Home რუბრიკები პოლიტიკა ისინი ადამიანის უფლებების დარღვევას ითხოვენ

ისინი ადამიანის უფლებების დარღვევას ითხოვენ

ჟურნალისტები, რომლებიც “წარმატებით” ართმევენ თავს “სახელოვან ტრადიციას” _ ტყუილსა და ცილისწამებაზე დაყრდნობით ქვეყანაში არეულობების წაქეზებას

5241
ინგა გრიგოლია

გაუგონარი ფაქტია, რომ მედიის წარმომადგენლები საჯაროდ, უბოდიშოდ და მონდომებით მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან, დაარღვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე _ ჟურნალისტები მთავრობისგან ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვენ. საქართველოში კი უკვე თვალშისაცემია, რომ ერთობ უცნაური სიტუცია ჩამოყალიბდა _ ქართველი ჟურნალისტები პირდაპირ მოითხოვენ სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ ყოველგვარი სამხილის, მტკიცებულებისა და ჩვენების გარეშე დაიჭირონ და ციხეში ჩასვან კონკრეტული ადამიანები, მით უფრო საოცარია ყოველივე ეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

თემა თავისთავად უმძიმესია და ამაზრზენიც _ როგორ ცდილობენ ამ უმძიმესი თემით სპეკულირებას. თანაც ვინ? _ ჟურნალისტები! ჯანდაბას, აიტანდა კაცი გაიძვერა და ყველაფერის მკადრებელი პოლიტიკოსებისგან ამას, ხოლო მოკლული არასრულწლოვნის მამის სრულიად მიუღებელ საქციელს “ამხელა ტკივილის გამო გონების დაბინდვას” მიაწერდა, მაგრამ რას შეიძლება მივაწეროთ ქართველი ჟურნალისტების ასეთი მოწადინება, როგორმე გაამძაფრონ სიტუაცია, ქუჩურ გარჩევაში მოკლული ბავშვის ამბავი რაღაც იდუმალისახელმწიფოებრივი მაფიისსაბურველით შემოსონ და ხალხს, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებისკენ უბიძგონ? როგორ შეიძლება ავხსნათ ეს საქციელი?

პირდაპირ ვიტყვი: ამას არანაირი ახსნა არ აქვს, გარდა ფულისა! დიახ, ფული შეიძლება იყოს ერთადერთი ახსნა ყოველივე ამისა და ნამდვილად ვერავინ დამაჯერებს, რომ ქართველი ჟურნალისტების ეს ნაწილი ამ დონის დებილია და, უბრალოდ, ვერ ხვდება, რა წარმოუდგენელ შტერობებს ლაპარაკობს ხოლმე. ეჭვი კი არა, საფუძვლიანი რწმენა გამიჩნდა უკვე, რომ კონკრეტულადტვ პირველისადაიბერიასმესვეურებს მიშა სააკაშვილისგან ძალიან მნიშვნელოვანიგრანტიაქვთ მიღებული იმ ავანტიურის ხელშეწყობაში, რომლის მცდელობასაც, უკვე რამდენიმე თვეა, ვადევნებთ თვალყურს. არც სხვა ჟურნალისტები აკლებენ ხელს, მაგრამ გასულ კვირაში ამ მხრივ ძალიან გამოირჩა ქართული ჟურნალისტიკისმზედმიჩნეული ინგა გრიგოლია. მისი ინტერვიუქართული ოცნებისწარმომადგენელ მამუკა მდინარაძესთან, სხვა გზა აღარ მაქვს, პირდაპირ უნდა ვთქვა: უვიცობის, უტიფრობის, ანტიჟურნალისტიკის ნამდვილი ნიმუში იყო.

გრიგოლია: _ ბატონო მამუკა, თუკი ..- ეჭირა მოკლული სარალიძე და . ურტყამდა მას დანას, ეს არ არის მკვლეობაში თანამონაწილეობა? რატომ არ აქვს წაყენებული ბრალი ამ მუხლით ..-?

მდინარაძე: _ ქალბატონო ინგა, მ.კ. თავის ჩევენებაში ამბობს, რომ ის ეხებოდა და ურტყამდა სარალიძეს მუშტს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოეშორებინა იგი თავისი მეგობრისთვის _ გ.ჯ.-ისთვის, რომელიც მას მთელი ძალით ჰყავდა ჩაბღუჯული, წაათრია ფარდულში და სცემდა.

