Home რუბრიკები პოლიტიკა კანდელი თუ “ტარიანი”?

კანდელი თუ “ტარიანი”?

ანუ საქართველოს ეკლესიას საერო-სამოქალაქო ეშმაკები “დაესია”

5558
მაკა ჩიჩუა

მამა პეტრე, დედა რუსუდანი, შვილები _ ზალიკო ბერგერი, თინა მახარაძე, დეიდაშვილები, ბიძაშვილები და სრულიად ქართველი ერი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია _ ეს არის წარმოსახვითი ნეკროლოგი იმ სავარაუდო დროისთვის, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის ბოლო ბასტიონი, საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია, “ეშმაკებისხელში ჩავარდება და უკვე, ალბათ, ღმერთმაც აღარ უწყის, ამის შემდეგ რა შეიძლება ელოდეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და, საზოგადოდ, ქართველ ერს.

ვინც ახლოს მიცნობს, მისთვის, ალბათ, ღიმილისმომგვრელიც იქნება, საპატრიარქოსა და ეკლესიაზე საერთოდ რამეს რომ ვამბობ. ამას განაპირობებს ჩემი პირადი დამოკიდებულება არა მხოლოდ მართლმადიდებლობისადმი, არამედ საზოგადოდ რელიგიების მიმართ. მკითხველი ზედმეტად რომ არ დავაეჭვო, მარტივად ვიტყვი: არ ვარ ღრმადმორწმუნე და რელიგიური რიტუალებისა (კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ეს მხოლოდ მართლმადიდებლობას არ ეხება) დიდად არაფერი მესმის, მაგრამ, სამაგიეროდ, უდიდეს პატივს ვცემ სხვის რელიგიურ გრძნობებს _ ეს ერთი. და მეორე _ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებულ სიტუაციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი საყრდენი მგონია. აი, ეს არის ის მიზეზები, რომელთა გამო, ბოლო წლებია, არაერთხელ მომიწია ხმის ამაღლება და საკადრისი პასუხის გაცემა საპატრიარქოსა და პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ ილია მეორის უაზროდ და უღირსად მლანძღველ-მაგინებლებისთვის. ბოლო პერიოდში ხომ ჩვენში ერთგვარ “მოდადაც” იქცა ეს ამბავი და კონკრეტულ პიროვნებებს, ასევე ადამიანთა ჯგუფებს, უბრალოდ, ჩვევაში გადაუვიდათ ეკლესიის, საპატრიარქოს, პატრიარქის გაქილიკება და უშვერი სიტყვებით ლანძღვა.

ზოგიერთი, ოღონდ პატრიარქი ალანძღვინე და, ალბათ, საკვებსაც არ მიიღებს მთელ წელიწადს. ამის ბოლო მაგალითი იყო ილია მეორის ქადაგება “სამი ცხვრის შეწირვის” თაობაზე. პატრიარქის ქადაგების დასრულებიდან, ალბათ, წუთიც არ იყო გასული, სოციალურ ქსელებში იმდენი პოსტი დაიდო ამ თემაზე, მგონი, ქართველებმა ცუკერბერგის სერვერების მუშაობაც კი შეაფერხეს. თავდაპირველი მოკლეფეხიანი ტყუილის გავრცელებას, რომ თითქოს ილია მეორემ საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ყოველი ოჯახიდან სამ-სამი ცხვრის შეწირვა მოთხოვა, აზრი რომ არ ჰქონდა, მალევე მიხვდნენ ბატონი “ლიბერასტები” და მათი მიმდევრები. ჯერ ერთი, ეს 9 მილიონზე მეტი ცხვარი გამოდიოდა და ილია მეორის მიერ ასეთი სისულელის მოთხოვნა ყველაზე დიდი სკეპტიკოსისთვისაც კი დაუჯერებელი იქნებოდა; მეორეც _ მადლობა ღმერთს, XXI საუკუნეში ახალი ინფორმაცია მხოლოდ ლაყბობით არ ვრცელდება და არსებობს ვიდეოჩანაწერები. პატრიარქი გარკვევით ამბობს, რომ ეს ყოველივე ეხება გვარების დალოცვის თემას და არა თითოეულ ქართულ ოჯახს, ანუ პატრიარქი უქადაგებს მრევლს, რომ გვარების დალოცვისას თითოეულმა გვარმა “სამი ცხვარი” შესწიროს ეკლესიას.

