Home რუბრიკები საზოგადოება ვინ არიან ისინი: “დაუმორჩილებელი” ქალები? ქალბატონები? დედაკაცები? თუ, უბრალოდ, ტვინნაღრძობი “უსქესო” არსებები?

ვინ არიან ისინი: “დაუმორჩილებელი” ქალები? ქალბატონები? დედაკაცები? თუ, უბრალოდ, ტვინნაღრძობი “უსქესო” არსებები?

4040
ვინ არიან ისინი: “დაუმორჩილებელი” ქალები? ქალბატონები? დედაკაცები? თუ, უბრალოდ, ტვინნაღრძობი “უსქესო” არსებები?

სიტყვადაუმორჩილებლობაჩვენს ცნობიერებაში პირველად XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. მაშინარაფორმალებმამოგვიწოდეს, არ დავმორჩილებოდით სხვადასხვა საწარმოდაწესებულების ხელმძღავნელებს, უმაღლესი სასწავლებლების რექტორატებს, სკოლების დირექციებს და ყველგან მოგვეთხოვა საქართველოს სრული დამოუკიდებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უარი გვეთქვა მუშაობაზე, სწავლაზე და, საერთოდ, ყველაფერზე.

აი, ასეთ ასოციაციებს აღძრავს ჩემში “ბნელ და ჩამორჩენილ” საბჭოთა ცნობიერების “ღრუზინში” სიტყვა “დაუმორჩილებლობა”. ეტყობა, ამ ჩემმა “სიბნელემ” განაპირობა ისიც, რომ ვერ გავიგე, რა კავშირში უნდა იყოს ეს სიტყვა “ქალის უფლებებთან” და, კერძოდ, ვის და რატომ უცხადებენ ქალები “დაუმორჩილებლობას”?

საქმე ეხება უცნაური სახელწოდების მქონე ორგანიზაცია “გენდერული საინფორმაციო სააგენტოს” მიერ ამ დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელებულ მიმართვა-განცხადებას. წავიკითხოთ ამ განცხადების ტექსტი:

* “ჩვენ არ აგვირჩევია, რომელი სქესით მოვვლინებოდით დედამიწას, ჩვენთვის არავის უკითხავს, ქალად ყოფნა გვერჩივნა ამ ცისქვეშეთში თუ კაცობა უფრო გაგვიადვილდებოდა. ჩვენ ისეთებად დავიბადეთ, როგორებადაც განგებამ აგვირჩია, მერე შეგვფუთა და ჩვენს დედამიწელ მშობლებს ჩვენი თავები არგუნა”, _ ასე იწყება ეს დიადი აზროვნების ნიმუში და გარდა იმისა, რომ ავტორებს სურთ, “მხატვრულ-ჰიპერბოლურად” ზეშთაბეჭდილება მოახდინონ მკითხველზე. ამ შესავლიდან ადამიანი, ფაქტობრივად, სხვას ვერაფერს გაიგებს. დავიჯერო, ვინმე ამათ ეუბნება: გინდა თუ არა, თქვენი სქესი თვითონ გაქვთ არჩეული და განგება მანდ არაფერ შუაშიაო? თუმცა, ახლა იწყება მთავარი და განუმეორებელი:

* “იმ წამიდან, როდესაც თუნდაც ერთი მზერა გამოემართა ჩვენკენ, რომელიც ამბობდა, რომ დავაშავეთ ჩვენი ქალად დაბადებით, ჩვენ დაუმორჩლებლობა გამოვაცხადეთ! მაშინ, როდესაც გვითხრეს, რომ ქალად დაბადებით დანაშაული ჩავიდინეთ, ჩვენ გამოვაცხადეთ დაუმორჩილებლობა!” _ აუ, რომელმა უთხარით ეს ამათ, გამოტყდით, დედას ვფიცავ, ყურს აგიწევთ, სხვას არაფერს გატკენთ! განვაგრძოთ:

* “დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ მათ, ვისაც ეუხერხულება, საჯაროდ წარმოთქვას სიტყვაქალიდა პატივისცემის ნიშნად უპირატესობას ანიჭებსქალბატონს”. დიახ, ნამდვილად არაფერი გამომიგონია. ეს ნამდვილად ასე წერია ამ განცხადებაში, რომ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც “ეუხერხულებათ, საჯაროდ წარმოთქვან სიტყვა ქალი”. ვაიმე! არ დამიმალოთ, მოგვაწოდეთ რედაქციაში ზუსტი ციფრი, რამდენს იცნობთ თქვენ გარშემო ასეთს. ძალიან გთხოვთ, თითეულ მათგანს დააზუსტებინეთ: რატომ უნდა ეუხერხულებოდეს ადამიანს სიტყვა “ქალის” წარმოთქმა? და, რაც მთავარია, “ქალბატონს” თუ ვამბობთ პატივისცემის ნიშნად, ნეტავ, რა არის ამაში ცუდი და მიუღებელი?! მესმის თქვენი გაოგნება, მაგრამ ჯერ სად ხართ.