გრიგოლია: _ მერე ეგ არ არის, ბატონო მამუკა, მკვლელობაში თანამონაწილეობა? ერთ ადამიანს ჰყავს გაკავებული, მეორე კი ურტყამს დანას. ეს არ არის თანამონაწილეობა?

მდინარაძე: _ არა, ქალბატონო ინგა. ვერ მტკიცდება ის, რომ მ.კ-ს სარალიძე გაკავებული ჰყავდა. ის ჩვენებაში ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ ეხებოდა და ურტყამდა, რომ იგი გ.ჯ.-ისთვის მოეშორებინა და არა იმიტომ, რომ მისთვის ვინმეს დანა დაერტყა. არ არის დამტკიცებული მ.კ.-ს მოქმედების მოტივი და მიზანი.

გრიგოლია: _ კარგით რა, ბატონო მამუკა! საერთოდ, რა შუაშია მოტივი და მიზანი? ბავშვი მოკლეს!..

აი, ეს არის ძალიან მცირე მონაკვეთი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და პარლამენტარ მამუკა მდინარაძის საუბრიდან. გრიგოლია ცდილობდა, როგორმე ეთქმევინებინა პარლამენტარისთვის, რომ მ.კ. არის დამნაშავე, მკვლელი ან, სულ ცოტა, მკვლელობაში თანამონაწილე პირი. ქალბატონი ინგას უთავმოყვარეობა იქამდეც კი მივიდა, რომ პირდაპირ წამოიძახა: რა შუაშია მოტივი და მიზანიო?! არადა, მრავალჭირნახულმა ჟურნალისტმაკი უნდა იცოდეს, რომ მოტივი და მიზანი სისხლის სამართლის სფეროს ანი და ბანია!

სწორედ მოტივისა და მიზნის გარკვევისა და დაზუსტების შედეგად დგინდება, პიროვნებას ბრალი მკვლელობაში უნდა წაუყენო, მკვლელობის მცდელობაში თუ არაფერში, საერთოდ. პიროვნების მოქმედების მოტივისა და მიზნის დადგენის გარეშე სასამართლო განსახილველადაც კი არ მიიღებს პროკურატურის წარდგენილ საქმეს…

საბოლოო ჯამში, თუკი, უბრალოდ, ლოგიკურად მივყვებით ქართველი ჟურნალისტების, კერძოდ კი, ინგა გრიგოლიასა და მისი “კამანდის” _ ვახო სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილისა და სხვების საუბრის პათოსს, გამოდის, რომ ისინი, ფაქტობრივად, მოითხოვენ მ.კ.-ისა და კიდევ რამდენიმე არასრულწლოვნის დაპატიმრებას ყოველგვარი პირდაპირი სამხილის, რეალური მტკიცებულების გარეშე! გადახვევის რეჟიმით შეგიძლიათ ხელახლა უყუროთტვ პირველისეთერში მყოფ ყველა იმ სტუმარს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ტელევიზიის ჟურნალისტების პათოსი ზუსტად ეს არის _ ისინი არად დაგიდევენ სამხილების არარსებობას და პირდაპირ მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ დააპატიმრონ და მიუსაჯონ კიდეც იმ არასრულწლოვნებს, რომელთა დაპატიმრებაც სურს ზაზა სარალიძეს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ, რაკი “ინგა გრიგოლია ასე მიიჩნევს” და “ზაზა სარალიძეს ასე სურს”, ეს სრულიად საკმარისი საბაბი უნდა იყოს პიროვნებების ციხეში მრავალი წლით გამოსაკეტად. არადა, წესით, ჟურნალისტი იმას უნდა ითხოვდეს, რომ, თუკი ვინმე არასამართლიანად ზის ციხეში, გამოუშვან, ანდა, თუკი ვინმეს მიმართ სამხილები არ არის საკმარისი, არ დაიჭირონ! ეს ადამიანის ელემენტარული უფლებებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზეტვ პირველისჟურნალისტების ამოცანა არის არა ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ სულ სხვა რამ _ დაძაბონ, არიონ სიტუაცია ქვეყნაში და ცეცხლზე დიდი ულუფებით დაასხან ნავთი! ამას ისინი ყველაფრის ფასად, ჟურნალისტური თავმოყვარეობის დათმობის ფასადაც კი აკეთებენ! ინგა გრიგოლიაზე უკვე ვთქვით _ იქამდეც კი მივიდა, რომ სისულელეც დააბრეხვა: მოტივი და მიზანი, საერთოდ, რა შუაშიაო?! აი, ვახო სანაია კი, როდესაც ვერ იღებს მისთვის სასურველ პასუხს და სტუმარი ეუბნება, რომ არ არსებობს საკმარისი სამხილები მ.კ-ის ან სხვა რომელიმე არასრულწლოვნის მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მისაცემად, გადადის ასეთ ფორმულირებაზე: კარგით, ეს გასაგებია, რომ ობიექტურად ასეთი სამხილი არ არსებობს, მაგრამ როგორია თქვენი შინაგანი რწმენა? ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა სარალიძეს?”

