Home რუბრიკები საზოგადოება ზარბეგ ბერიაშვილი: არ რცხვენია თბილისს, ამდენის უფლებას რომ აძლევს ვიგინდარებს?!

ზარბეგ ბერიაშვილი: არ რცხვენია თბილისს, ამდენის უფლებას რომ აძლევს ვიგინდარებს?!

3445
ზარბეგ ბერიაშვილი

ასეთი აღელვებული, დაძაბული და ასე უარყოფითად დამუხტული ზარბეგ ბერიაშვილი ჯერ არ მინახავს. თვითონაც განიცდიდა ამ უჩვეულობას და ინტერვიუს დასაწყისშივე მითხრა: “საქართველო და მსოფლიოსმკითხველებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ, რასაც დღევანდელ ვითარებაზე ვფიქრობ, პირდაპირ უნდა ვთქვა, შეიძლება ცოტა მკაცრად და სიტყვების შეურჩევლადო. თქვა კიდეც.

_ ოთხმოცი წლის კაცი ვარ და იმ პრობლემებზე ლაპარაკი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, ჩემგან არ უნდა მოდიოდეს.

ისე აირია ქვეყანა, რომ კაცს ვეღარ გაურკვევია, ვინ არის კარგი, ვინ _ ცუდი, ვინ არის ერისა და ქვეყნის პატრიოტი, ვინ _ მტერი.

ძალიან არ მომწონს ეს ამბავი.

ჩემი თავი ჯანდაბას, ჩვენი თაობა წამსვლელია, მაგრამ რა ქნან ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა? იმ პატარა ბავშვებმა რა ქნან, რომლებსაც სწორი აზრი ვერ მოუსმენიათ, რა უნდა ისწავლონ, ვის უნდა მიემხრონ? გამოდის ვიღაც ვიგინდარა, ბოდიშს ვიხდი, უსაქმური, თავის სიცოცხლეში არაფერი რომ არ გაუკეთებია, ზოგი ნარკომანია, ზოგი იმნაირი, ზოგი ამნაირი და საქართველო ჩემი ქვეყანააო,_ აცხადებს, კაცო! მე უნდა დამიჯეროთო, აბა! ჩვენ, დანარჩენები, კი ისე შევცქერით და ვუსმენთ, ვითომ ჩვეულებრივი ამბავია.

ამას როგორ უნდა ბედავდეს! მაგრამ ბედავს და მოიწევს, გვემუქრება კიდეც…

20-21 ივნისის ამბავი გავიგეთ, გააშუქეს, გამოაშუქეს, ხან აქეთ იყო გადაჭარბებული, ხან იქით, მაგრამ ხომ იყო, რომ, ფაქტობრივად, პარლამენტის ხელში ჩაგდებას შტურმით აპირებდნენ. ჩვენ კი ამას ისე ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. ამაში ხალხი ვართ დამნაშავე, თბილისია დამნაშავე. ამის უფლება როგორ უნდა მივცეთ? უწინ რომ იტყოდნენ: თბილისელი ვარო, რამეს ნიშნავდა. დღეს რაღა არის?..

ბოდიშს ვუხდი ყველა კარგ ჟურნალისტს, მაგრამ, აქამდე რომ მივიდა საქმე, გაყიდული, არაწესიერი მათი კოლეგების ბრალია. ჟურნალისტი უნდა იყოს ადამიანების ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების მაგალითი.

_ ობიექტური.

_ რა თქმა უნდა. მაგრამ არა ისეთი, ყოველ ნაბიჯზე რომ ვხვდებით _ მიკერძოებული, ხამი, უზრდელი, უფროსი რომ არ იცის და უმცროსი; რომელსაც ჰგონია, რაც უფრო მეტად ააყროლებს ტელეეთერს, რაც უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას, მით უფრო კარგი პროფესიონალია, გაბედული და უშიშარი.

_ ერთი ფრთიანი ფრაზა მახსენდება: არავითარი გმირობა და მამაცობა არ არის, თუ გადაეფარები ამბრაზურას, საიდანაც იცი, რომ არავინ გესვრის.

_ ცუდად არ გამიგოთ: ამ ფონზე კარგი და ობიექტური ჟურნალისტიკაც არსებობს _ “ასავალ-დასავალი”, თქვენი გაზეთი, სხვა გაზეთებიც შემიძლია დავასახელო. მე უმეტესად ტელევიზიის არხები მაქვს მხედველობაში, რომლებიც პირდაპირ ჩანს, რომ ვიღაცას ემსახურებიან და ეს სამსახური ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ არის მიმართული.

ჩემ გარდა ვერავინ ხედავს ამას?!

დაჩემებული აქვთ, რომ ამერიკასა და დასავლეთზე კარგი მსოფლიოში არაფერი არ შეიძლება იყოს.

