Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და...

კელი დეგნანი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად

3420
კელი დეგნანი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად

საქართველოში აშშ ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლადმისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში როგორც ამერიკის, ისევე ევროპის მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია.

„ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები არის მართლაც მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის არის შესაძლებლობა საქართველოში არჩეულ იქნას უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც იქნება მრავალი ხმა წარმოდგენილი, იქნება მეტი მრავალფეროვნება პარლამენტში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, ასევე ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიაში მყოფ კანდიდატებსაც იმიტომ, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტი წარმომადგენელია პარლამენტის პროპორციულ სიებში.

ეს არჩევნები არის წინ გადადგმული ნაბიჯი სრულად პროპორციული არჩევნებისკენ, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ინტერესი როგორც ამერიკის, ისევე ევროპის მხრიდან არის საკმაოდ დიდი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ipn.ge

1 COMMENT

  1. ბელო რუსიაშ ხომ სამართლიანად ჩატარდა, რატომ უბუნტებთ ხალხს? ერთი დამკვირვებელი და ერთი კომისიის წევრი არ გამოსულა, და არჩევნებზე პრეტენზია არ გამოუთქვია. მაგრამ თქვენ მაინც გაყალბებულად თვლით.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: kako Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here