Home რუბრიკები პოლიტიკა კარგად გაერკვიეთ, ვინ დგას დამთავრების გზაზე

კარგად გაერკვიეთ, ვინ დგას დამთავრების გზაზე

მადლობა საკუთარ პარტიასა და პირადად ივანიშვილს უთხარით!

კარგად გაერკვიეთ, ვინ დგას დამთავრების გზაზე

საქართველო, უკვე მერამდენე წელიწადია, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. შემდეგ, წესისამებრ, იწყება წაგებული მხარის პროტესტი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, ევროპის ქვეყნებისა თუ ამერიკის ელჩების რეზიდენციებში სირბილი, არიქა, მხარი დაგვიჭირეთ, ესენი თქვენს მითითებებს არ ასრულებენ, ჩვენ უკეთ შევასრულებთო (თავისი უკეთესობა რამეთი ხომ უნდა დაასაბუთონ) და არავის, აბსოლუტურად არავის არ ახსოვს რიგითი მოქალაქეები; ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მისცეს. მათგან ზოგმა ფული აიღო (ზოგმა ორივე მხარისგან), ზოგმა სამსახურის დაკარგვის შიშით გააკეთა არჩევანი, ზოგმაც კი ალალად, ქვეყნის მომავლის იმედით, საკუთარი შეხედულებისამებრ შემოხაზა ესა თუ ის პარტია.

გამონაკლისი არც ეს არჩევნებია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ოპოზიციას ჯიუტად სურს ხელისუფლების სათავეში მოსვლა. მთავარი მიზეზი ამისა, რასაც კულუარულად ასახელებენ, არის ის, რომ “დემოკრატიულ” სახელმწიფოში რვა წლის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. თურმე სწორედ ამ საბაბით გაუშვეს 2012 წელს სააკაშვილი და ახლა კეთილი ინებოს “ოცნებამ” და ისიც წავიდესო. სხვათა შორის, არავინ ამბობს, რომ არჩევნები 2012 წელსაც გაყალბდა და რეალურადოცნებასგაცილებით მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, მაგრამ გამარჯვებული გუნდი ბოლომდე არ მიჰყვა ამ ამბავს. არადა, მათ ადგილას სააკაშვილი რომ ყოფილიყო, გამარჯვების შემთხვევაშიც კი ხმების გადათვლას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვდა, უფრო მსუყე ნაჭერი რომ რგებოდა. არჩევნებში მარცხის აღიარება კიდევ სააკაშვილს და, შესაბამისად, “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურთ. ჰო, სწორედ მათ, თორემ დანარჩენმა პარტიებმა ხმების ძალიან ცოტა რაოდენობა აიღეს, მაგრამ ლოკომოტივად სწორედ ნაციონალები აირჩიეს, ვაგონებად ჩაებნენ და, ხრამში რომ გადაიჩეხონ, თანახმანი არიან. აი, ნაციონალებს ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლების სათავეში დაბრუნება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმაზე მეტს იკადრებენ, ვიდრე თავის დროზე, ოღონდ ამჯერად უკეთესად შეფუთავენ, მაქსიმალურად გაცხრილავენ რიგებს, დააბრუნებენ ახალაიებს, დააბრუნებენ მუხაძეს, ადეიშვილსა და ყველას, ვინც მაშინ ეს სისტემა შექმნა, ეს დღევანდელი ოპოზიცია კი ხელის ბიჭად ეყოლება მიშას.

დასავლეთმა რიგგარეშე არჩევნებს მხარი საჯაროდ არ დაუჭირა. ევროკავშირმა აღიარა და ამერიკის ელჩმაც (სახდეპიდან ცერად როცა გამოხედეს, მერე) სახალხოდ თქვა: არჩევნები ხარვეზებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სამართლიანად ჩატარდაო, მაგრამ რეალურად სხვა სურათი გვაქვს…

