Home რუბრიკები პოლიტიკა ისტორიული უმადურობა დიდი ცოდვაა, რომელსაც ხელისუფალნი სჩადიან, მაგრამ რომლისთვისაც პასუხი ერს მოეკითხება

ისტორიული უმადურობა დიდი ცოდვაა, რომელსაც ხელისუფალნი სჩადიან, მაგრამ რომლისთვისაც პასუხი ერს მოეკითხება

4962
ალექსანდრე ხვთისიაშვილი

მიუხედავად მიმდინარე თუ მოსალოდნელი საბედისწერო გლობალური პროცესებისა, ჩვენი უსახური ხელისუფლებაც დანათელაშვილის ქარვასლისოპოზიციაც ისე იქცევიან, თითქოს დანარჩენი მსოფლიოს ერთადერთითავის ტკივილიის არის, როგორი სისტემით ჩატარდება საქართველოში 2020 წლის არჩევნები. რაც შეეხებაოცნებისფარჩაკ ხელისუფლებას, რომელიც ქართველი საზოგადოების სახელით ბედავს ლაპარაკს, მისი ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ ადრინდელივით (დღევანდელიპოლიტპატიმრებისხელისუფლებაში ზეობის ჟამს) ქუჩაში ახალგაზრდებს აღარ ხვრეტენ და ციხეებში პატიმრებს წამებაში აღარ ხდიან სულს. ამ უდავო ფაქტის პასუხად მავანმა ტუტუცმა მიშარასტმა თავისი უტვინო ჭკუით შეიძლება ნიშნი მომიგოს _ “სულ ეგ არისნაცმოძრაობისადაქართული ოცნებისხელისუფლებებს შორის განსხვავება?!”

რაზეც იმ მავანსაც და ქართველ საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ, ვისაც ამნეზია არ დაგვმართნია, კარგად გვახსოვს 9-წლიანი სისხლიან-ცრემლიანი კოშმარი და სწორედ ამიტომ ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება”, რბილად რომ ვთქვათ, არ აღმოჩნდა ქართველთა ოცნება, ვერავინ და ვერაფერი ვერ მათქმევინებს იმას, რომქართულ ოცნებას” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობასჯობდა და, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს მიშა სააკაშვილი სჯობია.

ეს, უწინარესად, იმ ახალგაზრდების საყურადღებოდ, რომლებიც ნაცების 9-წლიანი ტერორის პერიოდში ბავშვები იყვნენ და ამიტომ მათთვის შორეული და ხშირად დაუჯერებელი ამბებია, რომლებზეც მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები ვსაუბრობთ ხოლმე. სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ვუწოდე თავის დროზე თქვენმა მონა-მორჩილმა სააკაშვილის ბუჩქებში გაზრდილი და შესაბამისი ფილოსოფიით აღზრდილი ახალგაზრდობა. ფილოსოფიით, რომლისთვისაც უცხოა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: სამშობლო, პატრიოტიზმი, უფროს-უმცროსობა, წინაპართა ხსოვნა, საქართველოს ისტორია და, აქედან გამომდინარე, ქართველობით ჯანსაღი სიამაყე და სხვა მრავალი ღირებულება-ფასეულობა, რომლებზეც ჩვენ, მათი მშობლები, ბებია-ბაბუები აღვიზარდეთ…

რაც შეეხებანათელაშვილის ქარვასლას”, იქ თავმოყრილი თუ შეყრილია პოლიტიკური პარტიები, რომელთა ხელისუფლებაში ხილვა ქართველ საზოგადოებას არ სურს, ამიტომ, ბაქიბუქის მიუხედავად, მათი შანსები პარლამენტში მოხვედრისა ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, პრაქტიკულად, “პლინტუსს ქვემოთაა”…

მეორე მხრივ, “ქართული ოცნებაც” (ყოველ შემთხვევაში დღეს მოცემული შემადგენლობით) ხელისუფლებიდან გასაშვებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ ნაცები დაბრუნდნენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჭირივით ეზიზღება გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებული, პრაქტიკულად, ნაცები და, მეორე მხრივ, არც “ქართულ ოცნებაზე” ამოსდის მზე და მთვარე, მაგრამ მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა, არჩევნების შედეგად ვიღაც ხომ ჩაბრძანდება დეპუტატის სავარძელში?