დადექი და რამდენიც გინდა უმტკიცე, რომ ასეთ საკითხებზე შინაგანი რწმენისგამოტანა ტელეეთერში, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, უბრალოდ, არასწორი და არაკანონიერიცაა. მთავარია, რომ მაყურებლის თვალში ხელისუფლებაუგულოდ”, “უსამართლოდ”, “დამნაშავეების დამცველადწარმოჩნდეს და კანონი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ვის აინტერესებს? ნინო ჟიჟილაშვილი უფრო ემოციურ მეთოდს “აწვება” და, როდესაც სხვა არგუმენტი აღარ რჩება, ასეთ კითხვებზე გადადის: აბა, თქვენი აზრით, რა უნდა ქნას შვილმოკლულმა მამამ? სახლში წავიდეს? რა უნდა გააკეთოს შვილმოკლულმა მამამ? _ აი, ამ კითხვებზე გვიპასუხეთ!” ყველა ვხვდებით, ეს ისეთი კითხვებია, ხელისუფლების წარმომადგენლის ნებისმიერი პასუხი აუცილებლად მოინათლება “არაადამიანობად”, “ცივსისხლიანობად” და “დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებად”.

ვინაიდან არ ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, ავდგები და უბრალოდ კითხვას შევუბრუნებ “ჟიჟისა” და სხვებს: აბა, რა უნდა ქნას შვილმოკლულმა მამამ, ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალება დაიწყოს და სამოქალაქო ომი გამოიწვიოს?

რა ვქნა, თუკი მე მაქვს შინაგანი რწმენა (თქვენი საყვარელი ტერმინოლოგიით!), რომ თქვენ აი, ამ ემოციური მედიატერორის განსახორციელებლად სოლიდური თანხა გაქვთ აღებული და, უბრალოდ, გაყიდულები ხართ? ახლა არ დამიწყოთ საუბარი “ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე”! თუკი შეიძლება თანატოლის მკვლელობის ბრალდება ადამიანს “შინაგანი რწმენის” საფუძველზე აჰკიდო, ჩემი შინაგანი რწმენით, “პროფესიულ შეურაცხყოფასაც” აიტანთ როგორმე!

მსოფლიოში მკვლელობის უამრავი გაუხსნელი საქმეა და ამის გამო არსად არც ერთი ხელისუფლება არ გადამდგარა! ისევე, როგორც არც ერთი ხელისუფლება არ გადამდგარა ერთი კონკრეტული ბიზნესმენის გაურკვეველი ბჟუტურის გამო იმაზე, თუ როგორ სთხოვდნენ მას 4 მილიონს, 51 მილიონის ნაცვლად

აქაც თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის “ბობოქარმა სულმა” იყივლა:

_ ეს იყო შოკის მომგვრელი ინტერვიუ. დარწმუნებული ვარ, ეს ინტერვიუ საქართველოში ახალ რეალობას დაუდებს საფუძველს.

_ კი, ნამდვილად, ხვალ უკვე სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძებთ, ამ ინტერვიუს შემდეგ!

_ პირადად ჩემთვის ეს იყო გადატრიალების დასაწყისი, ეს ინტერვიუ ძირეულად შეცვლის ჩვენს ქვეყანას!

_ რა თქმა უნდა, ასეთი სკანდალი საქართველოს ჯერ არ ახსოვს.

_ ეს ამ ხელისუფლებისთვის “ციხის კადრებია”, მეტიც _ ციხის კადრებზე აუარესია ეს…

_ გეთანხმები, ბევრად მძიმე იყო, ვიდრე ციხის კადრები.