* “დაუმორჩლებლობას ვუცხადებთ მათ, ვინც თვლის, რომ კაცების მეტად დასაქმების მიზეზი მათი გონებრივი განვითარების ბუნებითაა გამოწვეული და არა იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ქალებს არ ჰქონდათ განათლებაზე ხელმისაწვდომობა”, _ აი, ეს ფრაზა სადღაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის დაწერილს უფრო ჰგავს, ვიდრე რომელიმე თანამედროვე ქალის.

თუ არადა, დამისახელეთ, სად არიან კაცები “მეტად დასაქმებული”?! მე პირიქით მგონია. დასაქმებული ქალების ბუმია დღეს და დაუსაქმებელი მამაკაცების საცოდაობით ვიწვი. ხოლო ის, რომ, დავუშვათ, ჭადრაკში ქალებისთვის “დიდოსტატის თანრიგი ვაჟებს შორის” ძალიან საპატიო წოდებაა, ხოლო მამაკაცი დიდოსტატებისთვის “ქალთა შორის დიდოსტატის თანრიგის” მინიჭება აზრადაც არავის მოუვა, არა მგონია, არაობიექტური მიზეზებით ან რაიმე სუბიექტური ფაქტორებით იყოს განპირობებული და ამას რაიმე განსაზღვრავდეს, გარდა იმისა, რომ მამაკაცის გონებრივი მონაცემები (საზოგადოდ და პროცენტულად) განსხვავდება (და არა უპირატესია) ქალის გონებრივი მონაცემებისგან. ქალებისთვის არავის არასოდეს აუკრძალავს ჭადრაკის თამაში და რატომღაც დღემდე, როდესაც კი მსოფლიო ჩემპიონმა ქალებმა (რადგან “ქალბატონი” არ მოგწონთ, იყოს “ქალი”) შერეულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა, იმდენჯერ ათეულშიც კი ვერ შევიდნენ, ხოლო შერეულ ასეულებში ორი ან სამია ქალი. თუ არ ვცდები, “შერეულ ოცეულში” მოხვედრა მხოლოდ ორმა ქალმა მოჭადრაკემ შეძლო _ ნონა გაფრინდაშვილმა და ჟუჟა პოლგარმა. რას უნდა დავაბრალოთ ეს, გარდა “გონებრივი მონაცემებისა”, მე ვერ მოვიფიქრე და ისევ “გენდერული საინფორმაციო სააგენტოს” იმედი მაქვს, მოიფიქრებენ რამეს, ყოჩაღები ჩანან! ჩვენ კი ვკითხულობთ:

* “დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ მათ, ვინ მიიჩნევს, რომ სქესის სიძლიერე მუშტების ჰაერში ტრიალით ვლინდება, რომ მხოლოდ ქალები არიან პასუხისმგებელნიკერის წმინდად შენახვასადა შვილების სწორად აღზრდაზე. დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ მათ, ვინც ნორმად მიიჩნევს ჩაგვრას, ფიზიკურ თუ მორალურ ძალადობას, შეზღუდვებსა და ბატონობას. მათ, ვინც ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი პრივილეგიები გენდერული ნიშნით უნდა განისაზღვროს”.

ეს ჩერჩეტობა სად ნახეს და ვინ მიიჩნევს ამას ასე, ნამდვილად ვერ გეტყვით. ან ვინ და სად თქვა, რომ შვილების აღზრდაზე პასუხისმგებელნი “მხოლოდ ქალები არიან”?! მამის როლი შვილების მსოფლმხედველობის სწორად ჩამოყალიბებაში რომ ძალიან დიდია, ამას ვინ უარყოფს?! და თუ მამის როლი დაკნინებულია კონკრეტულ შემთხვევაში, ეს სწორედ იმ ქალების დამსახურებაა, რომლებიც ასეთ ტუტუცურ განცხადებებს ავრცელებენ და ასე დამახინჯებული მსოფლმხედველობის მქონენი არიან. სწორედ ისინი ჩააგონებენ შვილებს, რომ მამა “ძალადობის სიმბოლოა”, რომ მამა “ქალების მჩაგვრელია” და შემდეგ შვილის თვალში თუ მამას ნაკლები ავტორიტეტი ექნება, ესეც რამენაირად ისევ იმ მამას უნდა გადააბრალონ.

აი, “საზოგადოებრივ პრივილეგიებში” რას გულისხმობენ ასეთი არსებები (ბოდიში, მაგრამ მე ამათ ვერც ქალს ვუწოდებ და ვერც ქალბატონს), მართლა ვერ გავიგე. რა იყო, კანონში წერია სადმე, “მამაკაცი ქალზე უფრო პრივილეგირებულიაო” თუ “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით” არის გათვალისწინებული, რომ კაცს უფრო უნდა უმკურნალონ, ვიდრე ქალს?! პირიქით _ მამაკაცს 5 წლით გვიან რომ უხდის სახელმწიფო პენსიას, ეგ ვის პრივილეგიაზე მეტყველებს, დაფიქრებულიყვნენ, იქნებ ასეთი ტვინნაღრძობი მდედრები.

