Home რუბრიკები პოლიტიკა ინგა გრიგოლიას გაეროსიკიწმარიშვილება

ინგა გრიგოლიას გაეროსიკიწმარიშვილება

ინგა გრიგოლიას გაეროსიკიწმარიშვილება

მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ინგა გრიგოლია კიდევ ჩაიდენდა ისეთ რამეს, რის გამოც მის შესახებ კიდევ ერთი საგაზეთო წერილის დაწერა მომიწევდა. ვინც იტყვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა შევეშვათ ამ უტიფარ, უნამუსობის პიკზე ასულ ქალს და ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, მართალი იქნება, მაგრამ მინდა, მკითხველმა კიდევ ერთხელ მომიტევოს, რომ ამ დედაკაცის მორიგ ყეყეჩ გამოხდომას უყურადღებოდ ვერ ვტოვებ, მაგრამ აწი, პირობას ვდებ, ვეცდები, ზუსტად ისე დავიკიდო მისი ყველა უტიფრობა ფეხებზე, როგორც თვითონ ჰკიდია მაყურებელი და, საზოგადოდ, ქართველი საზოგადოება. დიახ, ეს მან თვითონვე ბრძანა გიორგი გაჩეჩილაძესთან (“უცნობთან”) რადიოეთერში სტუმრობისას: “მე უკვე 49 წლის ვარ და საერთოდ აღარ მაინტერსებს, დამიჯერებენ თუ არა იმას, რასაც ვლაპარაკობ!”

ნამდვილად ახალი ჟურნალისტური სტანდარტი აღმოუჩენია “ქართული ჟურნალისტიკის დედის” ტიტულის დამჩემებელ 49 წლის ინგა გრიგოლიას. თუმცა, ვფიქრობ, მეტი გზა მას აღარც აქვს _ 2012 წელს, ერთხელ უკვე გაფარჩაკებული, ძლივს მობრუნდა ჟურნალისტიკაში და ახლა იმაზე უარესად გადაიფარჩაკა თავი. ასე რომ, ნამდვილად სულერთი უნდა იყოს მისთვის, ვინ რას დაუჯერებს _ მთავარია, რაც შეიძლება ბევრი ფული აიღოს და გარანტირებული სიბერე შეიქმნას. სხვათა შორის, სწორედ ფულზე იყო საუბარი, სანამ გრიგოლია ამ ყოვლად შტერულ ფრაზას იტყოდა. თუმცა, რაც მანდ ფულის შესახებ თქვა, არც ის იყო გონიერებით გამორჩეული: მინდა გითხრათ, რომ ტელეკომპანიაპირველიდღეს საქართველოში ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ იყენებს პოლიტიკურ ფულს. ჩვენ პოლიტიკური ფულით არ ვარსებობთ, ჩვენ ვსულდგმულობთ ჩვენი კომერციული შემოსავლებით_ ეს ფრაზა ინგამ ისეთი უტიფრობითა და უსინდისობით წარმოთქვა, საკუთარ თავსაც კი გადაახტა. აი, სწორედ აქ ვეღარ შეიმაგრა თავი “უცნობმა” და ალალად წამოსცდა: “მაგას ვინ დაგიჯერებს?”

ამ კითხვაზე ინგას უტიფარი პასუხი უკვე მოგახსენეთ, ახლა ისევ “პოლიტიკურ ფულს” მივუბრუნდეთ. სინამდვილეში “ტვ პირველი” სწორედაც ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელშიც დღეს ყველაზე მეტი პოლიტიკური “მაყუთი” ტრიალებს. ტელევიზიასთან ვისაც ოდნავი შეხება მაინც აქვს და ვისაც ორიოდე ნაცნობი და ახლობელი ჰყავს ამ სფეროში, ყველამ კარგად იცის, რომ ქიბარ ხალვაშის “რუსთავი 2”-ს და ნიკა გვარამიას “მთავარ არხსაც” ფინანსურად საკმაოდ ცუდად აქვთ საქმე და ხელფასების დროულად გადახდაც უჭირთ.

