კატალონიის ჟენერალიტეტის (ავტონომიის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო) ხელმძღვანელად არჩეულმა კიმ ტორამ განაცხადა, რომ “შეასრულებს თავის მოვალეობებს ხალხის ნების თანახმად მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა”, _ იუწყება La Vanguardia.
კიმ ტორამ ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას. მაგრამ მას სიტყვაც არ დასცდენია, რომ ერთგული იქნება მეფის _ ფილიპე VI-ისა და ესპანეთის კონსტიტუციის. არადა, ასეთი რამ თავის დროზე მისმა წინამორბედმა კარლეს პუჩდემონმა თქვა, როცა 2016 წელს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
ცერემონიას არ ესწრებოდნენ ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლები.