Home რუბრიკები პოლიტიკა ისტორიის გადაწერის მცდელობა, ანუ “დაუკარით, უპატარძლო ქორწილია”

ისტორიის გადაწერის მცდელობა, ანუ “დაუკარით, უპატარძლო ქორწილია”

7193
ისტორიის გადაწერის მცდელობა, ანუ “დაუკარით, უპატარძლო ქორწილია”

დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბარი კი არა, რუსეთზე რაიმე პოზიტივის შემცველი სიმართლის საჯაროდ თქმაც კი სახიფათოა. ჯერჯერობით ამისთვის არ გვაპატიმრებენ, მაგრამ საქართველოს მმართველი ლიბერალური პოლიტიკური ელიტის, ასეთივე ოპოზიციისა და .. ენჯეოების მიერ, სულ ცოტა, სამშობლოს მოღალატის იარლიყის მიწებება გარანტირებულია.

საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს ქართველი საზოგადოების უმრავლესობა, რომელსაც, საუბედუროდ, არავინ არაფერს ეკითხება, რადგან საქართველოში, ისევე, როგორც “კულტურული” დასავლეთის ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სახელისუფლო მმართველ ელიტებში, უმრავლესობაში ნეოლიბერასტები არიან და მათი იდეოლოგიით იმართება ბევრი ქვეყანა.

ზემოთ წარმოჩენილი საფრთხის (63 წლის კაცისთვის რაღა დროს შიშებია) მიუხედავად, გავბედავ და “ოკუპანტი” ქვეყნის პრეზიდენტზე სიმართლეს ვიტყვი:

ე.წ. ცივ ომში სსრკ-ის (რუსეთის) მარცხის შემდეგ ნეოლიბერასტთა ერთ-ერთმა (აწ გარდაცვლილმა) მთავარმა იდეოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ ამის შემდეგ ნეოლიბერასტთა (წაიკითხე აშშ) მთავარი ამოცანა მართლმადიდებელი ქრისტიანობის განადგურებააო. ამ ამოცანის შესრულებას შეუდგა “დემოკრატიული” დასავლეთი და პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დროული გამოჩენა და მსოფლიოში სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველ, პატრიარქ კირილესთან ტანდემში სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, თითქმის უკვე დაშლილი რუსეთის მართვის სადავეების ხელში აღება რომ არა, დღეს აღარც რუსეთი იქნებოდა და აღარც მართლმადიდებელი ეკლესია.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ, თუ არ ვცდები, ვლადიმერ პუტინის ფინეთში ვიზიტისას, ლიბერასტი ჟურნალისტების პროვოკაციული კითხვებით (რატომ ჩაგრავთ ლგბტ-პედერასტებს რუსეთშიო, ანუ გეიაღლუმებსა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას რატომ ეწინააღმდეგებითო) შეწუხებულმა რუსეთის პრეზიდენტმა პასუხად ჯერ რუსეთში, ძირითადად, კულტურის სფეროში წარმატებული გეების არსებობას გაუსვა ხაზი და იმასაც, რომ ეს ხალხი გეიაღლუმების გამართვას არ ითხოვს, ხოლო საძინებელსა თუ გეიკლუბებში არავინ უვარდებათ _ რაც უნდათ, ის ქნან, თუნდაც თავში ქვა უხლიათო. რაც შეეხება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებებს, ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი კატეგორიული იყო: მე ახლა, ვთქვათ, ჩეჩნეთში ან ციმბირის რომელიმე ქალაქში რომ ჩავიდე და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზე დავიწყო საუბარი, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?

კითხვას პასუხი გასცა თვითონ ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ამჯერად, “მომიტევონ” რუსოფობებმა და, დედანში გავაცნობ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველს _ “Да они же за оружие возмутся!” _ ასე პირდაპირ, “მუჟიკურად” უპასუხა ლიბერასტ ჟურნალისტებს რუსეთის “მუჟიკმა” პრეზიდენტმა.

