Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ გვარამია: ედუარდ შევარდნაძის ბრალია აფხაზეთში ომის უმიზეზოდ, უნიათოდ, უმიზნოდ, უხერხემლოდ დაწყებაც...

ვახტანგ გვარამია: ედუარდ შევარდნაძის ბრალია აფხაზეთში ომის უმიზეზოდ, უნიათოდ, უმიზნოდ, უხერხემლოდ დაწყებაც და დასრულებაც

23854
ვახტანგ გვარამია

2017 წლის ნოემბერში ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა, რომელიც, როგორც საქართველოგერმანიის მეგობრობის სიმბოლო, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2016 წლის 16 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საჩუქრად გადაეცა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიაზე გიორგი კვირიკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის, ფოტო არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინათ კი სოციალურ ქსელში დაიწყო მსჯელობა: უნდა იყოს თუ არა ამ ქვეყანაში მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, სახლმუზეუმი. ვინ იყო ედუარდ შევარდნაძე? რა დამსახურება აქვს მას ქვეყნისა და ერის წინაშე? _ ამ თემაზე სასაუბროდ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ მაღალჩინოსანს, გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე ვახტანგ გვარამიას დავუკავშირდით.

_ 1993 წლის სექტემბერში, შევარდნაძის თხოვნით, ფოთში შემოვიდა რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ფლოტის ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით. იმ დღიდან დაიწყო პირველი პრეზიდენტის საბოლოო განადგურება. უმძიმესი პერიოდი იყო… სენაკში საქართველოს მთავრობის მთელი შემადგენლობა ჩავიდა: ოთარ ფაცაცია, ავთო მარგიანი, თითქმის ყველა მინისტრი და ვიყავი მეც. იმხანად გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გახლდით.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეებს, ლოთი ქობალიას მეთაურობით, დაკავებული ჰქონდათ სამეგრელოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. სახელისუფლო ძალებისა და ზვიად გამსახურდიას მომხრეების გამმიჯნავი ხაზი ხობის ტერიტორიაზე გადიოდა.

ერთ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები სენაკში შტაბში ვისხედით, როცა შევარდნაძემ დარეკა და ავთო მარგიანს დაელაპარაკა. ბევრ საკითხზე ისაუბრეს, ბოლოს მარგიანმა მითხრა, რომ შევარდნაძეს ჩემთან უნდოდა დალაპარაკება, ყურმილი ავიღე და შევარდნაძის განკარგულება მოვისმინე: ვახტანგ, მონახე ლოთი ქობალია სასწრაფოდ, წაიყვანე ავთო იოსელიანი, მარტო არ შეხვდე და ლოთის ჩემი სახელით გადაეცით, რომ მოკვლას უპირებენ. ვუპასუხე, რომ შევეცდებოდი, ლოთი მენახა, მან კი მითხრა, _ კი არ შეეცდები, აუცილებლად შეხვდებიო. დავიწყეთ მსჯელობა, როგორ და სად უნდა გვენახა ქობალია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უაღრესად დაძაბული ვითარება იყო, ურთიერთობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის პრობლემას არ წარმოადგენდა. ჰოდა, აიღო ტელეფონი ოთარ ფაცაციამ და ზუგდიდის ხელმძღვანელობას სთხოვა, სასწრაფოდ მოეძებნათ ლოთი ქობალია. ლოთი მალე დაგვიკავშირდა… მას ფაცაცია დაელაპარაკა და უთხრა, ვახტანგ გვარამიას უნდა შენთან საუბარიო. ლოთი დაგვთანხმდა და შეხვედრის ადგილიც დათქვა. მან ხობისა და ზუგდიდის საზღვარზე ავტოინსპექციის პოსტთან, პოლიციის შენობაში დაგვიბარა. შეხვედრაზე იოსელიანიც გამომყვა, ავთომ არ იცოდა, რა საკითხზე უნდა მელაპარაკა, ის იმიტომ გამომაყოლა შევარდნაძემ, ალბათ, მარტო რომ არ ვყოფილიყავი.

