Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ძალიან ბევრი რამ, რაშიც რუსეთს ვადანაშაულებთ, ჩვენი ბრალია, იმ სიძულვილის...

თამარ კიკნაძე: ძალიან ბევრი რამ, რაშიც რუსეთს ვადანაშაულებთ, ჩვენი ბრალია, იმ სიძულვილის ბრალია, რომელსაც სხვისი კარნახით ვაფრქვევთ

9617
თამარ კიკნაძე

ანაკლიაში ქალაქისა და პორტის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროექტი განუხორციელებელი დარჩა. ნეოლიბერალები ერთერთ მიზეზად რუსეთის ფაქტორს ასახელებენ. საქართველოს სერიოზულ პრობლემად ექცა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც, დიდი ხანია, აზერბაიჯანთან არის სადავო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რუსეთს ადანაშაულებს ნეოლიბერალური ელიტა. მთელი წლის სამზადისი წყალში ეყრება .. ლგბტ თემს, რადგან შსს მათ დაცვაზე უარი განაცხადა და ესეც რატომღაც მეზობელ ქვეყანას ბრალდებარუსეთისკენ გამუდმებით თითის გაშვერა არის თუ არა საზოგადოების, ხალხის ყურადღების გადატანის მცდელობა მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვან პრობლემაზე? _ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

_ “რუსეთი დამნაშავეა!” _ გაიძახის ყველა, მათ შორის, დასავლეთიც. ყველაფერი ცუდის საფუძველს რუსეთში ეძებენ. საქართველოს ელიტის ნაწილი მსოფლიოს გლობალისტური ელიტის იდეების გამტარებელია, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს მათგან გამუდმებით რუსეთისკენ თითის გაშვერა.

არ შეიძლება რუსეთის გინება და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწამვლა იმით, რომ რუსეთი მტერია. არ უნდა ვზრდიდეთ მომავალ თაობებს ანტირუსული განწყობებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და მას საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიიდან ვერავინ ვერ გააძევებს, ამიტომ, გვინდა თუ არა, მეზობელ ქვეყანასთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. სამწუხაროდ, როდესაც სიძულვილის ენით ვსაუბრობთ, საერთო ენის გამონახვა და ურთიერთობა ძალიან გაგვიჭირდება, ეს განსაკუთრებით გაუჭირდება მომავალ თაობას, რომელიც ანტირუსული განწყობებით არის აღზრდილი.

_ რუსეთის სიძულვილი მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილისთვის არ არის დამახასიათებელი. ვინ არის თავიდათავი რუსოფობიური განწყობების გაღვივებისა და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა?

_ ჯორჯ სოროსი ბევრი და დიდი ორგანიზაციების მფლობელია, ის გამოირჩევა ანტირუსული განწყობებითა და პოლიტიკით.

კი ანტირუსული განწყობებით განსაკუთრებით ინგლისი გამოირჩევა. ისე, პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ინგლისი ყოველთვის დაპირისპირებულნი იყვნენ ე.წ. დიდი თამაშის დროს და ინგლისს რუსეთი სძულს, მსოფლიო ომებში გამუდმებით იმ მხარეს იდგა, რომელ მხარესაც რუსეთი იყო. ასე ხდებოდა მაშინ, როდესაც იყო საბჭოთა კავშირი და მაშინაც, როდესაც რუსეთის ფედერაცია იყო. ინგლისი რომ გამოირჩევა ანტირუსული განწყობებით, ამის დამადასტურებელი ფაქტია ე.წ. სკრიპალების საქმე…

გლობალისტების ქმედებებში ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ პროცესების წარმართვას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზურგს უკან ცდილობდნენ, მაგრამ ელიტების თამაშში ტრამპმა და მისმა მომხრეებმა გაიმარჯვეს. ჰილარი კლინტონი იყო გლობალისტების ფინანსების წარმმართველი და წარმომადგენელი, დონალდ ტრამპი კი მათ ებრძოდა, ამიტომ, ტრამპის გამარჯვების ფონზე, არა მგონია, პროცესები ისე განვითარდეს, რომ ანტირუსულმა განწყობებმა მოიმატოს, პირიქით _ დაიკლებს.

