აქტიური და დინამიკური იანვრის შემდეგ, თებერვალი შედარებით უფრო პოზიტიური იქნება. თუმცაღა ამ პერიოდში განსაკუთრებულად იკლებს სასიცოცხლო პოტენციალი, მით უმეტეს, რომ ზუსტად თებერვალში ველით რიგით მეორე დაბნელებას ამ წელს – მზის დაბნელებას, რომელიც 15 თებერვალს დაფიქსირდება.
ვერძი
ვერძებს თებერვალი ჩვეული აქტიური ცხოვრების შენელების აუცილებლობის წინაშე დააყენებს. ამიტომ აჯობებს ძვირფასმა ვერძებმა, თვის მეორე ნახევრიდან დროებით გადადონ ახალი პროექტების განხორციელებაზე ზრუნვა და დრო ჯანმრთელობის გაკაჟებას დაუთმონ. მათთვის ვინც 28 მარტსა და პირველ აპრილს შორის დაიაბდა, თებერვალი ბევრ დაუგეგმავ სიტუაციას მოიტანს. 14-17 თებერვლის შუალედი კი საკმაოდ კარგი იქნება ნებისმიერი ვერძისთვის, საიმისოდ რომ თანამოაზრეები შემოიკრიბოს და სამომავლო გრანდიოზული გეგმები დასახოს. ხოლო 19 თებერვლიდან აჯობებს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა დრო თვითგანვითარებას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას ან უბრალოდ, პასიურ დასვენებას დაუთმონ.
კურო
კუროების უმეტესობას 1-5 თებერვლის შუალედში ბევრ მოულოდნელობას ჰპირდება. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 3-5 მაისს დაბადებული ადამიანებისთვის იქნება იმ მხრივ, რომ შესაძლოა მათ ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობის დასაწყისსაც კი მიეცეს დასაბამი. თუმცა, თებერვლის თვე ყველაზე უფრო 30 აპრილისა და 4 მაისის შუალედში დაბადებულ კუროებს დააჯილდოებს, როგორც კარიერული, ისე ფინანსური კუთხით. ყველაზე მეტად ამ მხრივ სარეკლამო ან შემოქმედებით სფეროში მომუშავე კუროებს მოემართებათ ხელი. ხოლო 12-15 მაისის შუალედში დაბადებულებს დიდი სიფრთხილისა და ლოიალურობის გამოჩენა ჰმართებთ ოჯახურ და პარტნიორულ ურთიერთობებში.
ტყუპი
თებერვალში ტყუპის დიდ ნაწილს სასიცოცხლო ენერგეტიკა შეუსუსტდება. გარდა ამისა, შესაძლოა ზოგიერთი ტყუპისთვის ისედაც გაორებული ხასიათის გამო, რთული გახდეს კონკრეტულ და პრაქტიკულ მიზნებზე გააკეთოს სწორება. თუმცა საგანგაშო არაფერია ძვირფასო ტყუპო, 13 თებერვლიდან ქაოსი აუცილებლად დალაგდება, როგორც თქვენს თავში, ისე თქვენს გარშემო. 18-21 თებერვლის პერიოდში კი ბევრ ტყუპს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობის კუთხით. ამ მხრივ ყველაზე დიდი დილემის წინაშე 30 მაისსა და 2 ივნისს შორის დაბადებული ინდივიდები აღმოჩნდებიან.
კირჩხიბი
თებერვლის პირველ რიცხვებში, იმ კირჩხიბებს ვინც ქვეყანას 2-5 ივლისის შუალედში მოევლინა, ვარსკვლავების გავლენით შესანიშნავი შანსი მიეცემათ აქამდე დაძაბული პარტნიორული თუ ოჯახური ურთიერთობების დასარეგულირებლად. ხოლო მათ ვისი დაბადების თარიღიც 1-3 ივლისს ემთხვევა, 17 თებერვლიდან თვის ბოლომდე ერთობ გაუთვალისწინებელი და მკვეთრი ცვლილებები ელის კარიერულ სარბიელსა და ბიზნესში. ასტროლოგები გირჩევენ ძვირფასო კირჩხიბებო, რომ არ შეუშინდეთ რისკს და მაქსიმალურად გამოიყენოთ ნებისმიერი შანსი, რომელიც ძირითადად ახალი სფეროს ან პროფესიის ათვისებას შეეხება. იმ კირჩხიბებს კი ვინც ქვეყნის გარეთ საქმიან ან საშვებულებო ვიზიტს გეგმავს, ასტროლოგები მგზავრობის დაგეგმვას 19 თებერვლის შემდგომ ურჩევენ.