ყოველივე ზემოთ თქმული, არახალია _ მსოფლიოს ნეოლიბერალების ბრძოლა მართლმადიდებელი ქრისტიანობის წინააღმდეგ, სარწმუნოებისა, რომელიც ჯერჯერობით დაუძლეველ ბასტიონად აღმართულა სამყაროს ტოტალური ლგბტზაციის გზაზე. მართლმადიდებლობასთან ბრძოლა რუსეთთან ბრძოლაა, რადგან რუსეთი უდიდესი და უძლეველი მართლმადიდებლური იმპერიაა და, აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის დამცველიმესამე რომი”, ხოლო მასთან ბრძოლა მართლმადიდებლობასთან ბრძოლაც არის.

მაგრამ მართლმადიდებლობა ხომ მხოლოდ ლგბტ-ს მიუღებლობას არ ნიშნავს? ის არის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მორალურ-ზნეობრივი ღირებულებებისა და ფასეულობების დამცველი. აქედან გამომდინარე, რომელ კულტურულ კაცობრიობაზეა საუბარი, როცა კაცი გაიძახის, _ ქალი ვარო, ქალი კი კაცობას იჩემებს?! თუ ის არის “კულტურული კაცობრიობა”, რომელშიც დედასა და მამას “მშობელი 1” და “მშობელი 2” ჰქვიათ?! ან იქნებ იმ ტრადიციულ კონფესიებზეა ლაპარაკი, რომელთა მიმდევარ ზოგიერთ ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, შოტლანდია და ა.შ.) უკვე ჯვარს სწერენ ერთი და იმავე სქესის ნეფე-პატარძლებს?!

რაც შეეხება ვატიკანს, რომლის მიერ დანთებულ კოცონზე ე.წ. ერესის, ანუ პაპიზმის უარყოფისთვის ევროპაში ასიათასობით “ცოდვილი” ცოცხლად იხრაკებოდა, ისე ჭიკჭიკებს კათოლიკეთა წინამძღოლი, რომ რომის პაპი კი არა, ჩვენი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გეგონება… თურმე ეკლესიას ლგბტ პირების განკითხვის უფლება არ აქვს, რადგან ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვყოფილვართ.

აქ, რომ იტყვიან, კომენტარის გარეშე…

იქნებ ის არის დემოკრატიის უმაღლესი საფეხური, რომ ლუქსემბურგის პრემიერი გეია და წვერულვაშიან “კანონიერ” ცოლთან ერთად ოფიციალურად იღებს სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს?

ზემოთ დახატული უმძიმესი სურათის მიუხედავად, დასავლეთში, სადაც ლგბტ-სექტა იშვა და ამიტომ ჯერჯერობით იქ არის ამ სექტანტთა სამოთხე, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ტრადიციული ღირებულებების პარტიებმა არჩევნებში, მართალია, ჯერ ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ ისეთი შედეგები მიიღეს, რომ ევროკავშირში ძველებურად ვეღარ “გულაობენ” ნეოლიბერასტული ძალები.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სამარცხვინო ჩავარდნამ ხომ, საერთოდ, “გველის კაჭრობა (გველის ხმიანობა) დამართა არა მხოლოდ აშშ-ის ნეოლიბერასტებს, არამედ სრულიად დასავლეთ ევროპის ნეოლიბერასტებს, რადგან დონალდ ტრამპი სწორედაც რომ ანტილგბტ-ია და პატრიოტულ ძალებთან ასოცირდება _ ყველაფერ იმის საწინააღმდეგოსთან, რაც ნეოლიბერასტული იდეოლოგიის (ლგბტ, უკანონო მიგრაცია, უღმერთობა, ანტიეროვნულობა და ა.შ.) ქვაკუთხედია.

აშშევროპის საერთო სატკივარი არის ის, რომ უმრავლესობა ნორმალურტრადიციული ღირებულებების მიმდევარი ეროვნულპატრიოტული ხალხია, მიუხედავად ამისა, .. სახელისუფლო სტრუქტურებში ნეოლიბერასტები არიან უმრავლესობაში და ისინი მართავენ ქვეყანას, ე.ი. უმცირესობა მართავს უმრავლესობას და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობა ჰილარი კლინტონის დამარცხების გამო დემოკრატიული (წაიკითხე ლიბერასტული) სენატ-კონგრესის რევანშის მცდელობა იყო და აშშ-ის არჩევნების შედეგებზე რუსეთის ფაქტორი არ არსებობდა.