აი, კითხვა, რომელსაც, უკვე დროა, პასუხი გაეცეს. წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს თუ დავუბრუნდებით _ ვიცით, რა არ გვინდა და არ ვიცით, რა გვინდა. ვინ და რა გვინდა? _ ამ კითხვაზე პასუხის არ არსებობა, არც მეტი, არც ნაკლები, რევოლუციას ნიშნავს. აგერ ლამის წერილის ფინიშის სწორზე გავედი და, რაც დავწერე, იმის მიხედვით მკითხველი, ვეჭვობ, მიხვდეს, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს დაწერილს წერილის სათაურთან…

წერილის დასაწყისში საქართველოში გლობალური მასშტაბის ტრაგიკულ-საბედისწერო პროცესებზე საუბრისას არც ყბადაღებული კორონავირუსი მქონია მხედველობაში, რადგან ეპიდემიასა თუ უკვე პანდემიას დიდი შოთას სიბრძნის თვალით ვუყურებ _ “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი”, ყველაფერი უფლის განგებით ხდება და იმიტომ…

სრულიად მსოფლიოა (მათ შორის ზესახელმწიფოები) შეშფოთებული სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთ-თურქეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების გამო, რომელიც შეიძლება სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

იმის მაგივრად, რომ “ერთი ადგილი დააყენოს” (თუმცა, რაც არ აქვს, რას დააყენებს?!), როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ამა წლის 28 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის _ ონურ სევინის შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე _ იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის _ თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგდა განაცხადა, რომ თავდასხმები ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს”. აი, ამონარიდი ამ შეხვედრის სტენოგრამიდან და წერტილიც შეიძლებოდა აქ დაგვესვა, მაგრამ მაინც გავაგრძელებ ბატონი ხვთისიაშვილისთვის დასმული კითხვით:

ბატონო ალექსანდრე! რომელ სტრატეგიულ მოკავშირეზე და, მით უმეტეს, მეგობარზე ლაპარაკობთ? იმ თურქეთზე ხომ არა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 1/3 აქვს მიტაცებული? ან ვის წინააღმდეგეძმაკაცებითთურქეთს? იმ ერთმორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ ხომ არა, რომელმაც თავის დროზე აჭარა დაუბრუნა საქართველოს რუსული იარაღითა და რუსი ჯარისკაცების სისხლით?

წერა-კითხვასთან თუ მწყრალად ხართ და კონდრატე თათარაშვილის (უიარაღო) შესანიშნავი მოთხრობა “მამლუქი” არ წაგიკითხავთ, ამავე სახელწოდების ქართული მხატვრული ფილმი მაინც არ გინახავთ? ფილმი, რომელიც საუკეთესო ნიმუშია ოსმალოებისა და ქართველთა საუკუნო “მეგობრობისა” და “სტრატეგიული მოკავშირეობის”…

და, საერთოდ, მინდა, იცოდეთ:

XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან ისტორიამ რუსეთ–თურქეთს შორის სულ 11 ომი იცის, რომელთაგან, სამის გარდა, ყველა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს ომები ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმ თვალსაზრისით არის, რა სარგებელი ნახა ან პირიქით _ რა ზიანი მიადგა საქართველოს ამ ომებით.

* ათვლა დავიწყოთ 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომიდან, რომელიც რუსეთის ბრწყინვალე გამარჯვებითა და ქუჩუკკაინარჯის ზავით დასრულდა; ზავით, რომლის 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა _ ოსმალეთისაზეიმოდაცხადებდა, რომ იგი ამიერიდანსამუდამოდიღებდა ხელს ხარკის მოთხოვნაზე იმერეთისგან და საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც _ იმერეთის ციხესიმაგრეებს, რომლებიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა (ბაღდათი, შორაპანი, ქუთაისი), რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, “ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა”, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაცძველთაგან არ ეკუთვნოდა”) მითვისებას. დამარცხებულ ოსმალეთს მეფე სოლომონმა არ მისცა ქუჩუკკაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების სათავისოდ გამოყენების საშუალება _ ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.

