საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი კონგოში, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი პილოტის, სოსო ოსურაულის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფმა უნდა უზრუნველყოს ქართველი მფრინავის გათავისუფლებისა და კონგოდან სამშობლოში დაბრუნების ოპერაცია. დარწმუნებული ვარ, გვყავს ასეთი დანაყოფი. ბოლოს და ბოლოს კონგოა, ესეც საფრანგეთი ან გერმანია ხომ არ არის. ჩავედით, დავიხსენით, დავბრუნდით. აი, რეცეპტი. ასე მოიქცეოდა ისრაელი”, – წერს ინაშვილი.