რა დიდი ჭკუა და გონება სჭირდება იმის ცოდნას, რა ჯდება ჩვენთან ერთი პატარა ოფისის შეძენაშენახვა, თუნდაც დაქირავება, მოვლა და პატრონობა?! ვინ უფინანსებს ამ ყველაფერს ორკაციან პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს? ამდენი გულუხვი უცხოელი ინვესტორი საიდან გაჩნდა, რომლებმაც მაინცდამაინც ოპოზიციურად განწყობილი .. პარტიების დაფინანსება თავიანთი ცხოვრების მიზნად გაიხადეს?! ტყუილია ეს ყველაფერი! ყველამ კარგად იცის, საიდან მოდის საქართველოში ეს ფინანსური ნაკადი და ვის ინტერესებს ემსახურება.

ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი სიკეთეები რომ აქვს გაკეთებული, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ, მაგრამ ისიც ხომ კაცია თავისი სისუსტეებით, რაც ყველა ჩვენგანს გვახასიათებს.

მაგრამ ვიღაც ვიგინდარა, რომელმაც წერა-კითხვაც არ იცის, ქუჩაში უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავს, ეს ყველა ზღვარს სცილდება. ამნაირების პოზიცია ერთია: მე პირადად რა გამიკეთა?! დგას და ილანძღება.

შეცდომებიც ჰქონდა, მაგალითად, კადრების შერჩევაში. ნახეთ, რამდენი პრემიერმინისტრი გამოიცვალა. არ ივარგეს. მაგრამ მე არჩევნების საკითხზე შევჩერდები.

არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი აზრი აუცილებლად სწორი იქნება, მაგრამ, დასაფიქრებელი რომ არის, ნაღდია.

დაგვპირდნენ, რომ არჩევნები გაიმართებოდა პროპორციული სისტემით, არა მაჟორიტარულით.

ახლა ვუყურებ, რომ ტელევიზიით გამოდის ვიღაც დასავლელი მოხელე და ისე წარმოგვიდგენს, რომ ვითომ ჩვენს პარლამენტს დიდი შეცდომა დაუშვია, დანაშაულიც კი, როცა არ შეუსრულებია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაპირება.

კი, არ შეასრულა, მაგრამ ვის სად უნახავს, რომ უმრავლესობის წევრ პარლამენტარებს ყველას ყოველთვის ერთნაირი აზრი ჰქონდეთ ამა თუ იმ საკითხზე?! ოპოზიცია იმას გაიძახის: ქვეყანას ივანიშვილი მართავსო. თურმე არ უმართია, აგერ, კაცო! ახლა კი ამაზე ედავებიან: რატომ ვერ მართავო!

პირდაპირ ვიტყვი, დასავლეთში ბევრი დახვეწილი არამზადა მოღვაწეობს საზოგადოებრივ ასპარეზზე. თავიანთ საქმეს აკეთებენ.

ე.ი., იმ მოხელემ გვისაყვედურა, რატომ თქვით უარი პროპორციულ არჩევნებზეო. და იქვე, იმავე წუთში ტელეკომენტატორი თუ ტელეწამყვანი იძახის, რომ ეს კაცი იმ ქვეყნიდან არის, რომელშიც პროპორციული არჩევნები არ არსებობს.

მაშ, გამაგებინეთ: ჩვენ რომ თავს გვახვევს პროპორციულს, თავის ქვეყანაში დანერგოს, თუ ასეთი კარგია.

რა უნდა დავუჯერო? ხომ აშკარაა, რომ დავალებას ასრულებს! და ასეთ გარეწრებს, რომლებსაც ამერიკა თამადობს, უჯერებენ საქართველოში.

დასავლეთი მისაბაძია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მეცნიერული მიღწევებით, ცხოვრების მაღალი დონით. ამაში მივბაძოთ.

გთხოვთ, აუცილებლად ჩაწეროთ ის, რასაც ახლა გეუბნებით: თითქმის ოცდაათი წელიწადია, გავიძახითამერიკა, დასავლეთი”! სულ მაგათ ჭკუაზე დავდივართ. მაშ, ვიღას რას ვედავებით?! ცხოვრებას მათი წესით ვმართავთ. საქმე იქამდის მიდის, რომ დამლაგებელი ვერ დაგვინიშნია მათ გარეშე.

_ ახლა თქვენ უტრირებთ, ბატონო ზარბეგ.

_ კი, შეგნებულად, რადგან სხვაგვარად ვერავის ვერაფერს შეასმენ, მაგრამ მითხარით: განა შეიძლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩი ერეოდეს ჩვენს საშინაო საქმეებში? მეტი უარესობა გაგიგიათ? არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ელჩის უფლებამოვალეობა გარკვეული ჩარჩოებით არის შეზღუდული. მან უნდა იზრუნოს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად. ეს კი ართულებს და ამწვავებს.

ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ რომ არის ამხედრებული, ცნობილია, მაგრამ რატომ გვითრევს ჩვენ იმ მორევში, რომელსაც, თუ ჩავყვებით, გადარჩენა არ გვიწერია.

_ კერძოდ რა გაქვთ მხედველობაში?

_ თუნდაც ეკონომიკა. რაში დაგვეხმარა აშშ? არაფერში!

საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ორი რესპუბლიკა იყო, რომლებსაც ასე თუ ისე დაბალანსებული ჰქონდათ ბიუჯეტი, შემოსავალ-გასავალი _ ბელარუსი და უკრაინა. დანარჩენები იმაზე მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე გამოიმუშავებდნენ. განსხვავებას უფარავდა საკავშირო ბიუჯეტი, უფრო ზუსტად _ რუსეთი.

დოტაციურ რესპუბლიკებს შორის იყო საქართველოც. რასაც ახლა გეუბნებით, გაზეთებიდან მაქვს ამოკითხული.

დაიშალა საბჭოთა კავშირი. მოვლენები მაშინ ისე ვითარდებოდა, მთელი მსოფლიო ფეხზე რომ დამდგარიყო, სსრკ მაინც დაიშლებოდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სათავეში მოვიდა ეროვნული მთავრობა, სამწუხაროდ, დილეტანტები, ისეთები, მაგალითად, როგორიც იყო ძიძიგური, ამჟამად კონსერვატიული პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელმაც თავის დროზე “ბლოკადა” მოუწყო რუსეთს, გადაკეტა რკინიგზა სამტრედიაში იმ მიზნით, რომ “დაენგრია” რუსეთის ეკონომიკა. სინამდვილეში კი ისეთი დარტყმა მიაყენა ისედაც სუსტ საქართველოს ეკონომიკას, რომ მას შემდეგ წელში ვერ გაიმართა.

ახლა გამაგებინეთ, რა იყო ამაში ჭკვიანური, დღეს პარლამენტიდან ჭკუას რომ მარიგებს?! რა უნდა ძიძიგურს პარლამენტში!

დღეს რომ ვიძახით, რუსეთი ოკუპანტიაო, ამერიკამ მსოფლიო რომ გაანადგურა, რატომ ხმას არ ვიღებთ?! “დემოკრატიის დანერგვისლოზუნგით სისხლის წვიმებით რომ წალეკა მთელი ქვეყნები, წესიერი სახელმწიფოა?! ჩამოვთვალო? ერაყი, ავღანეთი, სირია, ლიბიადავხუჭოთ ამაზე თვალი და ვიძახოთ: რუსეთი ოკუპანტია. არის ეს სწორი და სამართლიანი?! სად არის მათი სამართლიანობა?! ხომ გახსოვთ, რა თქვა აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როცა მოახენეს, რომ თურქეთში, საუდის არაბეთის საელჩოში გააქრეს საუდელი ჟურნალისტი: საუდის არაბეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამის გამო ვერ დავუპირისპირდებითო. ჩემს ხალხს რა ვუყოო?! ასეთი იყო მისი რეაქციის მოკლე შინაარსი.

საქართველოს აღარ აქვს თავისი ინტერესები, ხალხო?

საქართველოში, ფაქტობრივად, რუსების მიერ იყო აშენებული 31-ე ქარხანა, კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა, ცენტროლიტი, მთელი რუსთავი, ქუთაისის ავტოქარხანა, წყალქვეშაფრთიანი კატარღების ქარხანა და ასე შემდეგ. ყველაფერი გააჩერეს, რუსეთთან ურთიერთობა რომ არ გვქონოდა. სანაცვლოდ რა მივიღეთ? _ ქვეყანა ეკონომიკის გარეშე. დავღუპეთ თუ არა ამით საქართველო, კაცო?!

მეტი სიგიჟე წარმოგიდგენიათ?!

ორ სიტყვას არჩევნების წესის შესახებაც დავუმატებ. საქართველო პატარა ქვეყანა კი არის, მაგრამ ყველა კუთხეს თავისი სპეციფიკა აქვს. ეს ხომ ცნობილია.

_ დიახ, ცნობილია.

_ ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ განსხვავებულია. მაშ, გამაგებინეთ, მაჟორიტარი დეპუტატები რატომ არ უნდა ჰყავდეს რაიონებს? წლების განმავლობაში დამტკიცდა, რომ ეს ინსტიტუცია საჭირო და აუცილებელია. ასე უკეთესი იქნება ჩვენი პროვინციისთვის. მაჟორიტარი დეპუტატი უკეთ დაეხმარება, რადგან აირჩევენ ადგილობრივ, სპეციფიკურ პრობლემებში კარგად გარკვეულ კაცს, რომელიც მათი წარმომადგენელი იქნება ქვეყნის პარლამენტში.

