Home ახალი ამბები მსოფლიო კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა ესპანეთის მეფისადმი ერთგულების ფიცი არ დადო

კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა ესპანეთის მეფისადმი ერთგულების ფიცი არ დადო

918
კიმ ტორა

კატალონიის ჟენერალიტეტის (ავტონომიის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო) ხელმძღვანელად არჩეულმა კიმ ტორამ განაცხადა, რომშეასრულებს თავის მოვალეობებს ხალხის ნების თანახმად მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა”, _ იუწყება La Vanguardia.

კიმ ტორამ ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას. მაგრამ მას სიტყვაც არ დასცდენია, რომ ერთგული იქნება მეფის _ ფილიპე VI-ისა და ესპანეთის კონსტიტუციის. არადა, ასეთი რამ თავის დროზე მისმა წინამორბედმა კარლეს პუჩდემონმა თქვა, როცა 2016 წელს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

ცერემონიას არ ესწრებოდნენ ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here