კელი დეგნანი
კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ჯო ბაიდენის ბანაკს ეკუთვნის, ე.ი., პირწავარდნილი ლიბერალია და ერთი სული ჰქონდა, დონალდ ტრამპს არჩევნები წაეგო; იმ ტრამპს, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან თქვა: ამერიკა არავის აღარ ასწავლის, როგორ იცხოვროსო, და სურდა, მოეგო იმ ბაიედენს, რომელმაც უკვე აღნიშნა: ამერიკა დაბრუნდა და მზად არის, მსოფლიოს უხელმძღვანელოსო. სწორედ დეგნანის სიჯიუტისა და კატეგორიული მოთხოვნის ბრალია ის, რომ კონსტიტუცია შევცვალეთ და შევცვალეთ ისე, რომ ნებისმიერ მომენტში, არჩევნების შემდეგ, იგივე ამერიკა შედეგს, საიდანაც სურს, იქიდან მოაბამს ყურს. რიგითი ადამიანების ასმა პროცენტმა დღემდე ვერ გაიგო, რა სისტემით ითვლება პროპორციული ხმები და რას ნიშნავს ე.წ. ჩამკეტი, რომლის შედეგადაც “ოცნების” სიით გასულ 61 დეპუტატს ერთი დეპუტატი “ჩამოეჭრა” და მხოლოდ 60 შერჩა. სამაგიეროდ, “ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი 36 დეპუტატით და ამ რეალობას 2012 წელს ყველაზე თამამ სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ ნაციონალები.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრების შემდეგ ამერიკის ელჩი ლიდერებს ამჯერად ცალ-ცალკე ხვდება. როგორც გვითხრეს, ელჩის რეზიდენციაში შესულ ოპოზიციონერ ლიდერებს თხემით ტერფამდე ჩხრეკენ, მეტალოდეტექტორზე ატარებენ და ეს მხოლოდ იმიტომ, ვინმემ ჩამწერი მოწყობილობა არ შეიტანოს და მერე ხმაური არ ატეხოს: აგერ, ბატონო, ქალბატონი კელი რეალურად ჩვენ გვიჭერს მხარს და მხოლოდ იმას ელოდება, ბაიდენმა ოფიციალურად მოირგოს პრეზიდენტის სავარძელი, მერე არც რიგგარეშე არჩევნებია შორსო.

ოპოზიცია

სწორედ ბაიდენის ამერიკა ცდილობს, პარლამენტში მხოლოდქართული ოცნებადატოვოს, რომ შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს ამერიკა საჯაროდ მხარს უჭერს ჩატარებულ არჩევნებს, კულუარულად კი

დაზუსტებული ინფორმაციით, ოცნებისლიდერები იმ ადამიანებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რომლებიც ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო სიის ქვედა ნაწილში არიან. თუ ლიდერები უარს იტყოდნენ შესვლაზე, სიით მომდევნო ნომერსაც უარი უნდა ეთქვა და, როგორც გვითხრეს, არაერთი მათგანი პარლამენტში შესვლას დათანხმდა. ინფორმაციამ გაჟონა და ეხლა ალაპარაკდნენ, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო სიის განულებას აპირებენ, მაგრამ ეს (და არც სინდისი) სრულებით არ უშლით ხელს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაში. ჰო, ათეულობით მილიონი ლარი ოპოზიციური პარტიების ანგარიშზე ყოველწლიურად უნდა დაირიცხოს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში ისინი მშიერი დარჩებიან, ნურას უკაცრავად. ისევ მიიღებს გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარეობისთვის თვეში 5 ათას ლარს, ამდენივეს _ შალვა ნათელაშვილი, იქით კიდევ სხვები და… პარტიის ქვედა რგოლი არც არავის აინტერესებდა და არც დააინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებთან შეუთანხმებლად არ გადაწყვეტდნენ სიის განულებას. არც ჩვენ გვეკითხებიან, გვსურს თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის დაფინანსება ბიუჯეტიდან და, საზოგადოდ, გვსურს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით პარტიების დაფინანსება. კეთილი ინებეთ, ბატონებო, პოზიციამაც და ოპოზიციამაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მოიხსენით და, თუ მე, რიგით ამომრჩეველს, დამარწმუნებთ, რომ თქვენი პროგრამა საუკეთესოა, თანხას შემოგწირავთ და იმით იარსებეთ; თუ ვერ დამარწმუნებთ _ არ შემოგწირავთ, .., თქვენი არ მჯერა, არ მინდიხართ ხელისუფლებაში და ბიუჯეტიდან რატომ მართმევ ჩემ მიერ გადახდილ თანხას?