ამერიკის შეერთებული შტატების უპირველესი თავის ტკივილი ჩინეთი და მისი გლობალური პოლიტიკაა. დონალდ ტრამპი ნაციონალურ პოლიტიკას აწარმოებს, ჩინეთის ლიდერი სინ ძინპინი კი ამბობს, რომ გლობალიზაცია კარგია. ასე რომ, გლობალიზაციით ჩინეთი უფროა დაინტერესებული, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. გარდა ამისა, ჩინეთი ცდილობს, განახორციელოს გლობალური პროექტიერთი სარტყელი, ერთი გზა”, რომლითაც ამერიკა აღფრთოვანებული არ არის. გეოპოლიტიკური კანონზომიერებების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ უფრო რუსეთამერიკის ალიანსი ვიხილოთ, რადგან თავის დროზე საბჭოთა კავშირი ჩინეთამერიკის ალიანსმა დაანგრია, შედეგად კი ჩინეთი გაძლიერდა. დღეს, გეოპოლიტიკური ლოგიკით, აუცილებლად უნდა დაუხლოვდნენ ერთმანეთს აშშ და რუსეთი.

_ ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშეა: ერთი პრობლემა არის დავითგარეჯა, მეორე _ ანაკლიის პორტი. ერთგან უძველესი ქართული კულტურის ძეგლის მიტაცების, ხოლო მეორეგან ძალიან დიდი პროექტის ჩავარდნის მცდელობააარის კიდევ ერთი საკითხი, რომლისთვისაც ლიბერალები დიდი გულმოდგინებით ემზადებოდნენ, ეს არის ლგბტ პრაიდი, რომლის ჩატარებაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხდა იმ მიზეზით, რომ ჰომოსექსუალების დაცვას ვერ უზუნველყოფდა. ჩამოთვლილი პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ლიბერალები ყველა ამ პრობლემას რუსეთს უკავშირებენ და ამბობენ, რომ, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, ყველაფერი რუსეთის ბრალია

_ ტენდენციაა, რომ ყველაფერი რუსეთს უნდა დაბრალდეს, თორემ, პირობითად, აზერბაიჯანთან საქართველოს ურთიერთობის დაძაბვით სომხეთი უფრო უნდა იყოს დაინტერესებული, ვიდრე რუსეთი. საქართველომ აზერბაიჯანთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს, რადგან ამ ურთიერთობაზეა დამოკიდებული რეგიონის სტაბილურობა. ისე, თუ ქართველები ნაკლებს ვილაპარაკებთ და პრობლემის სხვაზე გადაბრალებას თავს დავანებეთ, უკეთესი იქნება ჩვენთვის.

დღეს რუსეთი განტევების ვაცია _ ყველაფერი, რაც ცუდია საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, რუსეთის ბრალია.

ანაკლიის პროექტზეც ბევრს საუბრობენ, ხან შეჩერდა, ხან ჩაშლის პირამდე მივიდა, ხან ვის დაბრალდა, თანამდებობის პირებიც მოხსნეს და, ასე ვთქვათ, “გააფუჭეს” კიდეც… ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება, შეჩერება თუ ჩავარდნა რუსეთს ბრალდება. ამბობენ, რომ მეზობელი ქვეყნის ინტერესებში არ შედის ეს პროექტი. არადა, ანაკლიის პორტის პროექტის ინიცირების პროცესს თუ თვალს გავადევნებთ, გაგვახსენდება, რომ ამ პროექტით ჩინეთი იყო დაინტერესებული, აქედან გამომდინარე, თუ ეს ჩინური პროექტია, მისი ჩაშლა ამერიკელებს სწადიათ, სწორედ ისინი არ იქნებიან დაინტერესებული ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით.

_ როდესაც რუსეთისკენ თითს იშვერენ და ყველაფერს, კარგსაც კი, ცუდად წარმოაჩენენ, რათა რუსეთი გაამტყუნონ, ამის უკან ის აზრი ხო მარ დევს, რომ მოსახლეობის ყურადღება რეალური პრობლემისგან სხვაზე გადაიტანონ?

_ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დაიკისრა ვალდებულება მსოფლიოს წინაშე, რომ რუსეთის გამაღიზიანებლის ფუნქცია შეესრულებინა, რაც ძალიან ცუდი იყო. ყველამ კარგად ვიცით, ამის გამო რა დაემართა საქართველოს 2008 წელს.

საქართველომ ყოველთვის უნდა შეასრულოს კონსტრუქციული ფუნქცია, სწორედ მაშინ იქნება ქართული პოლიტიკა წარმატებული.