* ზავი ხანმოკლე აღმოჩნდა და ოსმალეთმა 1787-91 წლების ომში რევანშის აღება სცადა, მაგრამ ამჯერადაც სასტიკი მარცხი იწვნია. იასის საზავო ხელშეკრულების პირობებით რუსეთმა სამუდამოდ დაისაკუთრა ყირიმი, ტამანის ნახევარკუნძული, ყუბანი და ა.შ. ამასთანავე, თურქეთმა აღიარა 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის პროტექტორატი საქართველოზე და ივალდებულა, რომ მის მიმართ არავითარ მტრულ მოქმედებებს არ განახორციელებდა.

* რუსეთის იმპერიაში საქართველოს შესვლის შემდეგ კი ქართველები ერთმორწმუნე რუსებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ ჯერ 1806-1812 წლების რუსეთ–თურქეთის ომში, რომელიც ბუქარესტის ზავით დასრულდა და რომლის მიხედვითაც თურქეთმა აღიარა დასავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლა; შემდეგ 1828-1829 წლების ომმა ახალციხე დაგვიბრუნა, ხოლო 1877-78 წლების ომის შედეგად აჭარა დაუბრუნდა დედასაქართველოს.

ზემოთქმული, ვფიქრობ, ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთოსმალეთის ყველა დაპირისპირებაში საქართველო მეტნაკლებად ყოველთვის მოგებული რჩებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოხსენებულ ომებში რუსეთი მარტო იბრძოდა, მეტიც, იმჟამინდელი ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიების დიპლომატია და არა მხოლოდ დიპლომატია, ოსმალეთს უჭერდა მხარს.

ასეთი ფაქტების სიმრავლემ ათქმევინა მოგვიანებით რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს: რუსეთის მოკავშირეები მხოლოდ მისი არმია და ფლოტიაო. სწორედ საფრანგეთისა და ინგლისის პირდაპირი მონაწილეობის შედეგად განიცადა რუსეთმა დროებითი მარცხი 1854-56 წლებში ოსმალეთთან ომში.

აღარაფერს ვამბობ პირველ მსოფლიო ომზე, რომელში გამარჯვებაც რუსეთს სწორედ ანტანტელმა “მოკავშირეებმა” _ საფრანგეთმა და ბრიტანეთმა _ “მოჰპარეს”. 1917 წელს ბრიტანეთმა თავის ელჩს 3 მილიონი მისცა რუსეთში არეულობების მოსაწყობად და აკი მოაწყვეს კიდეც ჯერ თებერვლის რევოლუციის, ხოლო შემდეგ ბოლშევიკური გადატრიალების სახით, რომლის შედეგადაც რუსეთის მართლმადიდებელი მონარქია დაემხო, რუსეთის არსებობა კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რომ არა ეს მუხანათობა, დღეს შეიძლებოდა, თურქთაგან მიტაცებული ტაო-კლარჯეთიც საქართველოსი ყოფილიყო, ფორმალურად თუნდაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში…

ვფიქრობ, ზემოთქმული ნათელი დასტურია იმისა, რომ თურქეთის სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრად შერაცხვა, ხოლო მართლმადიდებელი რუსეთის ისტორიულ და მარადიულ მტრად გამოცხდება უმადურობაა. უმადურობა კი, მითუმეტეს, ისტორიული უმადურობა დიდი ცოდვაა, რომლისთვისაც პასუხი ერს მოეკითხება.

დავით მხეიძე

4 COMMENTS

  1. უმადურობაზეც არ არის საქმე.ვისაც თურქეთი ჩვენი ქვეყანისთვის საიმედო მეგობარი გონია და რაიმე ხეირის მომტანი უბრალოდ ან იდიოტია ან პირდაპირი მტერი

  2. არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს მუდმივი მტერი და მუდმივი მეგობარი-ყველას აქვს მუდმივი ინტერესები…ამ ეტაპზე თურქეთი უნდა იქნას განხილული, როგორც სტრატეგიული პარტნიორი…სხვა დანარჩენი რუსული იმპერიული პოლიტიკის ხეელშეწყობაა

  3. მეზობელო კარისაო, ნათელი ხარ თვალისაო. ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს ანდაზა კარგად შეეფერება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ერთმორწმუნე რუსეთს, რომელთანაც ძმური ურთიერთობების აღდგენისაკენ მოგვიწოდებს ჩვენი ბრძენი პატრიარქი ილია მეორე. იმედია 2020 წლის არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაიწყება ამ მოწოდების ხორცშესხმა!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ვიქტორი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here