Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი თვითმფრინავი MC-21 ქარხნიდან გამოვიდა

თვითმფრინავი MC-21 ქარხნიდან გამოვიდა

MC-21

რუსული ვიწროფიუზელაჟიანი თვითმფრინავის _ MC-21-ის პირველმა ეკზემპლარმა კორპორაციაირკუტისქარხნის ასაწყობი საამქრო დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს პირველი გამოსაცდელი გაფრენისთვის მზადება.

ლაინერი ორიენტირებულია მსოფლიო ავიაბაზრის ყველაზე ტევად სეგმენტზე _ საშუალომაგისტრალურ გადაზიდვებზე. დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ის გახდება Boeing-737-ისა და Airbus A320-ის კონკურენტი. MC-21 იფრენს გაცილებით სწრაფად და ეკონომიური თვალსაზრისითაც აჯობებს დასავლელ კონკურენტებს. “ირკუტის” გათვლებით, MC-21-ის ექსპლუატაციით ავიაკომპანიები 3 მილიონ დოლარს დაზოგავენ წელიწადში.

პირველი ამ ლაინერს გამოიყენებს რუსული კომპანია “აეროფლოტი”. თვითმფრინავების მიწოდება 2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. კომპანია “აეროფლოტი” 150 ლაინერის ყიდვას აპირებს.

პერსპექტიული სამგზავრო ლაინერის ტევადობა 150-დან 211 მგზავრამდეა. ასევე, მას აქვს უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად აწყობილი ძრავი, საბორტო მოწყობილობა და სისტემები. ლაინერი შეცვლის ისეთ საბჭოთა თვითმფრინავებს, როგორიცაა “Ту”, “Як” და “Ан”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here