთხვევაში უცებ ცნობს მას, სწრაფად იწყებს გამრავლებას და წარმოქმნის “დაუკითხავი სტუმრის” გასანეიტრალებლად საჭირო რაოდენობის ანტისხეულებს. ასეთი ჭკვიანია ჩვენი ორგანიზმი, განსხვავებით ზოგიერთისგან ჩვენთან თუ უცხოეთში. თუკი ახალახალი შტამებით გამოწვეული პანდემიის ტალღები გაგრძელდება (არადა, ასეთი პირი უჩანს) და ძველმა ვაქცინამ ახალ შტამებზე არ იმოქმედა, მაშინ ჯანდაცვის მესვეურების მენტორული შეგონებებიდან გამოდის, რომ ძველ ვაქცინას ახლები უნდა დავამატოთ ანდა ჩავანაცვლოთ და ისინიც სამ თვეში ერთხელ უნდა ვიჩხიროთ მანამ, სანამ რომელიმე აცრის შემდეგ წერილს არ წავიღებთ (არავინ დაიჯეროს, რომ ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ათეულობით მილიონ გამოუყენებელ დოზას ვინმე გადაყრის _ როგორცღორის გრიპისპერიოდში გაგზავნეს მილიონობით მორჩენილი დოზა აფრიკაშიდახმარებისსახით, ისევე მონახავენ შესაფერის ადრესატს განვითარებად სახელმწიფოებში, ჩვენი ჩათვლით, ცხადია). ის, რაზეც ზევით ვილაპარაკეთ, ვირუსებთან ბრძოლის არათუ არასწორი, დანაშაულებრივი მეთოდია სულით ავადმყოფი, კაცთმოძულე არსებების თავში შობილი. ყველა პატიოსანი და ჭეშმარიტი მეცნიერის მოსაზრებით ერთადერთი ეფექტიანი და ყოველმხრივ გამართლებული გზა ჩვენი გადარჩენისა იქნება, თუკი ამგვარი “ვაქცინების” შექმნა-წარმოება-შეძენაში კი არ დაიხარჯება ასობით მილიარდი, არამედ თითოეული ადამიანის ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერებაში _ მისი საცხოვრებელი, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, კვების, სასმელი წყლის ხარისხისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების გზით. ეს არის ყველაზე მართებული და ეფექტიანი გზა. ინიექციებითა და აბებით, ზემოჩამოთვლილი პირობების დაუცველად, ადამიანის გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდება, მისი იმუნური სისტემა მუდამ დაქვეითებული იქნება.

იაკობ ლეჟავა

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here