იმპიჩმენტის ჩავარდნას საკადრო ცვლილებები მოჰყვა _ თეთრი სახლიდან კინწისკვრით გამოყარეს ტრამპის მოწინააღმდეგე მაღალჩინოსნები.

და აი, მივადექით წინამდებარე წერილის შექმნის მთავარ მიზეზს.

ზემოთ აღვნიშნეთ, რატომ, რისთვის და როგორ ებრძვიან მართლმადიდებელ რუსეთს მსოფლიოს ნეოლიბერასტული ძალები, მაგრამ არაფერი გვითქვამს ამ ძალების ბრძოლის ერთერთ მთავარ იარაღზე _ ისტორიის გაყალბების არცთუ წარუმატებელ მცდელობაზე, რაც მნიშვნელოვანწილად თვითონ რუსეთის ხელისუფლების, პირადად ვლადიმერ პუტინის ბრალია.

სწორედ ამიტომ წინამდებარე წერილის ეპილოგს რუსეთის პრეზიდენტისადმი ღია წერილის ფორმას მივცემ. მაშ, ასე:

ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს

ბატონო პრეზიდენტო! დიდი სამამულო ომი და ამ ომში სსრკის (გნებავთ, რუსეთის) გამარჯვება _ აი, თემა, რომელიც თქვენი რუდუნებით ბოლო პერიოდში ლამის რელიგიის რანგში აიყვანა რუსეთის მართლმადიდებელმა იმპერიამ. მახსოვს, როგორი გრანდიოზული იყო 2010 წელს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 65 წლის იუბილე, რომლის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმს, თუ კარგად მახსოვს, აშშის პრეზიდენტის თამადობით, ევროპისა თუ აზიის წამყვანი სახელმწიფოების მრავალი ლიდერი დაესწრო.

თუმცა მას შემდეგ არც “რიგითი” წლისთავები დაგიტოვებიათ უყურადღებოდ, მაგრამ 2015 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავის სამხედრო აღლუმმა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის “ანექსიის” გამო დასავლეთის ლიდერები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, სამხედრო ძლიერების დემონსტრირების თვალსაზრისით, ყველა საიუბილეო თუ “რიგითი” აღლუმები დაჩრდილა…

დასავლეთის ქვეყნების ლიდერების ამ უსაფუძვლო დემარშის შემდეგ ინტენსიურად დაიწყო წითელი არმიის მებრძოლების საფლავების შეურაცხყოფა ევროპის ტერიტორიაზე _ ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი ქანდაკებებისა თუ მემორიალების ვანდალური ნგრევა და “ცივილიზებული” დემონტაჟი ევროპის იმ ქალაქებში, რომელთა განთავისუფლებისთვის ბრძოლებში მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა.

ეგ კიდევ არაფერი. მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია დიდი სამამულო ომის ისტორიის ფალსიფიკაცია-გადაწერისა, რომლის მიხედვითაც ჰიტლერული გერმანია აშშ-ბრიტანეთმა დაამარცხა, ხოლო სსრკ სადღაც ომობანას თამაშობდა.

რაღა შორს წავიდეთ, აგერ, ახლახან, ჰიტლერი და სტალინი ევროპის საბჭომ ერთნაირ ბოროტებად გამოაცხადა, რასაც რუსეთის დელეგაცია არ დაეთანხმა, მაგრამ მერე რა? რეზოლუცია მიღებულია, რაც სტალინის კი არა, პირველ რიგში, რუსი ხალხის შეურაცხყოფაა…

ამ დღეებში ისტორიული მნიშვნელობის მქონე იალტის კონფერენციის 75 წლისთავიც შესრულდა; კონფერენციისა, რომელზეც სტალინის მართლაც რკინისებური ხელით მაშინდელი ევროპის რუკა ისე მიიჭრ-მოიჭრა, რომ სსრკ გახდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერიტორიების მფლობელი იმპერია.

ბატონო პრეზიდენტო! ზემოთ თქვენ მიერ ჩატარებულ გრანდიოზულ აღლუმებზე ვისაუბრე, მაგრამ მთავარი არ მითქვამს: მოსკოვში დგას “გამარჯვების მარშლის” სახელით ცნობილი გიორგი ჟუკოვის ქანდაკება და, თუ ის გამარჯვების მარშალია, მაშინ მისგან რამდენიმე მეტრში საფლავში მწოლი იოსებ სტალინი ვინ არის?

