Home რუბრიკები საზოგადოება ვისია ქართული მიწა? ვის მიწაზე აცხადებდა პრეტენზიას მოკლული ინდოელი?!

ვისია ქართული მიწა? ვის მიწაზე აცხადებდა პრეტენზიას მოკლული ინდოელი?!

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან

7278
ვისია ქართული მიწა? ვის მიწაზე აცხადებდა პრეტენზიას მოკლული ინდოელი?!

რუსეთში მილიონამდე ქართველი რომ ცხოვრობს, ახალი ამბავი არავისთვისაა. მილიონამდემეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე წლის წინათ რუსეთში წასული ქართველების რაოდენობა 800 ათასს აჭარბებდა და, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, მას შემდეგ ამ ქვეყნისკენ გეზი კიდევ არაერთმა ჩვენმა თანამემამულემ აიღო. ეს მილიონამდე ადამიანი დაახლოებით ამდენივე ოჯახს არჩენს საქართველოში და, თუ ოჯახის რიცხოვნებას გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ მოსახლეობის, სულ ცოტა, ნახევარს საარსებო წყარო სწორედ რუსეთიდან აქვს.

ასეთი მრავალრიცხოვანი დიასპორის არსებობა ორგანიზაციის გარეშე ვერ დარჩებოდა და, უკვე წლებია, რუსეთში არსებობს ქართველთა კავშირი, რომელსაც მიხეილ ხუბუტია თავმჯდომარეობს. ქართული პოლიტიკური სპექტრის ბევრი წარმომადგენლის აზრით, ხუბუტიას მთავარი მინუსი არის ის, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მეგობრობს დუმის დეპუტატებთან (თვითონ ამბობდა ასე). ე.ი. ქართველ პოლიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ხუბუტიას ცუდი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს პუტინთან და, საზოგადოდ, რუსეთი უნდა აკრიტიკოს. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, არავის აინტერესებს და მეტიც _ განსაკუთრებით ოპოზიციას ძალიან აძლევს ხელს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მილიონამდე ქართველი რუსეთიდან გამოაძევონ. ამით ოპოზიცია ორ კურდღელს დაიჭერს _ ჯერ ხმამაღლა იტყვის: ხომ გეუბნებოდით, რუსეთი მტერია, ნახეთ, ჩვენს მოქალაქეებს როგორ ექცევაო (პრინციპში, რატომ მარტო ოპოზიცია, ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტიც მაგ აზრზე არაა? ძვირფასი იმიტომ, რომ თავისი მარტო ერთი სულელური გამოხდომით ქვეყანა მილიარდით აზარალა. ამის მოხერხება არ გინდა? ოპოზიცია კიდევ ამაზე რატომღაც ხმას არ იღებს. _ რედ.); და მეორე _ მილიონამდე უმუშევარი ქართველი ნებისმიერ ხელისუფლებას წააქცევს და ეგ ოპოზიციისთვის დამატებითი შანსია. ხუბუტიასა და რუსეთში მყოფ ქართველებს ისევ დავუბრუნდებით, მანამდე კი 6 თებერვალს თბილისში მომხდარ მკვლელობაზე ვთქვათ.

შსს-ს ოფიციალური განცხადება: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის (ეს ფრაზა ყველაზე საინტერესოა _ რედ.) მოქალაქე მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო…”

ეს _ ოფიციალურ განცხადებას რაც შეეხება და რაც დანაშაულის მიზეზზე აქ გარკვევით არ წერია, გეტყვით, რომ ინდოეთის მოქალაქე დოდაშვილის ქუჩაზე მეზობელს, თბილისელ სომეხს მიწას ედავებოდა და დავა საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა. დავიწყოთ იმით, რომ თავდაპირველად ყველა ტელევიზიამ თქვა, მოკლული პაკისტანის მოქალაქეაო _ თავდაპირველად ვერავინ გაერკვა, რა ჯურისა და წარმომავლობის იყო ოჯახი, რომელიც დედაქალაქში მიწას იჩემებდა. მერე გაირკვა, რომ ინდოელი ყოფილა და მეტიც, გარდაცვლილის სიმამრმა დანანებით აღნიშნა: საქართველო უსაფრთხო ქვეყანა მეგონა, აქ რომ ჩამოვედით, დიდი ფული დავხარჯეთ, სახლი და მიწები ვიყიდეთ, აქ დავმკვიდრდით და ახლა არ ვიცი, ჩემს ქალიშვილს რა ვუთხრაო. ანუ, მხოლოდ ოჯახი კი არ იყო ჩამოსული, დედაბუდიანად ჩამოსახლდნენ და ხმამაღლა ამბობენ: აქ დასახლება გვინდა, დიდი ფულიც დავხარჯეთ და ეს რა დაგვემართაო. რა თქმა უნდა, მკვლელობის ფაქტს ვგმობთ, მაგრამ პოლიცია ოფიციალურად რომ აცხადებს, უცხო ქვეყნის მოქალაქე მიწის გამო მოკლესო, კანონში კი გვიწერია: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა არ შეიძლებაო, ეგ როგორ არის? პოლიცია, დიდი ალბათობით, არ გვატყუებს, დაღუპული მართლაც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მაშინ, სხვა სტრუქტურებმა და იმავე პოლიციამ უნდა აგვიხსნას, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელი მიწის გამო დავობდა თბილისში, როცა, კანონით, მიწის შეძენის უფლება არ აქვს? გამოდის, კანონი დაარღვია ვიღაცამ და ის ვიღაც პასუხს არ აგებს. ჰოდა, ეთნიკურ სომეხს რომ ამოუყვანა ყელში და იქამდე მიიყვანა, რომ 60 წლის კაცმა იარაღს მოჰკიდა ხელი და გაისროლა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ აქვთ ქართულ მიწაზე “აკრეფილი”?!

ახლა ისევ ხუბუტიას დავუბრუნდეთ. ქართველი კაცი ამბობს: 80 ჰექტარი იმიტომ ვიყიდე, მინდა, ვაზი გავაშენო, ღვინო დავაყენო და მცირე ბიზნესი მქონდესო. მიუვარდა ოპოზიცია: როგორ გაბედე, საქართველოში მიწა როგორ იყიდეო? ანუ, ქართველს მიუვარდნენ და იმ ინდოელს _ არა. თურმე, ქართველმა რომ საქართველოში მიწა იყიდოს და ბიზნესი ჰქონდეს, დანაშაულია, მაგრამ უცხოელმა რომ იყიდოს, კარგია. ისე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ რუსეთში მცხოვრებ არაერთ ქართველს აქვს ნაყიდი მიწა საქართველოში და იცით, როგორ მოვიქცეთ? შევქმნათ მოძრაობა და ჩამოვართვათ მიწა სოსო პავლიაშვილს, ვალერი მელაძეს, ზურაბ წერეთელსა და კიდევ ათას ცნობილსა თუ უცნობ ქართველს და დავურიგოთ პაკისტანელებს, ინდოელებს, ირანელებს, ჩინელებს. ჩინეთში ვირუსი მძვინვარებს და გავუწოდოთ დახმარების ხელი, დავასახლოთ ჩინელებით საქართველო და ქართველები გავყაროთ. ჩვენ ხომ სტუმართმოყვარე ერი ვართ, ჩვენი ქვეყანა ხომ ქვეყანა კი არა, “პრახადნოი დვორია” და ბარემ ბოლომდე ამოვხადოთ სული.

ახლა არც ხელისუფლების დაცვას ვაპირებ და არც ოპოზიციის. ყოველგვარი შეფარვისა და ქვეტექსტების გარეშე ვამბობ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იქცევა ისე, როგორც აძლევს ხელს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და არა ქვეყანას. ისინი ფიქრობენ იმაზე, რა უნდა რამდენიმე ადამიანს და სულ არ აინტერესებთ, მათ სურვილებსა და ვნებებს ქვეყნის მომავალი თუ შეეწირება. ხომ ისედაც ნათელია, რომ დედაქალაქშიც და რეგიონებშიც არა ერთი და ორი ოჯახია უცხოელების, რომლებიც მყარად დაფუძდნენ და სწორედ დედა-ბუდიანად აიყარნენ საკუთარი ქვეყნიდან, რათა ჩვენთან ეპოვათ ნავსაყუდელი და მომავალსაც აქ ხედავენ. ხელისუფლების მოღალატეობის ბრალია ის, რომ უცხოელები ახერხებენ ჩვენთან მცირე ბიზნესის დაწყებას მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარით და გამათხოვრებული ქვეყნის აბორიგენ მოსახლეობას მათხოვრულ ხელფასზე ამუშავებენ, ქართველი კი საქართველოდან გარბის, რომ ის ლუკმაპური, აქ რომ ვერ იშოვა, იქნებ უცხოეთში იშოვოს. უცხოელები იმასაც კარგად ხედავენ, რომ ხელისუფლება მათ მეტი პატივისცემით (უფრო კი შიშით) ეპყრობა, ვიდრე ადგილობრივებს და ამიტომ, თვითონაც უხეშად იქცევიან, თავი ქვეყნის ბატონპატრონები ჰგონიათ, იმ ქვეყნის, რომელსაც რეალურად პატრონი არ ჰყავს და თუ ჰყავს, მხოლოდ საკუთარ სტომაქზე მზრუნველი პოლიტიკური სპექტრი.