“რუსეთი ოკუპანტიას” ძახილით რაც მივიღეთ, ჩვენს თავში ჩავიხედოთ და მივხვდებით. ძალიან ბევრი რამ, რაშიც რუსეთს ვადანაშაულებთ, ჩვენი ბრალია, იმ სიძულვილის ბრალია, რომელსაც სხვისი კარნახით თუ ჩვენივე ნებით ვაფრქვევთ. აღსანიშნავია, რომ დასავლეთში მიმდინარე პროცესებშიც რუსულ კვალს ეძებენ, მკითხველმა კარგად იცის, როგორი პროცესებია დასავლეთ ევროპაში და როგორ წამოიწიეს აქტიური პოლ?ტიკის წინა პლანზე კონსერვატორებმა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას _ ხალხისა და საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ხომ არ სურთ რუსეთის გინებით, გეტყვით, რომ რუსეთის სახით მტრის ხატს ხატავენ და ამით მართლაც ახერხებენ საზოგადების ყურადღების გადატანას მნიშვნელოვანი პრობლემიდან უმნიშვნელოზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასე ხდება დასავლეთშიც და არა მხოლოდ საქართველოში.

ევროკავშირის (წარუმატებელი ორგანიზაციის) მაღალჩინოსნები, ბიუროკრატები ვერ ხვდებიან, რას სჩადიან. არადა, როგორც ქართველმა პოლიტიკოსებმა, მათაც საკუთარ თავში უნდა ეძებონ პრობლემის სათავე და არსი.

_ შესაძლებელია, რომ რუსეთის საწინააღმდეგო აგრესია ერთი ქვეყნიდან და ერთი ხელით იმართებოდეს?

_ არა, დღევანდელი მსოფლიო აღარ იმართება ერთი ქვეყნიდან და ერთი ხელით. დღეს ე.წ. ელიტები საკმაოდ დიფერენცირებულია და მსოფლიო პოლიტიკის საფუძველს ამ ელიტების გარიგება-დაპირისპირება შეადგენს. ამ ე.წ. ელიტებს შორისაც არის დაპირისპირება, რაც აისახება მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებზე.

_ აძლევს კი ხელს საქართველოს გამუდმებით რუსეთისკენ თითის გაშვერა? ქვეყანაში შექმნილი პრობლემების რეალურ მიზეზებზე საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს, ის არ ლანძრავს რუსეთს, მაგრამ არც კონსტრუქციული ურთიერთობის აწყობას ცდილობს მეზობელ ქვეყანასთან

_ რუსეთის ლანძღვა-გინება დაუშვებელია, ყოველთვის აპელირება იმაზე, რომ რუსეთია დამნაშავე, არ შეიძლება. რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში დიდ როლს ასრულებს და ამის გაუთვალისწინებლობა, ჩემი აზრით, დიდი სისულელეა.

თუ თვალს მივადევნებთ მიმდინარე პროცესებს იმ მომენტიდან, როდესაც ევროსაბჭოში რუსეთს ხმა ჩამოართვეს, ვნახავთ, როგორაა შეცვლილი რუსეთის მიმართ განწყობა _ მას ყველგან ეპატიჟებიან; ასევე შეცვლილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკაცა და განწყობაც. ის ამბობს, რომ რუსეთთან უნდა დაამყაროს ნორმალური ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაშიც დაპირისპირებებია ელიტებს შორის, დონალდ ტრამპმა უკვე მოიპოვა პირველი გამარჯვება, როდესაც მიულერის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა. ტრამპისგან ბოლო პერიოდში კიდევ უფრო თამამი განცხადებები ისმის და ვფიქრობ, რუსეთის მიმართ აგრესია შემცირდება.

რუსეთი არის ქვეყანა, რომლის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას კარგად გვიჩვენებს ევროპაში მიმდინარე პროცესები და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

14 COMMENTS

  1. ეს ტყუილი,ზოგადი საუბრები ამოუვიდა ყველას ყელში.თუ ექსპერტია და რამე გაეგება,კონკრეტულად სთქვას როგორ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა რუსეთთან. ტერიტორიების დაბრუნების გარეშე?რუსეთი არის მტერი,ოკუპანტი და აქ მთავრდება ყველაფერი.თუ რუსის ქალებთან გაფანცქვალებას ეძახით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას,ეგ დიდი ხანია მოგვარებუ
    ლია.

