Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ისტორიული ძეგლები, რომელთა შექმნის საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია

ისტორიული ძეგლები, რომელთა შექმნის საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია

ქალაქი ბაალბეკი, ლიბანი

ბოლო 2 ასწლეულის განმავლობაში აღმოჩენილია ჩვენი წინაპრების მიერ აგებული იდუმალებით მოცული ნაგებობები და ქანდაკებები. მათი შექმნის მეთოდებს ვერ ხსნიან ვერც მშენებლები და ვერც არქეოლოგები. და, ბუნებრივია, რომ მრავალი საუკუნეების განმავლობაში მათზე ბევრი მითი და ლეგენდა შეიქმნა. გაეცანით რამდენიმე ნაგებობას, რომელთა წარმოშობა დღემდე ბურუსითაა მოცული.

ქალაქი ბაალბეკი, ლიბანი

ბაალბეკში (ლიბანი) არის უზარმაზარი ტაძრები, რომლებიც აგებულია სხვადასხვა ცივილიზაციის მიერ. უცნობია, ვინ ააშენა ისინი, გაუგებარია _ როგორ. ბახუსის ტაძარი 2-ჯერ დიდია ათენის პართენონზე, მისი ბლოკები კი ათას ტონას იწონის. შესადარებლად, დიდი პირამიდის ყველაზე მძიმე ბლოკი 90 ტონაა. ეს ტაძარი რომაელებმა ააგეს და მიუძღვნეს ბახუსს (ბაკქს). ზოგიერთის აზრით კი, ტაძარი ძველმა ეგვიპტელებმა ააშენეს.

პეტრა, იორდანია
პეტრა, იორდანია

პეტრა, იორდანია

ქალაქი პეტრა (იორდანია), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად ითვლება, მთის მასივებში გამოკვეთილი ტაძრების ფასადებით არის განთქმული. ამ ტაძრების როგორც ზომები, ისე დეტალების სიმდიდრე განცვიფრებას იწვევს. და დღეს არავინ იცის, ვინ შეასრულა ეს ფილიგრანული სამუშაოები.

სტოუნჰენჯი, ინგლისი
სტოუნჰენჯი, ინგლისი

სტოუნჰენჯი, ინგლისი

სტოუნჰენჯის ქვების წრე ყველაზე ცნობილი იდუმალი ნაგებობაა. უზარმაზარი ლოდებით შექმნილი ნაგებობა 4000-ზე მეტი წლისაა. უცნობია არა მხოლოდ მისი დანიშნულება, არამედ მეთოდები, რომლებითაც გადაიტანეს ეს ქვები. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს იყო ასტრონომიული ლაბორატორია, ზოგიერთის აზრით კი, ეს ლოდები XX საუკუნეში რამდენჯერმე გადაადგილეს და უცნობია, იყო თუ არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფება. ამ ადგილთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა დრუიდების მემკვიდრეობიდან ჯადოქარ მერლინის მემკვიდრეობამდე.

ანგკორ-ბატი, კამბოჯა
ანგკორ-ბატი, კამბოჯა

ანგკორბატი, კამბოჯა

დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლები თვალებს ვერ უჯერებენ, როცა XIX საუკუნეში აღმოაჩინეს ანგკორ-ბატის წმინდა კომპლექსი, რაც ნიშნავს “ქალაქების ტაძარს”. სამშენებლო მასალები და ბევრი სტრუქტურის ბალანსირების მეთოდები სრულიად უცნობია. ეს ინდუისტური ტაძარი ნელ-ნელა გადაიქცა ბუდისტურად. ის ისეა განლაგებული, რომ ადამიანი ვერ განსაზღვრავს, რამდენი კოშკია ორივე მხარეს. წვიმების სეზონზე კი ტაძარი ისე ჩანს, როგორც კუნძული ზღვაში.

