Home სხვადასხვა დაიჯესტი ვაშინგტონი BLM-ის იდეების მსოფლიოში გავრცელებას აპირებს

ვაშინგტონი BLM-ის იდეების მსოფლიოში გავრცელებას აპირებს

ვაშინგტონი BLM-ის იდეების მსოფლიოში გავრცელებას აპირებს

კრიტიკული რასობრივი თეორია აშშის დემოკრატიული პარტიის იდეოლოგიის საფუძველი ხდება და ამ პროცესის შედეგები აშშის საზღვრებს გარეთ გადის. სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოულოდნელად გამოჟონილი ინფორმაცია მიუთითებს, რომ მსოფლიო არენაზე ამ იდეოლოგიის წინ წამოწევა ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გათვითცნობიერებული ნაბიჯია.

ანონიმურმა წყარომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოცემა Human Events News-ს გადასცა 2021 წლის 5 მაისით დათარიღებული ელექტრონული ვერსია წერილისა, რომელსაც ხელს აწერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი და რომელიც გაეგზავნა აშშ-ის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. წერილი ეძღვნება აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების წლისთავს, რომელიც 2020 წლის 25 მაისს პოლიციელების მიერ დაკავებისას დაიღუპა.

წერილში წინ არის წამოწეული შემდეგი თეზისები:

ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი წევრი ფლოიდის ხსოვნას პატივს მიაგებს და აღიარებს იმ გრძელ გზას, რომლის გავლაც მოუწევთ ქვეყნებს რასობრივი სამართლიანობისთვის, 25 მაისის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა სახელმძღვანელო ტერმინ Black Lives Matter-ის, ბანერებისა და ალმების გამოყენების შესახებ.

ეროვნულმა და მსოფლიო პროტესტებმა წარმოშვა მოძრაობა იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დააკანონა უთანასწორობა და რომელიც ფესვებს იღებს კოლონიალიზმიდან და რასობრივი, ტომობრივი, ეთნიკური და უმცირესობების ჩაგვრიდან. ფლოიდის მკვლელობამ გამოიწვია საერთაშორისო პროტესტი რასობრივი სამართლიანობისა და თანასწორობის ძიებაში სისტემური რასიზმის ლიკვიდაციისა და ფერადკანიანთა თემების, განსაკუთრებით აფრიკული წარმოშობის პირების, მიმართ პოლიციის სისასტიკის აღმოფხვრის გზით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშში რასობრივი უთანასწორობის საკითხი მსოფლიოში ნებისმიერი უმცირესობის უთანასწორობის საკითხამდე გააფართოვა.

20 იანვარს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება #13985 რასობრივი თანასწორობისა და ჩაგრული უმცირესობის შესახებ. ეს ძალისხმევა მთავარ პრიორიტეტად ითვლება აშშის ადმინისტრაციის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. აშშ ობიექტურად ვერ გააშუქებს და იმსჯელებს ადამიანის უფლებებზე უცხოეთში, თუ ამ საკითხებს თავის ტერიტორიაზე ვერ მოაგვარებს. როგორც ჩანს, აშშის სახელმწიფო დეპარტამენტს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის იდეიდან აქცენტი გადააქვს რასობრივ უთანასწორობასა ჩაგრული თემების საკითხებზე, რომლებსაც მიეკუთვნება ლგბტ თემიც (აშშის პრეზიდენტის 2021 წლის 4 თებერვლის მემორანდუმი).

სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევა რასობრივი თანასწორობის წინ წამოსაწევად სხვა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერის ჩარჩოებში არის:

* პარტნიორობა თანამოაზრე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ მხარეებთან დეზინფორმაციასთან პროპაგანდასა და სახელმწიფო და არასახელმწიფო სუბიექტების დამღუპველ გავლენებთან საბრძოლველად, რომლებიც აღვივებენ რასობრივ შუღლს თემებს შორის და ძირს უთხრიან დემოკრატიულ ნორმებს;

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

* დემოკრატიული პრინციპების წინ წამოწევა, ბრძოლა კორუფციასთან, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა რეფორმებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალების დისკრიმინაციის შედეგებზე რასობრივი, ეთნიკური და ჩაგრული თემების მიმართ;

* თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კოალიციის შექმნა სისტემურ რასიზმსა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპერატიული რეაგირება ადამიანის უფლებებისა და რასობრივი, ეთნიკური და სხვა სახის დარღვევებზე;

* აშშ-ის ფედერალური მთავრობის ძალისხევის გაფართოება საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობებთან, მოქალაქეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან ხელს შეუწყობს რასობრივ, ეთნიკურ და სხვა ჯგუფებში ადამიანის უფლებების პატივისცემის გაძლიერებას;

* ადგილობრივი მოძრაობების შესაძლებლობების გაფართოება რასობრივი, ეთნიკური და სხვა ჯგუფების წევრთა უფლებების დასაცავად და სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის განსამტკიცებლად.

