იანვარში მაშველებმა ინდოეთის ჩრდილოეთში, ტყეში 10-12 წლის ველური გოგონა იპოვეს. ის ცხოველივით იქცეოდა: დადიოდა ოთხზე, ტანთ არ ეცვა, ჭამდა იატაკიდან.
მან არც ლაპარაკი იცოდა. როცა მაშველებს გოგონა ტყიდან მოჰყავდათ, მათ თავს დაესხა მაიმუნების ჯოგი, რომელიც ცდილობდა გოგონას “გადარჩენას”. ამჟამად გოგონა საავადმყოფოშია მოთავსებული, პოლიცია კი ცდილობს, გაარკვიოს ვინ არიან მისი მშობლები და როგორ აღმოჩნდა ის ტყეში სრულიად მარტო.