ოთხი ადამიანი იმსხვერპლა ამერიკელმა, რომელმაც კალიფორნიულ ოლქ ტეჰამის ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან ცეცხლი გახსნა. CBS იუწყება, რომ თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს.
თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ბოროტმოქმედმა ასჯერ მაინც გაისროლა. აშშ-ის მედიის ცნობით, თავდამსხმელს ჰქონდა ორი პისტოლეტი და ნახევრადავტომატური შაშხანა.
დაიჭრა 10 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც.
ერთ-ერთი მოწმის თქმით, რომელიც ბოროტმოქმედის მეზობლად ცხოვრობდა, მკვლელი გიჟი იყო, მის გვერდით ცხოვრება კი _ ჯოჯოხეთი, რადგან ბოლო დროს კალიფორნიელი ხშირად ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამით მეზობლებს აშინებდა. თავდამსხმელი ოჯახურ ძალადობაშიც იყო მხილებული, გამოძიების ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი შეიძლება ოჯახური კონფლიქტი იყო.