ბატონო პრეზიდენტო, მიბრძანდით ყოველ 5 მარტსა და 21 დეკემბერს სტალინის საფლავზე, თუ ვერ მიხვალთ, კრემლის ფანჯრიდან გახედეთ და დაინახავთ, რომ გამარჯვების მარშლის ქანდაკება კი არა, ოფიციოზის მიერ მივიწყებული სტალინის საფლავია ყვავილებში “ჩამხრჩვალი”, მაშინ მიხვდებით, ვინ ვინ არის.

9 მაისს რუსეთი ემზადება დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად. ამ აღლუმის ფასი, ტანკებისა და რაკეტების რაოდენობის მიუხედავად, რომ იტყვიან, კაპიკი იქნება, თუ აღლუმზე გამარჯვების მთავარი შემოქმედის, იოსებ სტალინის, ერთი დიდი სურათი არ ჩაივლის.

დიდი სტალინის სახელის გარეშე დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიება ხომ იგივეა, რაც უპატარძლო ქორწილი?! თუ მაინც ასე მოხდა, ბატონო პრეზიდენტო, ეს თქვენ მიერ ისტორიის გადაწერაში, ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილეობა იქნება… 2010-ში და 2015-ში ვერ გაბედეთ? ახლა მაინც გაუბედეთ ნეოლიბერასტებს და ცხვირწინ აუფრიალეთ სწორედ ლიბერალების რისხვის, სტალინის, დიდი ბანერი თუ ნავალნის, ე.წ. ჭაობის ოპოზიციის გეშინიათ?..

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით…

დავით მხეიძე

4 COMMENTS

  1. ბატონო დავით ეცადეთ რომ ეს წერილი როგორმე ვ.ვ პუტინმა წაიკითხოს,სხვაშემთხვევაში ამ საინტერესო წერილს რაფასი აქვს.

  2. თქვენ აგაშენათ ღმერთმა, ბ–ნო დავით, სიმართლის თქმისთვის. მაგრამ პუტინს რა უნდა უსაყვედურო, როდესაც დასავლეთის ძუძუზე ჩამოკიდებულ ჩვენ ქართულ სახელისუფლებო ელიტას ვერ გაუცნობიერებია და სათანადოდ არ აფასებს თავისი დიდი თანამემამულის, კაცობრიობის განუმეორებული გენიოსის, სტალინის პიროვნებას.

  3. ჟუკოვი და სხვა გენერლები მხოლოდ სხეული იყო საბჭოთა ჯარისა. ეს სხეული უთავოდ, რომელსაც დიდი სტალინი წარმოადგენდა, ომს ვერ მოიგებდა! ეს ხო უცხადესია, მაგრამ იმ მოვლენებსა და ვითარებაში, რაც დღეს ხდება, ყველა რაღაც სათავისოს ეძებს. სოსო სანამ ცოცხალი იყო, ვერავინ ვერაფერი დააკლო, რადგან ის მტკიცედ იდგა სიმართლის გზაზე. დღეს იგი ცოცხალი აღარ არის. ერთობლივ ყიჟინას სცემენ მის გასაშავებლად ხალხის შინაური თუ გარეული მტრები. დარწმუნებული ვარ მისი სახელი მეტად აღზევდება მომავალში, ვიდრე მის სიცოცხლეში იყო. მისი სული ამბობს იმას, რაც ჯვარცმულმა ქრისტემ ბრძანა: ,,..ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა (მას სატირელი არაფერი სჭირს), არამედ თავსა თქვენსა და შვილთა თქვენთა სტიროდეთ”.

  4. ქართვეელებო ნახეთ ლუვრის ექსპონატტებბიი როგორ ექცევიან ფრანგები ნააპოლეონს რუსებს სძულთ სტალინი როგორ ქართველმა მოიგოო ჩვენი ომი მაგრამჩვენ ქართველებს რამოგვივიდა ამ უზარმაზარ ადაამიანს არ ვცნობთ ნაპოლენს რაა ნაპლები ცოდვები ჰქონდ???

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: რევაზი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here