აი, ინგავიზიაკი ზედიზედ ისრუტავს და ისრუტავს ქართულ მედიაში ცნობილ ნაძირლებს, მათ შორის _ ყველაზე გამორჩეულ ნოდარ მელაძესაც. ასევე ყველამ კარგად იცის, რასტავკებზემუშაობენ ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე, თვითონ ინგა გრიგოლია და თუნდაც ნოდარ მელაძე. მხოლოდ ამ ხუთეულის ხელფასი, ვისაც უნდა დავენაძლევები, თვეში 200 ათას ლარზე ნაკლები არ იქნება. ამას მიუმატეთ სხვა ჟურნალისტების, პროდიუსერების, ოპერატორების, მემონტაჟეების, უამრავი ტექნიკური პერსონალის ხელფასი, სხვა სამეურნეო ხარჯები და მერწმუნეთ, ესტვ პირველისგაბარიტის ტელევიზიისთვის თვეში ერთ მილიონზე ნაკლები ნამდვილად არ არის. აბა, მითხარით, ჩამომითვალეთ, რა რეკლამები გადის ამ ტელევიზიაში იმდენი და ისეთი, რომ თვეში მილიონიამოქაჩოს”?

ხომ არ გაგონებთ ეს ყოველივე იმ ტელევიზიას, რომელიც თავის დროზე ზუსტად ასევე იფიცებოდა და გვიმტკიცებდა, _ საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელევიზია ვართ და საკუთარი შემოსავლებით ვცხოვრობთო. არადა, იმ წლების კვალობაზე წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები ჰქონდათ მის თანამშრომლებს. იმდენად მაღალი, რომ ხალხში მათ ხელფასებზე ლეგენდები დადადიოდა. 1990-ანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისის “რუსთავი 2”-ზე ვსაუბრობ, მოგვიანებით “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სტატუსის მითვისება რომ სცადა და საბოლოოდ სრული გაფარჩაკებით რომ დაასრულა.

20-ოდე წლის წინათ ჭამა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ყოველივე, რადგან ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელი და ჩამოუყალიბებელი იყო. ახლა ეს ასე არ არის და ნუთუ ამდენს ვერ ხვდებაქართული ჟურნალისტიკის დედა”?!

სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, ვერ ხვდებოდეს; პირიქით მგონია, რომ ვინც ის სავარაუდო რევოლუციის “მედიაბაირახტარად” შეარჩია, სწორედ ამ ნიშნებით შეარჩია _ წარმოუდგენლად გაუნათლებელი, ფულზე სასტიკად დახარბებული, პოპულარობასა და ეკრანზე გამოჩენაზე გამანიაკებული და უტიფარი _ ეს თვისებები სრულიად საკმარისია საიმისოდ, რომ ამ ვითარებაში საკუთარ თავზე “ეროსიკიწმარიშვილობა” დაიკისროს ადამიანმა.

ბოდიშს მოვითხოვ, ცოტა უხერხული შედარება გამომივიდა, ვინაიდან ეროსი კიწმარიშვილმა ძალიან ცუდად დაასრულა ყველაფერი _ ის ან მოკლეს, ან თავი მოიკლა…

მაგრამ, ვერსად წავუვალთ ფაქტს, რომ ვიღაცმავანს”, რომელიც აშკარად ემზადება მორიგი გადატრიალებისა და რევოლუციისთვის, დასჭირდა მორიგიეროსი კიწმარიშვილი”, რომელიც ამსახალხო რევოლუციის” “მედიამხარდაჭერასუზრუნველყოფს. ნიკა გვარამია საამისოდ ვერ გამოდგა, რადგან ძალიან კომიკური პერსონაა და მეტისმეტად გაიჯამბაზა თავი. ამ მისიის საკუთარ თავზე ამღები ყველაზე შესაფერისი უტიფარი სწორედ ინგა გრიგოლიაა.

თავის მხრივ, ამ ახალ “ეროსი კიწმარიშვილს”, ანუ ინგა გრიგოლიას მიეცა სრული კარტ-ბლანში, ვინც უნდა, ის მოიყვანოს “თავის” ტელევიზიაში, ოღონდ კი ინტრიგის, პროვოკაციის, ცილისწამების კორიანტელი დააყენოს, ტემპერატურა დუღილამდე ასწიოს და აპოკალიფსური სურათი დახატოს.

ამ ყოველივეს, როგორც ჩანს, ინგა გრიგოლიასთვის “მედიამენეჯერობა” და “ნიუსმეიქერობა” ჰქვია და ისიც ამბობს: მე საქართველოში არ მეგულება ისეთი მაღალი დონის ნიუსმეიქერი, როგორიც არის ნოდარ მელაძე”.