მთავარი სიურპრიზი ჯერ წინაა. მთელი ამ აბდაუბდიდან ხომ შეიძლება გამოიტანოთ დასკვნა, რომ ეს ქალები “დაუმორჩლებლობას” მამაკაცებს უცხადებენ?! ნურას უკაცრავად! ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებენ თურმე ქალებსაც! ინებეთ, ბატონო:

* “დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ ყველა იმ ქალს, რომელიც ამ იდეოლოგიით ზრდის ბიჭებს, რის გამოც მათ ჰგონიათ, რომ თანდაყოლილი ძალაუფლებით მოევლინენ ამ ქვეყანას, რომ გაცილებით მეტი ეპატიებათ და მეტის უფლება აქვთ, ვიდრე საპირისპირო სქესს”.

ვაიმე, როგორ შემეცოდა ახლა ასეთი ავადმყოფი არსებების (ისევ და ისევ ვერ დავარქმევ მათ ვერც “ქალს”, ვერც “ქალბატონს” და ვერც “დედაკაცს”) აღზრდილი და გაზრდილი ბიჭები. ვაიმე, შვილებო! ასეთებს ქმრები რომ ვერ გაუძლებენ, ფაქტია! თუკი გაუძლებენ, ისინი ნამდვილად ვერ იქნებიან სრულყოფილი მამაკაცები, ესეც ფაქტია! ჰოდა, ასეთი უსქესო არესებებისა და გონებრივად მძიმედ დაზიანებულების ხელში უმამოდ (ანდა დაჩლუნგებული მამით) გაზრდილი ბიჭი, წარმომიდგენია, რა შავ დღეშიც იქნება.

რას ნიშნავს “გაცილებით მეტი ეპატიებათ”? რა ეპატიებათ კონკრეტულად? “პატიებას” რას უწოდებენ, ნეტავ? “პატიება” არ ვიცი და, არსებობს ესა თუ ის საქციელი, რომელიც ქალს ნაკლებად შეშვენის და არსებობს ისეთიც, მამაკაცისთვის უფრო მეტად შემარცხვენელი რომაა. თორემ “პატიებით” ვის რა “ეპატიება”, მაგას ადამიანები მხოლოდ პირად ურთერთობებში, ურთიერთშორის წყვეტენ. საბოლოოდ კი ღმერთი ყველას ყველაფერს მიუტევებს, მძიმე ცოდვების გარდა.

მამაკაცს ყველაფერი ეპატიება და ქალს არაფერი! _ ეს “ფორმულა” სად ნახეს, სად გაიგონეს, სად ამოიკითხეს?

დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ იმ საზოგადოებას, რომელიც აყალიბებს მოძალადეს და ყველაზე დიდ ზიანს თავად მას აყენებსრომელიც იმ არარეალური ძალაუფლებით გათამამებული, რაღაც ეტაპზე აღმოაჩენს, რომ ვერ შეძლო ეტვირთა საზოგადოების მიერ მემკვიდრეობით გადაცემული ვალდებულებები. აი, მაგალითად: ოჯახის რჩენის, ძლიერი მამაკაცის და ემოციების დაფარვის _ “კაცები არასდროს ტირიანვალდებულება…” _ ამ ფრაზაში რა იგულისხმება, თუ ვინმე მიხვდებით, აუცილებლად შემეხმიანეთ და განმანათლეთ, თორემ ნამდვილად ვიტირებ და მერე “კაცები არასდროს ტირიან” ვალდებულება რომ შემომერღვევა და სულიერად დავეცემი, თქვენი “დაუმორჩილებლობა” ვეღარაფერს მიშველის.

და ამ განცხადების საოცარი დასკვნითი ნაწილი:

* “დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ ყველას, ვინც ამ მახინჯი იდეოლოგიით აყალიბებს მოძალადესა და მსხვერპლს და ამით ორივე მხარეს აყენებს ზიანს. ასე, ამბოხით მოვდივართ დღემდე და გვწამს, რომ სულ მალე სამყაროს ავიყოლიებთ. სულ მალე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პრივილეგიად მხოლოდ ადამიანური ფასეულობები უნდა ჩაითვალოს და გენდერი (სიტყვაგენდერისაიდან მოიტანეთ? “სქესირომ თქვათ, ვერ გავიგებთ? _ ..) სულაც არ არის პრივილეგია”.

რა თქმა უნდა, სულ ბოლო ხაზს, რომ ადამიანი მხოლოდ თავისი ადამიანური ფასეულობებით უნდა დაფასდეს და “გენდერი” არ არის პრივილეგია, მთელი გულით ვეთანხმები. საქმე ისაა, რას მიიჩნევენ და რას აღიქვამენ ეს გონებამახინჯი არსებები “პრივილეგიად”. თუ ქმერი ცოლს სთხოვს, _ კვერცხი შემიწვიო, ესაა პრივილეგია? მაშინ, ცოლი რომ სთხოვს ქმარს, _ აგერ ლურსმანია მისაჭედებელი და მიაჭედეო, ეგ უკვე ქალის პრივილეგიაა?!

დასასრულ: დედობის პრივილეგიაზე უფრო დიდი პრივილეგია არსებობს?

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნინო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here