ლომი
ლომების დიდი ნაწილისთვის თებერვლის პირველი დეკადა ოჯახურ ფრონტზე და პარტნიორთან, ურთიერთობის გარკვევა-დარეგულირების აუცილებლობას მოიტანს. განსაკუთრებით აქტიური ამ მხრივ 10-12 თებერვლის შუალედი იქნება. 14-16 თებერვლის პერიოდი კი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ან დიდი ხნის წინ დაკონსერვებული პროექტების ხელახლა გასააქტიურებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. განსაკუთრებით წარმატებული ამ მხრივ ის პროექტები აღმოჩნდება, რომელიც ტექნიკის, ყიდვა-გაყიდვის და ელექტრონული კომერციის სფეროს შეეხება. 19 თებერვლიდან სასურველია, მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ამ მხრივ მეტ-ნაკლებად კრიზისული 23-24 თებერვალი იქნება. ამიტომ აჯობებს ამ დღეებში თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან ფინანსური კუთხით. 31 ივლისსა და 4 აგვისტოს შორის დაბადებულ ლომებს კი თებერვლის მეორე ნახევარი უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
ქალწული
ქალწულების უმრავლესობისთვის თებერვლის პირველი დეკადა, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის პერიოდი იქნება. 12-18 თებერვლის ჩათვლით აუცილებელია, სამსახურეობრივი საქმები და ბიზნესი მკაცრ კონტროლზე აიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პრობლემების და დანაკარგებისგან თავის დაღწევა ძალიან გაგიძნელდებათ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალური იქნება კონკურენტების ფარული მონიტორინგი და თქვენ გარშემო სიტუაციის ჯანსაღად და დროულად შეფასება. აი, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ქალწულებისთვის თებერვალი კერძოდ 20-25 რიცხვის შუალედი შესანიშნავი იქნება საოჯახო წვეულებების მოსაწყობად და უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობის დასათბობად. პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენ მიერ გამოხატული ემოციების გულწრფელობასა და დამაჯერებლობაზე იქნება დამოკიდებული.
სასწორი
სასწორების უმრავლესობისგან თებერვლის თვე მაქსიმალური პრინციპულობის და ოპერატიულობის გამოჩენას ითხოვს, როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით. ძვირფასო სასწორებო, გახსოვდეთ რომ მხოლოდ ამგვარი საქციელი მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ გარშემო მყოფების მხრიდან, ერთობ სამართლიანი საყვედური და გამაღიზიანებელი რეპლიკები. 16-22 თებერვლის შუალედი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ნებისყოფა მოიკრიბოთ და აქამდე თქვენთვის ნაკლებად მომგებიანი ან მიუღებელი სამსახურეობრივი მოვალეობები, უკეთესობისკენ შეცვალოთ. იმ სასწორებს ვისი დაბადების თარიღიც 23-29 სექტემბერს ემთხვევა, სასიყვარულო ფრონტზე ზავის დადების და სტაბილურობის შენარჩუნების საშუალება მიეცემათ. ძვირფასო სასწორებო, ნუ გააკეთებთ აქცენტს პარტნიორის მიერ წარსულში დაშვებულ შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე. გაიხსენეთ, რომ უნაკლო არც თქვენ ხართ. ამის გაცნობიერებაში კი თქვენთვის დამახასიათებელი სამართლიანობის გრძნობა შეგიწყობთ ხელს.
