Home ახალი ამბები მსოფლიო კალიფორნიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

1008
კალიფორნია

ოთხი ადამიანი იმსხვერპლა ამერიკელმა, რომელმაც კალიფორნიულ ოლქ ტეჰამის ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან  ცეცხლი გახსნა.  CBS იუწყება, რომ თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ბოროტმოქმედმა ასჯერ მაინც გაისროლა. აშშ-ის მედიის ცნობით, თავდამსხმელს ჰქონდა ორი პისტოლეტი და ნახევრადავტომატური შაშხანა.

დაიჭრა 10 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც.

ერთ-ერთი მოწმის თქმით, რომელიც ბოროტმოქმედის მეზობლად ცხოვრობდა, მკვლელი გიჟი იყო, მის გვერდით ცხოვრება კი _ ჯოჯოხეთი, რადგან ბოლო დროს კალიფორნიელი ხშირად ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამით მეზობლებს აშინებდა. თავდამსხმელი ოჯახურ ძალადობაშიც იყო მხილებული,  გამოძიების ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი შეიძლება ოჯახური კონფლიქტი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here