ჩავედით დათქმულ ადგილას და შევხვდით ქობალიას. მას შეიარაღებული ხალხი ახლდა, მაგრამ მცირე რაოდენობით. პურმარილი გაუმზადებია, მაგიდასთან მიგვიწვია. ჩვენ ვიუარეთ, მაგრამ არ შეგვეშვა და დავსხედით. ცოტა ხნის შემდეგ ლოთიმ მკითხა: რა უნდა ჩემგან შევარდნაძესო? ვუთხარი, თბილისიდან დამირეკა და დამავალა, თქვენთვის გადმომეცა, მოკვლას უპირებენო. ლოთი გაჩუმდა და ცოტა ხნის შემდეგ მითხრა: ვიცი, ეგ ამბავი, მანქანაში მიპირებენ აფეთქებას და ისიც ვიცი, ვინც აპირებს ამის გაკეთებასო. მე მამული არახამიამ (რესპონდენტის თხოვნით, ამ პიროვნების სახელი და გვარი შეცვლილია. _ ე.ნ.) უნდა მომკლასო. ვუპასუხე: რაც დამავალეს, ის გითხარით, თქვენი საქმისა თქვენ იცით-მეთქი. ასე დავშორდით ერთმანეთს.

როგორც კი სენაკში ჩავედი, თანაშემწეს დავავალე, რომ ლოთის “მკვლელი” ჩემთან მოეყვანა. ეს ადამიანი იყო უშიშროების პოლკოვნიკი, რომელიც გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში. დადებითი პიროვნება იყო, მაგრამ დაავალეს, მოეკლა ლოთი ქობალია და დავალება მას, როგორც უშიშროების თანამშრომელს, აუცილებლად უნდა შეესრულებინა.

მოიყვანეს ეს კაცი ჩემთან. ცოტა ხანს ვუყურე და ბოლოს ვუთხარი: რა ტერაქტებს აწყობ შენ? _ რა ტერაქტებსო? _ გაუკვირდა. ვუთხარი, ვიცი, ლოთი ქობალიას მკვლელობა გაქვს გადაწყვეტილიმეთქი. მკითხა: ვინ გითხრა ეს ამბავიო? ვუპასუხე, რომ ედუარდ შევარდნაძემ მითხრა. სახეზე ალმური აუვიდა და იყვირა: _ მაგის დედაცმაგან დამავალა ეს მკვლელობაო.

ლოთი ქობალია დღესაც ცოცხალია.

_ როგორი პიროვნება იყო ედუარდ შევარდნაძე?

_ შევარდნაძეს 1965 წლიდან ვიცნობდი. საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. კომკავშირიდან მოიყვანეს და ამ თანამდებობაზე დასვეს, ბრწყინვალედ ასრულებდა თავის საქმეს. შექმნა არაჩვეულებრივი კოლექტივი, უძლიერესი ოპერატიული და საგამოძიებო სამსახურები. შემდეგ, როგორც იცით, საქართველოს ცეკას პირველი მდივანიც გახდა და სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრიც. მოსკოვიდან ძალიან შეცვლილი დაბრუნდა.

