7 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგება. საკონსტიტუციო საკითხებზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით ბლოგერმა ოთარ ისელიძემ სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
„ეხლა დაანონსეს თურმე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვევა პარლამენტს და ანგარიშით წარსდგება !!!! ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც სულმოუთქმელი ელოდება ამ ბუმბერაზ ადამიანს, მართლაც რამდენი საჭირბოროტო საკითხი დგას დღის წესრიგში, რამდენი გადაჭრა და კიდევ რამდენია გადასაჭრელი…. რამდენი უძილო ღამე აქვს წინ ამ დაუღლელ, ვერცხლის წყალ ადამიანს ..მაგრამ ყველას გვჯერა რომ მის ამ ამაგს სამშობლოს წინაშე, ხალხი არასოდეს დაუვიწყებს და ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში ! მე პირადად მინდა მადლობის ნიშნად ვუსურვო შემდეგი : თქვენი კლოუნი ხაპუგა დედებს შე@@ა სასიქადულო მამულიშვილმა უჩიკო ნანუაშვილმა, თქვე ქოც–ნაცებო თქვენა …. პ.ს. ვინ დაგვწყევლა ესე რომ არასოდეს არ გვყოლია ნორმალური ხელისუფლება, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ მოლაპარაკე არარაობების ხელში…“ – წერს ისელიძე სოციალურ ქსელში.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პარლამენტში დაძაბული სტუმარ-მასპინძლობა იქნება. მისი თქმით, კონფრონტაციის გაღრმავება ამ გამოსვლისას და შემდეგშიც, კონფრონტაციის ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება მოსახლეობის თვალში, განსაკუთრებით კი თითოეულის პოლიტიკური მომავლისთვის.
„პოლიტიკის არსი ძალაუფლებაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს იმდენად სუსტი ძალაუფლება აქვს, რომ ამ ინსტიტუტის მდგომარეობა პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. შერეული, ან საპრეზიდენტო მმართველობა რომ გვქონოდა, მაშინ კონფრონტაცია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური ცხოვრებისთვის“. – განაცხადა საყვარელიძემ.
………….საქართველო, ძალიან პატარა ქვეყანაა, იმისთვის, რომ მას ჰყავდეს , პრეზიდენტიც და პრემიერ მინისტრიც, საერთო ჯამში, ერთმანეთის ქიშპიბით, მაინც ვერაფერს აკეთებენ და , თუ გახდებიან თანამოზიარეები, მაშინ რაღა საჭიროა, ორი პირველი პირი 3, 7 მილიონიან ქვეყანაში ???