Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი – სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს, ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება...

კელი დეგნანი – სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს, ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ცხადია – ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, როცა შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია

81

ქართულ ოცნებასჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული განხილვები.

„19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად და აშკარად არის მითითებული, რომ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული განხილვები, რომელიც მოგვიტანს სასამართლოს სისტემის ამბიციურ რეფორმას. იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე, მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია.

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მსურს ასევე ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობს, ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს შექმნას და გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა დეგნანმა.

https://www.interpressnews.ge/

2 COMMENTS

  1. პარადოქსია: ნუთუ შეიძლბა ეს არსება მთელ ქართველ ხალხს არიგებდეს ჭკუას?!

  2. ესე აფრიკაში აღარ იქცევიან. სამწუხაროდ ბევრი ვერ ხვდება რომ ესეთი კოლონიალური დამოკიდებულება საშინელი შეურაცხყოფაა ქვეყნის და მისი ყველა მოქალაქის

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here