ამ ტყულის წამში გამოაშკარავების შემდეგ, “ლიბერასტებმა” უკვე “ცხვრების შეცოდების” პოლიტიკას მიჰყვეს ხელი და პატრიარქს იმისთვის ამუნათებდნენ, რომ იგი “უდანაშაულო ცხვრების” ღმერთისთვის შეწირვას ითხოვს. აი, აქ მივუახლოვდით კიდეც იმ ძირითად ხაზს, რომლის გამოც იწერება ეს საგაზეთო სტატია. საქართველოში უკვე თვალშისაცემად ბევრიაყველაფრისმცოდნეთაკასტის წევრი. ისინი ასწავლიან ახალგაზრდა გოგონებს, როგორ უნდა თქვან უარი ცხოვრებაში ყველაფერზე, კარიერის გარდა; ისინი ასწავლიან საქართველოს მოქალაქეებს, როგორ დაიკიდონ ფეხებზე ტერიტორიებიც, ღირსებაც და ყველაფერი მხოლოდ იმისათვის, რომ შევიდნენ ნატოში, სადაც არავინ გვიშვებს; ისინი ასწავლიან ქართველებს, თუ რა ცუდები არიან ქართველები და როგორი მისაბაძები და საუკეთესოები არიან ყველაფერში ევროპელები და, რაღა თქმა უნდა, ისინი ასწავლიან პატრიარქსა და უმაღლეს სასულიერი პირებს, რა წერია ბიბლიაში, სახარებაში და სხვა სასულიერო ლიტერატურაში.

მოკლედ, ეს ტიპები ყველას ყველაფერს ასწავლიან და, თავად რასაც აკეთებენ და საქმიანობენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უზნეო ცხოვრების, თავაშვებული “თავისუფლებისა” და ნარკოტიკის პროპაგანდა.

აი, ამის ბოლოდროინდელი კლასიკური მაგალითიც: ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ნიჭიერში” მონაწილეობდა რეპერი ბიჭების დუეტი, რომელმაც იმღერა ასეთი ტექსტი: “ღამე არის მთვარიანი, მომაწოდე ტარიანი”. “ტარიანი” მოგეხესენებათ, ნარკოტიკული საშუალების მოსაწევად მომზადებული ერთგვარი “ჭურჭელია”. ეგ არაფერი, სცენაა, ხელოვნებაა, კონკურსია და ჰა, ყველაფერი მოსულა. ოღონდ, ეს ასეა სცენაზე მყოფისთვის, მაგრამ არა მისი შემფასებლისთვის, ანუ ჟიურიში მჯდომი ადამიანისთვის, მით უფრო მაშინ, თუ ის საქართველოს ე.წ. პირველი ლედია და მას ცოტა მეტი დაფიქრება და თავშეკავება მოეთხოვება. მოდი, ამჯერად მაკა ჩიჩუას ზოგად ხუნტრუცობებსაც თავი დავანებოთ, რადგან მანნიჭიერისახალი სეზონის პირველივე გადაცემაში ისეთი შტერობა და მეტიც, დანაშაულებრივი ფრაზა თქვა, მსოფლიოში არც ერთი არათუპირველი ლედი”, არამედ, უბრალოდ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი რომ არასოდეს იტყვის.