ქუთაისს არ უნდა ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი?

აი, ვიღაც გარეწარმა, სოროსის ფულებით გაპოლიტიკოსებულმა, უნდა მოისყიდოს რამდენიმე პარტია და პარლამენტში დაჯდეს? ასეთი ნასყიდი კაცი საქართველოზე იზრუნებს?! მან უნდა გვატაროს თავის ჭკუაზე, ეგ იქნება სწორი?

მახსოვს, სატირულ ჟურნალ “კროკოდილში” გამოქვეყნებული კრიტიკული წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთ გასტრონომში ქურდმა მომხმარებელს რაღაც მოჰპარა და ამის გამო გასტრონომი დახურეს. ხალხს პრობლემა გაუჩინეს. ასე ვაკეთებთ ჩვენც მაჟორიტარული წესის გაუქმებით.

_ პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყავით, დაუჭერდით მხარს არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას?

_ არავითარ შემთხვევაში ხმას არ მივცემდი მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას. სოროსელებს უნდა ვუყუროთ, რას გვიკარნახებენ?

ამას რომ გელაპარაკებით, მერიდება კიდეც, მაგრამ ვბედავ იმიტომ, რომ, მაგალითად, თბილისში ხალხის უმრავლესობა ასე ფიქრობს. მაინცდამაინც პარლამენტის წინ უნდა მოვაწყოთ აქცია, რომ ყურად იღონ ჩვენი აზრი?

თბილისელობა ბევრ რამეს ნიშნავს. გაიხსენეთ, ევგენი პრიმაკოვი სადაური იყო, ივანოვი (რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი) სადაური იყო, სერგეი ლავროვი სადაურია?

ბოდიშს გიხდით, მაგრამ ერთი შენიშვნა კიდევ მაქვს და ამით მინდა დავასრულო.

ჟურნალისტებზე გეკითხებით: სად, რომელ ოჯახში გაიზარდნენ თქვენი კოლეგები? ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში, რომ უნდა იყოს უზრდელი, გარეწარი, ყველაფერზე წამსვლელი, ოღონდ სენსაციური მასალა მოიპოვოს, დაამციროს, ღირსება შეულახოს რესპონდენტს?

საკუთარი თვალით ვნახე ჩვენს სახელგანთქმულ ფალავანსა და ღირსეულ მამულიშვილს _ ლერი ხაბელოვს ვიღაც ჟურნალისტი პირში ჩრიდა მიკროფონს და ისე უკმეხად ელაპარაკებოდა, რომ შეგზარავდა. ლერი სირცხვილისგან დაიწვა, მაგრამ თავი შეიკავა, პატივი სცა ჟურნალისტის პროფესიას და ტელემაყურებელს, იმავე ტონალობაში არ უპასუხა…

ხომ უნდა იცოდეს ამ “სამოქალაქო აქტივისტმა”, ვისთან აქვს საქმე? თუ არ იცის, წაიკითხოს, გაიკითხოს. რომ გაეკითხა, აუცილებლად ეტყოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1992 წელს მსოფლიო პირველობაზე გამარჯვებული ლერი ხაბელოვი კვარცხლბეკზე არ ავიდა მანამდე, სანამ საქართველოს დროშა არ აღმართეს და საქართველოს ჰიმნი არ დაუკრეს მისი წარმატების აღსანიშნავად.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ამას უბედავენ დამსახურებულ კაცს საქართველოს დედაქალაქში. არ რცხვენია თბილისს, ამდენ უფლებას რომ აძლევს ვიგინდარებს?!

ვიგინდარა: საქმისთვის უცხო, შემთხვევითი პირი; არაფრის მაქნისი, ოხერი ვინმე”.

..

2 COMMENTS

  1. დიახ და გოდერძი ჩოხელის გადასარჩენად გროშიც არ გაიღო ბოკერიების და ქვეყნის მოღალატეების გამომზრდელმა ” ქველმოქმედება” ივანიშვილმა

  2. ეს რა უბედურება გვჭირს, ზოგიერთი მართლა ვერა ხვდება ქვეყანა, რომ უფსკრულისაკენ მიექანება, თუ თვალთმაქცობენ? რა სტატიაა ეს?
    კარგა ბლომად კი დაუწერია.
    ქვეყანა ცოტაც და თავზე დაგვენგრევა, არც კანონია და არც სამართალი, ეს კაცი, რასაც უნდა იმას კადრულობს, შეჭამეს საქართველო ერთეულებმა, მილიონობით ადამიანი კი მშიერია.
    ზოგიერთები სიზმარში ხედავენ აყვავებულ საქართველოს და ალბათ ცხადი ჰგონიათ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სუზანა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here