Home სხვადასხვა დაიჯესტი “კიდევ მილიონობით მიგრანტი ჩამოვა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი ხალხი”

“კიდევ მილიონობით მიგრანტი ჩამოვა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი ხალხი”

608
“კიდევ მილიონობით მიგრანტი ჩამოვა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი ხალხი”

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ვარაუდობს, რომ მიგრაციის კრიზისი გრძელვადიანი ფენომენია და ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ევროკავშირის შეცდომების გამოსასწორებლად.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ბრიუსელმა ბევრი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, მიგრაციის კრიზისის დაძლევამდე ჯერ კიდევ შორია და მიგრაციის წნეხი მომავალ ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზრდება.

“ევროპის მოსახლეობა მცირდება, საპირისპირო მდგომარეობაა აზიასა და აფრიკაში. ეს სიტუაცია სასაზღვრო კონტროლის უფრო ძლიერ სისტემას საჭიროებს. მილიონობით მიგრანტი კიდევ ჩამოვა და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ხალხის დაცვა იქნება. ევროპელ პოლიტიკოსებს იმიგრაციის ლეგალიზება სურთ, ფიქრობენ, რომ ეს სწორი გამოსავალია. ჩვენ ამას სხვანაირად ვხედავთ. კითხვა კვლავ რჩება: როგორ გამოვიყენებთ გამოყოფილ ბიუჯეტს? როდის გააანალიზებენ ევროპული პარტიები, რომ მიგრაციის მხარდაჭერას უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს, ვიდრე სარგებელი?” _ აღნიშნა ორბანმა.

1 COMMENT

  1. ევროპა ამერიკა დაეხმარეთ იმ გაჭირვებულ ქვეყნებს საიდანაც ეს ემიგრანტები არიან. და შესაბამისად დაამაგრეთ და დაასაქმეთ ეს ხალხი თავის ქვეყანაში. ემიგრაცის პრობლემაც მოგვარდება. თუ არა და გადაგივლიან და შეგჭამენ

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სანდრო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here