გაზაფხული მოდის და იმის გამო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა სანატრელი შეიქნა, ცუდ მოსავალს ახლავე წინასწარმეტყველებენ. ხორბალი, რომელიც თოვლის საფარის ქვეშ უნდა გაღვივებულიყო, საერთოდ, არ ამოვიდა. ეს მიმართულება, პრაქტიკულად, ჩავარდა და ხორბალი ძალიან გაძვირდება. მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო დაპირება კარგა ხანია დაივიწყა და სოფლის მეურნეობაში სუბსიდიას აღარ ახორციელებს _ მიწის დამუშავებისა და შხამ-ქიმიკატების ვაუჩერმა ჩაილურის წყალი დალია. შედეგად მივდივართ იქამდე, რომ მიწებს დაამუშავებენ უცხოელები, რომლებსაც აქ მოწეული პროდუქცია სამშობლოში მიაქვთ, რადგან ნატურალურია, და იქიდან შემოაქვთ ის, რაც საკვებად, პრაქტიკულად, უვარგისია და მერე ჩვენ ვჭამთ. შორს წასვლა რად გინდათ, აგერ არის ირანი და თურქეთი _ ქვეყნები, რომლებშიც საქართველოში მოწეული კარტოფილი და ხახვი გაედინება, იქიდან კი იაფი პროდუქცია შემოდის. აღარაფერს ვამბობთ მსხვილფეხა პირუტყვზე, რომელიც ქარავნებად მიედინება აზიურ ქვეყნებში და იქიდან გაყინული, წლობით შენახული ხორცი შემოდის, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ ხან ნახევარფაბრიკატებში, ხანაც საშაურმეებსა და რესტორნებში.

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ საქართველოში ქართველის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციას უნდა მივესალმოთ. სულ რომ არაფერი გააკეთოს ხუბუტიამ იმ 80 ჰექტარზე, ის მაინც გვეცოდინება, რომ ეს მიწა ქართველის საკუთრებაა და მერე, სახელმწიფოს რომ დასჭირდეს, ქართველთან მოლაპარაკება და პატრიოტიზმზე აქცენტირება უფრო ადვილია, ვიდრე უცხოტომელთან. არ აინტერესებს არც ინდოელს, არც პაკისტანელს, არაბსა თუ ირანელს საქართველოს მომავალი, მათ მხოლოდ აწმყო აინტერესებთ, მხოლოდ ის უნდათ, თვითონ იყვნენ კარგად ქვეყანაში, რომელსაც არც ერთი და არც ორი შეხედვით, პატრონი არ ჰყავს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ კითხვას: ვისია ქართული მიწა? ვის მიწაზე აცხადებდა პრეტენზიას მოკლული ინდოელი, როცა შსს გარკვევით გვეუბნება, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო?! უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან?

ბესო ბარბაქაძე

რედაქციისგან: როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოში აკრძალულია სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, მაგრამ ეს მასალაში წარმოჩენილი პრობლემის სიმწვავეს არ ამცირებს.

5 COMMENTS

  1. მიწის უცზოელებზე მიყიდვა კანონი ერთი წელია მგონი რაც შემოვიდა და მაგათ კანონიერად მიჰყიდეს, ეგარის უბედურება

  2. ერთი მიდით თბილისის აეროპორტში და დადექით უყურეთ აზიელები რომ ჩამოდიან როგორ ხვდებიან ორგანიზებულად თავიანთი უცხო თვისტომები,ყველას ბუკლეტებს გადასცემენ და იქ წერია რასაც თავაზობენ,მიჭაც იყიდება მოქალაქეობავც იყიდება ბინებზე საუბარი ზედმეტია,80 % მათზე ფორმდება,ყველაფერიც იყიდება ღიად არა ,აი მოხელეს რომ შეუძლია ყველა თავის აშენებულ ობიექტზე შესაძრომ დატოვებს ისე რომ გარედან არ გამოჩნდება,ასეა აქაც.

  3. რა კომენტარი დავტოვო სატირლად გვაქვს საქმე. არც მთავრობა ფიქრობს ხალხზე და ქვეყანაზე და მითუმეტეს ეს ნაძირალა ვითომ გაერთიანებული ოპოზიცია ერის მოღალეტეები.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მია Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here