Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: საქართველო არის დიდი ბლეფის წინაშე, რომლის მიზანიც საყოველთაო სიბნელე და...

ვაჟა ოთარაშვილი: საქართველო არის დიდი ბლეფის წინაშე, რომლის მიზანიც საყოველთაო სიბნელე და გაუნათლებლობაა

“სასწავლო წელი ჩავარდა და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით”

2311
ვაჟა ოთარაშვილი

საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის გამო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეჩერებას, რომელიც პრემიერმა გახარიამ აუცილებელ პრევენციულ ზომად შეაფასა და აკრძალვების პარალელურად საზოგადოებას დისტანციური სწავლების შემოღება ამცნო, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მაშინვე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი თვლიდა, რომ გადაწყვეტილება, საფრთხეების მიუხედავად, გადაჭარბებული იყო და ქვეყანაში სწავლის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობდა, ზოგი კი ამ ყველაფერს განათლების სამინისტროში არსებულ ხარვეზებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაანგრევს სისტემასო.

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ პრემიერმაც და განათლების მინისტრმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც პანდემიამ მსოფლიოს შეუქმნა, საქართველო გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდა. მათი შეფასებით, დისტანციურმა სწავლებამ მოლოდინი გაამართლა და, გამომდინარე შედეგებიდან, ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ის აუცილებლად უნდა დაინერგოს, როგორც წარმატებული პრაქტიკა.

რა გავლენა იქონია დისტანციურმა სწავლებამ სასწავლო პროცესზე და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ის მომავალში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დისტანციურმა სწავლებამ გაამართლა და სასწავლო წელმა წარმატებულად ჩაიარა. თქვენ, როგორც განათლების სფეროს მცოდნე პიროვნება, როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს, რა ცვლილებები მიმდინარეობს დღეს საქართველოს განათლების სისტემაში და როგორ აისახა მასზე დისტანციური სწავლება?

_ ეს ე.წ. ონლაინსწავლება, რომელიც, როგორც ჩანს, თავიდანვე მოიწონეს განათლების სამინისტროში მომუშავე ცარიელმა თავებმა, ჩანასახშივე იყო კრახისთვის განწირული და ეს მერე და მერე უფრო გამოჩნდა. თავდაპირველად საუბრობდნენ იმაზე, რომ სასწავლო პროცესი საერთოდ გაეჩერებინათ, რაც კიდევ უფრო დიდი მავნებლობა იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც შეცდომები, ნებსით თუ უნებლიეთ, ისედაც არ აკლია. მაგრამ მთლად გაჩერება ვერ გაბედეს და დაიწყეს ეს პროექტი, უფრო ზუსტად, გადმოიტანეს საიდანღაც და ერთი ხელის მოსმით ჩასვეს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. ახლა _ რაზე იყო ეს ყველაფერი გათვლილი და გაამართლა თუ არა: ვიღაცას, ალბათ, ჰგონია (და ვისაც ჰგონია, მისი გადარწმუნება არ იქნება მარტივი), რომ პანდემიის ფონზე ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა და ონლაინსწავლება იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ შავი ცხადდება თეთრად და კეთდება განცხადებები, რომ თურმე სასწავლო წელმა წარმატებით ჩაიარა. სასწავლო წელი ჩავარდა და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.

რაც შეეხება კონკრეტულ ხარვეზებს, რომლებსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება დავარქვათ ხარვეზები, იმიტომ, რომ სინამდვილეში, რაც მათ გააკეთეს, მიზანმიმართული დაგვირგვინებაა სააკაშვილისრეფორმატორულიგუნდის მიერ დაწყებული ცვლილებებისა, რომლებმაც ეროვნული ფასეულობებით სავსე ქართული განათლების სისტემა მოკლა და მომავალ თაობას პატრიოტიზმი დაავიწყა. დავიწყოთ იმით, რომ მოსწავლეების ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს, ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე და ვერ მონაწილეობდა ამ .. ონლაინსწავლებაში. ეს ერთი. მეორე _ მასწავლებლები, რომლებსაც თავის დროზე სერიოზული განათლება აქვთ მიღებული და იციან, ნამდვილი პედაგოგიკა რა არის, აღმოჩნდნენ ძალიან დიდ გაუგებრობაში, რადგან ასეთ ფორმატში, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ არც ცოდნის სრულყოფილად გადაცემის საშუალება და არც ბავშვის მიერ ინფორმაციის მიღების, გააზრებისა თუ შემოწმების შესაძლებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესში. წარმოიდგინეთ, პედაგოგი გაკვეთილზე სვამს შეკითხვას ან იძლევა დავალებას და როგორ უნდა შეამოწმოს, ბავშვი თვითონ ასრულებს ამ დავალებას თუ სახელმძღვანელოს მოშველიებით ან ვინმეს დახმარებით? დისტანციური სწავლება განათლების, მით უმეტეს, სრულყოფილი განათლების მომცემი არ არის და ვერ შეცვლის საგანმანათლებლო პროცესში უმნიშვნელოვანეს მომენტს, რომელსაც გაკვეთილზე მოსწავლე-მასწავლებლის უშუალო კონტაქტი ჰქვია.