    • რუსის ქალები , ამჟამდ უფრო ღირსეულად იქვევიან ,ვიდრე ქართველი ქალები. და ყველგან ნუ გელანდებათ რუსის ქალები. ფაქტი სახეზეა!!!

  2. გეთანხმებით, ქალბატონო თამარ, თქვენ სწორ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებთ.

  3. გეთანხმებით, ქალბატონო თამარ. თქვენ სწორ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებთ.

  4. ჩემი აზრით, ვიღაც ელიტები კი არ მართავენ მსოფლიო პროცესებს, არამედ მასონთა ლოჟა. მათი ბრძანებით ხდება თუ რამ ხდება ქვეყანაზე. ისინი არიან ბატონ-პატრონნი ყველაფრის. თუ ამას ვერ ვამჩნევთ, ესე იგი ვერც სხვა რამეს დავინახავთ.
    როგორც აქ ჩვენ არ გვეკითხებიან რაიმეს, ისე იქ, – რუსეთში არ ეკითხებიან მათ მოქალაქეებს და გნებავთ სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეებს. ყველგან ერთნაირად გაუკუღმართებულად მიჰყავთ ცხოვრება, არადა ამხელა განვითარებული ტექნოლოგიებით ცხოვრება უნდა დუღდეს და გადმოდიოდეს.
    რაც შეეხება ტრამპს, ისიც იმ დაჟგუფების წესვრია, ვინც მსოფლიო პროცესებს მართავენ. მათი გვარის ისტორიას თუ წაიკითხავთ – დარწმუნდებით.
    ისე საინტერესოა, უცებ რუსეთის ხელისუფლება რომ გადაირიოს და საქართველოს დაუბრუნოს კუთვნილი მიწები თავისი მოსახლეობით, მერე როგორ იქნება? ისევ მტერი იქნება, თუ უკვე “ჩვენი მოძმე” თურქეთის ჯერი დადგება, რაც მათ ჩვენი მიწები აქვთ მიტაცებული, ჰა?! მგონია, რომ უბრალო ხალხს ომი არ უნდა, მას მთავრობები აწყობენ. ჰოდა თუ მთავრობებს გამოვცვლით და მათ ადგილზე საღად მოაზროვნე პიროვნებებს დავაყენებთ, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და მეგობრულადაც ვიცხოვრებთ. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა საშინაო საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი და მერე საგარეო. საშველი კი მხოლოდ ერთია!
    აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ ყველამ, რომ არჩევნები მხოლოდ ღმერთის მიერ მოცემული წესით ჩვატაროთ, რომ სათავეში რჩეულთა შორის რჩეულნი მოდიოდნენ და ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ.
    არ გაინტერსებთ რა მოხდება?!..

    • სრული ჭეშმარიტებაა.
      არავის უნდა ღრმად დაფიქრება. ზედაპირულად აზროვნებენ და წყვეტენ ყველაფერს.

  5. ისტორია ყოველთვის მეორდება.წავიკითხოდ საქართველოს ისტორია და იქ ვიპოვით გამოსავალს.

  6. მეგონა, რუსი გავრილოვი ლაპარაკობდა. დამისახელე თუნდაც ერთი რუსეთის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრილება, რომელიც მას არ დაურღვევია,! რუსეთი მუწუკია დედამიწაზე! კიდევ ერთი მომენტი: დაიმახსოვრე რუსოფობია რუსის სიძულვილს არ ნიშნავს, ფობია ბერძნულად შიშს ნიშნავს რუსოფილი კი ნამდვილად სიძულვილია. ნ

  7. ყოველთვის მიკვირს,ამდენი ექსპერტი თუ განათლებული ადამიანი საუბრობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და არასდროს არავინ ამბობს რა სურს რუსეთს საქართველოსგან.რას ვაკეთებთ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ.ზოგს გონია,რომ თუ ნატოზე და ევროკავშირზე უარს ვიტყვით,რუსეთი გულში ჩაგვიხუტებს.

  8. ქ=ნო თამარ, მთლიანად ვეთანხმები ყველა თქვენს მოსაზრებას. რუსეთის ლანძღვა და N1 მტრად გამოცხადება სისულელე და ისტორიის დამახინჯებაა. რუსეთთან მეგობრობამ და მისმა მფარველობამ გადაარჩინა საქართველო გადაგვარებასა და დაშლა-დაქუცმაცებას. დროა ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გასაღები რუსეთშია.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ერმილე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here