აშშ სურს, შექმნას ახალი პოლიტიკური კავშირები რასობრივი თანასწორობის იდეის გასავრცელებლად ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერის ჩარჩოებში. აღსანიშნავია, რომ ჩანაფიქრის მიხედვით, ასეთ კოალიციებს ოპერატიული რეაქცია ექნებათ ჩაგვრის ყველა სახეობაზე, რომლებსაც ისინი გამოავლენენ და შეაფასებენ.

წერილის ტექსტში რეკომენდაციები ეძლევათ დიპლომატებს, როგორ უნდა გამოიყენონ BLM-ის ლექსიკა და როგორ გაშუქდეს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წლისთავი, მითითებებით ლიტერატურაზე პრესრელიზების მოსამზადებლად. აგრეთვე, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ტერმინის “შავების სიცოცხლესაც აქვს მნიშვნელობა” გამოყენებას ცნობებში, სიტყვით გამოსვლებსა და სხვა დიპლომატიურ კონტექსტებში უცხო ქვეყნების აუდიტორიასთან რასობრივი თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით.

თანამდებობის პირებისთვის რეკომენდებულია, სრულად გამოიყენონ სახელმწიფო დეპარტამენტისა და უწყებათაშორისი ინსტრუმენტები პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისა და ჩაგრული თემების მხარდასაჭერად წლის განმავლობში, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტით 25 მაისზე, 17 ივნისზე და სხვა ნაკლებად ცნობილ თავდასხმაზე რასობრივ ნიადაგზე, როგორიც არის რასობრივი ხოცვა-ჟლეტა ტალსაში (ოკლაჰომას შტატი, აშშ), რომლის 100 წლისთავი 2021 წლის 31 მაისს-1 ივნისს აღინიშნება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სექციებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხების ბიუროს პროგრამები ამ მიმართულებების წინ წამოსაწევად.

სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია მუშაობა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა კოორდინატორებთან, რათა მოხდეს აშშისა და სხვა ქვეყნების სტუდენტების გაცვლა. ჩატარდეს ღია საუბრები მიზნობრივ აუდიტორიასთან სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხების ბიუროს საკურატორო ფილმების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დაგეგმვა ღონისძიებებისა და გზავნილებისა, რათა წარმოჩნდეს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა და ამერიკელი თემების ძალისხმევა რასიზმის დასაძლევად, მათ შორის ისტორიული მოვლენებისა და ტრაგედიების აღიარებით.

ამ მითითებებით თუ ვიმსჯელებთ, სახელმწიფო დეპარტამენტი დიდ ყურადღებას დაუთმობს იმ ქვეყნების საზოგადოებასთან მუშაობას, რომლებშიც არის აშშის დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები, რათა გაფართოვდეს რასობრივი თანასწორობის იდეოლოგია და, ჩანს, აპირებს ისტორიული ტრაგედიების საკითხების კულტივირებას თითოეულ კონკრეტულ ქვეყანაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ სახელმწიფო იდეოლოგიის საფუძვლად BLM-ის იდეოლოგია აიღო და მის დანერგვას საერთაშორისო დონეზეც აპირებს. აშშ და მისი მოკავშირეები აპირებენ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ამა თუ იმ უმცირესობის დისკრიმინაციის ხარისხი მსოფლიოში და წნეხში მოაქციონ ქვეყნები, რომლებიც მათი ინტერესების გზაჯვარედინზე აღმოჩნდებიან. მოწინააღმდეგე ქვეყნის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა უმცირესობებზე აქცენტის გაკეთებით აშშ-ისთვის საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია, რათა გაამძაფროს ქაოსი მსოფლიოში, თვითონ კი დარჩეს სტაბილურობის კუნძული.

russtrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here