ვფიქრობ, რომ ეს ე.წ. ონლაინსწავლება ერთი ჩვეულებრივი რგოლია შორს მიმავალი პროცესისა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და რომლის მიზანიც იყო ქვეყანაში განათლების ხარისხის მკვეთრად დაცემა და მოსწავლე-ახალგაზრდობაში ეროვნული ცნობიერების ჩაკვლა.

_ რა მიზანს ემსახურება განათლების ხარისხის დაცემა და რა გზებითა და საშუალებებით ხორციელდება ეს ყველაფერი?

_ ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებშიც გლობალური მასონური ძალები სხვადასხვა სოციალურ ექსპერიმენტს ახორციელებენ, განათლების ხარისხი დაბალი უნდა იყოს. პირველი _ ეს საშუალებას მისცემთ, იოლად მართონ ფართო მასები; და მეორე _ გაუნათლებელ, ინტელექტუალურად განუვითარებელ საზოგადოებაში ძალიან ადვილია, განათლება დაარქვა იდეოლოგიურ პრესინგს და ზემოქმედებას ხალხზე; მესამე _ ადვილია ტელეზომბირების მეთოდის გამოყენება ამ გაუნათლებელი მასების გამოსათაყვანებლად, რადგან “მონა, მშიერი და უცოდინარი, ადვილი სამართავია”.

რაც შეეხება ამ ყველაფრის განხორციელების გზებსა და საშუალებებს, საქართველოს შემთხვევაში ეს ხდება ღიად გამოხატული ფორმებით, რაც, მაგალითად, ჩანს იმაში, რომ დღევანდელი განათლების სისტემა ახალგაზრდებს, პრაქტიკულად, აჩლუნგებს. განსაკუთრებით ეს ეხება საშუალო განათლებას, უპირველესი სამიზნე ეს საფეხურია, რადგან აქედან იწყება ყველაფერი. წარმოიდგინეთ, ისეთ ფუნდამენტურ საგნებში, როგორიცაა ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკასწავლების საათები, ფაქტობრივად, განახევრდა. თუ ადრე კვირაში 12-15 საათი ეთმობოდა ამ საგნებს თითოეულ კლასში, ახლა ეთმობა 4-5. რაც მთავარია, სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებსბავშვს წინადადების გარჩევას რომ არ ასწავლიან და ქვემდებარეშემასმენელს, წარმოგიდგენიათ, რა დონეზე ეცოდინება მშობლიური ენა?! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდ აღარ ისწავლება რელიგიათმცოდნეობა, ღვთისმეტყველება. ეს ყველაფერი არის აპოკალიფსური მოვლენა და დაგეგმილია მსოფლიო სატანური ძალების მიერ, რომელთა მიზანია მასების გაკონტროლება… ახლა უმაღლესი სასწავლებლები ავიღოთ, წარმოიდგინეთ, ბავშვი ირიცხება სამედიცინო უნივერსიტეტში და ქიმიაბიოლოგიას არ აბარებს, ირიცხება ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო ერთერთი მოწინავე სასწავლებელი საბჭოთა კავშირში, და ფიზიკამათემატიკას არ აბარებს. მითხარით, რა უნდა გამოვიდეს იმ ბავშვისგან და როგორ უნდა დაეუფლოს პროფესიას? კიდევ ვიმეორებ, ეს ონლაინსწავლება არის სასიკვდილო დარტყმა ჩვენი განათლების სისტემისთვის, რადგან, პრაქტიკულად, ყველა საგანში საათები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მაგალითია თუნდაც ისეთი ფუნდამენტური საგანი, როგორიცაა მათემატიკა, რომელსაც ადრე თუ ეთმობოდა 100 საათი წელიწადში, ახლა ეთმობა 50 და უფრო ნაკლებიც.