მთვარიან ღამეში “ტარიანის” გაბოლების მოყვარულ რეპერებს საქართველოს პრეზიდენტის ცოლმა სიყვარულით აღსავსე თვალებით უყურა ერთხანს, მერე კი ღიმილით უთხრა _ ჰო! მოსაწევი მწვანე ბალახის პროპაგანდა არ არის ცუდი…” შემდეგ ისე საყვარლად გაიღიმა, მეც კი, ადამიანს, რომელსაც ეს “მოსაწევი ბალახი” ჭაბუკობისას, 1990-იან წლებში, “თავზე მეყარა” (ისე, როგორც სხვა ბევრ მაშინდელ ჩემნაირ ბიჭს), მაგრამ, ბევრისგან განსხვავებით, არც მაშინ მნდომებია დიდად მისი მოწევა, ლამის ამ სიბერეში მომანდომა.

ირონია ირონიად და, როგორ ფიქრობთ, ეს ვითარება სახუმაროა? ქვეყნის პრეზიდენტის ცოლი მხარს უჭერს ნარკოტიკის პროპაგანდას. კარგად დაფიქრდით, აქ საუბარი არ არის არც ე.წ. დეკრიმინალიზაციაზე, არც ლეგალიზებაზე, ანუ საუბარი არ არის იმაზე, რომ ადამიანი ნარკოტიკის მოხმარებისთვის არ დააპატიმრონ და არ დასაჯონ; არც იმაზე, რომ ნარკოტიკი იყოდებოდეს თავისუფლად და, ვისაც სურს, შეიძინოს და საკუთარ თავს, რაც უნდა, ის დაუშავოს. არა! აქ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტის ცოლი თინეიჯერებით სავსე დარბაზში მთელ საქართველოზე მაუწყებელი ტელევიზიის ეთერში ღამის 12 საათამდე გასულ გადაცემაში ეწევა ნარკოტიკის პროპაგანდას(!). ვიმეორებ: ეს პროპაგანდაა და არა ნარკომანების არდასჯის მოთხოვნა, ანუ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიოში, როდესაც ბავშვებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ნარკოტიკი კარგია.

ეს მაშინ, როდესაც, იმავე ჩვენთვის მისაბაძ ევროპაში, არათუ სიგარეტსა და მძიმე ალკოჰოლზე, არამედ ლამის კანფეტზეც კი დააწერონ, რომ მისი მიღება მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ხოლო ლუდის ბოთლს თუ რამეს არ შემოახვევ და ისე გაიტან ქუჩაში, სოლიდური ჯარიმაც გარანტირებული გაქვს. აი, ამ ევროპისკენ “გაქაჩული” ქვეყნის პრეზიდენტის ცოლი ბავშვებს პირდაპირ ეუბნება, რომ მოსაწევი ნარკოტიკი არის კარგი!

რა კავშირშია ყოველივე ეს იმასთან, რითაც ეს წერილი დავიწყე? _ პირდაპირში! აი, სწორედ მაკა ჩიჩუასნაირები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავი ამ ცხოვრებაში ყველაფრის მცოდნედ მოაქვთ და რომლებიც ჭკუას ასწავლიან პატრიარქს, რომ თურმე “ბიბლიაში სულაც არ წერია, რომ ღმერთს ცხვრები უნდა შევწიროთ”, რომ თურმე “ქრისტიანული ზნეობა და მორალი საერთოდ არ მოითხოვს არავითარ მსხვერპლშეწირვას” და ა.შ.

