Home ახალი ამბები მსოფლიო ირანის პრეზიდენტი აშშ-თან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანის პრეზიდენტი აშშ-თან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ჰასან რუჰანი

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აშშთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ისეთი, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს. “ჩვენი არჩევანი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევაა”, _ აღნიშნა რუჰანიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მაისს განაცხადა, რომ ირანი შეეჯახება “უდიდეს ძალას”, თუ ის ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამს. მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს თეირანთან მოლაპარაკების სურვილი, როდესაც ირანი ამისთვის მზად იქნება.

თეთრი სახლის ლიდერმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა შარშან გადაწყვიტა. მან ასევე განაახლა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, რომელთა გამოც ირანს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here