მორიელი
მორიელებს თებერვლის პირველ დეკადაში, განსაკუთრებით 1-16 რიცხვების შუალედში, გარკვეულ ავანტიურაზე წასვლისა და რისკის მოთხოვნილება გაუმძაფრდებათ. თუმცა, კარგი იქნება, თუ იმასაც გაითვალისწინებთ ძვირფასო მორიელებო, რომ თქვენმა თამამმა ნაბიჯებმა ახლობელი ადამიანები არ უნდა დააზარალოს. შესაძლებელია ბევრი მორიელის ცხოვრებაში ზემოხსენებული რისკზე წასვლის მოთხოვნილებამ, სამსახურის ცვლაზე ჰპოვოს ასახვა. მით უმეტეს, რომ 18-22 თებერვლის შუალედში, ამ კუთხით შემოთავაზებები არცთუ ცოტა იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ მხრივ უპირატესობა თქვენთვის საინტერესო, ინოვაციურ და კრეატიულ სამუშაოს უფრო მიანიჭოთ, ვიდრე მაღალანაზღაურებად, მაგრამ რუტინულ საქმეს. იმ მორიელებს ვისი დაბადების თარიღიც 11-20 ნოემბრის ფარგლებში ხვდება, მაქსიმალური სიფთხილე ჰმართებთ სასიყვარულო ფრონტზე, ურთიერთობის გარკვევისას. შანსი იმისა, რომ თქვენი ცინიკური ტონით პარტნიორი დიდი ხნით გაანაწყენოთ ძალზე დიდია.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის თებერვლის თვეს სულიერების ამაღლების მოთხოვნილება, ინტელექტუალური ზრდა და პროფესიული წინსვლის შანსები მოაქვს. იმ მშვილდოსნებს, რომელთა დაბადების თარიღიც 11-20 დეკემბერს შორის ხვდება, საშუალება მიეცემათ საკუთარი პრინციპულობისა და წინდახეულდების წყალობით, პროფესიული კუთხითაც მიაღწიონ წინსვლას. რაც ძირითადად ხელფასის ან თანამდებობრივი ზრდის პერსპექტივას ითვალისწინებს. სასურველია, თებერვლის თვეში თუ თავს აარიდებთ ნებისმიერი სახის, მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენაძენი თქვენთვის არცთუ დამაკმაყოფილებელი იქნება. სამაგიეროდ, თებერვლის მეორე დეკადა – განსაკუთრებით 16-23 თებერვალი, საუკეთესო დროა ცხოვრების მეგზურის საპოვნელად ამ ნიშნის დაუოჯახებელი წარმომადგენლებისთვის. ხოლო უკვე დაოჯახებულ მშვილდოსნებს ასტროლოგები, მეორე ნახევართან მეტ გულწრფელობას ურჩევენ მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
თხის რქა
თხის რქების უმრავლესობას თებერვლის თვე საკმაოდ ნაყოფიერი და პოზიტიური მოვლენებით გაანებივრებს. განსაკუთრებულად გაუმართლებთ ამ მხრივ 25 დეკემბერსა და 10 იანვარს შორის დაბადებულ თხის რქებს. თუმცა, საიმისოდ, რომ მათი შრომა ჯეროვნად დაფასდეს და თვის ბოლოს ძვირფასმა თხის რქებმა სოლიდური ფინანსური შემოსავალი მიიღონ, თვის დასაწყისიდანვე მუყაითი შრომაა საჭირო. გარდა ამისა, მათი ამგვარი გამრჯელობა, კოლეგებისთვისაც არ დარჩება შეუმჩნეველი, რაც თავის მხრივ თხის რქების მიმართ კოლეგიალურ პატივისცემას და ნდობას გაზრდის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მათ ვინც 11-18 იანვარს შორის დაიბადა, პარტნიორულ ურთიერეთობაში სიტუაციის დათბობა და ურთიერთგაგება ელით. თუმცა, საამისოდ საჭიროა, რომ მათაც გადადგან შემხვედრი ნაბიჯები და პარტნიორს ღიად დაანახვონ საკუთარი სიყვარული.
მერწყული
მერწყულების დიდი ნაწილი თებერვლის თვეში, პროფესიული კუთხით საკმაოდ დამაინტრიგებელ და ორიგინალურ შემოთავაზებებს მიიღებს. თუმცა, რამდენად პერსპექტიული შეიძლება აღმოჩნდეს ახალი წამოწყება, ეს მთლიანად თქვენსავე სიყოჩაღესა და მუყაითობაზე იქნება დამოკიდებული, ძვირფასო მერწყულებო. კრიტიკულ სიტუაციაში კი სასურველია იმ ადამიანების რჩევას ენდოთ, ვისგანაც წარსულში არაერთი კეთილი ჟესტი გახსოვთ. ძველი მეგობრების თანადგომა თებერვალში განსაკუთრებულად გამოგადგებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იმ მერწყულებს ვისი დაბადების თარიღიც 22-29 იანვარს შორისაა მოქცეული, ასტროლოგები ურჩევენ მოერიდონ რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას პარტნიორთან მიმართებაში. შეეცადეთ სიტუაცია ცივი გონებით გაანალიზოთ და არამც და არამც არ ენდოთ ილუზიებსა და ფუჭ დაპირებებს.
თევზები