Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი იაპონიაში “იდეალური” “პორშე 911” წარმოადგინეს

იაპონიაში “იდეალური” “პორშე 911” წარმოადგინეს

პორშე 911

პორშე 911”-ის ფლაგმანური მოდელი პოპულარობით სარგებლობს საავტომობილო ბაზარზე, იაპონიაში კი გადაწყვიტეს მისიიდეალურიმოდელის დემონსტრირება.

მოდერნიზებული ავტომობილი “პორშე 911” შექმნა პოპულარულმა დიზაინერმა აკირა ნაკაიმ, რომელიც თითქმის 20 წელიწადია, “დააქროლებს” გერმანული წარმოების ავტომობილს. გადააკეთა რა ავტომობილი, დიზაინერი მას საკუთარი მარკით უშვებს, რომლის სახელწოდებაა Rauh-WELT Begriff.

აკირა ნაკაიმ “პორშე 911”-ის შექმნისას გამოიყენა სპეციალურად შემუშავებული დეტალები, რომლებიც აუცილებელ ბალანსირებას უზრუნველყოფს.

რა თქმა უნდა, წარმოდგენილი მოდელი რბოლისთვის არ არის შექმნილი და არც ჩქარი მოძრაობისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ავტომობილის მოდერნიზებული ექსტერიერი გარეგნულად არაფრით ჩამორჩება ცნობილ სპორტულ მანქანებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here