საკვირველია, ვისაც არ ეზარება, ყველა რატომ აძლევს რჩევა-დარიგებებს პატრიარქს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას? პატრიარქი ხომ საერო-სამოქალაქო პირი არ არის, მისი ქადაგება და მოწოდება მთელ ერს, ყველა ოჯახს და თითოეულ მოქალაქეს რომ ეხებოდეს?! პატრიარქი უქადაგებს თავის მრევლს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ მორწმუნე მართლმადიდებლად და ილია მეორის მრევლად. შენ არ ხარ მართლმადიდებელი? ან არ მიგაჩნია ილია მეორე შენს სულიერ მამად და მოძღვრად? ან, საერთოდ, ათეისტი ხარ და არც ერთ რელიგიას არ აღიარებ? კი, ბატონო! დაეტიე შენს ტყავში და ნუ გადარდებს, რა მოუწოდა თავის მრევლს მართლმადიდებელ ქართველთა პატრიარქმა, რომის კათოლიკე პაპმა ან თუნდაც მუსლიმანთა სულიერმა ლიდერმა (თუკი ეს მაინცდამაინც კაცის კვლისკენ და კაცობრიობის წინააღმდეგ მოწოდება არ არის). ნუ შეასრულებ მის მოწოდებას და ეგაა, გაძალებს ვინმე რამეს?

მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ პოლიტიკაში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამნეოლიბერალების”, ანულიბერასტებისხელშია. კულტურის სფეროშიც ასეა: პოსტმოდერნისტული “ხელოვნებას” “ლიბერასტები” აკონტროლებენ და, კლასიკურ, ტრადიციულ ხელოვნებას რომ ვერაფერი მოუხერხეს და გააქრეს, უკვე მასაც დაეპატრონენ და ე.წ. კონვენციონისტებადაც მოაქვთ თავი. ყველა ლიტერატურული პრემია მათია და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზეც ბუღაძექარუმიძეები არიან ხოლმე საქართველოდან წარგზავნილნი. ეკონომიკა რომ გააფარჩაკეს, ამაზე აღარაფერს ვამბობ და, როგორც წერილის დასაწყისში ვთქვი, ქართული ეკლესია ბოლო ბასტიონია, რომელიც ჯერ კიდევ მეტნაკლებად დგას და უძლებს სოროსელლიბერასტების შემოტევას, თუმცა შემოტევა ისე ძლიერია, რომ, როგორც გითხარით, არათუ ეკლესიაში შეპარული სასულიერო პირების ნაწილი, არამედ პირდაპირ საეროსამოქალაქო პირებიც უხეშად ერევიან საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის პრეროგატივებში.

სურათი ასეთია და ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია: კათოლიკოსპატრიარქისსამი ცხვარითუ პრეზიდენტის ცოლისტარიანი”?

დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რომელი “ეშმაკები” დაესევიან ქართულ ეკლესიას, თუ იგი “უპატრონოდ” დარჩება?..

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. სწორედ ამიტომაა საჭირო საპატრიარქოს გაწმენდა! ახალი რუის-ურბნისი! ღმერთმა დალოცოს საქართველო, საქართველოს პატრიარქი და ყველა ღირსეული სასულიერო მოღვაწე! ხმა ამოიღეთ ომია! ომიიიი! ომში იბრძვიან და არ დუმან ბატონებო! პირველ რიგში საქართველოს მტრების წინააღმდეგ სასულიერო პირებმა უნდა ამოიღონ ხმა და ერმა ერთიანად უნდა დაუჭიროს მხარი! ახლა მაინც გამოფხიზლდით! დაისჯებით დუმილისთვის! ღმერთი არ გაპატიებთ! ერთხელ უკვე ჩაიდინეთ სამშობლოს წინააღმდეგ დანაშაული როცა ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდით ახლა მაინც მოიქეცით ღირსეულად , როგორც ქრისტეს მხედრებს შეჰფერის და ხმა ამოიღეთ ხმა! ქრისტე არ გაპატიებთ ლაჩრობას თქვე დედალმაშოებო!

  2. ჩემი აზრი თუ გაინტერებთ გეტყვით.მე ასეთი უმოქმედება არ ვიცი რას მოიტანს ,ვიღუპებით,საპატრიარქო კი ვერ თუ არ გამოდის აქტიური ქმედებით,რომ შეაჩეროს ეს უღმერთობა ამ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში,რაღაცა ცუდის მოლოდინშივართ,ეს გარდაუვალია.უმოქმედობა დამარცხების ტოლფასია

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here