Home სხვადასხვა დაიჯესტი იტალიელებს არ სურთ ევროკავშირის მონობა

იტალიელებს არ სურთ ევროკავშირის მონობა

სალვინი: ექსტრემისტები _ ესენი არიან მერკელი, მაკრონი და სოროსი

მატეო სალვინი

ევროპარლამენტის არჩევნების წინ, რომელიც 23-26 მაისს ჩატარდა, ათასობით იტალიელი გამოვიდა მილანში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მატეო სალვინისთან შეხვედრაზე. სალვინი არის პოლიტიკოსი, რომელშიც იტალიელები ხედავენ ბრიუსელის დიქტატურასთან მებრძოლ პიროვნებას. პოლიტიკოსის მხარდამჭერებს თავიანთი პოზიციის გამოხატვაში ხელი ვერ შეუშალა ოპონენტების პიკეტებმა.

სალვინი მილანში ჩავიდა ევროსკეპტიკურად განწყობილი 11 პარტიისა და მოძრაობის ლიდერებთან შესახვედრად, რათა მასთან ერთად ემსჯელა წინასაარჩევნო სტრატეგიაზე.

ჩვენ უკვე აღარ ვართ იტალიელები, ჩვენ ევროპის მონებად ვიქეცით. ჩვენ გვსურს, გვქონდეს იტალიური სახელმწიფო, დავიბრუნოთ ადრინდელი ღირსება და დამოუკიდებლობა”, _ ეუბნებოდნენ სალვინის მომხრეები ჟურნალისტებს.

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ სალვინის პარტია “ჩრდილოეთის ლიგამ” ევროპარლამენტის არჩევნებში შეიძლება მოაგროვოს იტალიელი ამომრჩევლების ხმების 30%. მას შემდეგ, რაც 2018 წელს ჩამოყალიბდა სამთავრობო კოალიცია “ჩრდილოეთის ლიგა” და მოძრაობა “5 ვარსკვლავი”, ხელისუფლებამ შესამჩნევ წარმატებას მიაღწია დამნაშავეობასთან ბრძოლაში. ამ წარმატებების გამო კიდევ უფრო მოიმატა ამომრჩეველთა მხარდაჭერამ.

სალვინის არ დაუშურებია კრიტიკული კომენტარები ევროკავშირის მიმართ და უარყო ევროპული პრესის მიერ წაყენებული ბრალდებები რასიზმსა და ექსტრემიზმში.

ექსტრემისტები _ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ართმევენ ევროპას უსაფრთხოებას და მიჰყავთ ის სიღატაკისკენ. ესენი არიან მერკელი, მაკრონი და სოროსი”.

ევროპარლამენტის არჩევნებზე კი სალვინიმ თქვა: “ეს არჩევნები შეცვლის ევროპას, შეცვლის საბანკო სფეროს, სოფლის მეურნეობას, საზღვრებს… ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ _ ჩავატაროთ ფინანსური, სასამართლო რეფორმები და განათლების რეფორმა”.

სალვინი და მისი პარტია ევროკავშირში თავიანთ მოკავშირეებად მიიჩნევენ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, დანიის სახალხო პარტიას, მარინ ლე პენის ნაციონალურ გაერთიანებას და პარტიას “ჭეშმარიტი ფინელები”.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ მმართველი ძალა, რომელიც შეცვლის ევროპას. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყურადღების ცენტრში შრომითი მოწყობის, აგრეთვე, ოჯახის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პრობლემები”, _ განაცხადა სალვინიმ და დასძინა, რომ პოლიტიკა, რომელსაც ბრიუსელი ატარებს, კოშმარულია.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here