_ ხვალ ნამდვილად სხვა რელობა იქნება ჩვენს ქვეყანაში!

აი, ასე დაემშვიდობნენ მაყურებელს ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე ზაზა ოქუაშვილთან ინტერვიუს შემდეგ. მგონი, არავინ შემედავება, რომ “რეცეპტი” ერთი და იგივეა _ მაყურებელი როგორმე დაარწმუნონ, რომ ქვეყანაში რაღაც განსაკუთრებული საშინელება ხდება და აუცილებელია ქუჩაში მრავალათასიანი გამოსვლების დაწყება, “ახალი რეალობისშექმნა და ..

თუმცა “რუსთავი 2”-ისგან ეს არავის უკვირს, რადგან ჯერ კიდევ 2003 წლიდან ამ ტელევიზიის “სახელოვანი ტრადიციაა” ქვეყანაში არეულობების წაქეზება ტყუილსა და ცილისწამებაზე დაყრდნობით და იგი, მრავალი წელია, “წარმატებით” ართმევს ამას თავს. ამჯერად კი “გაშტერებული ხალხის ტელევიზია” მარტო აღარ არის. თვეზე მეტია, 20-კაციან მიტინგსა და აქციებს კუდში დასდევს “ტვ პირველი” და ცდილობს, ბუზი სპილოდ აქციოს… ამ სიას შეუერთდა ტელეკომპანიაიბერიაცდა ცდილობს, სწორედ ის ძალა, ის მთავრობა დააბრუნოს ხელისუფლებაში, რომელმაც თავის დროზე არათუ “4 მილიონის მოთხოვნით”, არამედ ავტომატებითა და ნიღბიანი სპეცრაზმელებით გადაუარა.

მოკლედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ქართული ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით ამ სამი ტელევიზიის სახით, “მარილზეა გასული” და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში მართლაც კიდევ ერთი დიდი არეულობა და შფოთია საჭირო, რომ პოლიტიკაშიც, საზოგადოებაშიც და ჟურნალისტიკაშიც, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.

სხვა გამოსავალს თუ ვინმე ხედავთ, ძალიან გთხოვთ, არ დამიმალოთ!

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. როგორ შეიძლებოდა ერთი გაუნათლებელი და ჭირვეული კაცის ხუშტურებზე, მთელ საქართველოში ქაოსის შექმნა. შვილი კლასელებთან გარჩევებში დაჭრეს და დაიღუპა. მკვლელი ვიცი ვინ არისო და მთელი კლასი, მშობლებიან მეზობლიანად ციხეში გაგზავნა, გენ პროკურორი და სხვა ძალოვნები მათ მიაყოლა. დაიწყო ნაციონალ არეულობა, სალარიძე ღია ეთერში სახელმწიფო გადატრიალებაზე მოწოდებებს აკეთებს. მთელ ამ კამპანიას “ნაც მოძრაობა” , “ცრუ თავი” და უცხოეთის ფულზე გაზრდილი არასამთავროები ამოუდგნენ მხარში და სახელმწიფო კრიზისი შექმნეს. “მშიშარა სააკიანი”, ჰოლანდიიდან აქეზებს მთელ ამ კამპანიას და ცეცხლზე ნავთს ასხავს. ვინ მოკლა მისი შვილი ამ ჯგუფურ არეულობაში შეიძლება თვითონ მოჩხუბარმაც არ იცოდეს. ამ არეულობას პანკისელი მაჩალიკაშვილიც შეუერთდა და ხალხს მეტროში აფეთქებებით ემუქრება. აი ეს არის ბრიყვთა სატყუარა, ყალბი დასავლური დემოკრატია, რომელიც სახელმწიფოს წალეკვით ემუქრება. საბოლოო მიზანი ამ ბანდიტებისა არის “მნგრეველი მიშიკოს” ჩამოთრევა და მტრების სიხარული. ამის შემდეგ საქართველოდან, ქვა-ქვაზე არ დარჩება.

  2. ჭურნალისტიკის მაგ “მზე”ქალა ფურუნკულზე და მის მსგავს სულგაყიდულებს საუკეთესოდ ესადაგება ხალხური ნათქვამი, “რათ უნდა გლახას ბოსტანი, გად…….., ……..!”

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: MAVERICK Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here