ცალკე საკითხია მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების თემა, რომელიც სასწავლო საათების შემცირებასთან ერთად, შესაძლოა, შემცირდეს.

_ კრიტიკოსები ამბობენ, რომ განათლების სისტემა კორუფციაში ჩაეფლო. შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ გვყავს სოროსელი განათლების მინისტრი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს განათლებასთან. ნამდვილად მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელსაც ათეული საუკუნეების წინათ ჰქონდა ფაზისის, გელათისა და იყალთოს აკადემიები, ასეთი არაპროფესიონალი და მაფიოზი განათლების სამინისტრო გვყავდეს. განათლების სიტემაში კორუფციის ბუდე რომ არის, რამდენიმე გარემოება ცხადყოფს: პირველი, ბავშვებს უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად უწევთ ზოგადი უნარების ჩაბარება, ანუ საგნის, რომელიც სკოლაში არ ისწავლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში სწავლის გაგრძელება უნდა, რეპეტიტორთან უნდა იაროს და ათასები უნდა გადაიხადოს რაღაც სისულელეში მოსამზადებლად, რაც მერე არაფერში გამოადგება. ეს ერთი. მეორე _ ვინმეს შეუძლია მიპასუხოს, რატომ იცვლება ყოველ წელს სახელმძღვანელოები და ავტორები? რა, ყოველ წელს ახალი იაკობ გოგებაშვილი იბადება? ყოველ წელს იბადებიან ჯავახიშვილები და შანიძეები? ეს არის კორუფციის ბუდე, რომელსაც სათავეში უდგას განათლების სისტემაში ლომაიასა და შაშკინის მინისტრობის პერიოდში მოკალათებული მაფია. ვფიქრობ, ეს საქმე სერიოზულად შესასწავლი და გამოსაძიებელია. ყველამ იცის, აქედან უზარმაზარი ფული კეთდება. თანხებს ჯიბიდან აცლიან საწყალ მშობლებს, რომლებიც იძულებულნი არიან, გაჭირვებით ნაშოვნი ფულით ყოველ წელს ახალი სახელმძღვანელოები იყიდონ… იქ კიდევ ცალკე საკითხია ის, რომ მისაღები გამოცდები მარგველაშვილისდროინდელი მაფიის ხელშია და, როგორც ამბობენ, იქაც დიდძალი ფული კეთდება…

_ დავუბრუნდეთ დისტანციურ სწავლებას. დასაწყისში თქვით, რომ სასწავლო წელი პრაქტიკულად ჩავარდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები საპირისპირო აზრზე არიანროგორ ფიქრობთ, რა შედეგებს მივიღებთ უახლოეს მომავალში, თუ სწავლების ეს პრაქტიკა დაინერგება და მომავალ სასწავლო წლებშიც ამ მეთოდს გამოიყენებენ?

_ მოკლედ გიპასუხებთ: როგორი პროფესიონალი შეიძლება იყოს ექიმი და როგორ უმკურნალებს ის პაციენტს, თუ ნასწავლი არ ექნება ქიმია და ბიოლოგია? როგორ შენობებს ააშენებს ინჟინერი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს გეომეტრიაზე, ფიზიკაზე? კიდევ გავიმეორებ: საქართველო არის დიდი საგანმანათლებლო ბლეფის წინაშე, რომლის მიზანიც, როგორც გითხარით, არის საყოველთაო სიბნელე და გაუნათლებლობა ქვეყანაში. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ თურმე ხელისუფლებამ გამოწვევებს თავი ღირსეულად გაართვა და განათლების სისტემაში მიღწეული წარმატებები ამის ნათელი მაგალითია, ბატონ პრემიერს გულწრფელად ვეტყვი, რომ კმარა საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ხელისუფლებამ შეიძლება მოიტყუოს თავი, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებს; ვერ მოატყუებს იმიტომ, რომ სწორედ დღევანდელი ქართული განათლება, ეკონომიკა, პოლიტიკა და საერთოდ ყველაფერი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანა ჩაფლულია ჭაობში, ქვეყანა ჩაძირულია გლობალურმასონური შეთქმულების ღრმა მორევში, საიდანაც ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: არააა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here