პრეზიდენტი იყო უკვე შევარდნაძე, როცა სენაკში ცუდი ამბავი მოხდა. მილიციის მუშაკმა მოქალაქე უმიზეზოდ მოკლა. ამის გამო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. შევარდნაძემ თითქმის ყველა ცნობილი მეგრელი შეკრიბა: ოთარ ჭითანავა, ჟიული შარტავა, მე, ბორის წიფურიაც კი, და თვითმფრინავით გაგვიშვა ქუთაისში. იქიდან სენაკში ავტობუსით უნდა წავსულიყავით. ავტობუსმა დააგვიანა. მე და ჟიული შარტავა ბოლთას ვცემდით. სწორედ მაშინ ვკითხე ჟიულის, _ დღეს რა კაცია შევარდნაძე-მეთქი. დაფიქრდა და მიპასუხა: “შევარდნაძე დაშვებულიპაკრიშკაა”… შევარდნაძეს, რუსეთიდან რომ დაბრუნდა, ტერიტორიების დაცვისა და აღდგენის ამბიცია ჰქონდა, მეტიც, თურქეთის მიერ მითვისებული მიწების დაბრუნებაც სურდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ აფხაზეთიც დავკარგეთ და სამხრეთ ოსეთიც… 1997 წელს გალში ჩვენი უსუსური შეჭრის შემდეგ შევარდნაძემ ორიენტაცია დაკარგა, ჩაეფლო კორუფციასა და უბედურებაში.

_ 1997 წელს გალში შეჭრა შეცდომა იყო თუ დანაშაული?

_ ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ, შეცდომა დანაშაულზე უარესია… შევარდნაძის იმჟამინდელი ქმედება ისეთივე დანაშაული იყო, როგორიც შემდეგ სააკაშვილის 2008 წელს ცხინვალში შეჭრა. 1997 წლამდე აფხაზეთთან ფორმალური საზღვარი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხე აღარ გვეკუთვნოდა, ერთიანობას ვინარჩუნებდით _ საზღვარზე გადასვლა ყველას შეეძლო. ედუარდ შევარდნაძემ შედეგები ვერ გათვალა…

_ ძნელი დასაჯერებელია შევარდნაძეზე ეს სიტყვები. ის შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსად იყო აღიარებული

_ ედუარდ შევარდნაძე ბრწყინვალე იყო, როგორც მეორე პირი, მაგრამ ცუდი, როგორც პირველი… ის მუდამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად იბრძოდა. ჯაბა იოსელიანის გვერდით დაყენება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. იმას, რაც იმხანად ბანდფორმირებებმა საქართველოს დამართეს, დღემდე ვიმკით. მხედრიონისჯირითმა საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტზე იმოქმედა. ყველაფერს, რაც ახლა ხელისუფლებაში ხდება, საფუძველი შევარდნაძემ ჩაუყარა. ბევრი პიროვნება, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან, შევარდნაძესთან გაიზარდნენ. ისინი პატარა და ცუდი შევარდნაძეები იყვნენ და არიან მთავარ შევარდნაძესთან შედარებით.

1997 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ ომი გამოვიარეთ, ეკონომიკის ზრდა გვქონდა, კარგი კანონები მივიღეთ, ლარი მყარი იყო, ხალხს იმედი მიეცა უკეთესობის, მაგრამ 1997 წლის გალის კრახის შემდეგ შევარდნაძემ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია და ქვეყანა თვითდინებაზე მიუშვა.

_ 2008-ში, როდესაც სააკაშვილი ცხინვალში შეიჭრა, ამბობდნენ, რომ ამერიკელებმა მას მწვანე შუქი აუნთეს და ამიტომ დაიწყო ომი. რამ განაპირობა შევარდნაძის შეჭრა 1997 წელს გალში, ვინ შეიყვანა ის შეცდომაში?

_ გალში ხელისუფლება მყარი არ იყო. გალში მიმდინარე პროცესები იქ მყოფ რუს სამხედროებზე იყო დამოკიდებული. საუბრობდნენ, რომ ვიღაცისთვის ფულიც უნდა მიეცათ, ვიღაც მოესყიდათ… მოკლედ, გათვლა ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა და დღეს აფხაზეთთან მკაცრი საზღვარი გვაქვს.

შევარდნაძე წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო. მასზე ისტორია იტყვის ყველაფერს. შედეგის მიხედვით იზომება ბევრი რამ… ფრანგებმა ნაპოლეონს ვატერლოოს ბრძოლაში მარცხი არ აპატიეს, არა მგონია, შევარდნაძეს “მხედრიონის” ეპოქა შერჩეს.