ფაქტია, რომ თუ ტრამპი დამარცხდა, ამერიკაში ლიბერალიზმი გაიმარჯვებს და, ვისაც სჯერა, რომ ლიბერალები 80 წელს მიღწეულ ბაიდენს საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებას დაანებებენ, ძალიან ცდება. სწორედ ლიბერალიზმის სახელით გამოუყვანენ წირვას საქართველოს მსგავს ქვეყნებს -მათი პროექტით, ქვეყნებმა 10 მლნ-ზე ნაკლები მოსახლეობით საერთოდ აღარ უნდა იარსებონ. კიდევ ვიმეორებთ: იმის მიუხედავად, რომ კელი დეგნანი საქართველოში სწორედ ტრამპის დანიშნულია, ის არ მალავდა ლიბერალური ბანაკისადმი კეთილგანწყობას და მას მხარს დაუფარავად უჭერდა. ისიც გემახსოვრებათ, ნაციონალების ზეობის პერიოდში როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ბაიდენთან და ლიბერალური იდეების გატარების გამო როგორ უკმევდნენ გუნდრუკს ამერიკელები მიშას. სწორედ იმხანად მომწიფდა იდეა, შეემუშავებინათ კანონპროექტი საქართველოში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ლეგაზაციის შესახებ, მაგრამ კანონპროექტი ვერ გავიდა. და ვერ გავიდა ერთადერთი მიზეზით _ ხელისუფლება შეიცვალა და ახლებს ეყოთ ჭკუა, საშვილიშვილოდ არ მოეჭრათ თავი. აი, ნაციონალებს კი თავიც მოჭრილი ჰქონდათ და სირცხვილიც სულაც არ აწუხებდათ იმის გამო, რასაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს, მაგრამ ამ არჩევნებზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მაინც მიიმხრეს. რამდენიც უნდა მოიტყუონ ახლა თავი “ოცნების” მხარდამჭერებმა, _ გახარია დაჰპირდა და დაამთავრა ნაციონალებიო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია: თუ წინა პარლამენტში ნაცებს 7 დეპუტატი ჰყავდათ, ახლა 36 ჰყავთ და ამას დამთავრებას ეძახით?! თქვენ რამდენი დეპუტატი გყავდათ წინა პარლამენტში და რამდენი გყავთ ახლა? კარგად გაეკვიეთ, ვინ დგას დამთავრების გზაზე და ვინ _ აღმავლობის. როცა გაერკვევით, მადლობა საკუთარ პარტიას და პირადად ივანიშვილს უთხარით, ეს მთლიანად და მარტო მათი დამსახურებაა.

ისიც ხომ ფაქტია, რომ ამიერკავკასიის რეგიონის სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი ლგბტ თემის წარმომადგენელი სწორედ ჩვენს ქვეყანაშია, ყველაზე მეტად ჩვენ ვიცავთ მათ უფლებებს და მხოლოდ საქართველოში ბედავენ აღლუმის ჩატარებაზე პრეტენზიის გამოთქმას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფრთა სამომავლოდ უფრო გაძლიერდება და ტრამპის პრეზიდენტობის 4-წლიანი ამოსუნთქვის პერიოდი ძმრად ამოგვივა ყველას. ჰო, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ლგბტ პროპაგანდის, წინააღმდეგი ვართ მათი აღლუმების და ამის უფლება გვაქვს. უბედურება ის არის, რომ ამ უფლებას გვართმევენ, არ გვიტოვებენ და, თუ აგრესიაზეა საუბარი, ყველაზე აგრესიულები სწორედ ე.წ. ლიბერალები არიან. ლიბერალიზმის სახელით გადაწვეს ნახევარი ამერიკა, ლიბერალიზმის სახელით უტევენ ტრამპს და ლიბერალიზმის სახელითვე ჩვენს ბუნებრივ უფლებებს და ტრადიციულ ფასეულობებს ცეცხლს მისცემენ და მეწყერს გაატანენ.

ნოემბრის ბოლოდან ყველა ოპოზიციური პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს, საკუთარი ამომრჩევლის მონდომებას “დაიკიდებს” და მშვიდად დაელოდება, როდის მოვა ამერიკიდან უმკაცრესი მითითება არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე. მერე ხელების გადაგრეხაც აღარ იქნება საჭირო, რადგან ხელახალი არჩევნების დანიშვნა ხელისუფლების გადაბარებისთვის იქნება. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და ისე ჩანს, არაფრის შეცვლა არ ძალგვიძს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here