ამაზე “უცნობს” ისევ და ისევ საცოდავად წამოსცდა: ჩემთვის ის მაღალი დონის ნიუსმეიქერი კი არა, მაღალი დონის ცილისმწამებელი და უზნეოა”, მაგრამ “დედიკომ” თავისი გაუბერა: მე ვარ ერთერთი მსხვილი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მე ვარ გამოცდილი მედიამენეჯერი და ვამბობ, რომ სამსახურში აყვანისას ჩემთვის არ არის მთავარი კრიტერიუმი ზნეობა, მთავარი ადამიანის პროფესიონალიზმია და ნოდარ მელაძე ჩემთვის ასეთია!”

ვერ გეტყვით, ინგა დაუკვირდა თუ არა, რა თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ნოდარ მელაძეს “უზნეო პროფესიონალის” იარლიყი “აარტყა”.

მართალია, ჩემი პირადი აზრით, ნოდარ მელაძე პროფესიონალი არც “უზნეოდ” არის და არც “ზნეობით”, მაგრამ აქ მთავარი მაინც სხვა რამეა. 49 წლისჟურნალისტი”, მაყურებლის აზრი სულ ფეხებზე რომ ჰკიდია, იმასაც გვეუბნება, რომ ზნეობაც ჰკიდია თურმე ფეხებზე. არადა, ჟურნალისტობა არის სწორედ ერთერთი იმ იშვიათ პროფესიათაგანი, რომელიც სწორედ ზნეობაზე უნდა იდგეს.

ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობა საზოგადოებისთვის უტყუარი ფაქტების მიწოდება და სიმართლის თქმაა. ხოლო როგორ შეძლებს უზნეო ადამიანი სიმართლის თქმას და ფაქტების უტყუარად გადმოცემას, ეს ძალიან იოლი მისახვედრია.

მაგალითად, უზნეო მეწაღემ შეიძლება ფეხსაცმელი დაგიზიანოს და მეტი არაფერი. აი, უზნეო ჟურნალისტი კი საზოგადოებას აზიანებს და თანაც გამოუსწორებლად.

არაერთხელ მომიშველიებია და გამიხსენებია ძველი რომაული გამოთქმა: “ვინც დაწინაურებულია საქმეში, ხოლო ჩამორჩენილია ზნეობაში, ის უფრო ჩამორჩენილად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე დაწინაურებულად!”, მაგრამ ესმის კი ამდენი ამ ე.წ. ჟურნალისტს, მაყურებელი ფეხებზე რომ ჰკიდია?

ან რა უნდა მოსთხოვო ადამიანს, რომელიც იმ დონის გოიმია, რომ, სადაც უნდა იყოს (თავის ეთერში, სხვის ეთერში თუ საგაზეთო ინტერვიუში), ყველგან წამდაუწუმ იმეორებს _ “მე დიდი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ვარ”! უკვირს, თვითონაც უკვირს პროვინციელ უწიგნურ ინგაიას, რანაირად, ღვთის რომელი სასწაულით მოხვდა ასეთ თანამდებობაზე.

ადამიანი, რომელმაც წერა-კითხვა, უბრალოდ, არ იცის და ეთერში კიდევ იმდენ შტერობას ლაპარაკობს, რომ დაჯდე და გაშიფრო, დიდხანს ვერ მიხვდები, რა თქვა, როგორ და რანაირად გახდა ჯერ ცნობილი და გავლენიანი ჟურნალისტი, შემდეგ კი _ ტელევიზიის გენერალური დირექტორი.

ვინც კარგად არის ჩახედული, რა პროცესები განვითარდა ქართულ მედიაში 1990-იანი წლების ბოლოდან, მას ეს არც გაუკვირდება. პირიქით _ ვინმე მართლა ნიჭიერი და კარგი ჟურნალისტი რომ დაენიშნათ ისეთი ნაგავი ტელევიზიის დირექტორად, როგორიც “ტვ პირველია”, აი ეგ იქნებოდა ძალიან გასაკვირი.

ოღონდ, საქმე ის არის, რომ ახლა ნამდვილად არ არის მთავარი საკითხი ინგასმედიაბედი”. ახლა მთავარი საკითხი ისაა, რას მოიტანს გოიმი ინგას გაეროსიკიწმარიშვილება თვითონ ინგასთვის; მათთვის, ვინც ის გააეროსიკიწმარიშვილა, და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

“ქართული ოცნების” მართლა არაადეკვატური და უნიათო მოქმედებების გადამკიდე, კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ინგა გრიგოლიას ტვინში ნახევარი ხვეული რომ აქვს და ჟურნალისტობს, ესე იგი სახელმწიფო არ გაგვაჩნია, სამწუხაროდ///

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here