შევარდნაძეს დიდი წვლილი მიუძღვის სამოქალაქო ომის დაწყებაში. 1991 წლის 22 დეკემბერს ანტისახელისუფლო გამოსვლა შევარდნაძის ორგანიზებული იყო. ამბობდა, საერთო ეროვნული აჯანყება იყოო, მაგრამ ეს იყო შეიარაღებული გადატრიალება, რომელიც მისი ხელმძღვანელობით მოაწყვეს ბანდფორმირებებმა და ხელისუფლების ხელისბიჭებად გამოზრდილმა ინტელიგენციის კორუფცირებულმა ნაწილმა. აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანაც შევარდნაძის ინიციატივით მოხდა, ეს განპირობებული იყო არა სარკინიგზო ტვირთების დაცვით, როგორც თვითონ ამბობდა, არამედ პირველი პრეზიდენტის მომხრეთა გასანადგურებლად. ზვიად გამსახურდიას მხარს უჭერდა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი. შევარდნაძემ ვარ გათვალა, აფხაზეთში შეირაღებული ძალების შეყვანას როგორ აღიქვამდა აფხაზი მოსახლეობა და რუსეთის ფედერაცია. ედუარდ შევარდნაძის ბრალია აფხაზეთში ომის უმიზეზოდ, უნიათოდ, უმიზნოდ, უხერხემლოდ დაწყებაც და დასრულებაც. რუსეთთან სოჭში ჩვენი გამანადგურებელი ხელშეკრულების დადება, რასაც შედეგად მოჰყვა ქართველთა ცალმხრივი განიარაღება და ომში დამარცხება. დღეს კი ასიათათასობით ლტოლვილი გვყავს.

1993 წელს შევარდნაძემ ჩაშალა ბობოყვათში დაგეგმილი მოლაპარაკება პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან. არადა, სამოქალაქო ომის შეწყვეტაზე შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეული იყო. როგორ წარიმართა ამის შემდეგ ვითარება, ყველამ ვიცით.

ჯაბა იოსელინმა თავის დროზე თქვა: შევარდნაძეს ხიდან ვაშლის მოწყვეტა არ შეუძლია, ელოდება, ვაშლი როდის ჩამოვარდება, მაგრამ ჩამოვარდნილი ვაშლი დამპალია ხოლმეო. შევარდნაძეს კლასიკური განათლება არ ჰქონდა და ეს მისი დამღუპველი აღმოჩნდა. ის სხვისი ნების კარგი შემსრულებელი იყო, მაგრამ პირველკაცობა ვერ შეძლო, რასაც ქვეყანა დღემდე იმკის.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

13 COMMENTS

  1. ეს განცხადება მაშინ გაეკეთებინა როცა შევარდნაძის ნავში იჯდნენ და ეროვნულ ხელისუფალს დევნიდნენ ეხლა შევარდნაძის გინება დაუსჯელია და დიდი ვაჟკაცობა არ ჭირდება

  2. ყველა მოაზროვნე ადამიან იცის რას წზრმოადგენდა შევარდნაზე მაგრამ აქ კიდევ უფრო ნათლად არის წარმოდგენილი მისი სახე ქვეყნის განადგურებაში.

  3. ვაჟა: „რაც უნდა ჭირი მამკერძონ, ბილწთ არ შევეკვრი ზ ა ვ ი თ ა“

  4. შევარდნაძე ბებერი იყო თან რუსეთიდან გამოგდებული , ვერ აზროვნებდა. გარემოცვა ქურდები და ყაჩაღები. შედეგი მივიღეთ ეს ყველასთვის ცნობილია. დაზარალდა ვინ ისევ უდანაშაულო ხალხი….