კუნძულ დიდი ზაიაცკის ქვის ლაბირინთები, რუსეთი
კუნძულ დიდი ზაიაცკის ქვის ლაბირინთები, რუსეთი

კუნძულ დიდი ზაიაცკის ქვის ლაბირინთები, რუსეთი

თეთრ ზღვაზე, კუნძულ დიდ ზაიაცკიზე (სოლოვეცკის არქიპელაგი) არის ქვის 12-მდე უცნაური სპირალური ლაბირინთი. მკვლევრები ირწმუნებიან, რომ ისინი 2500-ზე მეტი წლისაა, მაგრამ მათი ფუნქცია გაურკვეველია. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ლაბირინთები გასართობად ააშენეს, ზოგიერთის აზრით კი, მას რელიგიურ-საკულტო დანიშნულება აქვს.

ტერაკოტის არმია, ჩინეთი
ტერაკოტის არმია, ჩინეთი

ტერაკოტის არმია, ჩინეთი

თანამედროვეობის ერთ-ერთი საოცარი აღმოჩენაა იმპერატორ ცინ შიხუანდის ტერაკოტის არმია. ჩინეთის პირველი იმპერატორი დაიბადა და ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში. ტერაკოტის არმია გასული საუკუნეების 70-იან წლებში შემთხვევით იპოვა ფერმერმა. 8 ათასზე მეტ ჯარისკაცს იმპერატორისთვის უნდა ემსახურა იმქვეყნიურ ცხოვრებაში, განსაცვიფრებელია სკულპტურების რეალურობა _ ტერაკოტის მეომრების სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება.

სფინქსი გიზაში, ეგვიპტე
სფინქსი გიზაში, ეგვიპტე

სფინქსი გიზაში, ეგვიპტე

ცნობილი სფინქსის წარმოშობის ძირითადი ჰიპოთეზა არის ის, რომ 4 ათასი წლის წინათ შექმნეს ეგვიპტელებმა, მაგრამ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სფინქსი გაცილებით ძველია. ის შეიძლება იყოს 10 ათასი წლის. ამას გარდა, გაირკვა, რომ სფინქსის შიგნით არის გვირაბების ქსელი, რომელიც ჯერ კარგად შესწავლილი არ არის.

აღდგომის კუნძული, ჩილე
აღდგომის კუნძული, ჩილე

აღდგომის კუნძული, ჩილე

აღდგომის კუნძულის კოლოსალური მოაიები (ქვის მონოლითური სტატუები) ადგილობრივმა მოსახლეობამ 1000 წლის წინათ გამოკვეთა. თითოეული მოაი გაკეთებულია ტუფის მთლიანი ბლოკისგან, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში სტატუები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანეს. აქამდე დადგენილი არ არის, როგორ გააკეთეს ეს.

ტიკალი, გვატემალა
ტიკალი, გვატემალა

ტიკალი, გვატემალა

ჯუნგლებში ჩამალული ქალაქი ტიკალი მაიას ცივილიზაციის ყველაზე კარგად შემონახული ძეგლია. აქ ოდესღაც იყო 200 ტაძარი, მაგრამ დარჩა რამდენიმე, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თავიანთი არქიტექტურით. მაიას ენაზე “ტიკალი” ნიშნავს “ადგილს, სადაც ისმის სულების ხმები”. აქ ხშირად შეიძლება მოისმინოთ უცნაური ექო, რომელიც ნაგებობებს შორის წარმოიქმნება ხოლმე.

ნიუგრეინჯი, ირლანდია
ნიუგრეინჯი, ირლანდია

ნიუგრეინჯი, ირლანდია

ნიუგრეინჯის ყორღანი (ირლანდია) 5 ათასი წლისაა. ამის მიუხედავად, ის ჰგავს თანამედროვე ბუნკერს ან კოსმოსურ ბაზას. ნიუგრეინჯის ყორღანი აშენდა ქრისტეს შობამდე 3 ათასი წლით ადრე, როგორც ირლანდიის ძველი მცხოვრებლების სამარხი. ზამთრის მზებუდობისას მზის სხივები ანათებს ცენტრალურ კამერას.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here