  5. შევარდნაძე საკუთარი თანამდებობის და ძალაუფლების შენარჩუნების, ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი იყო. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შეეძლო გაეწირა არა მარტო უცხო ადამიანი, არამედ საკუთარი მეგობარი (თუ ჰყავდა საერთოდ) და საკუთარი ქვეყანაც კი. მე უფრო ის მთრგუნავს, რომ საქართველოში დღემდე ვერ მოვიდა ხელისუფლება, რომელიც სამართლიანად გამოიძიებდა თუ რა მოხდა ზვიად გამსახურდიას განდევნისა და მისი მკვლელობის საქმეში, თუ როგორ და რა მოხდა აფხაზეთში, სანამ ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ღალატის გამო მოღალატეებს არ დაერქმევათ სახელი, სანამ ამ გარეწრების (ჯერ კიდევ რომ ბოგინებენ პოლიტიკაში, ბიზნესში, ე.წ. ინტელიგენციაში) ლუსტრაცია არ მოხდება, მანამდე საქართველოში უსამართლობა იმეფებს, ხოლო უსამართლო ქვეყანა ვერასდროს გაბრწყინდება. და კიდევ- აბსოლუტური მარაზმია, როდესაც ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი ცოდვების (ნებსით თუ უნებლიედ) მიუხედავად, კიდევ გამოდიან პარლამენტში, ტელევიზიით და დანარჩენ საქართველოს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ქართველობის გამო, ქვეყნის სიყვარულის გამო დაკარგეს ოჯახის წევრები, სახლ-კარი, სასაფლაოები გვასწავლიან თურმე რას ნიშნავს პატრიოტიზმი.

  6. მშვენივრად ქონდა შევარდნაძეს გათვლილი ყველაფერი, ბევრი ჭირი სჭირს საქართველოს მაგისგან.

  7. ეს წერილი ცოტათი წინგადადგმული ნაბიჯია მისი გუნდელის შეფასებაში. თუმცა, არაა დაზუსტებული, რომ მისი საქართველოში სისხლიანი ტახტის დადგმა იყო მსოფლიოს მასონთა დავალებით და მხარდაჭერით!!! არავითარი სამოქალაქო ომი არ იყო. ეს ,გახლდათ საქართველოს ინტერვენცია-ოკუპაცია, სახლმწიფო-კრიმინალური გადატრიალების გამოყენებით. კვდრბიც და ცოცხლებიც უნდა გასამართლდნენ, რადგან მათ მოაწყვეს ქართველთა, აფხაზთა და ოსთა გენოციდი! თუმცა, ამას ბევრი აფხაზი, ოსი და ნაწილობრივ , ქართველიც ვერ ათვიცნობიერებს…თუმც მაგის დროც მოვა.

  8. ედუარდ შევარდნაძის მისია აფხაზეთის გასხვისებისა დაასრულა მისმა დანატოვარმა სააკაშვილმა კოდორის ჩაბარებით.

  9. აფხაზეთის ომი რუსეთის დავალებით დაიწყო, რომ ჩაებარებინა, როგორც ცხინვალი. აფხაზეთის და ცხინვალის ჩაბარების პირობით გამოუშვა რუსეთმა საქართველოში, რაც პირნათლად შეუსრულა რუსეთს. ამით თავი გადაირჩინა.

  10. ვეთანხმები გიორგის.ყაჩაღები შეუშვეს რომლებიც მთელ საქართველოს ძარცვავდნენ.პატიოსან ადამანებს შეატოვეს გამწარებული მოსახლეობა

  11. ჟიული შარტავა მსგავსი მდაბიო სიტყვებით არასოდეს არ ლაპარაკობდა, და ავტორი,თავისი ჭორიკნულ-მდაბიო სიტყვებით მხოლოდ თავის სახეს წარმოგვიჩენს! შევარდნაძე კი ვინც იყო,და რა სიბოროტით გაჟღენთილი არსებაც იყო, ეს არა მგონია ამ წერილის ავტორისაგან გვესწავლებოდეს ქართველებს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here